„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.138.016432
9
29/04/2021
ვებგვერდი, 05/05/2021
010260000.35.138.016432
„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2021 წლის 29 აპრილი

ქ. ახალციხე

 

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260000.35.138.016323) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება):

1.

მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოება, საკადრო საკითხთა, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა და მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა. მერის მინდობილობის საფუძველზე მერიის ინტერესების სამართლებრივი დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სახელმწიფო ორგანოებთან  თუ მესამე (ფიზიკურ და იურიდიულ) პირებთან ურთიერთობისას, კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ განცხადებების საჩივრებისა და მომართვების განხილვა, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების  იურიდიულ კონსულტირება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;  მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციულ სამართლებრივი ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზა და მათი ვიზირება, საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“  გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი,  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.’’.

;

2. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, გენდერულ თანასწორობისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება და მათ უზრუნველყოფა ტურიზმის განვითარებასა და ძეგლთა დაცვასთან დაკავშრებით.“.

.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე