„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 26/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016453
15
28/04/2021
ვებგვერდი, 29/04/2021
190020020.35.112.016453
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2021 წლის 28 აპრილი

ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №2 დადგენილების ((ვებგვერდი 02/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.112.016440) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“ შეტანილ იქნას ცვლილება და დანართის მე-4 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ)  კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა და მასთან კონტაქტში მყოფ პირთა  ტრანსპორტირებით  დახმარების პროგრამა -ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  კოვიდ 19-ით ინფიცირებული ბენეფიციარები რომლებსაც დაუდასტურდებათ  კოვიდ 19 და საჭიროებენ გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში ან ბინაზე, ასევე კვლევების ჩატარებას, ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ინფიცირებულის  სამედიცინო დაწესებულებაში ან ბინაზე ტრანსპორტირება, ასევე კორონა ვირუსზე საეჭვო პაციენტების ტრანსპორტირება კვლევების ჩასატარებლად და სამედიცინო დაწესებულებაში გამოჯანმრთელებული ბენეფიციარის სახლში ტრანსპორტირების დაფინანსება.  ხოლო  კოვიდ 19-ით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების შემთხვევაში განხორციელდება მათი სასტუმრომდე ტრანსპორტირების დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კოვიდ 19-ით  გარდაცვლილთა  ბინაზე ტრანსპორტირების დაფინანსება. გადაწყვეტილება მიიღება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის(საკრებულოს წევრის) შუამდგომლობის და  ა(ა)იპ - ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ  მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე