„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.115.016334
8
28/04/2021
ვებგვერდი, 04/05/2021
190020020.35.115.016334
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2021 წლის 28 აპრილი

დაბა ლენტეხი

 

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №-17 დადგენილებაში შემდეგის მიხედვით:

დადგენილების მე-15 მუხლის 5.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.2. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სოციალური დაცვის მიზნით ფულადი შემწეობის გაცემა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტ ბავშვზე) დახმარებას, ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, მარტოხელა დედების/მამების ფინანსური დახმარება, დაბადებიდან  შ.შ.მ პირებზე ყოველთვიური ფინანსური დახმარება, უსახლკარო  (ეკომიგრანტთა) ბენეფიციართა ბინის ქირით უზრუნველყოფა და მისთენია გრავისით დაბადებულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება.

5.2.5. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.2.5 სტიქიური უბედურების (ხანძრის) შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება(პროგრამული კოდი 060405) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

სტიქიური მოვლენების დროს ხანძარი, მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი ელემენტარული პირობების უზრუნველყოფის მიზნით თითოეულ ოჯახზე არაუმეტეს 2000 ლარის დახმარების გაცემა; ფინანსური დახმარება გაეწევათ ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს.

5.2.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„5.2.7 ხანდაზმულთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯი(პროგრამული კოდი 06 04 07)

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 90 წელს ზევით.

2. დახმარების თანხა განისაზღვრება 90-95 წლამდე 100(ასი) ლარის ოდენობით, 95-100 წლამდე 150(ასორმოცდაათი) ლარი და 100 წლის ზევით 300(სამასი) ლარის ოდენობით.

მე-15 მუხლის ბოლოში მოცემულ ცხრილში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის (06 04) ქვეპროგრამებში პროგრამულ კოდად მიეთითოს 06 04.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი