„დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 192
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022748
192
27/04/2021
ვებგვერდი, 29/04/2021
300160070.10.003.022748
„დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №192

2021 წლის 27 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017619) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების საგანი

ეს ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო), სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში − სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის.“.

2. მე-3 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) „მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყარო“ – ობიექტი, რომლიდანაც ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა (ჰაერსატარი, საკვამლე მილი, სავენტილაციო შახტა და სხვა);“;

„ზ) „მავნე ნივთიერებათა ორგანიზებული გაფრქვევა“ – მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სპეციალურად გაკეთებული მოწყობილობებიდან (ჰაერსატარი, საკვამლე მილი, სავენტილაციო შახტა და სხვა);“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) „ჰიდრავლიკური დიამეტრი“ – ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის, ჰაერსატარის განივკვეთის ფართობის 4-ჯერადი მნიშვნელობის ფარდობა განივკვეთის პერიმეტრის მნიშვნელობასთან (მილის შემთხვევაში, ემთხვევა მილის დიამეტრის სიდიდეს).“.

4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 − 58 პუნქტები:

„51. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ 5-ით გათვალისწინებული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, თვითმონიტორინგის მიზნით, აწარმოოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის უწყვეტი განსაზღვრა, ინსტრუმენტული მეთოდით.  საქმიანობის სუბიექტის მიერ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობისა და ტემპერატურის განსაზღვრა წარმოებს მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას უშუალოდ მავნე ნივთიერებების გაფრქვევის იმ წყარო(ებ)ზე (ჰაერსატარში, მილში), რომლ(ებ)ის შესაბამისი გამოყოფის წყაროები განსაზღვრულია დანართ 5-ით.

52. უწყვეტი მონიტორინგის ხელსაწყოს/სინჯის ამღების განთავსების ადგილად უნდა შეირჩეს ჰაერსატარის სწორხაზოვანი უბანი გაფრქვევის წყაროს გამოსასვლელამდე, მისგან 2-3 ჰიდრავლიკური დიამეტრის დაშორებით და არაუმცირეს 5 ჰიდრავლიკური დიამეტრის დაშორებით ჰაერის ნაკადის მკვეთრი ცვლილებების უახლოესი ადგილიდან. როცა გაფრქვევის წყაროს გამოსასვლელამდე ჰაერსატარის სწორხაზოვანი მონაკვეთის სიგრძე ნაკლებია 7 ჰიდრავლიკური დიამეტრის სიგრძეზე, უნდა შეირჩეს სინჯის აღების ისეთი განივკვეთი, რომელიც მონაკვეთს ჰაერის მოძრაობის მიმართულებით ყოფს თანაფარდობით − 3:1.

53. სავალდებულოა შემდეგი მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობისა და ტემპერატურის უწყვეტი ინსტრუმენტული მეთოდით განსაზღვრა, თუ კონკრეტული დამბინძურებლის კონცენტრაცია, სამინისტროსთან შეთანხმებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის მიხედვით, შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ 6-ით განსაზღვრულ დიაპაზონს:

ა) მტვერი (შეწონილი ნაწილაკები, TSP);

ბ) აზოტის ორჟანგი (NO2);

გ) გოგირდის ორჟანგი (SO2);

დ) ნახშირჟანგი (CO).

54. ამ მუხლის 53 პუნქტში მითითებული მავნე ნივთიერებების გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის უწყვეტი ინსტრუმენტული მეთოდით განსაზღვრა რეკომენდებულია განხორციელდეს იმ ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც აკმაყოფილებენ დანართ 6-ით განსაზღვრულ სტანდარტებს. ამასთან, დანართ 6-ით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი ხელსაწყოს ნაცვლად შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვა, მისი ტოლფასი ან უკეთესი მეტროლოგიური მახასიათებლების მქონე გამზომი ხელსაწყო-აპარატურა, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი. ხელსაწყოს მიერ განსაზღვრული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის მაღალი სიზუსტისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს ხელსაწყოების სათანადო და დროული მომსახურება, სულ მცირე, ხელსაწყოს სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად.

55. უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის შედეგები ეგზავნება სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უშუალოდ მონიტორინგის ხელსაწყოდან, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, უწყვეტ რეჟიმში (არაუმეტეს 5-წუთიანი ინტერვალით) სერვისის საშუალებით, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მონაცემთა მთლიანობა და დაცულობა. უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის შედეგების საფუძველზე 30-წუთიანი გასაშუალოებული მონაცემ(ებ)ის შედარება მოხდება ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილ ნორმებთან. საქმიანობის სუბიექტს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ იგი შედეგების მიწოდების ნებისმიერი წყვეტის თაობაზე, შეწყვეტის მიზეზის (მაგ.: დანადგარის გათიშვა, დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების განხორციელება და ა.შ.) შესახებ ინფორმაციის დაზუსტებით, ცხელი ხაზის (153) ან/და შესაბამისი ელექტრონული ფოსტის (airhelp@des.gov.ge) საშუალებით, წინასწარ  ან დაუყოვნებლივ აცნობებს სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.

56. საქმიანობის სუბიექტი ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული მონიტორინგის დაწყებამდე ვალდებულია, სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიაწოდოს ინფორმაცია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ 5-ით გათვალისწინებული გაფრქვევის თითოეული წყაროს, მისი სტატუსისა (მოქმედი, უმოქმედო) და სამუშაო დროითი რეჟიმის შესახებ. ასევე საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, ამ მონაცემების ნებისმიერი ცვლილების შესახებ აცნობოს სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე.

57. უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის შედეგების მიწოდების შეწყვეტისა და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმების გადამეტების დაფიქსირების შესახებ სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან ინფორმაციის მიღების უზრუნველყოფისთვის საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, განსაზღვროს საკონტაქტო პირ(ებ)ი და მათ შესახებ ინფორმაცია აცნობოს სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებით. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, მონაცემებს უცვლელად და დაცულად ინახავდეს, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში და ნებისმიერ დროს, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს მონაცემების სამინისტროს წარმომადგენლისთვის ხელმისაწვდომობა. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქმიანობის სუბიექტმა უნდა უზრუნველყოს უწყვეტი ინტერნეტკავშირის ქონა და არანაკლებ ერთი სტატიკური გარე IP მისამართისა.

58. სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ 5-ით გათვალისწინებული გაფრქვევის თითოეული წყაროს სტატუსის (მოქმედი, უმოქმედო), სამუშაო დროითი რეჟიმისა და რეჟიმის ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვა, ასევე უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის შედეგების მიღება და თვითმონიტორინგთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის ასახვა ხორციელდება შესაბამისი სერვისის მეშვეობით, ინსტრუქციის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

5. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სამინისტრო აწარმოებს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვას. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების მიხედვით, რომლებსაც საქმიანობის სუბიექტები ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ, არა უგვიანეს 15 თებერვლისა, ელექტრონული სისტემის (http://emoe.gov.ge/) მეშვეობით ავსებენ და წარუდგენენ სამინისტროს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამის სამსახურებს. სამინისტრო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას წარდგენილ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების დადასტურების თაობაზე იღებენ არაუგვიანეს 1 აპრილისა.“.

6. დანართი 1 და დანართი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი 1

 

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის ფორმა

№პად-1 წარმოების (საამქროს, უბნის) დასახელება

მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს (წყაროების ჯგუფის) ნომერი და დასახელება

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს ნომერი და დასახელება

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სახე (ორგანიზებული ან არაორგანიზებული)

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს პარამეტრები

სინჯების (გაზომვების) აღების თარიღი

სინჯების (გაზომვების) აღების ადგილი

აირჰაერმტვერნარევის პარამეტრები მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს გამოსასვლელთან

 

 

სიმაღლე,

დიამეტრი ან კვეთის ზომა, ხაზობრივი წყაროსათვის მისი სიგრძე, მ

 

ტემპერატურა,

t​C

 

 

სიჩქარე,

მ/წმ

 

 

მოცულობა,

მ​3/სთ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

დანართ 1-ის გაგრძელება

 

მავნე ნივთიერე ბათა დასახელება

მავნე ნივთიერე- ბათა კონცენტრა- ცია

გ/მ​3

მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს (წყარობის ჯგუფის) მუშაობის დრო, სთ/კვარტალი

სტაციონარული წყაროებიდან გამოყოფილი მავნე ნივთიერებათა რაოდენობა, ტონა/კვარტალი

მათ შორის

ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა

მავნე ნივთიერე ბათა გაფრქვევის დადგენილი ნორმა,

გ/წმ

მავნე ნივთიერე ბათა გაფრქვევების განსაზღვრის მეთოდების დასახელება

№პად-1

ფორმის შემვსების ხელმოწერა და თარიღი

მოხვედრილი გაწმენდაზე, ტონა/ კვარტალი

დაჭერილი, ტონა/ კვარტალი

გ/წმ

ტ/კვარტალი

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

 

დანართი 2

 

აირმტვერდამჭერი და ტექნოლოგიური მოწყობილობების მუშაობის რეჟიმის აღრიცხვის ფორმა

 №პად-2  წარმოების (საამქროს, უბნის) დასახელება

აირმტვერ- დამჭერი მოწყობილობის დასახელება

მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროს (წყაროების ჯგუფის)

ნომე­რი და დასახელება

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროს ნომერი და დასახელება

ნამუშევარი საათების რაოდენობა კვარტალში

აირმტვერ დამჭერი მოწყობილობის მოცდენის დრო ტექნოლოგიური მოწყობილობის მუშაობისას, სთ/კვარტალი

აირმტვერ დამჭერი მოწყობილობის მუშაობისას მისი  ცალკეული აპარატების მოცდენის დრო, სთ/კვარტალი

აირმტვერ დამჭერი მოწყობილობის (მისი ცალკეული აპარატების) მოცდენის მიზეზი

№პად-2

ფორმის შემვსების ხელმოწერა და თარიღი

აირმტვერდამ­ჭერი მოწყობილო- ბისთვის

აირმტვერდამჭერ მოწყობილობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური მოწყობილობისათვის

1

2

3

4

5

6

7

8

9.“.

 

7.  დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 5 და დანართი 6:

დანართი 5

 

საქმიანობებისა და შესაბამისი ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც სავალდებულოა თვითმონიტორინგის წარმოება უწყვეტი ინსტრუმენტული მეთოდით

 

ს ა ქ მ ი ა ნ ო ბ ე ბ ი

 

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყარო

1

ნედლი ნავთობის (გარდა საზეთ-საპოხი მასალისა) გადამუშავება

ნავთობის გადამამუშავებელი/გამოსახდელი დანადგარი

2

10 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაცია

10 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის წვის დანადგარი (ქვაბ-დანადგარი, აირტურბინა)

3

თუჯის, ფოლადის ან/და ფეროშენადნობების წარმოება, პირველადი ან/და მეორეული დნობის ჩათვლით

ლითონური მადნის, კონცენტრატის ან/და ჯართის სადნობი ღუმელი

4

თუჯის ან ფოლადის დნობა პროდუქციის წარმოების მიზნით

თუჯის ან/და ფოლადის სადნობი ღუმელი

5

შავი ლითონის დამუშავება: ლითონის ცხლად დამუშავება, სამჭედლო გრდემლით, დამცავი ლითონის ფენით დაფარვა წელიწადში 50 ტონა ან მეტი წარმადობით

საგლინავი დგანები, სამჭედლო უროები, დამცავი ლითონის ფენით დაფარვის დანადგარი

6

ფერადი ლითონის (გარდა ძვირფასი ლითონისა) დნობა წელიწადში 20 ტონა ან მეტი წარმადობით

ფერადი ლითონების სადნობი ღუმელი

7

ლითონშემცველი მადნის გამოწვა და აგლომერირება

გამოსაწვავი ღუმელი, აგლომერაციის ღუმელი/დანადგარი

8

მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროქიმიური პროცესების მეშვეობით მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოება, გარდა საიუველირო წარმოებისა

ლითონური მადნის, კონცენტრატის, ზოდების ან/და ჯართის სადნობი ღუმელი; დანადგარი, რომელშიც მიმდინარეობს ფერადი ლითონების წარმოებასთან დაკავშირებული ქიმიური ან/და ელექტროქიმიური პროცესები

9

ძირითადი ორგანული ნაერთების წარმოება

დანადგარი, რომელშიც მიმდინარეობს ორგანული ნაერთების წარმოება

10

ძირითადი არაორგანული ნაერთების წარმოება

დანადგარი, რომელშიც მიმდინარეობს არაორგანული ნაერთების წარმოება

11

ფოსფოროვანი, აზოტოვანი ან/და კალიუმოვანი სასუქების მარტივი ან/და რთული წარმოება

დანადგარი, რომელშიც მიმდინარეობს არაორგანული და ორგანული ნაერთების წარმოება

12

შუალედური პროდუქტის ქიმიური დამუშავებით ქიმიური ნივთიერების წარმოება

 

დანადგარი, რომელშიც მიმდინარეობს ქიმიური (ქიმიური სინთეზის ან/და ნივთიერებათა გარდაქმნის) ტექნოლოგიური პროცესი

13

ფარმაცევტული პროდუქტების, საღებავების, ლაქების, პეროქსიდის, ელასტომერის ან/და პლასტიკური მასალის წარმოება

დანადგარი, რომელშიც მიმდინარეობს თერმული ან/და ქიმიური (ქიმიური სინთეზის ან/და ნივთიერებათა გარდაქმნის) ტექნოლოგიური პროცესი

14

ცემენტის, კირის, გაჯის ან/და თაბაშირის წარმოება

 

ცემენტის კლინკერის, კირის, გაჯის ან/და თაბაშირის გამოწვის ღუმელი, ცემენტის კლინკერის, კირის, გაჯის, თაბაშირის ან/და დანამატების დაფქვის წისქვილი

15

მინის ან/და მინის პროდუქციის (მათ შორის, მინის ბოჭკოს) წარმოება

მინის გამოსადნობი ღუმელი

 

 

დანართი 6

 

უწყვეტი ინსტრუმენტული მონიტორინგის მეთოდები, გაზომვის დიაპაზონები და რეკომენდებული სტანდარტები

 

პარამეტრი/ ნივთიერება

მონიტორინგის მეთოდი

გაზომვის დიაპაზონები (1)

სერტიფიცირებისა და დაკალიბრებისთვის რეკომენდებული  სტანდარტები

რეკომენდებული EN და ISO სტანდარტული

მეთოდები

ნახშირბადის ოქსიდი (CO)

ფიწს, ადიწს

50 მგ/მ3-10 გ/მ3

ზოგადი სტანდარტები (2)

EN 15058:2017

მტვერი (TSP)

სინათლის ჩაქრობა ან გაბნევა, ტრიბოელექტრული მეთოდი

1.5 მგ/მ3 (მოცემული როგორც 5 გაბნეული სინათლის ერთეული)-300 მგ/მ3 (მოცემული როგორც 20000 გაბნეული სინათლის ერთეული)

ზოგადი სტანდარტები (2) და EN 13284-2:2017

EN 13284-1:2017

აზოტის ოქსიდები (NOX) (3)

ქემილუმინესცენცია, ფიწს, ადიწს, ადუის, დოას

20 მგ/მ3-7.5 გ/მ3

ზოგადი სტანდარტები (2)

EN 14792:2017

გოგირდის დიოქსიდი (SO2)

ფიწს, ადიწს, ადუის, დოას

10 მგ/მ3-8.0 გ/მ3

ზოგადი სტანდარტები (2)

EN 14791:2017

ტემპერატურა

თერმოწყვილები, პირომეტრია

400 °C-1300 °C

ზოგადი სტანდარტები (2)

ჰაერში გაზომვის სპეციფიური EN ან ISO სტანდარტი არ არის ხელმისაწვდომი

(1) სტანდარტული პირობებისთვის ანუ მშრალი აირისთვის: 273.15 K, 101.3 კპა, ჟანგბადის სტანდარტული კონცენტრაცია.

(2) EN15267-1:2009, EN15267-2:2009, EN15267-3:2007, EN 14181:2014, EN 15259:2007 და EN ISO 9169:2006.

(3) ხელმისაწვდომია ასევე ავტომატური მონიტორინგის სისტემა (ამს, AMS) NO-ისა და NO2-ის დამოუკიდებლად გაზომვებისთვის.

აბრევიატურები: აას (AAS) − ატომურ-ადსორბციული სპექტრომეტრია; დოას (DOAS) − დიფერენციალური ოპტიკურ-ადსორბციული სპექტროსკოპია; აიდ (FID) − ალურ-იონიზაციური დეტექტორი; ფიწს (FTIR) − ფურიეს ინფრაწითელი სპექტრომეტრია; აფკ (GFC) − აირ-ფილტრაციული კორელაცია; ადიწს (NDIR) − არადისპერსიული ინფრაწითელი სპექტრომეტრია; ადუის (NDUV) − არადისპერსული ულტრაიისფერი სპექტრომეტრია; მდლ (TDL) − მილაკურ-დიოდური ლაზერული ადსორბციული სპექტრომეტრია.

წყარო: [59, CEN 2018], [104, MCERTS 2018], [112, ISO 2018], [129, DE UBA and TÜV 2018].“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი