„სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის N70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

„სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის N70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 29/04/2021
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016223
106
29/04/2021
ვებგვერდი, 04/05/2021
310050000.54.066.016223
„სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის N70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №106

2021 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ –  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის N70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის N70 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი,  310050000.54.066.016219, 02/04/2021) დამტკიცებულ „სპეციალური ნებართვის გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 24-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ სხ-ზე დამონტაჟებული ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობა (EFB)  სხ-ზე განთავსებული იყოს  საჰაერო ხომალდის მწარმოებლის/შემმუშავებლის პროექტის მიხედვით, ან მოდიფიკაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო გადასატანი ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობა (EFB), თუ მისი კომპონენტები (სამაგრი, კვების წყარო და სხვა) არ საჭიროებს დამონტაჟებას სხ-ზე, სერტიფიცირებული/დაშვებული იყოს რომელიმე ქვეყნის საავიაციო უწყების მიერ  და განთავსდეს ეკიპაჟისთვის ხელმისაწვდომ ისეთ ადგილას, რომ ხელს არ უშლიდეს სხ-ის მართვის საშუალებების ვიზუალურ და/ან ფიზიკურ ხელმისაწვდომობას, საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების სავარძელში ჩაჯდომას ან სავარძლიდან ადგომას და/ან გარე ხედვას.

4. ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობის (EFB) სტაციონარული სამაგრი და კვების წყარო სხ-ზე დამონტაჟებული უნდა იყოს მწარმოებლის ან სერტიფიცირებული ტექნიკური მომსახურების საწარმოს მიერ.“.

2. 33-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. საექსპლუატაციო  მოთხოვნები“

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექსპლუატანტი ვალდებულია საფრენად ვარგისობის შენარჩუნებისთვის დადგენილი ტექმომსახურების სახეები და ინტერვალები აღწეროს ტექმომსახურების პროგრამაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე