“საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანისა და აღრიცხვის ინსტრუქციის” დამტკიცების შესახებ საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 9 აგვისტოს №151 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი 15/11/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 17/11/2000
სარეგისტრაციო კოდი 230.150.080.11.114.004.498
  • Word
475
15/11/2000
სსმ, 107, 17/11/2000
230.150.080.11.114.004.498
“საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანისა და აღრიცხვის ინსტრუქციის” დამტკიცების შესახებ საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 9 აგვისტოს №151 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.080.11.114.004.498

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების

მინისტრის ბრძანება №475

2000 წლის 15 ნოემბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანისა და აღრიცხვის ინსტრუქციის” დამტკიცების შესახებ საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის                   9 აგვისტოს №151 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნავთობის დისტილატების აღრიცხვისა და მიწოდებაზე ეფექტური კონტროლის განხორციელების მიზნით ვბრძანებ:

1. „საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის №151 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანისა და აღრიცხვის” ინსტრუქციის მე-5 პუნ-ქტის „გ” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამხრეთის და აღმოსავლეთის (თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის) მხარიდან საბაჟოების „ვალე”, „სადახლო” (ტრასარკინიგზა), „გარდაბანი” (რკინიგზა და ვახტანგისის გავლით), „წითელი ხიდი” და „ლაგოდეხის გავლით;”.

2. „ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების  სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის” შესახებ დანართი 2-ის „შენიშვნა” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა”: იმისდა მიხედვით, თუ რომელი აქციზური ხაზით ხდება საქონლის საზღვრის გადმოკვეთა, მე-11 გრაფის შესავსებად უნდა შეირჩეს შრიფტის შესაბამისი ფერი:

გორი, ყაზბეგი–წითელი;

აჭარა, ფოთი–ლურჯი.

ვალე, სადახლო, გარდაბანი, წითელი ხიდი, ლაგოდეხი–მწვანე.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მაჭავარიანი