დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 24 აგვისტოს №01-37/ნ-№173 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-47/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/05/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016874 |
|
„დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 24 აგვისტოს №01-37/ნ-№173 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
|
| მუხლი 1 |
„დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 24 აგვისტოს №01-37/ნ–№173 ერთობლივი ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge; 24/08/2016; სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016402) დამტკიცებულ №3 დანართს (დაბადების და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის შევსების, გაგზავნისა და შენახვის წესი) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და აღრიცხვის წესი 1. COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევაში პირველადი მიზეზის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი, ტესტირების კლინიკური სურათისა და დაავადების მიმდინარეობის ანალიზის საფუძველზე. 2. გარდაცვალების შესახებ სრულ სამედიცინო ცნობაში სიკვდილის პირველად მიზეზად განისაზღვრება COVID-19 ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც სიკვდილის დადგომა გამოიწვია (ან, სავარაუდოდ, გამოიწვია) აღნიშნულმა ინფექციამ, ან ხელი შეუწყო/დააჩქარა სიკვდილის დადგომა. ამ შემთხვევაში სხვა, ადრე არსებული დაავადებები განიხილება COVID-19-ის მიმდინარეობის თანმხლებ დაავადებად. 3. COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევაში, სრული სამედიცინო ცნობის შევსებისას, მიეთითება მაქსიმალურად მეტი დეტალები, ყველა ცნობილი ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო ისტორიებიდან და ლაბორატორიული კვლევების შედეგებიდან გამომდინარე. 4. COVID-19-თვის განკუთვნილია ავადმყოფობათა საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის მე-10 გადახედვის (ICD-10) შემდეგი კოდები: ა) U07.1 COVID-19 – ვირუსი იდენტიფიცირებულია; ბ) U07.2 COVID-19 – ვირუსი არ არის იდენტიფიცირებული (კლინიკურად და ეპიდემიოლოგიურად დასმული დიაგნოზი). 5. თუ პათოლოგიური მოვლენების/მდგომარეობების თანმიმდევრობა მკაფიოდ არის განპირობებული COVID-19-ით, გარდაცვალების შესახებ სრული სამედიცინო ცნობის I ნაწილში („სიკვდილის გამომწვევი ავადმყოფობები ან/და მდგომარეობები“), „ა“-„დ“ სტრიქონებში მიეთითება COVID-19-ის ყველა გართულება მიზეზ-შედეგობრივი თანმიმდევრობის მიხედვით, კერძოდ: ა) პნევმონია – კოდი J12.8 (სხვა ვირუსული პნევმონია); ბ) მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი – კოდი J80 (მოზრდილთა რესპირაციული დისტრესსინდრომი); გ) მწვავე ბრონქიტი – კოდები J20.8 (მწვავე ბრონქიტი, გამოწვეული სხვა დაზუსტებული მიკროორგანიზმებით) ან J40 (ბრონქიტი, დაუზუსტებელი როგორც მწვავე ან ქრონიკული); დ) ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია ან მწვავე რესპირატორული ინფექცია – კოდები J22 (ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია, დაუზუსტებელი); ე) სხვა სახის გართულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 6. გარდაცვალების შესახებ სრული სამედიცინო ცნობის შევსებისას დაუშვებელია სიკვდილის მიზეზის მითითება ერთ სტრიქონად, მდგომარეობების ლოგიკური თანმიმდევრობის გარეშე. 7. დაუშვებელია ცნობის I ნაწილში („სიკვდილის გამომწვევი ავადმყოფობები ან/და მდგომარეობები“) ადრე არსებული იმ ქრონიკული დაავადებების მითითება, რომლებიც COVID-19-ის მიმდინარეობისას წარმოადგენენ თანმხლებ დაავადებებს ეს დაავადებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა ჩაიწეროს ცნობის II ნაწილში („სხვა მნიშვნელოვანი მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობს სიკვდილს, მაგრამ არ არის დაკავშირებული ავადმყოფობასთან ან პათოლოგიურ მდგომარეობასთან, რომელიც იწვევს სიკვდილს“). 8. COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და აღრიცხვის წესის მიმართ ვრცელდება ამ ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დებულებები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. შენიშვნა: სიკვდილის მექანიზმის (სუნთქვის უკმარისობა, გულის გაჩერება, შოკი, სხვა) დეტალური აღწერა არ წარმოადგენს განსაკუთრებულ აუცილებლობას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები