დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016447 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში (www.macne.gov.ge 010250020.35.119.016392 13/03/2019) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1.პროგრამის პირველი თავის პირველი მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციიით: „ყ“ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 15 წლამდე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა;’’ 2. პროგრამის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების (შემდგომში – ბენეფიციარები) ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/ თანადაფინანსება ყველა სახის სამედიცინო მომსახურებაზე, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში (გარდა მასაჟისა, პლასტიკურ-ესთეტიკური ქირურგიის, სამკურნალო-კურორტული და სტომატოლოგიური მომსახურება, ლოგოპედის მომსახურება, მშობიარობა, საკეისრო კვეთა). 3. პროგრამის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ. ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ.“ 4. პროგრამის 25-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 15 წლამდე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის დაფინანსება/ თანადაფინანსების პროგრამა.“. 5. პროგრამის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები „რომლის გაახლებაც უნდა მოხდეს თორმეტ თვეში ერთხელ;“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ. ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-N100) რომლის გაახლებაც უნდა მოხდეს თორმეტ თვეში ერთხელ;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები