დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 186 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.022741 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/11/2015, 040030000.10.003.018944) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში − სამეთვალყურეო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ე) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ი) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; კ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ლ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; მ) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ნ) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ო) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; პ) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ჟ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები