,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 06/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016433
10
29/04/2021
ვებგვერდი, 06/05/2021
010250050.35.138.016433
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2021 წლის 29 აპრილი

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა   შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №16 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 07/02/2018, სარეგისტრაციო  კოდი: 010250050.35.138.016330) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება):
1. პირველი  მუხლის  პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.“

;

2. მე-3  მუხლის  პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი;

„ე1) გენდერული თანასწორობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;“

;

3. მე-3  მუხლის  მე-2  პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი;

„ე) გენდერული თანასწორობის განყოფილება.“

4. დებულებას  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-111  მუხლი:

„მუხლი 111.  გენდერული თანასწორობის განყოფილება.

1. გენდერული თანასწორობის განყოფილების   ფუნქციებია:

ა) ადგილობრივ დონეზე, გენდერის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამების მომზადება;

ბ) არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით პრობლემების შესწავლა და  წინადადებათა შემუშავება;

გ) შესაბამისი პროგრამების შემუშავება და თანამშრომლობა სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან;

დ) მოქალაქეთა სამოქალაქო ცნობადობის ამაღლება გენდერული თანასწობის საკითხებთან მიმართებაში.

ე) უფლებამოსილების ფარგლებში, ,„გენდერული თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესრულება“.

.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე