დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია |
| მიღების თარიღი | 26/10/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის სატანდარტების კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| სარეგისტრაციო კოდი | 350.010.010.18.013.004.492 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/11/2000 - 24/05/2007)
სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 350.010.010.18.013.004.492
საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის
დადგენილება №3
2000 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშების რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის `გ” პუნქტის შესასრულებლად, ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის, მე-10 და მე-11 მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქცია.
2. დამტკიცებული ანგარიშთა გეგმით ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების წარმოება სავალდებულოა საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის 2001 წლის 1 იანვრიდან.
ლ. ჭუმბურიძე
კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა
| აქტივები |
| |
|
|
| |
| კლასი 10 | სალარო. კომერციული ბანკების ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში | |
| 100 | ნაღდი ფული მიმოქცევაში ეროვნული ვალუტით | |
|
| 1002 | საქართველოს ეროვნული ბანკის სალარო სებ |
|
| 1003 | კომერციული ბანკის სალარო |
|
| 1004 | ფულადი სახსრები ბანკომატებში |
|
| 1005 | კვანძგარეთა საოპერაციო სალარო |
|
| 1006 | ბანკნოტები და მონეტები გზაში |
|
| 1007 | მიმოქცევიდან ამოსაღები ბანკნოტები და მონეტები სებ |
| 101 | ნაღდი უცხოური ვალუტა და სხვა საგადახდო დოკუმენტები | |
|
| 1012 | საქართველოს ეროვნული ბანკის სალარო სებ |
|
| 1013 | კომერციული ბანკის სალარო |
|
| 1014 | ფულადი სახსრები ბანკომატებში |
|
| 1015 | კვანძგარეთა საოპერაციო სალარო |
|
| 1016 | ბანკნოტები და მონეტები გზაში |
|
| 1018 | სხვა საგადახდო დოკუმენტები |
| 105 | კომერციული ბანკების ანგარიშები ეროვნულ ბანკში ეროვნული ვალუტით | |
|
| 1051 | კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვები საქართველოს ეროვნულ ბანკში |
|
| 1052 | კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში |
| 106 | კომერციული ბანკების ანგარიშები ეროვნულ ბანკში უცხოური ვალუტით | |
|
| 1062 | კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში |
| კლასი 11 | ოქრო | |
| 110 | ოქრო | |
|
| 1101 | საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქრო |
|
| 1102 | საერთაშორისო სტანდარტების შეუსაბამო ოქრო |
| კლასი 12 | სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხები | |
| 120 | სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები ეროვნული ვალუტით | |
|
| 1201 | ფინანსთა სამინისტროსათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1202 | დანარჩენი სამინისტროებისა და დეპარტამენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1203 | ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1209 | ოვერდრაფტები სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშებზე |
| 121 | სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები უცხოური ვალუტით | |
|
| 1211 | ფინანსთა სამინისტროსათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1212 | დანარჩენი სამინისტროებისა და დეპარტამენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1213 | ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1219 | ოვერდრაფტები სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშებზე |
| 125 | სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები ეროვნული ვალუტით | |
|
| 1251 | ფინანსთა სამინისტროსათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
| 1252 | დანარჩენი სამინისტროებისა და დეპარტამენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
| 1253 | ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| 126 | სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები უცხოური ვალუტით | |
|
| 1261 | ფინანსთა სამინისტროსათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
| 1262 | დანარჩენი სამინისტროებისა და დეპარტამენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
| 1263 | ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| კლასი 13 | სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული სესხები | |
| 130 | სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები ეროვნული ვალუტით | |
|
| 1302 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1303 | ენერგეტიკის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1304 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1305 | მშენებლობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1306 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1307 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1308 | დანარჩენ სფეროთა საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1309 | ოვერდრაფტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშებზე |
| 131 | სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები უცხოური ვალუტით | |
|
| 1312 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1313 | ენერგეტიკის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1314 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1315 | მშენებლობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1316 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1317 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
| 1318 | დანარჩენ სფეროთა საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
შენიშვნა: ანგარიშები, რომლებზეც მინიშნებულია “სებ”-ი გაიხსნება მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში
|
| 1319 | ოვერდრაფტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშებზე |
|
| 135 | სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 1352 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1353 | ენერგეტიკის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1354 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს საწარმოებისთვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1355 | მშენებლობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1356 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1357 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1358 | დანარჩენ სფეროთა საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
| 136 | სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 1362 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1363 | ენერგეტიკის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1364 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1365 | მშენებლობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1366 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1367 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1368 | დანარჩენ სფეროთა საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
| კლასი 14 | სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები |
| |
| 140 | სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 1401 | სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
|
|
| 1402 | სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ-დისკონტი |
|
|
| 1403 | სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
|
|
| 1404 | სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
|
|
| 1405 | სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
|
|
| 1406 | სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების გადაფასება სებ |
|
|
| 1407 | სახელმწიფო სავალო ვალდებულებები ეროვნული ბანკისათვის სებ |
|
| 141 | სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 1411 | სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
|
|
| 1412 | სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ-დისკონტი |
|
|
| 1413 | სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
|
|
| 1414 | სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
|
|
| 1415 | სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
|
|
| 1416 | სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების გადაფასება სებ |
|
| კლასი 15 | ფასიანი ქაღალდები დილინგური ოპერაციებისათვის |
| |
| 150 | ფასიანი ქაღალდები დილინგური ოპერაციებისათვის ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 1501 | აქციები |
|
|
| 1502 | სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები |
|
|
| 1503 | კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდები |
|
| 151 | ფასიანი ქაღალდები დილინგური ოპერაციებისათვის უცხოური ვალუტით |
| |
|
| 1511 | აქციები |
|
|
| 1512 | სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები |
|
|
| 1513 | კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდები |
|
| კლასი 16 | კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდები |
| |
| 160 | კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 1601 | კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
|
|
| 1602 | კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ-დისკონტი |
|
|
| 1603 | კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
|
|
| 1604 | კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
|
|
| 1605 | კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
|
|
| 1606 | კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდების გადაფასება სებ |
|
| 161 | კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 1611 | კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
|
|
| 1612 | კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ-დისკონტი |
|
|
| 1613 | კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
|
|
| 1614 | კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
|
|
| 1615 | კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
|
|
| 1616 | კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდების გადაფასება სებ |
|
| კლასი 17 | მოთხოვნები ბანკების მიმართ |
| |
| 170 | "ნოსტრო" ანგარიშები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 1701 | "ნოსტრო" ანგარიშები არარეზიდენტ ცენტრალურ ბანკებში სებ |
|
|
| 1702 | "ნოსტრო" ანგარიშები არარეზიდენტ კომერციულ ბანკებში |
|
|
| 1703 | "ნოსტრო" ანგარიშები რეზიდენტ კომერციულ ბანკებში |
|
| 171 | "ნოსტრო" ანგარიშები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 1711 | "ნოსტრო" ანგარიშები არარეზიდენტ ცენტრალურ ბანკებში სებ |
|
|
| 1712 | "ნოსტრო" ანგარიშები არარეზიდენტ კომერციულ ბანკებში |
|
|
| 1713 | "ნოსტრო" ანგარიშები რეზიდენტ კომერციულ ბანკებში |
|
| 172 | ბანკებში განთავსებული ვადიანი დეპოზიტები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 1721 | ვადიანი დეპოზიტები არარეზიდენტ ცენტრალურ ბანკებში სებ |
|
|
| 1722 | ვადიანი დეპოზიტები არარეზიდენტ კომერციულ ბანკებში |
|
|
| 1723 | ვადიანი დეპოზიტები რეზიდენტ კომერციულ ბანკებში |
|
| 173 | ბანკებში განთავსებული ვადიანი დეპოზიტები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 1731 | ვადიანი დეპოზიტები არარეზიდენტ ცენტრალურ ბანკებში სებ |
|
|
| 1732 | ვადიანი დეპოზიტები არარეზიდენტ კომერციულ ბანკებში |
|
|
| 1733 | ვადიანი დეპოზიტები რეზიდენტ კომერციულ ბანკებში |
|
| 175 | ბანკებისათვის მიცემული სესხები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 1751 | არარეზიდენტი ცენტრალური ბანკებისათვის მიცემული სესხები სებ |
|
|
| 1752 | არარეზიდენტი კომერციული ბანკებისათვის მიცემული სესხები |
|
|
| 1753 | რეზიდენტი კომერციული ბანკებისათვის მიცემული სესხები |
|
|
| 1754 | რეპოოპერაციებით ბანკებისათვის მიცემული სახსრები |
|
|
| 1759 | ოვერდრაფტები "ლორო" ანგარიშებზე |
|
| 176 | ბანკებისათვის მიცემული სესხები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 1761 | არარეზიდენტი ცენტრალური ბანკებისათვის მიცემული სესხები სებ |
|
|
| 1762 | არარეზიდენტი კომერციული ბანკებისათვის მიცემული სესხები |
|
|
| 1763 | რეზიდენტი კომერციული ბანკებისათვის მიცემული სესხები |
|
|
| 1764 | რეპოოპერაციებით ბანკებისათვის მიცემული სახსრები |
|
|
| 1769 | ოვერდრაფტები "ლორო" ანგარიშებზე |
|
| კლასი 18 | კლიენტებისათვის მიცემული სესხები |
| |
| 180 | კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 1801 | ფიზიკური პირებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
|
| 1802 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
|
| 1803 | ენერგეტიკის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
|
| 1804 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
|
| 1805 | მშენებლობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
|
| 1806 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
|
| 1807 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
|
| 1808 | დანარჩენ სფეროთა კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
|
| 1809 | ოვერდრაფტები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებზე |
|
| 181 | კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 1811 | ფიზიკური პირებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
|
| 1812 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
|
| 1813 | ენერგეტიკის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
|
| 1814 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
|
| 1815 | მშენებლობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
|
| 1816 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
|
| 1817 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
|
| 1818 | დანარჩენ სფეროთა კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
|
|
| 1819 | ოვერდრაფტები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებზე |
|
| 185 | კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 1851 | ფიზიკური პირებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1852 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1853 | ენერგეტიკის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1854 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1855 | მშენებლობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1856 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1857 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1858 | დანარჩენ სფეროთა კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
| 186 | კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 1861 | ფიზიკური პირებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1862 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1863 | ენერგეტიკის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1864 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1865 | მშენებლობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1866 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1867 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
|
| 1868 | დანარჩენ სფეროთა კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
|
| კლასი 19 | ვადაგადაცილებული სესხები |
| |
| 190 | ვადაგადაცილებული სესხები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 1901 | სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
|
|
| 1902 | სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
|
|
| 1903 | ბანკებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
|
|
| 1905 | კლიენტებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
|
| 191 | ვადაგადაცილებული სესხები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 1911 | სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
|
|
| 1912 | სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
|
|
| 1913 | ბანკებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
|
|
| 1915 | კლიენტებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
|
| კლასი 20 | ინვესტიციები შვილობილ და სხვა საწარმოებში |
| |
| 200 | ინვესტიციები შვილობილ და სხვა საწარმოებში ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 2001 | ინვესტიციები, რომლებიც შეადგენს 20 პროცენტზე ნაკლებს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
|
|
| 2002 | ინვესტიციები, რომლებიც შეადგენს 20-50 პროცენტს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
|
|
| 2003 | ინვესტიციები, რომლებიც შეადგენს 50 პროცენტზე მეტს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
|
| 201 | ინვესტიციები შვილობილ და სხვა საწარმოებში უცხოური ვალუტით |
| |
|
| 2011 | ინვესტიციები, რომლებიც შეადგენს 20 პროცენტზე ნაკლებს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
|
|
| 2012 | ინვესტიციები, რომლებიც შეადგენს 20-50 პროცენტს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
|
|
| 2013 | ინვესტიციები, რომლებიც შეადგენს 50 პროცენტზე მეტს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
|
| კლასი 21 | საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშები |
| |
| 210 | საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშები |
| |
|
| 2101 | IMF SDR სებ |
|
|
| 2102 | IMF ანგარიშები სებ |
|
| კლასი 23 | დანარჩენი ოპერაციები |
| |
| 230 | დანარჩენი ოპერაციები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 2301 | ბროკერული ოპერაციები |
|
|
| 2302 | ფაქტორინგი |
|
|
| 2303 | ფინანსური ლიზინგი |
|
| 231 | დანარჩენი ოპერაციები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 2311 | ბროკერული ოპერაციები |
|
|
| 2312 | ფაქტორინგი |
|
|
| 2313 | ფინანსური ლიზინგი |
|
| კლასი 24 | მისაღები პროცენტები და დივიდენდები |
| |
| 240 | მისაღები პროცენტები მოთხოვნების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 2401 | მისაღები პროცენტები სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
|
|
| 2402 | მისაღები პროცენტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
|
|
| 2403 | მისაღები პროცენტები ბანკებში განთავსებული სახსრების(სესხების გარდა) მიხედვით |
|
|
| 2404 | მისაღები პროცენტები ბანკებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
|
|
| 2405 | მისაღები პროცენტები კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
|
|
| 2406 | მისაღები პროცენტები სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
|
|
| 2407 | მისაღები პროცენტები კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
|
|
| 2408 | მისაღები პროცენტები სსფ-ს აქტივების მიხედვით სებ |
|
|
| 2409 | მისაღები პროცენტები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით |
|
| 241 | მისაღები პროცენტები მოთხოვნების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 2411 | მისაღები პროცენტები სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
|
|
| 2412 | მისაღები პროცენტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
|
|
| 2413 | მისაღები პროცენტები ბანკებში განთავსებული სახსრების(სესხების გარდა) მიხედვით |
|
|
| 2414 | მისაღები პროცენტები ბანკებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
|
|
| 2415 | მისაღები პროცენტები კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
|
|
| 2416 | მისაღები პროცენტები სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
|
|
| 2417 | მისაღები პროცენტები კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
|
|
| 2418 | მისაღები პროცენტები სსფ-ს აქტივების მიხედვით სებ |
|
|
| 2419 | მისაღები პროცენტები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით |
|
| 246 | მისაღები დივიდენდები საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 2461 | მისაღები დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს საწარმოთა საწესდებო კაპიტალის 20 პროცენტზე ნაკლებს |
|
|
| 2462 | მისაღები დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს საწარმოთა საწესდებო კაპიტალის 20-50 პროცენტს |
|
|
| 2463 | მისაღები დივიდენდები ინვისტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს საწარმოთა საწესდებო კაპიტალის 50 პროცენტზე მეტს |
|
| 247 | მისაღები დივიდენდები საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 2471 | მისაღები დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს საწარმოთა საწესდებო კაპიტალის 20 პროცენტზე ნაკლებს |
|
|
| 2472 | მისაღები დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს საწარმოთა საწესდებო კაპიტალის 20-50 პროცენტს |
|
|
| 2473 | მისაღები დივიდენდები ინვისტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს საწარმოთა საწესდებო კაპიტალის 50 პროცენტზე მეტს |
|
| კლასი 25 | დანარჩენი აქტივები |
| |
| 250 | დანარჩენი აქტივები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 2501 | დებიტორები |
|
|
| 2502 | გაურკვეველი თანხები |
|
|
| 2503 | ავანსები |
|
|
| 2504 | ინკასირებული საგადახდო საბუთები |
|
|
| 2505 | ძირითად საშუალებათა ღირებულების წინასწარი გადახდა |
|
|
| 2506 | გირაოში დარჩენილი უძრავი ქონება |
|
|
| 2507 | გირაოში დარჩენილი მოძრავი ქონება |
|
|
| 2508 | მოთხოვნები გარანტიების მიხედვით |
|
| 251 | დანარჩენი აქტივები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 2511 | დებიტორები |
|
|
| 2512 | გაურკვეველი თანხები |
|
|
| 2513 | ავანსები |
|
|
| 2514 | ინკასირებული საგადახდო საბუთები |
|
|
| 2518 | მოთხოვნები გარანტიების მიხედვით |
|
| 252 | ძვირფასი ლითონები, ხელოვნების ნაწარმოებები და საკოლექციო საგნები |
| |
|
| 2521 | ძვირფასი ლითონები, ხელოვნების ნაწარმოებები და საკოლექციო საგნები |
|
| 254 | სამეურნეო მასალები |
| |
|
| 2541 | სამეურნეო მასალები (მარაგი) |
|
| 255 | ბიუჯეტში მიმდინარე გადასახადები |
| |
|
| 2551 | მოგების მიმდინარე გადასახადი |
|
|
| 2552 | გადახდილი დღგ |
|
|
| 2559 | დანარჩენი მიმდინარე გადასახადები |
|
| 258 | სპეციალური დეპოზიტები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 2581 | დეპოზიტები მიცემული გარანტიების მიხედვით |
|
|
| 2582 | დეპოზიტური ანგარიშები ჩეკის წიგნაკების მიხედვით |
|
|
| 2583 | დეპოზიტური ანგარიშები საბანკო ბარათების მიხედვით |
|
|
| 2585 | დეპოზიტები აკრედიტივის მიხედვით |
|
|
| 2589 | დეპოზიტური ანგარიშები დანარჩენი საგადახდო საბუთების მიხედვით |
|
| 259 | სპეციალური დეპოზიტები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 2591 | დეპოზიტები მიცემული გარანტიების მიხედვით |
|
|
| 2592 | დეპოზიტური ანგარიშები ჩეკის წიგნაკების მიხედვით |
|
|
| 2593 | დეპოზიტური ანგარიშები საბანკო ბარათების მიხედვით |
|
|
| 2595 | დეპოზიტები აკრედიტივის მიხედვით |
|
|
| 2599 | დეპოზიტური ანგარიშები დანარჩენი საგადახდო საბუთების მიხედვით |
|
| კლასი 26 | სავალუტო პოზიცია |
| |
| 260 | სავალუტო პოზიციის კონტრფასი ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 2601 | სავალუტო პოზიციის კონტრფასი |
|
| 261 | სავალუტო პოზიცია უცხოური ვალუტით |
| |
|
| 2611 | სავალუტო პოზიცია |
|
| კლასი 27 | გადავადებული საგადასახადო აქტივი |
| |
| 271 | გადავადებული საგადასახადო აქტივი |
| |
|
| 2711 | გადავადებული საგადასახადო აქტივი |
|
| კლასი 28 | ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის |
| |
| 283 | ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 2831 | ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის |
|
| 284 | ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის უცხოური ვალუტით |
| |
|
| 2841 | ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის |
|
| კლასი 29 | ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები |
| |
| 290 | ძირითადი საშუალებები |
| |
|
| 2901 | მიწა |
|
|
| 2902 | შენობა-ნაგებობები |
|
|
| 2903 | კომპიუტერული ტექნიკა და საკომუნიკაციო მოწყობილობები |
|
|
| 2904 | სატრანსპორტო საშუალებები |
|
|
| 2905 | ავეჯი და მოწყობილობები |
|
|
| 2906 | დანარჩენი ძირითადი საშუალებანი |
|
| 291 | დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდების დანახარჯები |
| |
|
| 2911 | დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდების დანახარჯები |
|
|
| 2912 | კაპიტალური დანახარჯები იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით |
|
| 292 | ოპერაციული ლიზინგი |
| |
|
| 2921 | მიწა |
|
|
| 2922 | შენობა-ნაგებობები |
|
|
| 2923 | კომპიუტერები და საკომუნიკაციო მოწყობილობები |
|
|
| 2924 | სატრანსპორტო საშუალებები |
|
|
| 2925 | ავეჯი და მოწყობილობები |
|
|
| 2926 | დანარჩენი ძირითადი საშუალებანი |
|
| 296 | არამატერიალური აქტივები |
| |
|
| 2961 | არამატერიალური აქტივები |
|
| ვალდებულებები |
| ||
| კლასი 30 | საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ნაღდი ფული |
| |
| 300 | საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ბანკნოტები და მონეტები |
| |
|
| 3001 | მიმოქცევაში გაშვებული ბანკნოტები სებ |
|
|
| 3002 | მიმოქცევაში გაშვებული მონეტები სებ |
|
| კლასი 31 | ვალდებულებები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წინაშე |
| |
| 310 | ვალდებულებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) წინაშე ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 3101 | სსფ ანგარიში № 1 სებ |
|
|
| 3102 | სსფ ანგარიში № 2 სებ |
|
|
| 3103 | სსფ ფასიანი ქაღალდების ანგარიში სებ |
|
| 311 | ვალდებულებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) წინაშე უცხოური ვალუტით |
| |
|
| 3111 | სსფ-ს სესხები სებ |
|
| 312 | ვალდებულებები დანარჩენი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წინაშე ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 3121 | მსოფლიო ბანკის ანგარიში სებ |
|
|
| 3122 | ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიში სებ |
|
|
| 3123 | სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ანგარიშები სებ |
|
| 313 | ვალდებულებები დანარჩენი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წინაშე უცხოური ვალუტით |
| |
|
| 3131 | მსოფლიო ბანკის ანგარიში სებ |
|
|
| 3132 | ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიში სებ |
|
|
| 3133 | სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ანგარიშები სებ |
|
| კლასი 32 | კომერციული ბანკების ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში |
| |
| 320 | კომერციული ბანკების ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 3201 | კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვები საქართველოს ეროვნულ ბანკში სებ |
|
|
| 3202 | კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში სებ |
|
| 321 | კომერციული ბანკების ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში უცხოური ვალუტით |
| |
|
| 3212 | კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში |
|
| კლასი 33 | სახელმწიფო ინსტიტუტების ფულადი სახსრები |
| |
| 330 | სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 3301 | ფინანსთა სამინისტროს მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3302 | დანარჩენი სამინისტროებისა და დეპარტამენტების მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3303 | ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3304 | ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო ანგარიშები სებ |
|
|
| 3305 | სპეციალური დანიშნულების ანგარიშები |
|
|
| 3306 | საბიუჯეტო ორგანიზაციების არასაბიუჯეტო სახსრების ანგარიშები |
|
| 331 | სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 3311 | ფინანსთა სამინისტროს მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3312 | დანარჩენი სამინისტროებისა და დეპარტამენტების მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3313 | ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3315 | სპეციალრი დანიშნულების ანგარიშები |
|
|
| 3316 | საბიუჯეტო ორგანიზაციების არასაბიუჯეტო სახსრების ანგარიშები |
|
| 335 | სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოზიტები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 3351 | ფინანსთა სამინისტროს დეპოზიტები |
|
|
| 3352 | დანარჩენი სამინისტროებისა და დეპარტამენტების დეპოზიტები |
|
|
| 3353 | ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დეპოზიტები |
|
| 336 | სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოზიტები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 3361 | ფინანსთა სამინისტროს დეპოზიტები |
|
|
| 3362 | დანარჩენი სამინისტროებისა და დეპარტამენტების დეპოზიტები |
|
|
| 3363 | ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დეპოზიტები |
|
| 337 | მთავრობიდან მიღებული სესხები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 3371 | მთავრობიდან მიღებული სესხები |
|
| 338 | მთავრობიდან მიღებული სესხები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 3381 | მთავრობიდან მიღებული სესხები |
|
| კლასი 34 | სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა ფულადი სახსრები |
| |
| 340 | სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 3402 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3403 | ენერგეტიკის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3404 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3405 | მშენებლობის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3406 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3407 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3408 | დანარჩენ სფეროთა საწარმოების მიმდინარე ანგარიშები |
|
| 341 | სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 3412 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3413 | ენერგეტიკის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3414 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3415 | მშენებლობის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3416 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3417 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3418 | დანარჩენ სფეროთა საწარმოების მიმდინარე ანგარიშები |
|
| 345 | სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა დეპოზიტები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 3452 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
|
|
| 3453 | ენერგეტიკის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
|
|
| 3454 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
|
|
| 3455 | მშენებლობის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
|
|
| 3456 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
|
|
| 3457 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
|
|
| 3458 | დანარჩენ სფეროთა საწარმოების დეპოზიტები |
|
| 346 | სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა დეპოზიტები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 3462 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
|
|
| 3463 | ენერგეტიკის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
|
|
| 3464 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
|
|
| 3465 | მშენებლობის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
|
|
| 3466 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
|
|
| 3467 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
|
|
| 3468 | დანარჩენ სფეროთა საწარმოების დეპოზიტები |
|
| კლასი 35 | ბანკების ფულადი სახსრები |
| |
| 350 | "ლორო" ანგარიშები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 3501 | არარეზიდენტი ცენტრალური ბანკების "ლორო" ანგარიშები |
|
|
| 3502 | არარეზიდენტი კომერციული ბანკების "ლორო" ანგარიშები |
|
|
| 3503 | რეზიდენტი კომერციული ბანკების "ლორო" ანგარიშები |
|
| 351 | "ლორო" ანგარიშები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 3511 | არარეზიდენტი ცენტრალური ბანკების "ლორო" ანგარიშები |
|
|
| 3512 | არარეზიდენტი კომერციული ბანკების "ლორო" ანგარიშები |
|
|
| 3513 | რეზიდენტი კომერციული ბანკების "ლორო" ანგარიშები |
|
| 352 | ბანკების ვადიანი დეპოზიტები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 3521 | არარეზიდენტი ცენტრალური ბანკების ვადიანი დეპოზიტები |
|
|
| 3522 | არარეზიდენტი კომერციული ბანკების ვადიანი დეპოზიტები |
|
|
| 3523 | რეზიდენტი კომერციული ბანკების ვადიანი დეპოზიტები |
|
| 353 | ბანკების ვადიანი დეპოზიტები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 3531 | არარეზიდენტი ცენტრალური ბანკების ვადიანი დეპოზიტები |
|
|
| 3532 | არარეზიდენტი კომერციული ბანკების ვადიანი დეპოზიტები |
|
|
| 3533 | რეზიდენტი კომერციული ბანკების ვადიანი დეპოზიტები |
|
| 355 | ბანკების სესხები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 3551 | არარეზიდენტი ცენტრალური ბანკების სესხები |
|
|
| 3552 | არარეზიდენტი კომერციული ბანკების სესხები |
|
|
| 3553 | რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხები |
|
|
| 3554 | რეპოოპერაციებით ბანკებიდან მიღებული სახსრები |
|
|
| 3559 | ოვერდრაფტები `ნოსტრო~ ანგარიშებზე |
|
| 356 | ბანკების სესხები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 3561 | არარეზიდენტი ცენტრალური ბანკების სესხები |
|
|
| 3562 | არარეზიდენტი კომერციული ბანკების სესხები |
|
|
| 3563 | რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხები |
|
|
| 3564 | რეპოოპერაციებით ბანკებიდან მიღებული სახსრები |
|
|
| 3569 | ოვერდრაფტები `ნოსტრო~ ანგარიშებზე |
|
| 358 | საქართველოს ეროვნული ბანკის სესხები |
| |
|
| 3581 | საქართველოს ეროვნული ბანკის სესხები |
|
| კლასი 36 | კლიენტთა ფულადი სახსრები |
| |
| 360 | კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 3601 | ფიზიკურ პირთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3602 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3603 | ენერგეტიკის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3604 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3605 | მშენებლობის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3606 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3607 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3608 | დანარჩენ სფეროთა კლიენტების მიმდინარე ანგარიშები |
|
| 361 | კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 3611 | ფიზიკურ პირთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3612 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3613 | ენერგეტიკის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3614 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3615 | მშენებლობის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3616 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3617 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
|
|
| 3618 | დანარჩენ სფეროთა კლიენტების მიმდინარე ანგარიშები |
|
| 365 | კლიენტთა დეპოზიტები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 3651 | ფიზიკურ პირთა დეპოზიტები |
|
|
| 3652 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
|
|
| 3653 | ენერგეტიკის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
|
|
| 3654 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
|
|
| 3655 | მშენებლობის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
|
|
| 3656 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
|
|
| 3657 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
|
|
| 3658 | დანარჩენ სფეროთა კლიენტების დეპოზიტები |
|
| 366 | კლიენტთა დეპოზიტები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 3661 | ფიზიკურ პირთა დეპოზიტები |
|
|
| 3662 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
|
|
| 3663 | ენერგეტიკის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
|
|
| 3664 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
|
|
| 3665 | მშენებლობის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
|
|
| 3666 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
|
|
| 3667 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
|
|
| 3668 | დანარჩენ სფეროთა კლიენტების დეპოზიტები |
|
| კლასი 37 | საფინანსო ორგანიზაციების სესხები |
| |
| 370 | საფინანსო ორგანიზაციების სესხები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 3701 | საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების სესხები |
|
|
| 3702 | არარეზიდენტი საფინანსო ორგანიზაციების სესხები |
|
|
| 3703 | რეზიდენტი საფინანსო ორგანიზაციების სესხები |
|
| 371 | საფინანსო ორგანიზაციების სესხები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 3711 | საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების სესხები |
|
|
| 3712 | არარეზიდენტი საფინანსო ორგანიზაციების სესხები |
|
|
| 3713 | რეზიდენტი საფინანსო ორგანიზაციების სესხები |
|
| კლასი 38 | საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდები |
| |
| 380 | საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 3801 | საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
|
|
| 3802 | საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ-დისკონტი |
|
|
| 3803 | საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
|
| 381 | საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 3811 | საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
|
|
| 3812 | საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ-დისკონტი |
|
|
| 3813 | საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
|
| კლასი 40 | რეზერვები მოსამსახურეთა მომავალი გასაცემლებისათვის |
| |
| 400 | რეზერვები მოსამსახურეთა მომავალი გასაცემლებისათვის |
| |
|
| 4001 | რეზერვები მოსამხურეთა მომავალი გასაცემლებისათვის |
|
|
| 4002 | საპენსიო ფონდი |
|
| კლასი 41 | აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი |
| |
| 410 | აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი |
| |
|
| 4101 | სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი |
|
|
| 4107 | ინვესტიციების გაუფასურების შესაძლო დანაკარგების რეზერვი |
|
|
| 4109 | დანარჩენი აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი |
|
| კლასი 43 | დანარჩენი ოპერაციები |
| |
| 430 | დანარჩენი ოპერაციები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 4301 | ბროკერული ოპერაციები |
|
|
| 4303 | ვალდებულებანი ფინანსური ლიზინგის მიხედვით |
|
| 431 | დანარჩენი ოპერაციები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 4311 | ბროკერული ოპერაციები |
|
|
| 4313 | ვალდებულებანი ფინანსური ლიზინგის მიხედვით |
|
| კლასი 44 | გადასახდელი პროცენტები და დივიდენდები |
| |
| 440 | გადასახდელი პროცენტები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 4401 | გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით |
|
|
| 4402 | გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით |
|
|
| 4403 | გადასახდელი პროცენტები ბანკებიდან მოზიდული სახსრების(სესხების გარდა) მიხედვით |
|
|
| 4404 | გადასახდელი პროცენტები ბანკების სესხების მიხედვით |
|
|
| 4405 | გადასახდელი პროცენტები კლიენტებისაგან მოზიდული სახსრების მიხედვით |
|
|
| 4406 | გადასახდელი პროცენტები საფინანსო ორგანიზაციების სესხების მიხედვით |
|
|
| 4407 | გადასახდელი პროცენტები საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
|
|
| 4408 | გადასახდელი პროცენტები სსფ-ს ვალდებულებების მიხედვით სებ |
|
|
| 4409 | გადასახდელი პროცენტები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით |
|
| 441 | გადასახდელი პროცენტები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 4411 | გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით |
|
|
| 4412 | გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით |
|
|
| 4413 | გადასახდელი პროცენტები ბანკებიდან მოზიდული სახსრების(სესხების გარდა) მიხედვით |
|
|
| 4414 | გადასახდელი პროცენტები ბანკების სესხების მიხედვით |
|
|
| 4415 | გადასახდელი პროცენტები კლიენტებისაგან მოზიდული სახსრების მიხედვით |
|
|
| 4416 | გადასახდელი პროცენტები საფინანსო ორგანიზაციების სესხების მიხედვით |
|
|
| 4417 | გადასახდელი პროცენტები საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
|
|
| 4418 | გადასახდელი პროცენტები სსფ-ს ვალდებულებების მიხედვით სებ |
|
|
| 4419 | გადასახდელი პროცენტები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით |
|
| 442 | გადასახდელი დივიდენდები ბანკის საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით |
| |
|
| 4421 | გადასახდელი დივიდენდები ბანკის საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით |
|
| კლასი 45 | დანარჩენი ვალდებულებები |
| |
| 450 | დანარჩენი ვალდებულებები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 4501 | კრედიტორები |
|
|
| 4502 | გაურკვეველი თანხები |
|
|
| 4503 | ავანსები |
|
|
| 4504 | დეპოზიტები გარანტიების მიხედვით |
|
|
| 4505 | დეპოზიტური ანგარიშები ჩეკის წიგნაკების მიხედვით |
|
|
| 4506 | დეპოზიტური ანგარიშები საბანკო ბარათების მიხედვით |
|
|
| 3811 | საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
|
|
| 3812 | საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ-დისკონტი |
|
|
| 3813 | საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
|
| კლასი 40 | რეზერვები მოსამსახურეთა მომავალი გასაცემლებისათვის |
| |
| 400 | რეზერვები მოსამსახურეთა მომავალი გასაცემლებისათვის |
| |
|
| 4001 | რეზერვები მოსამხურეთა მომავალი გასაცემლებისათვის |
|
|
| 4002 | საპენსიო ფონდი |
|
| კლასი 41 | აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი |
| |
| 410 | აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი |
| |
|
| 4101 | სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი |
|
|
| 4107 | ინვესტიციების გაუფასურების შესაძლო დანაკარგების რეზერვი |
|
|
| 4109 | დანარჩენი აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი |
|
| კლასი 43 | დანარჩენი ოპერაციები |
| |
| 430 | დანარჩენი ოპერაციები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 4301 | ბროკერული ოპერაციები |
|
|
| 4303 | ვალდებულებანი ფინანსური ლიზინგის მიხედვით |
|
| 431 | დანარჩენი ოპერაციები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 4311 | ბროკერული ოპერაციები |
|
|
| 4313 | ვალდებულებანი ფინანსური ლიზინგის მიხედვით |
|
| კლასი 44 | გადასახდელი პროცენტები და დივიდენდები |
| |
| 440 | გადასახდელი პროცენტები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 4401 | გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით |
|
|
| 4402 | გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით |
|
|
| 4403 | გადასახდელი პროცენტები ბანკებიდან მოზიდული სახსრების(სესხების გარდა) მიხედვით |
|
|
| 4404 | გადასახდელი პროცენტები ბანკების სესხების მიხედვით |
|
|
| 4405 | გადასახდელი პროცენტები კლიენტებისაგან მოზიდული სახსრების მიხედვით |
|
|
| 4406 | გადასახდელი პროცენტები საფინანსო ორგანიზაციების სესხების მიხედვით |
|
|
| 4407 | გადასახდელი პროცენტები საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
|
|
| 4408 | გადასახდელი პროცენტები სსფ-ს ვალდებულებების მიხედვით სებ |
|
|
| 4409 | გადასახდელი პროცენტები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით |
|
| 441 | გადასახდელი პროცენტები უცხოური ვალუტით |
| |
|
| 4411 | გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით |
|
|
| 4412 | გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით |
|
|
| 4413 | გადასახდელი პროცენტები ბანკებიდან მოზიდული სახსრების(სესხების გარდა) მიხედვით |
|
|
| 4414 | გადასახდელი პროცენტები ბანკების სესხების მიხედვით |
|
|
| 4415 | გადასახდელი პროცენტები კლიენტებისაგან მოზიდული სახსრების მიხედვით |
|
|
| 4416 | გადასახდელი პროცენტები საფინანსო ორგანიზაციების სესხების მიხედვით |
|
|
| 4417 | გადასახდელი პროცენტები საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
|
|
| 4418 | გადასახდელი პროცენტები სსფ-ს ვალდებულებების მიხედვით სებ |
|
|
| 4419 | გადასახდელი პროცენტები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით |
|
| 442 | გადასახდელი დივიდენდები ბანკის საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით |
| |
|
| 4421 | გადასახდელი დივიდენდები ბანკის საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით |
|
| კლასი 45 | დანარჩენი ვალდებულებები |
| |
| 450 | დანარჩენი ვალდებულებები ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 4501 | კრედიტორები |
|
|
| 4502 | გაურკვეველი თანხები |
|
|
| 4503 | ავანსები |
|
|
| 4504 | დეპოზიტები გარანტიების მიხედვით |
|
|
| 4505 | დეპოზიტური ანგარიშები ჩეკის წიგნაკების მიხედვით |
|
|
| 4506 | დეპოზიტური ანგარიშები საბანკო ბარათების მიხედვით |
|
| კაპიტალი |
|
| |
|
|
|
| |
| კლასი 50 | განაღდებული კაპიტალი |
| |
| 500 | განაღდებული კაპიტალი |
| |
|
| 5001 | საქართველოს ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალი სებ |
|
|
| 5002 | ჩვეულებრივი აქციები |
|
|
| 5003 | კონტრანგარიშ-ბანკის მიერ გამოსყიდული საკუთარი ჩვეულებრივი აქციები |
|
|
| 5004 | პრივილეგიური აქციები |
|
|
| 5005 | კონტრანგარიშ-ბანკის მიერ გამოსყიდული საკუთარი პრივილეგიური აქციები |
|
| კლასი 51 | საემისიო კაპიტალი |
| |
| 510 | საემისიო კაპიტალი |
| |
|
| 5102 | ჩვეულებრივ აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები |
|
|
| 5104 | პრივილეგიურ აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები |
|
| კლასი 53 | საერთო რეზერვები |
| |
| 530 | საერთო რეზერვები |
| |
|
| 5301 | სარეზერვო ფონდი |
|
|
| 5302 | მიზნობრივი ფონდები |
|
| კლასი 54 | წინა წლების გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი) |
| |
| 540 | წინა წლების გაუნაწილებული მოგება (დაუფარავი ზარალი) |
| |
|
| 5401 | წინა წლების გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი) |
|
| კლასი 55 | საანგარიშგებო წლის მოგება (ზარალი) |
| |
| 550 | საანგარიშგებო წლის მოგება (ზარალი) |
| |
|
| 5501 | საანგარიშგებო წლის მოგება (ზარალი) |
|
| კლასი 59 | აქტივების გადაფასების რეზერვები |
| |
| 590 | აქტივების გადაფასების რეზერვები |
| |
|
| 5901 | ოქროს გადაფასების რეზერვი |
|
|
| 5902 | სავალუტო სახსრების გადაფასების რეზერვი |
|
|
| 5903 | ფასიანი ქაღალდების გადაფასების რეზერვი სებ |
|
|
| 5904 | ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი |
|
|
| 5909 | დანარჩენი აქტივების გადაფასების რეზერვი |
|
| შემოსავლები |
|
| |
|
|
|
|
|
| კლასი 60 | შემოსავლები სახელმწიფო სექტორიდან |
| |
| 600 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 6001 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
|
|
| 6002 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
|
| 601 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 6011 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
|
|
| 6012 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
|
| 603 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 6031 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
|
|
| 6032 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
|
| 604 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 6041 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
|
|
| 6042 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
|
| 606 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 6061 | სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
|
|
| 6062 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
|
|
| 6063 | პროცენტული შემოსავლები ეროვნული ბანკისათვის გამოშვებული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების მიხედვით სებ |
|
| 607 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 6071 | სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
|
|
| 6072 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
|
| კლასი 62 | შემოსავლები საბანკო და საფინანსო სექტორიდან |
| |
| 620 | პროცენტული შემოსავლები ბანკებში განთავსებული სახსრების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 6201 | პროცენტული შემოსავლები არარეზიდენტ ბანკებში "ნოსტრო" ანგარიშების მიხედვით |
|
|
| 6202 | პროცენტული შემოსავლები რეზიდენტ ბანკებში "ნოსტრო" ანგარიშების მიხედვით |
|
|
| 6203 | პროცენტული შემოსავლები არარეზიდენტ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მიხედვით |
|
|
| 6204 | პროცენტული შემოსავლები რეზიდენტ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მიხედვით |
|
|
| 6205 | პროცენტული შემოსავლები არარეზიდენტი ბანკებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
|
|
| 6206 | პროცენტული შემოსავლები რეზიდენტი ბანკებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
|
|
| 6209 | პროცენტული შემოსავლები "ლორო" ანგარიშებზე ოვერდრაფტების მიხედვით |
|
| 621 | პროცენტული შემოსავლები ბანკებში განთავსებული სახსრების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 6211 | პროცენტული შემოსავლები არარეზიდენტ ბანკებში "ნოსტრო" ანგარიშების მიხედვით |
|
|
| 6212 | პროცენტული შემოსავლები რეზიდენტ ბანკებში "ნოსტრო" ანგარიშების მიხედვით |
|
|
| 6213 | პროცენტული შემოსავლები არარეზიდენტ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მიხედვით |
|
|
| 6214 | პროცენტული შემოსავლები რეზიდენტ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მიხედვით |
|
|
| 6215 | პროცენტული შემოსავლები არარეზიდენტი ბანკებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
|
|
| 6216 | პროცენტული შემოსავლები რეზიდენტი ბანკებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
|
|
| 6219 | პროცენტული შემოსავლები "ლორო" ანგარიშებზე ოვერდრაფტების მიხედვით |
|
| 624 | შემოსავლები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| |
|
| 6241 | შემოსავლები SDR-ის აქტივების მიხედვით სებ |
|
| კლასი 63 | შემოსავლები კომერციული სექტორიდან |
| |
| 630 | პროცენტული შემოსავლები კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 6301 | პროცენტული შემოსავლები ფიზიკური პირებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
|
|
| 6302 | პროცენტული შემოსავლები იურიდიული პირებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
|
| 631 | პროცენტული შემოსავლები კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 6311 | პროცენტული შემოსავლები ფიზიკური პირებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
|
|
| 6312 | პროცენტული შემოსავლები იურიდიული პირებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
|
| 635 | პროცენტული შემოსავლები კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 6351 | პროცენტული შემოსავლები ფიზიკური პირებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
|
|
| 6352 | პროცენტული შემოსავლები იურიდიული პირებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
|
| 636 | პროცენტული შემოსავლები კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 6361 | პროცენტული შემოსავლები ფიზიკური პირებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
|
|
| 6362 | პროცენტული შემოსავლები იურიდიული პირებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
|
| 637 | პროცენტული შემოსავლები კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 6371 | კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
|
|
| 6372 | პროცენტული შემოსავლები კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
|
| 638 | პროცენტული შემოსავლები კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 6381 | კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
|
|
| 6382 | პროცენტული შემოსავლები კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
|
| კლასი 64 | საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურების მიხედვით |
| |
| 640 | საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 6401 | საკომისიოები უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მიხედვით |
|
|
| 6402 | საკომისიოები სალაროს ოპერაციებიდან |
|
|
| 6403 | საკომისიოები ფულის ინკასაციისა და ტრანსპორტირებიდან |
|
|
| 6404 | საკომისიოები და შემოსავლები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებისა და "ლორო" ანგარიშების გახსნისა და წარმოების მიხედვით |
|
|
| 6405 | საკომისიოები და შემოსავლები გაწეული საკომუნიკაციო მომსახურებისა და გამოთვლითი ცენტრების მომსახურების მიხედვით |
|
|
| 6406 | შემოსავლები საკონსულტაციო და საექსპერტო მომსახურებიდან |
|
|
| 6407 | საკომისიოები და შემოსავლები დეპოზიტარული ოპერაციების მიხედვით |
|
|
| 6409 | საკომისიოები და შემოსავლები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით |
|
| 641 | საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 6411 | საკომისიოები უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მიხედვით |
|
|
| 6412 | საკომისიოები სალაროს ოპერაციებიდან |
|
|
| 6413 | საკომისიოები ფულის ინკასაციისა და ტრანსპორტირებიდან |
|
|
| 6414 | საკომისიოები და შემოსავლები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებისა და "ლორო" ანგარიშების გახსნისა და წარმოების მიხედვით |
|
|
| 6415 | საკომისიოები და შემოსავლები გაწეული საკომუნიკაციო მომსახურებისა და გამოთვლითი ცენტრების მომსახურების მიხედვით |
|
|
| 6416 | შემოსავლები საკონსულტაციო და საექსპერტო მომსახურებიდან |
|
|
| 6417 | საკომისიოები და შემოსავლები დეპოზიტარული ოპერაციების მიხედვით |
|
|
| 6419 | საკომისიოები და შემოსავლები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით |
|
| კლასი 65 | დივიდენდები |
| |
| 650 | დივიდენდები საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 6501 | დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს 20 პროცენტზე ნაკლებს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
|
|
| 6502 | დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს 20-50 პროცენტს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
|
|
| 6503 | დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს 50 პროცენტზე მეტს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
|
| 651 | დივიდენდები საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 6511 | დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს 20 პროცენტზე ნაკლებს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
|
|
| 6512 | დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს 20-50 პროცენტს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
|
|
| 6513 | დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს 50 პროცენტზე მეტს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
|
| კლასი 66 | შემოსავლები დილინგური ოპერაციებიდან |
| |
| 660 | შემოსავლები დილინგური ოპერაციების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 6601 | შემოსავლები აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
|
|
| 6602 | შემოსავლები სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
|
|
| 6603 | შემოსავლები კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
|
|
| 6604 | შემოსავლები უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
|
| 661 | შემოსავლები დილინგური ოპერაციების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 6611 | შემოსავლები აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
|
|
| 6612 | შემოსავლები სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
|
|
| 6613 | შემოსავლები კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
|
| 662 | შემოსავლები სავალუტო სახსრების გადაფასების მიხედვით |
| |
|
| 6621 | შემოსავლები სავალუტო სახსრების გადაფასებიდან |
|
| კლასი 69 | შემოსავლები საინვესტიციო ოპერაციებიდან |
| |
| 690 | შემოსავლები საინვესტიციო ოპერაციების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 6901 | შემოსავლები აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
|
|
| 6902 | შემოსავლები სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
|
|
| 6903 | შემოსავლები კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
|
| 691 | შემოსავლები საინვესტიციო ოპერაციების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 6911 | შემოსავლები აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
|
|
| 6912 | შემოსავლები სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
|
|
| 6913 | შემოსავლები კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
|
| კლასი 70 | შემოსავლები დანარჩენი ოპერაციებიდან |
| |
| 703 | შემოსავლები დანარჩენი საბანკო ოპერაციების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 7031 | შემოსავლები ბროკერული ოპერაციებიდან |
|
|
| 7032 | შემოსავლები ფაქტორინგული ოპერაციებიდან |
|
|
| 7033 | შემოსავლები ოპერაციული ლიზინგიდან |
|
|
| 7034 | შემოსავლები ფინანსური ლიზინგიდან |
|
|
| 7035 | შემოსავლები გარანტიების მიხედვით |
|
|
| 7036 | შემოსავლები სპეციალური დეპოზიტებიდან |
|
|
| 7039 | შემოსავლები დანარჩენი საბანკო ოპერაციებიდან |
|
| 704 | შემოსავლები დანარჩენი საბანკო ოპერაციების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 7041 | შემოსავლები ბროკერული ოპერაციებიდან |
|
|
| 7042 | შემოსავლები ფაქტორინგული ოპერაციებიდან |
|
|
| 7043 | შემოსავლები ოპერაციული ლიზინგიდან |
|
|
| 7044 | შემოსავლები ფინანსური ლიზინგიდან |
|
|
| 7045 | შემოსავლები გარანტიების მიხედვით |
|
|
| 7046 | შემოსავლები სპეციალური დეპოზიტებიდან |
|
|
| 7049 | შემოსავლები დანარჩენი საბანკო ოპერაციებიდან |
|
| 706 | შემოსავლები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 7061 | შემოსავლები ძირითადი საშუალებების გასვლიდან და გადაფასებიდან |
|
|
| 7062 | შემოსავლები სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის გასვლიდან და გადაფასებიდან |
|
|
| 7063 | შემოსავლები ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლიდან და გადაფასებიდან |
|
|
| 7064 | სალაროს ზედმეტობა |
|
|
| 7065 | მიღებული ჯარიმები და საურავები |
|
|
| 7066 | შემოსავლები ბანკის მიერ უსასყიდლოდ მიღებული ფულადი და ძირითადი საშუალებებიდან, მატერიალური და არამატერიალური აქტივებიდან |
|
|
| 7067 | შემოსავლები გასული წლების ოპერაციებიდან |
|
|
| 7069 | შემოსავლები დანარჩენი ოპერაციებიდან |
|
| 707 | შემოსავლები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 7071 | შემოსავლები ძირითად საშუალებათა გასვლისაგან |
|
|
| 7072 | შემოსავლები სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის გასვლისაგან |
|
|
| 7073 | შემოსავლები ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლისაგან |
|
|
| 7074 | სალაროს ზედმეტობა |
|
|
| 7075 | მიღებული ჯარიმები და საურავები |
|
|
| 7076 | შემოსავლები ბანკის მიერ უსასყიდლოდ მიღებული ფულადი და ძირითადი საშუალებებიდან, მატერიალური და არამატერიალური აქტივებიდან |
|
|
| 7077 | შემოსავლები გასული წლების ოპერაციებიდან |
|
|
| 7079 | შემოსავლები დანარჩენი ოპერაციებიდან |
|
| კლასი 76 | გაუთვალისწინებელი შემოსავალი |
| |
| 760 | გაუთვალისწინებელი შემოსავლები |
| |
|
| 7601 | გაუთვალისწინებელი შემოსავლები |
|
| ხარჯები |
|
| |
| კლასი 80 | სახელმწიფო სექტორის ხარჯები |
| |
| 800 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო სექტორის მიმდინარე ანგარიშების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 8001 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშების მიხედვით |
|
|
| 8002 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით |
|
| 801 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო სექტორის მიმდინარე ანგარიშების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 8011 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშების მიხედვით |
|
|
| 8012 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით |
|
| 805 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო სექტორის დეპოზიტების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 8051 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოზიტების მიხედვით |
|
|
| 8052 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა დეპოზიტების მიხედვით |
|
| 806 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო სექტორის დეპოზიტების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 8061 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოზიტების მიხედვით |
|
|
| 8062 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა დეპოზიტების მიხედვით |
|
| კლასი 81 | ხარჯები საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| |
| 810 | პროცენტული ხარჯები საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 8101 | საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
|
|
| 8102 | პროცენტული ხარჯები საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
|
| 811 | პროცენტული ხარჯები საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 8111 | საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
|
|
| 8112 | პროცენტული ხარჯები საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
|
| 812 | სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 8121 | სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
|
|
| 8122 | კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
|
| 813 | სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია უცხოური ვალუტით |
| |
|
| 8131 | სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
|
|
| 8132 | კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
|
| კლასი 82 | საბანკო-საფინანსო სექტორის ხარჯები |
| |
| 820 | პროცენტული ხარჯები ბანკებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 8201 | პროცენტული ხარჯები არარეზიდენტი ბანკების "ლორო" ანგარიშების მიხედვით |
|
|
| 8202 | პროცენტული ხარჯები რეზიდენტი ბანკების "ლორო" ანგარიშების მიხედვით |
|
|
| 8203 | პროცენტული ხარჯები არარეზიდენტი ბანკების დეპოზიტების მიხედვით |
|
|
| 8204 | პროცენტული ხარჯები რეზიდენტი ბანკების დეპოზიტების მიხედვით |
|
|
| 8205 | პროცენტული ხარჯები არარეზიდენტი ბანკებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
|
|
| 8206 | პროცენტული ხარჯები რეზიდენტი ბანკებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
|
|
| 8207 | პროცენტული ხარჯები საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული სესხების მიხედვით |
|
|
| 8209 | პროცენტული ხარჯები "ნოსტრო" ანგარიშებზე ოვერდრაფტების მიხედვით |
|
| 821 | პროცენტული ხარჯები ბანკებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 8211 | პროცენტული ხარჯები არარეზიდენტი ბანკების "ლორო" ანგარიშების მიხედვით |
|
|
| 8212 | პროცენტული ხარჯები რეზიდენტი ბანკების "ლორო" ანგარიშების მიხედვით |
|
|
| 8213 | პროცენტული ხარჯები არარეზიდენტი ბანკების დეპოზიტების მიხედვით |
|
|
| 8214 | პროცენტული ხარჯები რეზიდენტი ბანკების დეპოზიტების მიხედვით |
|
|
| 8215 | პროცენტული ხარჯები არარეზიდენტი ბანკებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
|
|
| 8216 | პროცენტული ხარჯები რეზიდენტი ბანკებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
|
|
| 8219 | პროცენტული ხარჯები "ნოსტრო" ანგარიშებზე ოვერდრაფტების მიხედვით |
|
| 822 | პროცენტული ხარჯები საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 8221 | პროცენტული ხარჯები საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალდებულებების მიხედვით სებ |
|
|
| 8222 | პროცენტული ხარჯები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
|
|
| 8223 | პროცენტული ხარჯები არარეზიდენტი საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
|
|
| 8224 | პროცენტული ხარჯები რეზიდენტი საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
|
| 823 | პროცენტული ხარჯები საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 8231 | პროცენტული ხარჯები საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალდებულებების მიხედვით სებ |
|
|
| 8232 | პროცენტული ხარჯები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
|
|
| 8233 | პროცენტული ხარჯები არარეზიდენტი საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
|
|
| 8234 | პროცენტული ხარჯები რეზიდენტი საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
|
| კლასი 83 | კომერციული სექტორის ხარჯები |
| |
| 830 | პროცენტული ხარჯები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 8301 | პროცენტული ხარჯები ფიზიკურ პირთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით |
|
|
| 8302 | პროცენტული ხარჯები იურიდიულ პირთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით |
|
| 831 | პროცენტული ხარჯები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 8311 | პროცენტული ხარჯები ფიზიკურ პირთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით |
|
|
| 8312 | პროცენტული ხარჯები იურიდიულ პირთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით |
|
| 835 | პროცენტული ხარჯები კლიენტთა დეპოზიტების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 8351 | პროცენტული ხარჯები ფიზიკურ პირთა დეპოზიტების მიხედვით |
|
|
| 8352 | პროცენტული ხარჯები იურიდიულ პირთა დეპოზიტების მიხედვით |
|
| 836 | პროცენტული ხარჯები კლიენტთა დეპოზიტების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 8361 | პროცენტული ხარჯები ფიზიკურ პირთა დეპოზიტების მიხედვით |
|
|
| 8362 | პროცენტული ხარჯები იურიდიულ პირთა დეპოზიტების მიხედვით |
|
| კლასი 84 | გადახდილი საკომისიოები გაწეული მომსახურების მიხედვით |
| |
| 840 | საკომისიოები და ხარჯები გაწეული მომსახურების მიხედვით ეროვნული ვალუტით |
| |
|
| 8401 | საკომისიოები უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მიხედვით |
|
|
| 8402 | საკომისიოები სალაროს ოპერაციებიდან |
|
|
| 8403 | ფულის ინკასაციისა და ტრანსპორტირების ხარჯები |
|
|
| 8404 | `ნოსტრო~ ანგარიშების გახსნისა და წარმოების საკომისიოები და ხარჯები |
|
|
| 8405 | საკომუნიკაციო მომსახურებისა და გამოთვლითი ცენტრების მიერ მომსახურების საკომისიოები და ხარჯები |
|
|
| 8406 | საკონსულტაციო და საექსპერტო მომსახურების ხარჯები |
|
|
| 8407 | საკომისიოები და ხარჯები დეპოზიტარული ოპერაციების მიხედვით |
|
|
| 8408 | აუდიტორული მომსახურების ხარჯები |
|
|
| 8409 | დანარჩენი საკომისიოები და ხარჯები |
|
| 841 | საკომისიოები და ხარჯები გაწეული მომსახურების მიხედვით უცხოური ვალუტით |
| |
|
| 8411 | საკომისიოები უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მიხედვით |
|
|
| 8412 | საკომისიოები სალაროს ოპერაციებიდან |
|
|
| 8413 | ფულის ინკასაციისა და ტრანსპორტირების ხარჯები |
|
|
| 8414 | `ნოსტრო~ ანგარიშების გახსნისა და წარმოების საკომისიოები და ხარჯები |
|
|
| 8415 | საკომუნიკაციო მომსახურებისა და გამოთვლითი ცენტრების მიერ მომსახურების საკომისიოები და ხარჯები |
|
|
| 8416 | საკონსულტაციო და საექსპერტო მომსახურების ხარჯები |
|
|
| 8417 | საკომისიოები და ხარჯები დეპოზიტარული ოპერაციების მიხედვით |
|
|
| 8418 | აუდიტორული მომსახურების ხარჯები |
|
|
| 8419 | დანარჩენი საკომისიოები და ხარჯები |
|
| კლასი 85 | ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით |
| |
| 850 | ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით |
| |
|
| 8501 | ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით |
|
|
| 8509 | ზარალი დანარჩენი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით |
|
| კლასი 86 | ზარალი დილინგური ოპერაციებისაგან |
| |
| 860 | ზარალი დილინგური ოპერაციების მიხედვით ეროვნული ვალუტით | ||
|
| 8601 | ზარალი აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | |
|
| 8602 | ზარალი სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | |
|
| 8603 | ზარალი კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | |
|
| 8604 | ზარალი უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | |
| 861 | ზარალი დილინგური ოპერაციების მიხედვით უცხოური ვალუტით | ||
|
| 8611 | ზარალი აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | |
|
| 8612 | ზარალი სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | |
|
| 8613 | ზარალი კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | |
| 862 | ზარალი სავალუტო სახსრების გადაფასების მიხედვით | ||
|
| 8621 | ზარალი სავალუტო სახსრების გადაფასებიდან | |
| კლასი 89 | ზარალი საინვესტიციო ოპერაციებისაგან | ||
| 890 | ზარალი საინვესტიციო ოპერაციების მიხედვით ეროვნული ვალუტით | ||
|
| 8901 | ზარალი აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | |
|
| 8902 | ზარალი სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | |
|
| 8903 | ზარალი კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | |
| 891 | ზარალი საინვესტიციო ოპერაციების მიხედვით უცხოური ვალუტით | ||
|
| 8911 | ზარალი აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | |
|
| 8912 | ზარალი სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | |
|
| 8913 | ზარალი კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | |
| კლასი 90 | ხარჯები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით | ||
| 903 | ხარჯები დანარჩენი საბანკო ოპერაციების მიხედვით ეროვნული ვალუტით | ||
|
| 9031 | ხარჯები ბროკერული ოპერაციების მიხედვით | |
|
| 9032 | ხარჯები ფაქტორინგული ოპერაციების მიხედვით | |
|
| 9033 | ხარჯები ოპერაციული ლიზინგის მიხედვით | |
|
| 9034 | ხარჯები ფინანსური ლიზინგის მიხედვით | |
|
| 9035 | ხარჯები გარანტიების მიხედვით | |
|
| 9036 | ხარჯები სპეციალური დეპოზიტების მიხედვით | |
|
| 9037 | გარიგებათა დაზღვევის ხარჯები | |
|
| 9039 | ხარჯები დანარჩენი საბანკო ოპერაციების მიხედვით | |
| 904 | ხარჯები დანარჩენი საბანკო ოპერაციების მიხედვით უცხოური ვალუტით | ||
|
| 9041 | ხარჯები ბროკერული ოპერაციების მიხედვით | |
|
| 9042 | ხარჯები ფაქტორინგული ოპერაციების მიხედვით | |
|
| 9043 | ხარჯები ოპერაციული ლიზინგის მიხედვით | |
|
| 9044 | ხარჯები ფინანსური ლიზინგის მიხედვით | |
|
| 9045 | ხარჯები გარანტიების მიხედვით | |
|
| 9046 | ხარჯები სპეციალური დეპოზიტების მიხედვით | |
|
| 9047 | გარიგებათა დაზღვევის ხარჯები | |
|
| 9049 | ხარჯები დანარჩენი საბანკო ოპერაციების მიხედვით | |
| 906 | ხარჯები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით ეროვნული ვალუტით | ||
|
| 9061 | ზარალი ძირითადი საშუალებების გასვლისაგან და გადაფასებისაგან | |
|
| 9062 | ზარალი სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის გასვლისაგან და გადაფასებისაგან | |
|
| 9063 | ზარალი ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლისაგან და გადაფასებისაგან | |
|
| 9064 | დანაკლისი სალაროში | |
|
| 9065 | გადახდილი ჯარიმები და საურავები | |
|
| 9066 | სასამართლოს ხარჯები | |
|
| 9067 | ხარჯები გასული წლების ოპერაციების მიხედვით | |
|
| 9069 | ხარჯები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით | |
| 907 | ხარჯები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით უცხოური ვალუტით | ||
|
| 9071 | ზარალი ძირითად საშუალებათა გასვლისაგან | |
|
| 9072 | ზარალი სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის გასვლისაგან | |
|
| 9073 | ზარალი ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლისაგან | |
|
| 9074 | დანაკლისი სალაროში | |
|
| 9075 | გადახდილი ჯარიმები და საურავები | |
|
| 9076 | სასამართლოს ხარჯები | |
|
| 9077 | ხარჯები გასული წლების ოპერაციების მიხედვით | |
|
| 9079 | ხარჯები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით | |
| 908 | ზარალი იჯარით აღებული ობიექტებისათვის არაამორტიზირებულ კაპიტალურ დაბანდებათა მიხედვით | ||
|
| 9081 | ზარალი იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით | |
| კლასი 91 | ბანკნოტებისა და მონეტების ბეჭდვის ხარჯი | ||
| 910 | ბანკნოტებისა და მონეტების ბეჭდვის ხარჯი | ||
|
| 9101 | ბანკნოტების ბეჭდვის ხარჯი სებ | |
|
| 9102 | მონეტების მოჭრის ხარჯი სებ | |
| კლასი 92 | ბანკის პერსონალისა და განვითარების ხარჯები | ||
| 920 | პერსონალის ხარჯები | ||
|
| 9201 | ბანკის თანამშრომელთა ხელფასის ხარჯები | |
|
| 9202 | დროებით მუშაკთა შრომის ანაზღაურების ხარჯები | |
|
| 9203 | ხელფასის მიხედვით სავალდებულო გადასახდელთა ხარჯები | |
|
| 9204 | ბანკის ხელმძღვანელობის პრემირების ხარჯები | |
|
| 9205 | თანამშრომელთა პრემირების ხარჯები (ბანკის ხელმძღვანელობის გარდა) | |
|
| 9206 | სოციალური გასაცემლების ხარჯები (მატერიალური დახმარება) | |
|
| 9207 | პრემიებისა და სოციალური გასაცემლების მიხედვით სავალდებულო გადასახდელთა ხარჯები | |
|
| 9208 | შვებულებებისა და საავადმყოფო ფურცლების ხარჯები | |
|
| 9209 | საპენსიო ხარჯები | |
| 923 | ბანკის განვითარების ხარჯები ეროვნული ვალუტით | ||
|
| 9231 | რეკლამის ხარჯები | |
|
| 9232 | წარმომადგენლობითი ხარჯები | |
|
| 9233 | მივლინების ხარჯები | |
|
| 9234 | ახალ თანამშრომელთა მიღების ხარჯები | |
|
| 9235 | თანამშრომელთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები | |
|
| 9236 | თანამშრომელთა სპეცტანსაცმლის ხარჯები | |
| 924 | ბანკის განვითარების ხარჯები უცხოური ვალუტით | ||
|
| 9241 | რეკლამის ხარჯები | |
|
| 9242 | წარმომადგენლობითი ხარჯები | |
|
| 9243 | მივლინების ხარჯები | |
|
| 9245 | თანამშრომელთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები | |
| კლასი 93 | ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯები | ||
| 930 | ძირითადი საშუალებების ცვეთის ხარჯები | ||
|
| 9302 | შენობა-ნაგებობების ცვეთის ხარჯები | |
|
| 9303 | კომპიუტერული ტექნიკისა და საკომუნიკაციო მოწყობილობების ცვეთის ხარჯები | |
|
| 9304 | სატრანსპორტო საშუალებების ცვეთის ხარჯები | |
|
| 9305 | ავეჯისა და მოწყობილობების ცვეთის ხარჯები | |
|
| 9306 | დანარჩენი ძირითადი საშუალებების ცვეთის ხარჯი | |
| 931 | არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის ხარჯები | ||
|
| 9311 | არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის ხარჯები | |
| 932 | კაპიტალური დანახარჯების ამორტიზაციის ხარჯები იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით | ||
|
| 9321 | კაპიტალური დანახარჯების ამორტიზაციის ხარჯები იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით | |
| კლასი 94 | ძირითადი საშუალებების მიმდინარე შეკეთების, მასალებისა და ინვენტარის შეძენისა და ექსპლუატაციის ხარჯები | ||
| 940 | ძირითადი საშუალებების მიმდინარე შეკეთების ხარჯები | ||
|
| 9402 | შენობა-ნაგებობების მიმდინარე შეკეთების ხარჯები | |
|
| 9403 | კომპიუტერული ტექნიკისა და საკომუნიკაციო მოწყობილობების მიმდინარე შეკეთების ხარჯები | |
|
| 9404 | სატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე შეკეთების ხარჯები | |
|
| 9405 | ავეჯისა და მოწყობილობების მიმდინარე შეკეთების ხარჯები | |
|
| 9406 | დანარჩენი ძირითადი საშუალებების მიმდინარე შეკეთების ხარჯები | |
|
| 9409 | იჯარით აღებული ძირითადი საშუალებების მიმდინარე შეკეთების ხარჯები | |
| 943 | სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის შეძენის ხარჯები | ||
|
| 9431 | სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის შეძენის ხარჯები | |
|
| 9432 | საბანკო ბარათების დამზადების ხარჯები | |
|
| 9433 | ბლანკების შეძენისა და დამზადების ხარჯები | |
|
| 9434 | ფულის შეფუთვის ხარჯები | |
| 946 | საექსპლუატაციო ხარჯები | ||
|
| 9461 | კომუნალური მომსახურების ხარჯები | |
|
| 9463 | ქონების დაზღვევის ხარჯები | |
|
| 9464 | ჟურნალ-გაზეთებსა და პერიოდულ გამოცემებზე გაწეული ხარჯები | |
|
| 9465 | შენობებისა და ფასეულობის დაცვის ხარჯები | |
|
| 9466 | საფოსტო-სატელეგრაფო ხარჯები | |
|
| 9467 | საკანცელარიო ხარჯები | |
|
| 9468 | ტრანსპორტის შენახვის ხარჯი (მიმდინარე შეკეთების ხარჯის გარდა) | |
|
| 9469 | დანარჩენი საექსპლუატაციო ხარჯები | |
| 947 | ხარჯები ბიუჯეტში გადასახადების მიხედვით | ||
|
| 9471 | ხარჯები ბიუჯეტში გადასახადების მიხედვით (მოგების გადასახადის გარდა) | |
| კლასი 95 | ხარჯი მიმდინარე წლის მოგების გადასახადის მიხედვით | ||
| 950 | მიმდინარე წლის მოგების გადასახადის ხარჯი | ||
|
| 9501 | მოგების მიმდინარე გადასახადი | |
| კლასი 96 | გაუთვალისწინებელი ხარჯები | ||
| 960 | გაუთვალისწინებელი ხარჯები | ||
|
| 9601 | გაუთვალისწინებელი ხარჯები | |
|
|
| ბალანსგარეშე ანგარიშები | |
|
|
|
| |
| კლასი 01 | ეროვნული ბანკის სარეზერვო ფონდები | ||
| 010 | სარეზერვო ფონდები ეროვნული ბანკის ცენტრალურ საცავში | ||
|
| 0101 | ბანკნოტები საცავში სებ | |
|
| 0102 | მონეტები საცავში სებ | |
|
| 0103 | სარეზერვო ფონდები გზაში სებ | |
|
| 0104 | გასანადგურებლად გადაცემული ბანკნოტები სებ | |
| 011 | სარეზერვო ფონდები ეროვნული ბანკის დაწესებულებებში | ||
|
| 0111 | ბანკნოტები საცავში სებ | |
|
| 0112 | მონეტები საცავში სებ | |
|
| 0113 | სარეზერვო ფონდები გზაში სებ | |
|
| 0114 | გასანადგურებლად გადაცემული ბანკნოტები სებ | |
| კლასი 02 | პირობითი ვალდებულებები | ||
| 020 | პირობითი ვალდებულებები | ||
|
| 0201 | აქცეპტები და ინდოსამენტები | |
|
| 0202 | გაცემული გარანტიები | |
|
| 0203 | მიღებული გარანტიები | |
|
| 0204 | გირავნობის უზრუნველყოფის სახით გაცემული აქტივები | |
|
| 0205 | გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივები | |
|
| 0206 | სხვა პირობითი ვალდებულებები | |
| კლასი03 | ფორმალური ვალდებულებები | ||
| 030 | ფორმალური ვალდებულებები | ||
|
| 0301 | აღებული ფინანსური ვალდებულებები | |
|
| 0302 | მესამე მხარის მიერ მიღებული ფინანსური ვალდებულებები | |
|
| 0303 | მისაღებად მოსალოდნელი ფასიანი ქაღალდები | |
|
| 0304 | გასაყიდად განკუთვნილი ფასიანი ქაღალდები | |
|
| 0305 | ნაღდ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციები | |
|
| 0306 | ფორვარდული სავალუტო ოპერაციები | |
|
| 0307 | დანარჩენი ვალდებულებები | |
| კლასი 04 | ბალანსგარეშე ანგარიშგება სავალუტო პოზიცია | ||
| 040 | ბალანსგარეშე ანგარიშგება სავალუტო პოზიცია | ||
|
| 0401 | ბალანსგარეშე ანგარიშგება სავალუტო პოზიციის პარალელური ღირებულება | |
|
| 0402 | ბალანსგარეშე ანგარიშგება სავალუტო პოზიცია | |
| კლასი 05 | სხვა ვალდებულებები | ||
| 050 | სხვა ვალდებულებები | ||
|
| 0501 | ტრასატის ვალდებულება ბანკის მიმართ | |
|
| 0502 | კლიენტის ვალდებულება | |
|
| 0506 | მესამე მხარის კლიენტის ვალდებულება ბანკის მიმართ | |
| კლასი 06 | ვალდებულებები ბანკში შესანახად განთავსებულ ქონებაზე | ||
| 060 | ვალდებულებები ბანკში შესანახად განთავსებულ ქონებაზე | ||
|
| 0601 | ძვირფასი ლითონები | |
|
| 0602 | ფასიანი ქაღალდები | |
|
| 0603 | სხვა ქონება | |
| კლასი 07 | საპროცენტო განაკვეთების კონტრაქტები | ||
| 070 | საპროცენტო განაკვეთების კონტრაქტები | ||
|
| 0701 | საპროცენტო განაკვეთების სვოპების ძირითადი თანხა | |
|
| 0702 | ფინანსურ ინსტრუმენტებზე დადებული ფორვარდული კონტრაქტები | |
|
| 0703 | ფინანსურ ინსტრუმენტებზე დადებული ფიუჩერსული კონტრაქტები | |
|
| 0704 | ოფციონები | |
| კლასი08 | კონტრაქტები საქონლისა და სააქციო კაპიტალის შესახებ | ||
| 080 | კონტრაქტები საქონელზე და სააქციო კაპიტალის შესახებ | ||
|
| 0801 | სვოპების ძირითადი თანხა | |
|
| 0802 | ფორვარდული კონტრაქტები | |
|
| 0803 | ფიუჩერსული კონტრაქტები | |
|
| 0804 | ოფციონები | |
| კლასი 09 | მემორანდუმის ანგარიშები | ||
| 090 | გაუნაღდებელი დოკუმენტები | ||
|
| 0901 | ვადაში გაუნაღდებელი დოკუმენტები გადამხდელის მიზეზით | |
|
| 0902 | ვადაში გაუნაღდებელი დოკუმენტები ბანკის მიზეზით | |
|
| 0903 | გაუნაღდებელი საწესდებო კაპიტალი | |
| 091 | ზარალში ჩამოწერილი ვალები | ||
|
| 0911 | სესხებზე მიუღებელი პროცენტები 31.12.2000-მდე | |
|
| 0912 | სესხებზე მიუღებელი პროცენტები 01.01.2001-დან | |
|
| 0913 | ზარალში ჩამოწერილი ვალები 31.12.2000-მდე | |
|
| 0914 | ზარალში ჩამოწერილი ვალები 01.01.2001-დან | |
|
| 0915 | ზარალში ჩამოწერილი სხვა აქტივები | |
| 092 | სხვა ფასეულობა და დოკუმენტები | ||
|
| 0921 | გაურჩეველი ფულიანი ამანათები | |
|
| 0922 | მცირეფასიანი ინვენტარი | |
|
| 0923 | მკაცრი აღრიცხვის ბლანკები | |
|
| 0924 | სპეცლატარიის ანაზღაურება | |
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმისა და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის შესახებ
ზოგადი განმარტებანი
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა შემუშავებულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საერთაშორისო აღრიცხვის ძირითადი პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომლის მიზანია უზრუნველყოს საფინანსო ანგარიშგების მისაღებად ყველა საჭირო მოთხოვნა. იგი საშუალებას იძლევა განხორციელდეს საბანკო ოპერაციების დეტალური, სრული აღრიცხვა და მომხმარებელმა დროულად მიიღოს რეალური ინფორმაცია. მოცემული ინსტრუქცია შედგება განაყოფებისა და ქვეგანაყოფებისაგან:
განაყოფი 1. ანგარიშთა გეგმა:
1.1. სისტემატიზებული ჩამონათვალია ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშებისა, გამოიყენება საბანკო ოპერაციების აღრიცხვისათვის, რომელიც შეესაბამება ქვეყნის კანონმდებლობას და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიულ აქტებს;
1.2. ანგარიშების აღსანიშნავად გამოყენებულია ოთხნიშნა ციფრული კოდი და აქვს იერარქიული სტრუქტურა. პირველი ორი თანრიგი განსაზღვრავს კლასს, მესამე თანრიგით განისაზღვრება ჯგუფი, ხოლო მეოთხე თანრიგით ჯგუფის შიგნით ცალკეული ანგარიშები. ამასთან კლასის ორნიშნა თანრიგის პირველი ციფრით აღინიშნება 1-2 აქტივები, 3-4 ვალდებულებები, 5 კაპიტალი, 6-7 შემოსავლები, 8-9 ხარჯები და 0 ბალანსგარეშე ანგარიშები;
1.3. გამიჯნულია ეროვნული და უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციების აღრიცხვის ანგარიშები;
1.4. აგებულია ანგარიშების ლიკვიდურობის წყობის პრინციპით;
1.5. მთლიანად არის გამიჯნული აქტიური ანგარიშები პასიური ანგარიშებისაგან და პირიქით;
1.6. აქტივები და პასივები დაყოფილია ვადიანობის მიხედვით : სესხები – მოკლევადიანი, გრძელვადიანი, ხოლო დეპოზიტები მოთხოვნამდე და ვადიანი;
1.7. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და კერძო კლიენტებისათვის მიცემული სესხები (აქტივებში) და მათი ფულადი სახსრები (პასივებში) დაჯგუფებულია საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის, ეკონომიკური საქმიანობის სახეობების ჭრილში და წარმოდგენილია რვა დასახელების სფეროთი.
განაყოფი 2. ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქცია:
2.1. თითოეული ანგარიშის დახასიათება, ანგარიშის მომხმარებელი ეროვნული ან კომერციული ბანკი ან ორივე ერთად;
2.2. ანგარიშის დანიშნულება;
2.3. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, რომელშიც გათვალისწინებულია:
დარიცხვათა პრინციპი, წინდახედულობის პრინციპი, აღრიცხვაში ოპერაციების ასახვის პრინციპი, გამოსაყენებელი მეთოდების მუდმივობის პრინციპი, აქტივებისა და პასივების ცალ-ცალკე განხილვის პრინციპი, ფორმასთან შედარებით პრიორიტეტების პრინციპი, ბალანსის სიმყარის პრინციპი.
2.4. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა;
2.5. გატარებათა ნუსხის განმარტებანი;
2.6 კომენტარები.
განაყოფი 3. ანგარიშთა გეგმის ძირითადი თავისებურებანი:
3.1. შემოსავლების და ხარჯების ანგარიშებზე დარიცხვის მეთოდის გამოყენება, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლები და ხარჯები აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან, შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების გაწევის მომენტის მიუხედავად;
3.2. ბალანსისაგან განსხვავებით, რომელიც იწარმოება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით, ყველა გატარება შემოსავლების და ხარჯების ანგარიშებზე, იმის მიუხედავად, თუ რომელი ვალუტით განხორციელდა გადახდა, აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით;
3.3. ანალიზური აღრიცხვის წარმოების სისტემას შეიმუშავებს ბანკი, იმის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ნებისმიერ დროს სრული ინფორმაციის მიღება ანალიზის, კონტროლისა და ფინანსური ანგარიშგების დეტალიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ასეთი ინფორმაცია აუცილებელია აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგვრის ბაზის გამოანგარიშებისათვის ე.ი. უნდა გამოიყოს ცალკეული ანგარიშები იმ ხარჯების თითოეული ჯგუფის მიხედვით, რომლებიც გამოირიცხება დადგენილი წესების შესაბამისად, დაბეგვრის ბაზის გამოანგარიშებიდან.
3.4. ბალანსგარეშე ანგარიშების მიხედვით საბანკო ოპერაციების წარმოებაში, კერძოდ აღრიცხვის სისწორის შემოწმების უზრუნველსაყოფად, ბალანსგარეშე ანგარიშებზე გამოიყენება ორმაგი ჩაწერის მეთოდი, რისთვისაც შემოღებულია 0999 “ტექნიკური ანგარიში”, ორმაგი ჩაწერის მეთოდი არ გამოიყენება მხოლოდ 01- ”ეროვნული ბანკის ფონდების” და 09 “ მემორანდუმის ანგარიშებზე”.
საბალანსო და ბალანსგარეშე ანგარიშების ნომენკლატურა საბანკო დაწესებულებებისათვის არის ერთიანი და არ შეიძლება მისი შეცვლა საქართველოს ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე.
აქტივები
კლასი 10. სალარო; კომერციული ბანკების ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში
ანგარიშთა ჯგუფი 100. ნაღდი ფული მიმოქცევაში ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 1002 | საქართველოს ეროვნული ბანკის სალარო |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების აღსარიცხავად ეროვნული ბანკის მოლარის ოთახში ან საბრუნავი სალაროს სეიფებში. იგი არ გამოიყენება იმ ძვირფასი ლითონების აღსარიცხავად, რომლებიც აისახება 252 ჯგუფის ანგარიშზე.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი პრინციპები.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ნაღდი ფულის მიღება | 1002 საქართველოს ეროვნული ბანკის სალარო | ნებისმიერი კლასის ანგარიში რეზერვების ანგარიშების გარდა |
| ნაღდი ფულის გაცემა | ნებისმიერი კლასის ანგარიში რეზერვების ანგარიშების გარდა | 1002 საქართველოს ეროვნული ბანკის სალარო |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ჩანაწერი 1002 ანგარიშზე გაკეთდება ფულის მიმოქცევაში გაშვების ან ამოღების დროს, ემისიის ანგარიშებთან კორესპოდენციაში, აგრეთვე, ნაღდი ფულის შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების შესრულებისას, რაც, შესაბამისად, იწვევს სალაროში ნაღდი ფულის მოცულობის გადიდებას ან შემცირებას. მისი გამოყენება, ძირითადად, ხდება კლიენტთა ანგარიშებზე სახსრების მოძრაობასთან დაკავშირებით ან მუშა-მოსამსახურეთა ხელფასის, პრემიების გაცემისა და სხვა ნაღდ ფულთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების დროს.
1002 ანგარიშის დებეტში აისახება სალაროში ნაღდი ფულის მიღება, ხოლო კრედიტში – სალაროდან ნაღდი ფულის გაცემა.
5. კომენტარები
ნაღდი ფული რეგულარულად უნდა გადაითვალოს, რათა დავრწმუნდეთ მოცემულ ანგარიშზე ნაშთის სისწორეში.
თაღლითობის რისკის შეზღუდვის მიზნით თითოეული ოპერაციის ამსახველ საბუთში ანგარიშთა ნომრებთან, ოპერაციის დასახელებასთან, თანხებთან ერთად გარკვევით უნდა აღინიშნოს გადამხდელისა და მიმღების რეკვიზიტები მოქმედი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა მიხედვით.
| ანგარიში 1003 | კომერციული ბანკის სალარო |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება კომერციული ბანკის სალაროში ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი პრინციპები
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ნაღდი ფულის მიღება | 1003 კომერციული ბანკის სალარო | ნებისმიერი კლასის ანგარიში რეზერვების ანგარიშების გარდა |
| ნაღდი ფულის გაცემა | ნებისმიერი კლასის ანგარიში რეზერვების ანგარიშების გარდა | 1003 კომერციული ბანკის სალარო |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ჩანაწერი 1003 ანგარიშზე გაკეთდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბანკი შეასრულებს შემოსავლის და გასავლის ოპერაციებს ნაღდი ფულით, რაც იწვევს, შესაბამისად, სალაროში ნაღდი ფულის მოცულობის გადიდებას ან შემცირებას. იგი გამოიყენება ძირითადად კლიენტთა ანგარიშებზე სახსრების მოძრაობასთან დაკავშირებით ან მუშა-მოსამსახურეთა ხელფასის, პრემიების გაცემისა ან ნაღდ ფულთან დაკავშირებულ სხვა სამეურნეო ოპერაციების დროს.
1003 ანგარიშის დებეტში აისახება სალაროში ნაღდი ფულის მიღება, ხოლო კრედიტში – სალაროდან ნაღდი ფულის გაცემა.
5. კომენტარები
ნაღდი ფული უნდა გადაითვალოს რეგულარულად, რათა დავრწმუნდეთ მოცემულ ანგარიშზე ნაშთის სისწორეში.
თაღლითობის რისკის შეზღუდვის მიზნით თითოეული ოპერაციის ამსახველ საბუთში, ანგარიშთა ნომრებთან, ოპერაციის დასახელებასთან და თანხასთან ერთად გარკვევით უნდა აღინიშნოს გადამხდელისა და მიმღების რეკვიზიტები მოქმედი საკანონმდებლო აქტის მოთხოვნათა მიხედვით.
| ანგარიში 1004 | ფულადი სახსრები ბანკომატებში |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ბანკომატებში განთავსებული ეროვნული ვალუტის აღსარიცხავად. ბანკომატების ნაღდი ვალუტით უზრუნველყოფა ხდება ბანკომატების მუშაკების წერილობითი განაცხადის საფუძველზე, ბანკომატებისათვის განკუთვნილი გადასაცემი თანხა ითვლება ცალობით, შეიძლება აგრეთვე წინასწარ გამზადებული ნაღდფულიანი კასეტების გა-დაცემა.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი პრინციპი.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ნაღდი ფულის ბანკომატებში განთავსება | 1004 ფულადი სახსრები ბანკომატებში | 1003 კომერციული ბანკის სალარო |
| ბანკომატებიდან კლიენტებისათვის მიცემული თანხების ჩამოწერა და დარჩენილი ნაღდი ფულის სალაროში დაბრუნება | კლიენტთა ანგარიშები 1003 კომერციული ბანკის სალარო | 1004 ფულადი სახსრები ბანკომატებში |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
1004 ანგარიშზე ჩანაწერი გაკეთდება ბანკის მიერ ნაღდი ფულის ბანკომატებზე გადაცემის ან ბანკომატებიდან ნაღდი ფულის გაცემის ან ამოღების ამსახველი დამადასტურებელი დოკუმენტების მიღების შემდეგ.
5. კომენტარები
ბანკი ოპერაციის მოთხოვნათა საჭიროების მიხედვით გამოიყენებს 1006 ანგარიშს –“ბანკნოტები და მონეტები გზაში”.
ნაღდი ფულით ბანკომატების შევსების ან წინასწარ გამზადებული ნაღდფულიანი კასეტების გადაცემისას საჭიროა სათანადო კონტროლი. ნაღდფულიანი კასეტები ილუქება, მათზე მაგრდება იარლიყი ბანკომატების ნომრის, ჩატვირთული თანხის, თარიღის და პასუხისმგებელი მუშაკის ხელმოწერისა და სახელობითი შტამპის დასტურით.
| ანგარიში 1005 | კვანძგარეთა საოპერაციო სალარო |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების აღსარიცხავად კვანძგარეთა საოპერაციო სალაროებში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ნაღდი ფულის გაგზავნა კვანძგარეთა საოპერაციო სალაროებისათვის | 1006 ბანკნოტები და მონეტები გზაში | 1003 კომერციული ბანკის სალარო |
| კვანძგარეთა საოპერაციო სალაროდან ნაღდი ფულის მი-ღების დასტურის შემთხვევაში გატარება გამგზავნთან | 1005 კვანძგარეთა საოპერაციო სალარო | 006 ბანკნოტები და მონეტები გზაში |
| ნაღდი ფულის დაბრუნება კვანძგარეთა საოპერაციო სალაროებიდან | 1003 კომერციული ბანკის სალარო | 1005 კვანძგარეთა საოპერაციო სალარო |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ჩანაწერები მოცემულ ანგარიშზე კეთდება მაშინ, როდესაც ბანკი ახორციელებს ნაღდი ფულის გადაცემას კვანძგარეთა საოპერაციო სალაროებისათვის ან იქედან მის დაბრუნებას, რაც იწვევს, შესაბამისად, კვანძგარეთა საოპერაციო სალაროებში ნაღდი ფულის მოცულობის გადიდებას ან შემცირებას, მოცემული ანგარიში გამოიყენება, ძირითადად უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველდღიური ოპერაციების წარმოებისას, რომელთა ბუღალტრული აღრიცხვა აღწერილია ბალანსის განაყოფში „კლასი 26“.
5. კომენტარები
ნაღდი ფული კვანძგარეთა საოპერაციო სალაროებში რეგულარულად უნდა გადაითვალოს, რათა დავრწმუნდეთ მოცემული ანგარიშის ნაშთის სისწორეში.
თაღლითობის რისკის შეზღუდვის მიზნით თითოეული ოპერაციის ამსახველ საბუთში ანგარიშთა ნომრებთან, ოპერაციის დასახელებასთან და თანხასთან ერთად გარკვევით უნდა აღინიშნოს გადამხდელისა და მიმღების რეკვიზიტები მომქმედი საკანონმდებლო აქტის მოთხოვნათა მიხედვით.
| ანგარიში 1006 | ბანკნოტები და მონეტები გზაში |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ბანკის, ბანკის ფილიალის ან კვანძგარეთა საოპერაციო სალაროებზე გაგზავნილი ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების აღსარიცხავად. გამგზავნი გაგზავნილ ბანკნოტებს და მონეტებს ასახავს 1006 ანგარიშზე მიმღებიდან (ბანკიდან, ფილიალებიდან, კვანძგარეთა საოპერაციო სალაროებიდან) ნაღდი ფულის რეალურად მისვლის დამადასტურებელი საბუთის (ავიზო, შეტყობინება) მიღებამდე.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ნაღდი ფულის გაგზავნა ბანკებში, ბანკის ფილიალებსა ან კვანძგარეთა სალაროებში (გატარება გამგზავნთან) | 1006 ბანკნოტები და მონეტები გზაში | 1002 საქართველოს ეროვნული ბანკის სალარო 1003 კომერციული ბანკის სალარო |
| ბანკის, ბანკების ფილიალების ან კვანძგარეთა სალაროდან ნაღდი ფულის მიღების დასტურის შემთხვევაში (გატარება გამგზავნთან) | 3202 კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები 1052 კომერციული ბანკების საკორესპოდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნული ბანკში 2831 ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის 1005 კვანძგარეთა საოპერაციო სალარო 4831 ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის | 1006 ბანკნოტები და მონეტები გზაში
|
| ფულადი სახსრების მიღება ბანკის, ბანკის ფილიალის მიერ (გატარება მიმღებთან)
| 1002 საქართველოს ეროვნული ბანკის სალარო, 1003 კომერციული ბანკის სალარო
| 3202 კომერციული ბანკების საკორესპოდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში 1052 საკორესპონდენტო ანგარიში ეროვნულ ბანკში 4831 ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის 2831 ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის 1005 კვანძგარეთა საოპერაციო სალარო |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გატარებები ნაღდი ფულის ფილიალებისათვის გაგზავნის შემთხვევაში, როგორც წესი, ხორციელდება ფილიალთაშორისი ანგარიშსწორების ანგარიშებთან კორესპონდენციაში. კრებსითი საფინანსო ანგარიშგების მომზადებისას ანგარიშსწორებისა და ფილიალთაშორისი ანგარიშები მათი შედარების შემდეგ დასალდოვდება.
კვანძგარეთა საოპერაციო სალაროების შევსება, როგორც წესი, გაფორმდება გატარებით დებეტი – 1006 ანგარიში, კრედიტი – 1003 ანგარიში. ნაღდი ფულის მიღების შესახებ კვანძგარეთა საოპერაციო სალაროებიდან დასტურის მიღების შემდეგ ბანკი მოახდენს გატარებას დებეტი – ანგარიში 1005 და კრედიტი – 1006 ანგარიში.
5. კომენტარები
ბანკი ანალიზურ აღრიცხვაში ჩანაწერებს ანგარიშების მიხედვით გააკეთებს, თავისი ფილიალების ან კვანძგარეთა საოპერაციო სალაროების მიხედვით (სად გაიგზავნა ან საიდან შემოვიდა ფულადი სახსრები).
მოცემული ანგარიში გაანალიზდება სისტემატურად იმ მიზნით, რომ შემოწმდეს, მიიღეს თუ არა კონტრაგენტებმა (ადრესატებმა) ყველა გაგზავნილი თანხა.
| ანგარიში 1007 | მიმოქცევიდან ამოსაღები ბანკნოტები და მონეტები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება მიმოქცევიდან ამოსაღები ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი პრინციპები.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ნაღდი ფულის გადატანა მიმოქცევიდან ამოსაღების კატეგორიაში | 1007 მიმოქცევიდან ამოსაღები ბანკნოტები და მონეტები | 1002 საქართველოს ეროვნუ-ლი ბანკის სალარო |
| ნაღდი ფულის განადგურება | 3001-3002 მიმოქცევაში გაშვებული ბანკნოტები და მონეტები | 1007 მიმოქცევიდან ამოსაღები ბანკნოტები და მონეტები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ჩანაწერები მოცემული ანგარიშის მიხედვით გაკეთდება ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევიდან მოძველებული ფულის ამოღების ან სხვა სახის ოპერაციის შემთხვევაში ცალკეული გადაწყვეტილებებით.
5. კომენტარები
მიმოქცევიდან ბანკნოტებისა და მონეტების ამოღების პროცედურები რეგლამენტირდება ეროვნული ბანკის სპეციალური მითითებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ანგარიშთა ჯგუფი 101 – ნაღდი უცხოური ვალუტა და სხვა საგადახდო დოკუმენტები
| ანგარიში 1012 | საქართველოს ეროვნული ბანკის სალარო |
| ანგარიში 1013 | კომერციული ბანკის სალარო |
| ანგარიში 1014 | ფულადი სახსრები ბანკომატებში |
| ანგარიში 1015 | კვანძგარეთა საოპერაციო სალარო |
| ანგარიში 1016 | ბანკნოტები და მონეტები გზაში |
1012-1016 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრიციპები, ანგარიშების დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 1002-1006 ანგარიშისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
| ანგარიში 1018 | სხვა საგადახდო დოკუმენტები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი კომერციული ბანკი
მოცემული ანგარიში გამოიყენება სამგზავრო ჩეკებისა და სხვა საგადახდო დოკუმენტების აღსარიცხავად უცხოური ვალუტით.
1018 ანგარიშის ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრიციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 1012-1013 ანგარიშების წარმოებისა.
ანგარიშთა ჯგუფი 105 – კომერციული ბანკების ანგარიშები ეროვნულ ბანკში ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 1051 | კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვები საქართველოს ეროვნულ ბანკში |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის იმ მოთხოვნების შესაბამისად ეროვნულ ბანკში განთავსებული ფულადი სახსრების აღსარიცხავად, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ კომერციულ ბანკებს ავალებს, ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების მუდმივი მინიმალური დონის შენარჩუნებას.
მოცემული ანგარიშის ნაშთის სიდიდე განისაზღვრება და კორექტირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: ამ ანგარიშზე მისაღები ნებისმიერი პროცენტი, იმ შემთხვევაში თუ ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა, უნდა აღირიცხოს იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება.
აქტივებისა და პასივების აღრიცხვაში ცალ-ცალკე ასახვის პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე ნაშთები განხილულ უნდა იქნეს როგორც ეროვნული ბანკში განთავსებული აქტივი და არ დასალდოვდება არავითარ სხვა ანგარიშებთან, რომლებიც წარმოადგენს ვალდებულებებს ეროვნული ბანკის წინაშე.
ოპერაციების ასახვის წესი: სადებეტო და საკრედიტო გატარებები მოცემულ ანგარიშზე აისახება იმ თარიღით, როცა განხორციელდა სავალდებულო რეზერვების თანხის კორექტირება იმის დამოუკიდებლად, ფულადი სახსრები როდის იქნა მიღებული ან გაგზავნილი.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სავალდებულო რეზერვების გადიდება | 1051 კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვები საქართველოს ეროვნულ ბანკში | 1003 კომერციული ბანკის სალარო 1052 კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში 4501 კრედიტორები |
| სავალდებულო რეზერვების შემცირება | 1003 კომერციული ბანკის სალარო 1052 კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში 2501 დებიტორები | 1051 კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვები საქართველოს ეროვნულ ბანკში |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მოცემული ანგარიში დადებეტდება ან დაკრედიტდება ბანკების სავალდებულო რეზერვების თანხის პერიოდული კორექტირების შესაბამისად, რომელიც განხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ანგარიშსწორებისა და კორექტირების წესების მიხედვით.
5. კომენტარები
ბანკი მოცემული ანგარიშის ნაშთის სიდიდეს თავის ბალანსში რეგულარულად შეუდარებს საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებულ ამონაწერებს, შეუდარებელ თანხებს დეტალურად გააანალიზებს და მიიღებს სათანადო ზომებს ანგარიშსწორების მოსაწესრიგებლად. საანგარიშო პერიოდის ბოლოს შეუდარებელი თანხები გადაიტანება გაურკვეველი თანხების 2502 ან 4502 ანგარიშზე.
| ანგარიში 1052 | კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში არის კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში ეროვნული ვალუტით.
ამ ანგარიშზე განთავსებული თანხები წარმოადგენს დეპოზიტს მოთხოვნამდე, მისი მოთხოვნა შეიძლება ნებისმიერ დროს და შესრულება სავალდებულოა მოთხოვნის წარდგენიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს წესებს, რომლებიც არეგულირებენ ამ ანგარიშის წარმოებას.
2. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: მოცემულ ანგარიშზე მისაღები პროცენტები, თუ ამას კანონი ითვალისწინებს, აღირიცხება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება.
აქტივებისა და პასივების აღრიცხვაში ცალ-ცალკე ასახვის პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე ნაშთები განხილულ უნდა იქნეს როგორც ეროვნულ ბანკში განთავსებული აქტივი და არ დასალდოვდება არავითარ სხვა ანგარიშებთან, რომლებიც წარმოადგენს ვალდებულებებს ეროვნული ბანკის წინაშე.
აღრიცხვაში ასახვის პრინციპი: სადებეტო და საკრედიტო გატარებები მოცემულ ანგარიშზე აისახება ვალუტირების თარიღის შესაბამისად (ვალუტირების თარიღი განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით ან მხარეთა ხელშეკრულებებით). ყველა შემთხვევაში კლიენტებისაგან შესასრულებლად მიღებული საგადახდო საბუთები ვალუტირების თარიღამდე გატარდება ბალანსგარეშე აღრიცხვაში.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ფულადი სახსრების გადარიცხვა | ნებისმიერი კლასის ანგარიში რეზერვების ანგარიშების გარდა | 1052 კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში |
| ფულადი სახსრების მიღება | 1052 კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში | ნებისმიერი კლასის ანგარიში რეზერვების ანგარიშების გარდა |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ანგარიშზე თანხების ჩარიცხვისას შედგება გატარება: დებეტი – 1052 ანგარიში და კრედიტი – კლიენტთა ანგარიშები, შემოსავლების ანგარიშები და სხვ. ოპერაციის შინაარსის მიხედვით. თანხების ჩამოწერისას დებეტდება კლიენტთა, ხარჯების ანგარიშები და სხვ. და კრედიტდება 1052 ანგარიში.
5. კომენტარები
ბანკმა მოცემული ანგარიშის ნაშთის სიდიდე ბალანსში რეგულარულად უნდა შეუდაროს საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებულ ამონაწერებს. შეუდარებელი თანხები გაანალიზდება და მიიღება შესაბამისი ზომები ანგარიშსწორების მოსაწესრიგებლად. საანგარიშო პერიოდის ბოლოს შეუდარებელი თანხა გადაიტანება გაურკვეველი თანხების 2502 ან 4502 ანგარიშზე.
ანგარიშთა ჯგუფი 106 – კომერციული ბანკების ანგარიშები ეროვნულ ბანკში უცხოური ვალუტით
| ანგარიში 1062 | კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში |
1062 ანგარიშის დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრიციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 1052 ანგარიშისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 11. ოქრო
ანგარიშთა ჯგუფი 110 – ოქრო
| ანგარიში 1101 | საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქრო |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ბანკის კუთვნილი ან ნასესხები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქროს აღსარიცხავად. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქროს კლასიფიკაციისა და აღრიცხვის წესებს შეიმუშავებს და განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების საფუძველზე. მოცემული ანგარიში არ გამოიყენება ბანკის საცავში შესანახად ან გირაოდ მიღებული ოქროს აღსარიცხავად (ამგვარი ოპერაციები აისახება ოქროს ფიზიკურ ერთეულთა აღრიცხვის ცალკეულ ბუღალტრულ დავთრებში).
ოქროს საიუველირო ნაკეთობები და ოქროს მონეტები, რომლებიც არ არის კანონიერი საგადახდო საშუალება, აღირიცხება 2521 ანგარიშზე.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
შეფასება საბაზრო ღირებულებით: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქრო გადაფასდება სისტემატურად ლონდონის ბირჟაზე გამოყენებული კოტირების საფუძველზე, სადაც ნიხრები მოცემულია აშშ დოლარით ან ინგლისური გირვანქა სტერლინგით.
წინდახედულობის პრინციპები: იმ შემთხვევაში, თუ ოქროს საბაზრო ღირებულება იცვლება მის ისტორიულ ფასთან, ე.ი. ბალანსში ასახულ ფასთან შედარებით, საჭიროა მათი საბალანსო ღირებულების გადაფასება და შედეგის მიკუთვნება მოგება-ზარალის ანგარიშისათვის.
ოპერაციების ასახვის პრინციპები: გატარებები მოცემულ ანგარიშზე გაკეთდება გარიგების დადების დღეს (ე.ი. იმ დღეს, როცა გარიგების პირობების შესაბამისად ბანკი ხდება მესაკუთრე ან მსესხებელი), მიუხედავად გადახდის ვადისა. იმ შემთხვევაში, თუ ღირებულების გადახდა წარმოებს სხვა ვალუტით და არა ამერიკული დოლარით ან ინგლისური გირვანქა სტერლინგით, შესაფასებლად გამოიყენება კროს-კურსები ქართული ლარის მიმართ.
დარიცხვათა პრინციპი: ანგარიშზე ასახული ფასეულობა უნდა გადაფასდეს საბაზრო კურსის მიხედვით.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ოქროს შესყიდვა ან სესხება | 1101 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქრო | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ოქროს ღირებულების გა-ზრდა გადაფასების შედეგად | 1101 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქრო | 5901 ოქროს გადაფასების რეზერვი |
| ოქროს ღირებულების შემცი-რება, როდესაც შემცირება ადრე გაზრდილ ღირებულებაზე მეტია | 5901 ოქროს გადაფასების რეზერვი 9063 ზარალი ძვირფასი ლითო-ნების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლიდან და გადაფასებიდან | 1101 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქრო |
| ოქროს ღირებულების გაზრდა, როდესაც მისი ოდენობა ადრე შემცირებულ ოდენობაზე მეტია | 1101 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქრო | 5901 ოქროს გადაფასების რეზერვი 7063 შემოსავლები ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლიდან და გადაფასებიდან |
| ოქროს გაყიდვა-მოგება | ფულადი სახსრების ანგარიშები 5901 ოქროს გადაფასების რეზერვი | 1101 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქრო 7063 შემოსავლები ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებების და საკოლექციო საგნების გასვლიდან და გადაფასებიდან |
| ოქროს გაყიდვა-ზარალი | ფულადი სახსრების ანგარიშები 5901 ოქროს გადაფასების რეზერვი 9063 ზარალი ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებების და საკოლექციო საგნების გასვლიდან და გადაფასებიდან | 1101 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ოქრო |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ოქროს წინასწარი განაღდებისას გამოიყენება 2503 “ავანსების”, ხოლო შემდგომი განაღდების შემთხვევაში 4501 “კრედიტორების” ანგარიშები. ოქროსთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვისას, რომელთა განაღდება უცხოური ვალუტით ხორციელდება, გამოიყენება სავალუტო პოზიციის ანგარიშები.
5. კომენტარები
იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ 1101 ანგარიშზე რიცხული თანხების სისწორეში, უნდა ჩატარდეს ოქროს რეგულარული მატერიალური შემოწმებები (ინვენტარიზაცია). ასეთი შემოწმებები სავალდებულოა სისტემატურად ჩატარდეს თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს.
| ანგარიში 1102 | საერთაშორისო სტანდარტების შეუსაბამო ოქრო |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება იმ ოქროს აღსარიცხავად, რომელიც ითვლება საერთაშორისო სტანდარტების შეუსაბამოდ და რომელიც ბანკის კუთვნილებაა ან ნასესხებია ბანკის მიერ. საერთაშორისო სტანდარტების შეუსაბამო ოქროს კლასიფიკაციის წესებს შეიმუშავებს და განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების საფუძველზე. მოცემული ანგარიში არ გამოიყენება ბანკის საცავებში შესანახად ან გირაოდ მიღებული ოქროს აღსარიცხავად (ამგვარი ოპერაციები აისახება ოქროს ფიზიკურ ერთეულთა აღრიცხვის ცალკეულ ბუღალტრულ დავთრებში).
ოქროს საიუველირო ნაკეთობანი და ოქროს მონეტები, რომლებიც არ არის კანონიერი საგადახდო საშუალება, აღირიცხება 2521 ანგარიშზე.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
წინდახედულობის პრინციპები: იმ შემთხვევაში, თუ ოქროს საბაზრო ღირებულება მცირდება მის ისტორიულ ფასთან, ე.ი. ბალანსში ასახულ ფასთან შედარებით, საჭიროა ოქროს საბალანსო ღირებულების გადაფასება. საბაზრო კურსით გადაფასებას ახდენს დამოუკიდებელ, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ ექსპერტთა ჯგუფი.
ოპერაციების ასახავის პრინციპები: გატარებები მოცემულ ანგარიშზე გაკეთდება გარიგების დადების დღეს (ე.ი. იმ დღეს, როცა გარიგების პირობების შესაბამისად ბანკი ხდება მესაკუთრე ან მსესხებელი), მიუხედავად გადახდის ვადისა. იმ შემთხვევაში, თუ ღირებულების გადახდა წარმოებს სხვა ვალუტით და არა ამერიკული დოლარით ან ინგლისური გირვანქა სტერლინგით, ოქროს შესაფასებლად გამოიყენება კროს-კურსები ქართული ლარის მიმართ.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ოქროსა შესყიდვა ან სესხება | 1102 საერთაშორისო სტანდარტების შეუსაბამო ოქრო | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ოქროს ღირებულების გაზრდა გადაფასების შედეგად | 1102 საერთაშორისო სტანდარტის შეუსაბამო ოქრო | 5901ოქროს გადაფასების რეზერვი |
| ოქროს ღირებულების შემცირება, როდესაც შემცირება ადრე გაზრდილ ღირებულებაზე მეტია | 5901 ოქროს გადაფასების რეზერვი 9063 ზარალი ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლიდან და გა-დაფასებიდან | 1102 საერთაშორისო სტანდარტის შეუსაბამო ოქრო |
| ოქროს ღირებულების გაზ-რდა, როდესაც მისი ოდენობა ადრე შემცირების ოდენობაზე მეტია | 1102 საერთაშორისო სტანდარტის შეუსაბამო ოქრო | 5901 ოქროს გადაფასების რეზერვი 7063 შემოსავლები ძვირფასი ლითო-ნების, ხელოვნების ნაწარმოებებისა, და საკოლექციო საგნების გასვლიდან და გადაფასებიდან |
| ოქროს გაყიდვა-მოგება | ფულადი სახსრების ანგარიშები 5901 ოქროს გადაფასების რეზერვი | 1102 საერთაშორისო სტანდარტის შეუსაბამო ოქრო 7063 შემოსავლები ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლიდან და გადაფასებისაგან |
| ოქროს გაყიდვა-ზარალი | ფულადი სახსრების ანგარიშები 5901 ოქროს გადაფასების რეზერვები 9063 ზარალი ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლიდან და გადაფასებიდან | 1102 საერთაშორისო სტანდარტის შეუსაბამო ოქრო |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ოქროს წინასწარი განაღდებისას გამოიყენება ანგარიში 2503 “ავანსები”, ხოლო შემდგომი განაღდების შემთხვევაში 4501 “კრედიტორების” ანგარიშები. ოქროსთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვისას, რომელთა განაღდება უცხოური ვალუტით ხდება, გამოყენებულ უნდა იქნეს სავალუტო პოზიციის ანგარიშები.
5. კომენტარები
იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ 1102 ანგარიშზე რიცხული თანხების სისწორეში, უნდა ჩატარდეს ოქროს რეგულარული მატერიალური შემოწმებები (ინვენტარიზაცია). ასეთი შემოწმებები სავალდებულოა სისტემატურად ჩატარდეს თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს.
კლასი 12. სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხები
ანგარიშთა ჯგუფი 120 – სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 1201 | ფინანსთა სამინისტროსათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1202 | დანარჩენი სამინისტროებისა და დეპარტამენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1203 | ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული მოკლევადიანი, არა უმეტეს ერთ წლამდე ვადით, სესხების აღსარიცხავად.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ნებადართულია, მოქმედი წესებით აღნიშნული ანგარიშები არ გამოიყენება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშებზე აქტიური ნაშთების (ოვერდრაფტების) ბალანსში ასახვისათვის.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპები: პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო ინსტიტუტების სესხების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება, მიუხედავად გადახდის ვადისა. პროცენტების დარიცხვისას შედგება ბუღალტრული გატარება დებეტი – ანგარიში 2401– „მისაღები პროცენტები სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით“ და კრედიტი პროცენტული შემოსავლების შესაბამისი ანგარიში.
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით შეიქმნება სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე ბუღალტრული გატარებები განხორციელდება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გაცემისა და დაფარვის ვადების შესაბამისად. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სახსრების გაცემა ხელშეკრულების ხელის მოწერიდან რამდენიმე დღეში ან საკრედიტო ხაზის გახსნის შემთხვევაში, სესხის თანხა ფულადი სახსრების რეალურ გაცემამდე გატარდება ბალანსგარეშე აღრიცხვაში ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. ფულადი სახსრების ფაქტობრივად გადარიცხვის ან გაცემის პარალელურად ბალანსგარეშე ანგარიშები დაიხურება და ბუღალტრული ჩანაწერი გაკეთდება შესაბამის საბალანსო ანგარიშებზე.
3. ანგარიშების დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სესხების გაცემა | 1201-1203 სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები | კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები ფულადი სახსრების ანგარიშები |
| სესხების დაფარვა | კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები ფულადი სახსრების ანგარიშები | 1201-1203 სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| სესხების რეკლასიფიკაცია როგორც ვადაგადაცილებულისა | 1901 სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება | 1201-1203 სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| სესხების რეკლასიფიკაცია როგორც ჩვეულებრივისა | 1201-1203 სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები | 1901 სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
სესხების დაწესებულ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში დაუფარავი დავალიანების თანხა გადაიტანება 1901 ანგარიშზე. თუ გადაწყდება მათი პროლონგაციის საკითხი, დავალიანების შესაბამისი თანხა აღდგება ვადიანი დავალიანების 1201-1203 ანგარიშებზე.
5. კომენტარები
ბანკის ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროებიდან გამომდინარე, ბანკის ბუღალტრულ ანგარიშთა ანალიზურმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
ა) სპეციალური ხელშეკრულებებით მოთხოვნამდე ვადით გაფორმებული სესხები;
ბ) სესხები დაფარვის ფიქსირებული ვადებით;
გ) უზრუნველყოფილი ან არაუზრუნველყოფილი სესხები;
დ) კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით, რეზიდენტი-არარეზიდენტი და სხვ.
ასეთი ინფორმაციები გამოიყენება ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გასატარებლად და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების შესრულების კონტროლისათვის.
| ანგარიში 1209 | ოვერდრაფტები სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშებზე |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში განკუთვნილია ბალანსში დებეტის ნაშთების (ოვერდრაფტების) ასახვისათვის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშების მიხედვით, რომლებიც შეიძლება განხილულ იქნეს როგორც კრედიტის გაცემა კონტრაქტის შეუდგენლად, დაფარვის ფიქსირებული ვადის აღნიშვნით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპები: პროცენტული შემოსავალი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშებზე ოვერდრაფტების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმავე პერიოდში, რომელსაც ისინი განეკუთვნება, გადახდის ვადის მიუხედავად. გაუნაღდებელი მისაღები პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება აქტიური ანგარიში 2401 -„მისაღები პროცენტები სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით“.
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით შეიქმნება სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
3. ანგარიშების დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| მიმდინარე ანგარიშის სადებეტო სალდოს გადატანა ოვერდრაფტის ანგარიშზე საანგარიშო პერიოდის ბოლო სამუშაო დღეს | 1209 ოვერდრაფტები სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშებზე | 3301-3306 სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშები |
| კონტრგატარება შემდგომი საანგარიშგებო პერიოდის პირველივე დღეს | 3301-3306 სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშები | 1209 ოვერდრაფტები სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშებზე |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
როდესაც კლიენტს მიმდინარე ანგარიშზე არა აქვს საკმარისი სახსრები, გადაუდებელი გადახდის განსახორციელებლად ბანკს შეუძლია გასცეს სესხი მიმდინარე ანგარიშზე შემოსული სახსრების ხარჯზე მისი შემდგომი დაფარვის გარანტიით. ამ შემთხვევაში ბანკი კი არ ხსნის ცალკე სასესხო ანგარიშს, არამედ დაუშვებს მიმდინარე ანგარიშზე აქტიური სალდოს წარმოქმნას მიმდინარე ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულებაში დათქმული ლიმიტის ფარგლებში.
საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში ოვერდრაფტები აღირიცხება პასიურ ანგარიშებზე 3301–3306. თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აღნიშნულ ანგარიშებზე არსებული დებეტის ნაშთი გადაიტანება 1209 ანგარიშზე და შესაბამისად დაკრედიტდება 3301-3306 ანგარიშები.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ბანკმა ბუღალტრულ ანგარიშთა ანალიზური სისტემა იმგვარად უნდა მოაწყოს, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
ა) ოვერდრაფტები დაფარვის ვადების მიხედვით;
ბ) კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით (მაგალითად, რეზიდენტი-არარეზიდენტი) და სხვ.
ანგარიშთა ჯგუფი 121 – სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 1211 | ფინანსთა სამინისტროსათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1212 | დანარჩენი სამინისტროებისა და დეპარტამენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1213 | ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1219 | ოვერდრაფტები სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშებზე |
1211-1219 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრიციპები, ანგარიშების დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 1201-1209 ანგარიშისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 125 – სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 1251 | ფინანსთა სამინისტროსათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1252 | დანარჩენი სამინისტროებისა და დეპარტამენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1253 | ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშების დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული გრძელვადიანი, ერთ წელზე მეტი ვადით, სესხების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო ინსტიტუტების სესხების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი განეკუთვნება, მიუხედავად გადახდის ვადისა. გადაუხდელი მისაღები პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება აქტიური ანგარიში 2401 – „მისაღები პროცენტები სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით“.
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით შეიქმნება სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე ბუღალტრული გატარებები განხორციელდება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გაცემისა და დაფარვის ვადების შესაბამისად. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სახსრების გაცემა ხელშეკრულების ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ან საკრედიტო ხაზის გახსნის შემთხვევაში, სესხის თანხა ფულადი სახსრების რეალურ გაცემამდე აისახება ბალანსგარეშე აღრიცხვაში საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. ფულადი სახსრების გადარიცხვის ან გაცემის პარარელურად დაიხურება ბალანსგარეშე ანგარიშები და შესაბამისი ბუღალტრული ჩანაწერი გაკეთდება საბალანსო ანგარიშებზე.
3. ანგარიშების დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიში | კრედიტის ანგარიში |
| სესხების გაცემა | 1251-1253 სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები | კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები ფულადი სახსრების ანგარიშები |
| სესხების დაფარვა | კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები ფულადი სახსრების ანგარიშები | 1251-1253 სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| სესხების რეკლასიფიკაცია, როგორც ვადაგადაცილებულისა | 1901 სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება | 1251-1253 სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| სესხების რეკლასიფიკაცია როგორც ჩვეულებრივისა | 1251-1253 სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები | 1901 სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
სესხების დაწესებულ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში დავალიანების დაუფარავი თანხა გადაიტანება 1901 ანგარიშზე. თუ გადაწყდება მათი პროლონგაციის საკითხი, დავალიანების თანხა აღდგება ვადიან დავალიანებათა 1251-1253 ანგარიშებზე, ამასთან, დაკრედიტდება 1901 ანგარიში.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა ანალიზურმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
ა) სესხები დაფარვის ვადების მიხედვით;
ბ) უზრუნველყოფილი ან არაუზრუნველყოფილი სესხები;
გ) კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით (მაგ., რეზიდენტი, არარეზიდენტი) და სხვ.
ასეთი ინფორმაცია საჭიროა ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების მიმდინარეობის ანალიზისათვის.
ანგარიშთა ჯგუფი 126 – სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 1261 | ფინანსთა სამინისტროსათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1262 | დანარჩენი სამინისტროებისა და დეპარტამენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1263 | ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
1261-1263 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრიციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 1251-1253 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 13 .სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული სესხები
ანგარიშთა ჯგუფი 130 – სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 1302 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1303 | ენერგეტიკის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1304 | სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1305 | მშენებლობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1306 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1307 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1308 | დანარჩენ სფეროთა საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშების დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი, არა უმეტეს ერთ წლამდე ვადით, სესხების აღსარიცხავად. ისინი არ გამოიყენება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოების მიმდინარე ანგარიშებზე დებეტის ნაშთების (ოვერდრაფტების) ბალანსში ასახვისათვის.
2. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოების სესხების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება, გადახდის ვადის მიუხედავად. გადაუხდელი მისაღები პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება აქტიური ანგარიში 2402 – „მისაღები პროცენტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული სესხების მიხედვით“.
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით შეიქმნება სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: გატარებები მოცემულ ანგარიშებზე განხორციელდება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის გაცემისა და დაფარვის ვადების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს სახსრების გაცემას ხელშეკრულების ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ან საკრედიტო ხაზის გახსნის შემთხვევაში, ფულადი სახსრების რეალურ გაცემამდე თანხა გატარდება ბალანსგარეშე ანგარიშზე საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. ფულადი სახსრების გადარიცხვის ან გაცემის პარალელურად შესაბამისი ბალანსგარეშე ანგარიშები დაიხურება და გაკეთდება ჩანაწერი საბალანსო ანგარიშების მიხედვით.
3. ანგარიშების დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სესხების გაცემა | 1302-1308 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები | კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები ფულადი სახსრების ანგარიშები |
| სესხების დაფარვა | კლიენტთა მიმდინარე ანგრიშები ფულადი სახსრების ანგარიშები | 1302-1308 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| სესხების რეკლასიფიკაცია, როგორც ვადაგადაცილებულისა | 1902 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება | 1302-1308 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| სესხების რეკლასიფიკაცია, როგორც ჩვეულებრივისა | 1302-1308 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები | 1902 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმო-ებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
სესხების დაწესებულ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში დავალიანების დაუფარავი თანხა გადაიტანება 1902 ანგარიშზე. თუ გადაწყდება მათი პროლონგაციის საკითხი, დავალიანების შესაბამისი თანხა აღდგება გატარებით: დებეტი – 1302-1308 ანგარიშები, კრედიტი – 1902 ანგარიში.
5. კომენტარები
ბანკის ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა ანალიზური სისტემა უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
ა) სპეციალური ხელშეკრულებით მოთხოვნამდე ვადით გაფორმებული სესხები;
ბ) სესხები დაფარვის ფიქსირებული ვადებით;
გ) უზრუნველყოფილი ან არაუზრუნველყოფილი სესხები;
დ) კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით (მაგალითად, რეზიდენტი-არარეზიდენტი) და სხვ.
ასეთი ინფორმაციები საშუალებას იძლევა გაანალიზდეს ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმდინარეობა და ეროვნული ბანკის დაწესებული ნორმატივების შესრულება.
| ანგარიში 1309 | ოვერდრაფტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშებზე |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი /კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში განკუთვნილია ბალანსში სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშებზე არსებული დებეტის ნაშთების (ოვერდრაფტების) ასახვისათვის, რომლებიც შეიძლება განხილულ იქნეს როგორც კრედიტის გაცემა კონტრაქტის გარეშე, დაფარვის ფიქსირებული ვადის აღნიშვნით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშებზე ოვერდრაფტების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, გადახდის ვადის მიუხედავად. გადაუხდელი მისაღები პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება აქტიური ანგარიში 2402 – „მისაღები პროცენტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა სესხების მიხედვით“.
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით შეიქმნება სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| მიმდინარე ანგარიშის დებეტის სალდოს გადატანა ოვერდრაფტის ანგარიშზე საანგარიშგებო პერიოდის ბოლო სამუშაო დღეს | 1309 ოვერდრაფტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგრიშებზე | 3402-3408 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
| კონტრგატარება შემდეგი საანგარიშო პერიოდის პირველივე დღეს | 3402-3408 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები | 1309 ოვერდრაფტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშებზე |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
როდესაც მიმდინარე ანგარიშზე საკმარისი სახსრების უქონლობის დროს კლიენტს ექმნება გადაუდებელი გადახდის აუცილებლობა, ბანკს შეუძლია გასცეს სესხი მისი შემდგომი დაფარვით, კლიენტის მიმდინარე ანგარიშზე შემოსული სახსრების ხარჯზე. ასეთი კრედიტის გასაცემად ბანკი ცალკე სასესხო ანგარიშს კი არ ხსნის, არამედ დაუშვებს მიმდინარე ანგარიშზე დებეტის სალდოს წარმოქმნას მიმდინარე ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.
ოვერდრაფტების აღრიცხვა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში წარმოებს პასიურ 3402-3408 ანგარიშებზე. თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მიმდინარე ანგარიშებზე არსებული დებეტის ნაშთი გადაიტანება აქტიური 1309 ანგარიშის დებეტში, შესაბამისად, დაკრედიტდება 3402-3408 ანგარიშები, ეკონომიკის იმ სექტორის მიხედვით, რომელსაც მიეკუთვნება ოვერდრაფტის მქონე საწარმო. ოვერდრაფტის დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით შემდგომი საანგარიშგებო პერიოდის პირველივე დღეს შესაბამისი ნაშთი აღდგება მიმდინარე ანგარიშებზე კონტრგატარებით.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა ანალიზურმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, მაგალითად:
ა) ოვერდრაფტები დაფარვის ვადების მიხედვით;
ბ) კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით (რეზიდენტი- არარეზიდენტი) და სხვ.
ასეთი ანალიზური სისტემა საჭიროა იმისათვის, რომ ბანკმა ნებისმიერ დროს მიიღოს თავისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებისათვის საჭირო ინფორმაცია და დარწმუნდეს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების შესრულებაში.
ანგარიშთა ჯგუფი 131 – სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 1312 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1313 | ენერგეტიკის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1314 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1315 | მშენებლობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1316 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1317 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1318 | დანარჩენ სფეროთა საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1319 | ოვერდრაფტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშებზე |
1312-1319 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრიციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 1302-1309 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 135 – სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 1352 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1353 | ენერგეტიკის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1354 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1355 | მშენებლობისა სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1356 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1357 | ტრანსპორტისა და კავშირგებმულობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1358 | დანარჩენ სფეროთა საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი, ერთ წელზე მეტი ვადით, სესხების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა გრძელვადიანი სესხების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება გადახდის ვადის მიუხედავად. გადაუხდელი მისაღები პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება აქტიური ანგარიში 2402 – „მისაღები პროცენტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული სესხების მიხედვით“.
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით, შეიქმნება სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: გატარებები მოცემული ანგარიშებით განხორციელდება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გაცემისა და დაფარვის ვადების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს სახსრების გაცემას ხელშეკრულების ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ან საკრედიტო ხაზის გახსნის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა გატარდება ბალანსგარეშე ანგარიშზე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. ფულადი სახსრების გადარიცხვის ან გაცემის პარალელურად ბალანსგარეშე ანგარიშები დაიხურება და გაკეთდება ჩანაწერი შესაბამის საბალანსო ანგარიშებზე.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სესხის გაცემა | 1352-1358 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები | კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები ფულადი სახსრების ანგარიშები |
| სესხის დაფარვა | კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები ფულადი სახსრების ანგარიშები | 1352-1358 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| სესხების რეკლასიფიკაცია, როგორც ვადაგადაცილებულისა | 1902 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება | 1352-1358 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| სესხის რეკლასიფიკაცია როგორც ჩვეულებრივისა | 1352-1358 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები | 1902 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
სესხების დაწესებულ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში დავალიანების დაუფარავი თანხა გადაიტანება 1902 ანგარიშზე. ხოლო, თუ გადაწყდება პროლონგაციის საკითხი, მოხდება დავალიანების თანხის აღდგენა: დებეტი – ვადიანი სესხების 1352-1358 ანგარიშები, კრედიტი – ანგარიში 1902.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით, ბანკმა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა ანალიზური სისტემა იმგვარად უნდა აწარმოოს, რომ შესაძლებელი გახდეს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, მაგალითად:
ა) სესხები დაფარვის ვადების მიხედვით;
ბ) უზრუნველყოფილი ან არაუზრუნველყოფილი სესხები;
გ) კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით (რეზიდენტი – არარეზიდენტი) და სხვ.
ასეთი ინფორმაციები გამოიყენება ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმდინარეობის ანალიზისა და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების კონტროლისათვის.
ანგარიშთა ჯგუფი 136 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 1362 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1363 | ენერგეტიკის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1364 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1365 | მშენებლობისა სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1366 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1367 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1368 | დანარჩენ სფეროთა საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
1362-1368 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებები და კომენტარები ანალოგიურია 1352-1358 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 14. სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები
ანგარიშთა ჯგუფი 140 – სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 1401 | სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
აქტივის ანგარიში
| ანგარიში 1402 | სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ-დისკონტი |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
1401-1402 ანგარიშები გამოიყენება საინვესტიციო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების აღსარიცხავად, რომელთა ემიტენტად შეიძლება გამოდიოდეს ფინანსთა სამინისტროს ხაზინა იმ პირობით, რომ ამ ფასიან ქაღალდებს აქვთ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების უფლება და რომელთა ფლობას ბანკი აპირებს ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადამდე.
მოცემული ანგარიშები არ გამოიყენება კლიენტთა დავალებით ბანკში შენახული დისკონტური ფასიანი ქაღალდების აღსარიცხავად, რომლებიც ექვემდებარება მხოლოდ მატერიალურ აღრიცხვას ფიზიკურ ერთეულებად სპეციალურ ბუღალტრულ დავთრებში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოსაყენებელი მეთოდების მუდმივობის პრინციპი: ერთი პერიოდიდან მეორემდე უნდა გამოიყენებოდეს ფასიანი ქაღალდების წმინდა საბალანსო ღირებულების შეფასების ერთი და იგივე მეთოდები.
წინდახედულობის პრინციპი: ფასიანი ქაღალდების ღირებულების გადაფასება უნდა მოხდეს თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს. თუ გადაფასების შედეგად ღირებულება შემცირდება დროის რომელიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთის განმავლობაში, უნდა შეიქმნას რეზერვი ინვესტიციების გაუფასურების შემთხვევისათვის (4107 ინვესტიციების გაუფასურების შესაძლო დანაკარგების რეზერვი).
დარიცხვის პრინციპი: ფასიანი ქაღალდების წმინდა ღირებულება გადაფასდება დისკონტის ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება თითოეული მიმდინარე მომენტისათვის ქვემოთ მოცემული ფორმულის მიხედვით.
ოპერაციების მათი გატარების დღეს ასახვის პრინციპი: ანგარიშებით გატარებები უნდა განხორციელდეს გარიგების დადების თარიღისათვის, იმის მიუხედავად, თუ როდის მიიღეს/მიაწოდეს ფასიანი ქაღალდები ან გადარიცხეს/ ჩარიცხეს ფულადი სახსრები.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების ყიდვა | 1401 სახელმწიფო სავალო დისკო-ნტური ფასიანი ქაღალდები (ნომინალური ღირებულებით) | 1402 სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ – დისკონტი ფულადი სახსრების ანგარიშები |
| დისკონტის ამორტიზაცია
| 1402 სახელმწიფო სავალო დისკო-ნტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ – დისკონტი | 6061 სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
| ფასიანი ქაღალდების დაფარვა | ფულადი სახსრების ანგარიშები | 1401 სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა დაფარვის ვადის დადგომამდე (მოგება) | ფულადი სახსრების ანგარიშები 1402 სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ-დისკონტი | 1401 სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები 6902 შემოსავლები სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა დაფარვის ვადის დადგომამდე (ზარალი) | ფულადი სახსრების ანგარიშები 1402 სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ – დისკონტი 8902 ზარალი სახელმწიფო სავლო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | 1401 სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ა) ნაყიდი დისკონტური ფასიანი ქაღალდების შეფასება აღსარიცხვად
ბანკმა ნაყიდი ქაღალდები უნდა აღრიცხოს 1401 ანგარიშზე ნომინალური ღირებულებით. იმავდროულად ბანკმა უნდა დააკრედიტოს 1402 კონტრანგარიშ დისკონტური პროცენტის ღირებულებით, რომელიც განისაზღვრება გამომდინარე ქაღალდის განაღდების ვადიდან.
დისკონტის თანხა განისაზღვრება, როგორც სხვაობა ნომინალურ ღირებულებისა და ყიდვის ფასს შორის;
ბ) შემოსავლის აღრიცხვა დისკონტით
თითოეული საანგარიშგებო პერიოდისათვის მოგებისა და ზარალის ანგარიშზე ბანკის ბალანსში შემოსავალი უნდა აისახოს დისკონტით იმის მიუხედავადაც კი, რომ ეს პროცენტი არ იქნება გადახდილი ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღამდე. შემოსავლის გაანგარიშება დისკონტური პროცენტებით განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
მიმდინარე ღირებულება = ნომინალური ღირებულება/ 1 + ((პროცენტული წლიური განაკვეთი/ 365)* დღეთა რაოდენობა თამასუქის დაფარვის ვადის დადგომამდე)
მიმდინარე ღირებულება მინუს წინა პერიოდის მიმდინარე ღირებულება ტოლია ბალანსში მოგებისა და ზარალის ანგარიშზე აღსარიცხი დისკონტური პროცენტებისა;
გ) ქაღალდების დაფარვა
დაფარვის თარიღისათვის ბანკს გადაუხდიან ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულების ტოლ თანხას. გადახდის ფასში შევა შესყიდვის ფასი ემიტენტისაგან ქაღალდის ყიდვის დროს და მისაღები დისკონტური პროცენტების თანხა.
5. კომენტარები
ბანკმა ზუსტად უნდა განსაზღვროს პროცედურები, რომლებიც შეეხება უფლებამოსილებებს (ანგარიშების შედარებისა და პროცენტული შემოსავლების ჩათვლით).
ფინანსური ანგარიშგების დეტალიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებების მიზნით, ბანკმა უნდა დააწესოს საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აქტივების ანალიზის განხორციელებას კონტრაგენთა ტიპების მიხედვით.
| ანგარიში 1403 | სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
აქტივის ანგარიში
| ანგარიში 1404 | სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
პასივის ანგარიში
| ანგარიში 1405 | სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენებულ უნდა იქნეს ფიქსირებული შემოსავლების მქონე საინვესტიციო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აღსარიცხავად, რომელთა ფლობას ბანკი აპირებს ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადამდე.
ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდები არის ის ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიხედვითაც პროცენტი გამოიანგარიშება ფიქსირებული პროცენტული განაკვეთით ან რომელთა მიხედვითაც პროცენტული განაკვეთი იცვლება სპეციფიკური, წინასწარ განსაზღვრული (დათქმული) ფაქტორების შესაბამისად (მაგალითად, პროცენტული განაკვეთი ლოკალურ ბანკთაშორის ბაზარზე ან საზღვარგარეთის ფინანსურ ბაზარზე).
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოსაყენებელი მეთოდების მუდმივობის პრინციპი: ერთი პერიოდიდან მეორემდე უნდა გამოიყენებოდეს ფასიანი ქაღალდების წმინდა შეფასების ერთი და იგივე მეთოდები (შემოსავლის დასარიცხად გამოყენებული ღირებულების ჩათვლით).
წინდახედულობის პრინციპი: ფასიანი ქაღალდების ღირებულების გადაფასება უნდა მოხდეს თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს. თუ გადაფასების შედეგად ღირებულება შემცირდება დროის რომელიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთის განმავლობაში, უნდა შეიქმნას რეზერვი ინვესტიციების გაუფასურების შემთხვევისათვის (4107 ინვესტიციების გაუფასურების შესაძლო დანაკარგების რეზერვი).
დარიცხვათა პრინციპი: შემოსავლები/ხარჯები კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, გადახდის ვადის მიუხედავად.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ანგარიშგებით გატარებები უნდა განხორციელდეს გარიგების დადების თარიღისათვის. იმის მიუხედავად, თუ როდის მიიღეს/მიაწოდეს ფასიანი ქაღალდები ან გადარიცხეს/ ჩარიცხეს ფულადი სახსრები.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების ყიდვა მიმდინარე ფასით | 1403 სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები (ნომინალური ღირებულებით) 2406 მისაღები პროცენტი სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების ყიდვა დისკონტით | 1403 სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები (ნომინალური ღირებულება) 2406 მისაღები პროცენტი სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით | 1404 სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების დისკონტი ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების ყიდვა პრემიით | 1403 სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები (ნომინალური ღი-რებულება) 1405 სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია 2406 მისაღები პროცენტი სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| პროცენტის დარიცხვა | 2406 მისაღები პროცენტი სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით | 6062 პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| მისაღები პროცენტის მიღება | ფულადი სახსრების ანგარიშები | 2406 მისაღები პროცენტი სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| დისკონტის ამორტიზაცია | 1404 სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების დისკონტი | 6062 შემოსავლები სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| პრემიის ამორტიზაცია | 8121 სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდის პრემია | 1405 სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
| ფასიანი ქაღალდების დაფარვა | ფულადი სახსრების ანგარიშები | 1403 სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ვადის დადგომამდე (მოგება) | ფულადი სახსრების ანგარიშები | 1403 სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები 2406 მისაღები პროცენტი სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით 6902 შემოსავლები სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ვადის დადგომამდე (ზარალი) | ფულადი სახსრების ანგარიშები 8902 ზარალი სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | 1403 სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები 2406 მისაღები პროცენტი სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ა) ფასიანი ქაღალდების ყიდვა
ფასიანი ქაღალდების შესყიდვა მოიცავს შემდეგს:
ა) ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება;
ბ) პერიოდულად დარიცხული და გაანგარიშებული პროცენტი შესაბამისი პერიოდისათვის;
გ) შესყიდვის სხვადასხვა ხარჯები;
დ) დისკონტის და პრემიის აღრიცხვა;
დისკონტით (პრემიით) მიღებული შემოსავალი (ხარჯი) არის ნომინალურ ღირებულებასა და გადახდილ თანხებს შორის სხვაობა, რომელიც თანდათან გადატანილ უნდა იქნეს შემოსავლებში (ხარჯებში) ფასიანი ქაღალდის ფლობის პერიოდში;
ე) ფასიანი ქაღალდების ვადიანობა;
ვადის დადგომისას ბანკი მიიღებს თანხას, რომელიც უდრის ფასიანი ქაღალდის საწყის ღირებულებას. ამ თანხაში შედის გამოშვების დროს არსებული შესასყიდი ფასი და შემოსავალი;
ვ) კუპონური სავალო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა.
1403 ანგარიში დაკრედიტდება ფასიანი ქაღალდების ღირებულებით. გასაყიდი ფასი დადებეტდება ფულადი სახსრების ანგარიშზე, გაყიდვის შედეგად მიღებული მოგება (ზარალი) აისახება მოგება-ზარალის ანგარიშგებაში.
5. კომენტარები
ბანკმა უნდა იქონიოს დასტური ფასიანი ქაღალდების შეფასების შესახებ, რომლებიც გამოყენებულია ფასიანი ქაღალდების ღირებულების ცვლილებებისას.
ბანკმა ზუსტად უნდა განსაზღვროს პროცედურები, რომლებიც შეეხება უფლებამოსილებებს (ანგარიშების შედარების, პროცენტული შემოსავლებისა და გადაფასების ჩათვლით).
ფინანსური ანგარიშგების დეტალიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ბანკმა უნდა დააწესოს საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აქტივების ანალიზის განხორციელებას კონტრაგენთა ტიპების მიხედვით.
| ანგარიში 1406 | სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების გადაფასება |
| ანგარიში 1407 | სახელმწიფო სავალო ვალდებულებები ეროვნული ბანკისათვის |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
ანგარიშების დანიშნულებას და მათთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
ანგარიშთა ჯგუფი 141 – სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 1411 | სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
| ანგარიში 1412 | სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ-დისკონტი |
| ანგარიში 1413 | სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
| ანგარიში 1414 | სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
| ანგარიში 1415 | სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
| ანგარიში 1416 | სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების გადაფასება |
1411-1416 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებები და კომენტარები ანალოგიურია 1401-1406 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 15. ფასიანი ქაღალდები დილინგური ოპერაციებისათვის
ანგარიშთა ჯგუფი 150 – ფასიანი ქაღალდები დილინგური ოპერაციებისათვის ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 1501 | აქციები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
1501 ანგარიში გამოიყენება, როგორც წესი, არაფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდების აღსარიცხავად, რომლებსაც ბანკი ინახავს დილინგური ოპერაციების შესრულებისათვის.
არაფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდები, რომლებიც, ძირითადად, ჩვეულებრივ აქციებს წარმოადგენს, როგორც წესი, მათ მფლობელებს უფლებას აძლევეს მოგებისა და კომპანიის აქტივების ერთგვარ წილზე მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილდება ყველა კრედიტორის მოთხოვნა. ისინი არ უზრუნველყოფენ დივიდენდების ფიქსირებულ ნორმას და შემოსავალი მათ მიხედვით იცვლება კომპანიის მიერ მიღებული მოგების სიდიდის შესაბამისად.
ფასიან ქაღალდებს, რომლებიც უფრო ზუსტი კლასიფიკაციისათვის აღირიცხება ამ ცალკე ანგარიშზე, არ ემუქრება დანაკარგთა არსებითი რისკი, რადგან მათი რეალიზება შეიძლება ნებისმიერ დროს ოფიციალურად ცნობილი ან გამოქვეყნებული ფასით, დამატებით მაღალი პროცენტების გადახდის საჭიროების გარეშე. ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა დილინგური ოპერაციებისათვის ტარდება ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოსაყენებელი მეთოდების მუდმივობის პრინციპი: ერთი პერიოდიდან მეორემდე უნდა გამოიყენებოდეს ფასიანი ქაღალდების შეფასების ერთი და იგივე მეთოდები.
დარიცხვის პრინციპი : ფასიანი ქაღალდების წმინდა ღირებულება უნდა გადაფასდეს საბაზრო ღირებულების ცვლილებათა გათვალისწინებით თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მაინც. ნებისმიერი არარეალიზებული მოგება ან ზარალი უნდა აისახოს მოცემული პერიოდის მოგებისა და ზარალის ანგარიშში.
წინდახედულობის პრინციპი: როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ფასიანი ქაღალდები ექვემდებარება გადაფასებას თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს საბაზრო ფასის შესაბამისად და ნებისმიერი არარეალიზებული მოგება/ზარალი უნდა აისახოს მოცემული პერიოდის მოგებისა და ზარალის ანგარიშში.
ოპერაციების ასახვის პრინციპი მათი გატარების დღეს: გატარებები 1501 ანგარიშის მიხედვით უნდა განხორციელდეს გარიგების დადების თარიღისათვის, იმის მიუხედავად, თუ როდის მიიღეს/მიაწოდეს ფასიანი ქაღალდები ან გადარიცხეს/ ჩარიცხეს ფულადი სახსრები.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| აქციების ყიდვა | 1501 აქციები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| აქციების გადაფასება საბაზრო ღირებულებით (მოგება) | 1501 აქციები | 6601 შემოსავლები აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| აქციების გადაფასება საბაზრო ღირებულებით (ზარალი) | 8601 ზარალი აქციებთან დაკა-ვშირებული ოპერაციების მიხედ-ვით | 1501 აქციები |
| აქციების გაყიდვა (მოგება) | ფულადი სახსრების ანგარიშები | 1501 აქციები 6601 შემოსავლები აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| აქციების გაყიდვა (ზარალი) | ფულადი სახსრების ანგარიშები 8601 ზარალი აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | 1501 აქციები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ა) ფასიანი ქაღალდების ყიდვა
– ფასიანი ქაღალდების ყიდვის ღირებულებაში შედის:
– ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება;
– დარიცხული, მაგრამ ჯერ გაუცემელი შემოსავალი შესყიდვის თარიღისათვის, (დივიდენდი) იმ შემთხვევაში, თუ აქციას აქვს დეკლარირებული შემოსავალი;
– ყიდვასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯები.
ბ) ფასიანი ქაღალდების გადაფასება საბაზრო ღირებულებით
თითოეული ემისიაქმნილი ფასიანი ქაღალდისათვის, ბაზარზე ცვლილებათა შესაბამისად, ბანკმა უნდა გადააფასოს აქციათა შესაბამის ანგარიშზე ასახული ფასიანი ქაღალდების ღირებულება (ე.ი. ღირებულება, რომელსაც დააწესებენ მოცემული ქაღალდის კოტირების დროს ორგანიზებულ ბაზარზე). დილინგური ფასიანი ქაღალდები უნდა გადაფასდეს თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს. გადაფასების შედეგად მიღებული სხვაობა უნდა მიეკუთვნოს ხარჯების ან შემოსავლების ანგარიშს (ამასთან თანხა, რომელზეც ხდება ორიენტირება გადაფასების დროს, უნდა შეიცავ-დეს დეკლარირებული დივიდენდების სიდიდეს, თუ ასეთები არის).
იმ შემთხვევაში, თუ საბაზრო ღირებულება საბალანსოზე ნაკლებია, ბანკმა უნდა დააფიქსიროს ზარალი. მაგრამ, თუ საბაზრო ღირებულება საბალანსოს აღემატება, ბანკმა უნდა დააფიქსიროს მოგება. ამ აქტივების ლიკვიდური ბუნებიდან გამომდინარე, ასეთი არარეალიზებული მოგება (ზარალი) განიხილება როგორც მოგება (ზარალი), რომელიც შეიძლება დაუყოვნებლივ ანაზღაურდეს ბაზარზე და ამის მიუხედავად, იგი უნდა აღირიცხოს უშუალოდ შემოსავლების და ხარჯების ანგარიშზე;
გ) ფასიანი ქაღალდების გაყიდვა
აქციების გაყიდვისას ანგარიში 1501 უნდა დაკრედიტდეს ფასიანი ქაღალდის საბალანსო ღირებულების სიდიდით. ფასი, რომლითაც ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, გატარდება ფულადი სახსრების ანგარიშების დებეტით, თუ გარიგება მოხდა დაუყოვნებლივი განაღდებით, და დანარჩენ დებიტორთა ანგარიშის დებეტით, თუ გარიგება წარმოებული იყო განვადებული გადახდებით. გაყიდვისაგან მიღებული მოგების (ზარალის) თანხით, შესაბამისად უნდა დაკრედიტდეს ან დადებეტდეს შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიში.
5. კომენტარები
მიზანშეწონილია, რომ ბანკებმა დილინგური ფასიანი ქაღალდების გადაფასება საბაზრო ღირებულებით განახორციელონ ყოველდღიურად, რათა სათანადო რეაგირება მოახდინონ ბაზარზე ფასების ცვლილებაზე. ბანკმა უნდა შეინახოს გადაფასებისათვის გამოყენებული ფასიანი ქაღალდების ფასებთან დაკავშირებული ყოველდღიური მასალები.
ბანკმა ზუსტად უნდა განსაზღვროს პროცედურები, რომლებიც შეეხება უფლებამოსილებებს, დილინგური ოპერაციების ლიმიტებსა და ბუღალტრული ოპერაციების განხორციელების კონტროლს (ანგარიშთა შედარების, მიღებული შემოსავლების აღრიცხვისა და გადაფასების ჩათვლით).
ფინანსური ანგარიშგების დეტალიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ბანკმა უნდა დააწესოს საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აქტივების ანალიზის განხორციელებას კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით, რომელშიც შედის:
ემიტენტის სამართლებრივი სტატუსი (სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმო ან სხვა საწარმო);
ემიტენტის ადგილმდებარეობა (რეზიდენტი, არარეზიდენტი).
| ანგარიში 1502 | სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
1502 ანგარიში გამოიყენება სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების აღსარიცხავად, რომლებსაც ბანკი გამოიყენებს ორგანიზებულ ბაზარზე აქტიური ვაჭრობებისათვის. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების რეალიზაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს ოფიციალურად ცნობილი ან გამოქვეყნებული ფასით, დამატებით მაღალი პროცენტების გადახდის აუცილებლობის გარეშე.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოსაყენებელი მეთოდების მუდმივობის პრინციპი: ერთი პერიოდიდან მეორემდე უნდა გამოიყენებოდეს ფასიანი ქაღალდების შეფასების ერთი და იგივე მეთოდი.
დარიცხვის პრინციპი:ფასიანი ქაღალდების წმინდა ღირებულება ექვემდებარება გადაფასებას საბაზრო ღირებულების ცვლილებათა გათვალისწინებით საანგარიშო პერიოდის ბოლოს მაინც. არარეალიზებული შემოსავლები/ზარალი უნდა აისახოს მოცემული პერიოდის მოგება/ზარალის ანგარიშში.
წინდახედულობის პრინციპი: ფასიანი ქაღალდები, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, ექვემდებარება გადაფასებას თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს საბაზრო ფასის შესაბამისად და ნებისმიერი არარეალიზებული მოგება ან ზარალი უნდა აისახოს მოცემული პერიოდის ანგარიშში მოგებისა და ზარალის შესახებ.
ოპერაციების ასახვის პრინციპი მათი გატარების დღეს: ანგარიშგებით გატარებები უნდა განხორციელდეს გარიგების დადების თარიღისათვის, იმის მიუხედავად, თუ როდის მიიღეს/მიაწოდეს ფასიანი ქაღალდები ან გადარიცხეს/ ჩარიცხეს ფულადი სახსრები.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების ყიდვა | 1502 სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების გადაფასება საბაზრო ღირებულებით (მოგება) | 1502 სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები | 6602 შემოსავლები სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ფასიანი ქაღალდების გადაფასება საბაზრო ღირებულებით (ზარალი) | 8602 ზარალი სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | 1502 სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა (მოგება) | ფულადი სახსრების ანგარიშები | 1502 სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები და 6602 შემოსავლები სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა (ზარალი) | ფულადი სახსრების ანგარიშები 8602 ზარალი სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | 1502 სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ა) ნაყიდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეფასება
ბანკმა ნაყიდი ქაღალდები უნდა აღრიცხოს 1502 ანგარიშზე შესყიდვის ფასით, რომლის ფასში შედის:
– დარიცხული შემოსავლები ყიდვის თარიღისათვის, ე.ი. დეკლარირებული, მაგრამ ჯერ გადაუხდელი შემოსავალი, თუ ასეთი არსებობს;
– ყიდვასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯები;
ბ) ფასიანი ქაღალდების შეფასება საბაზრო კურსით
ფასიანი ქაღალდების თითოეული გამოშვებისათვის ბანკმა პერიოდულად უნდა გადააფასოს ღირებულება საბაზრო ფასით (ანუ ორგანიზებულ ბაზარზე კოტირების დროს დაწესებული ღირებულება). ფასიანი ქაღალდები უნდა გადაფასდეს საბაზრო კურსით ყოველდღიურად ან, როგორც მინიმუმი, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს.
იმ შემთხვევაში, თუ საბაზრო ღირებულება საბალანსოზე ნაკლებია, ბანკმა აღრიცხვაში უნდა ასახოს ზარალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ, თუ საბაზრო ღირებულება საბალანსოს აღემატება, ბანკი ასახავს შემოსავლებს. ამ აქტივების ლიკვიდური ბუნებიდან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნული არარეალიზებული ზარალისა და შემოსავლების რეალიზება ბაზარზე შეიძლება დაუყოვნებლივ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც უნდა აისახოს უშუალოდ მოგებისა და ზარალის ანგარიშზე.
5. კომენტარები
მიზანშეწონილია, ბანკებმა დილინგური ფასიანი ქაღალდების გადაფასება საბაზრო ღირებულებით განახორციელონ ყოველდღიურად იმისათვის, რომ მოახდინონ ეფექტიანი რეაგირება ბაზარზე ფასების ცვლილებაზე. ბანკმა უნდა შეინახოს გადაფასებისათვის გამოყენებული ფასიანი ქაღალდების ფასებთან დაკავშირებული ყოველდღიური მასალები.
ბანკმა უნდა ზუსტად განსაზღვროს პროცედურები, რომლებიც შეეხება უფლებამოსილებებს, დილინგური ოპერაციების ლიმიტებს და ბუღალტრული ოპერაციების განხორციელების კონტროლს (ანგარიშთა შედარების, მიღებული შემოსავლების აღრიცხვისა და გადაფასების ჩათვლით).
| ანგარიში 1503 | კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოყენებულ უნდა იქნეს კორპორაციული სავალო დილინგური ფასიანი ქაღალდების აღსარიცხავად, ფასიან ქაღალდებს არ ემუქრება გაყიდვის კონტრაგენტის არარსებობის რისკი, რადგან მათი რეალიზაცია შეიძლება ნებისმიერ დროს ოფიციალურად ცნობილი ან გამოქვეყნებული ფასით, დამატებით მაღალი პროცენტების გადახდის საჭიროების გარეშე. გარდა ამისა, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა დილინგური ოპერაციებისათვის ტარდება ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოსაყენებელი მეთოდების მუდმივობის პრინციპი: ერთი პერიოდიდან მეორემდე უნდა გამოიყენებოდეს ფასიანი ქაღალდების შეფასების ერთი და იგივე მეთოდები (შემოსავლის დარიცხვისათვის გამოსაყენებული ღირებულების ჩათვლით).
დარიცხვის პრინციპი: შემოსავლები ფასიანი ქაღალდების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის გადახდის ვადის მიუხედავად. არარეალიზებული მოგება (ზარალი) უნდა აისახოს მოცემული პერიოდის მოგება/ზარალის ანგარიშში.
წინდახედულობის პრინციპი: ფასიანი ქაღალდები უნდა გადაფასდეს თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მაინც, მიმდინარე საბაზრო ფასის შესაბამისად. ნებისმიერი არარეალიზებული ზარალი უნდა აისახოს მოცემული პერიოდის ანგარიშში მოგებისა და ზარალის შესახებ.
ოპერაციების ასახვის პრინციპი მათი გატარების დღეს : გატარებები უნდა განხორციელდეს გარიგების დადების თარიღისათვის, იმის მიუხედავად, თუ როდის მიიღეს/მიაწოდეს ფასიანი ქაღალდები ან გადარიცხეს/ ჩარიცხეს ფულადი სახსრები.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების ყიდვა | 1503 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების გადაფასება საბაზრო ღირებულების მიხედვით (მოგება) | 1503 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები | 6603 შემოსავლები კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ფასიანი ქაღალდების გადაფასება საბაზრო ღირებულების მიხედვით (ზარალი) | 8603 ზარალი კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | 1503 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა (შემოსავალი) | ფულადი სახსრების ანგარიშები | 1503 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები 6603 შემოსავლები კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| კუპონური ფასიანი ქაღალდის გაყიდვა (ზარალი) | ფულადი სახსრების ანგარიშები 8603 ზარალი კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | 1503 კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ა) კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდების ყიდვა. ამ ფასიანი ქაღალდების ყიდვის ღირებულებაში შედის:
– ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება;
– დარიცხული შემოსავალი (დივიდენდი) ყიდვის თარიღისათვის, ე.ი. დეკლარირებული, მაგრამ ჯერ გადაუხდელი შემოსავალი, თუ ასეთი არსებობს;
– ყიდვასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯები.
ბუღალტრული აღრიცხვის მოცემულ მეთოდს გამოიყენებენ გამარტივების მიზნით, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მნიშვნელოვანი მოცულობიდან გამომდინარე.
ბ) ლიკვიდური ფასიანი ქაღალდების გადაფასება საბაზრო ღირებულებით თითოეული გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისათვის ბანკმა, ბაზარზე ცვლილებათა შესაბამისად, უნდა გადააფასოს საბალანსო ღირებულება საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით (ანუ ორგანიზებულ ბაზარზე მოცემული ფასიანი ქაღალდის კოტირების დროს დაწესებული ღირებულება). ფასიანი ქაღალდები საბაზრო ღირებულებით უნდა გადაფასდეს თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მაინც. გადაფასების შედეგად მიღებული სხვაობა უნდა აისახოს ნაზარდი შემოსავლების ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ საბაზრო ღირებულება საბალანსოზე ნაკლებია, ბანკმა აღრიცხვაში უნდა ასახოს ხარჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.ი., თუ საბაზრო ღირებულება საბალანსოს აღემატება, ბანკი ასახავს შემოსავლებს. ამ აქტივების ლიკვიდური ბუნებიდან გამომდინარე, ასეთი არარეალიზებული მოგება ან ზარალი განიხილება როგორც მოგება ან ზარალი, რომელიც შეიძლება დაუყოვნებლივ ანაზღაურდეს ბაზარზე, მაგრამ იგი მაინც უნდა აისახოს უშუალოდ მოგებისა და ზარალის ანგარიშზე.
სავალო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა:
1503 ანგარიში უნდა დაკრედიტდეს გაყიდული ფასიანი ქაღალდების ღირებულებით, გაყიდვის თარიღისათვის ნაზარდი შემოსავლების და დანარჩენი რეალიზებული ხარჯების ჩათვლით. რეალიზაციის ფასი გატარდება ფულადი სახსრების ანგარიშის დებეტით. გაყიდვიდან მიღებული მოგება (ზარალი) გატარდება, შესაბამისად, შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშების კრედიტით (დებეტით).
5. კომენტარები
ბანკებმა ფასიანი ქაღალდების გადაფასება საბაზრო ღირებულებით უნდა განახორციელონ ყოველდღიურად იმისათვის, რომ ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ბაზარზე ფასის ცვლილებებზე. ბანკმა უნდა შეინახოს გადაფასებისათვის გამოყენებული ფასიანი ქაღალდების ფასებთან დაკავშირებული ყოველდღიური მასალები.
ბანკმა ზუსტად უნდა განსაზღვროს პროცედურები, რომლებიც ეხება უფლებამოსილებებს, დილინგური ოპერაციების ლიმიტებსა და ბუღალტრული ოპერაციების განხორციელების კონტროლს (ანგარიშთა შედარების, მიღებული შემოსავლების აღრიცხვისა და გადაფასების ჩათვლით).
ფინანსური ანგარიშგების დეტალიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ბანკმა უნდა დააწესოს საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აქტივების ანალიზის განხორციელებას კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 151 – ფასიანი ქაღალდები დილინგური ოპერაციებისათვის უცხოური ვალუტით
| ანგარიში 1511 | აქციები |
| ანგარიში 1512 | სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები |
| ანგარიში 1513 | კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდები |
1511-1513 ანგარიშების დანიშნულების აღწერილობა ემთხვევა 1501-1503 ანგარიშებისათვის მოცემულ აღწერილობას, ვალუტით სხვაობის გარდა.
კლასი 16. კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდები
ანგარიშთა ჯგუფი 160 – კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 1601 | კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
აქტივის ანგარიში
| ანგარიში 1602 | კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ–დისკონტი |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშების დანიშნულება
ანგარიშები 1601 და 1602 გამოიყენება საინვესტიციო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების აღსარიცხავად, რომლებიც შეძენილია დისკონტით, გამოშვებულია კერძო საწარმოების დასაფინან-სებლად და რომელთა ფლობას ბანკი აპირებს ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადამდე.
მოცემული ანგარიშები არ უნდა იქნეს გამოყენებული კლიენტთა დავალებით ბანკში შენახული დისკონტური ფასიანი ქაღალდების აღსარიცხავად, რომლებიც ექვემდებარება მხოლოდ მატერიალურ აღრიცხვას ფიზიკურ ერთეულებად სპეციალურ ბუღალტრულ დავთრებში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოსაყენებელი მეთოდების მუდმივობის პრინციპი: ერთი პერიოდიდან მეორემდე უნდა გამოიყენებოდეს ფასიანი ქაღალდების წმინდა საბალანსო ღირებულების შეფასების ერთი და იგივე მეთოდები.
წინდახედულობის პრინციპი: ფასიანი ქაღალდების ღირებულების გადაფასება უნდა მოხდეს თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს. იმ შემთხვევაში, თუ გადაფასების შედეგად ღირებულება შემცირდება დროის რომელიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთის განმავლობაში, უნდა შეიქმნას რეზერვი ინვესტიციების გაუფასურების შემთხვევისათვის (4107 ინვესტიციების გაუფასურების შესაძლო დანაკარგების რეზერვი).
აღრიცხვის პრინციპი: ფასიანი ქაღალდების წმინდა ღირებულება უნდა გადაფასდეს დისკონტის ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება თითოეული მიმდინარე მომენტისათვის ქვემოთ მოცემული ფორმულის მიხედვით.
ოპერაციების ასახვის პრინციპი მათი გატარების დღეს: ანგარიშებით გატარებები უნდა განხორციელდეს გარიგების დადების თარიღისათვის, იმის მიუხედავად, თუ როდის მიიღეს/მიაწოდეს ფასიანი ქაღალდები ან გადარიცხეს/ ჩარიცხეს ფულადი სახსრები.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების ყიდვა | 1601 კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები | 1602 კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ – დისკონტი ფულადი სახსრების ანგარიშები |
| დისკონტის ამორტიზაცია | 1602 კორპორაციული სავალო დი-სკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ – დისკონტი | 6371 კორპორაციულ სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
| ფასიანი ქაღალდების დაფარვა | ფულადი სახსრების ანგარიშები | 1601 კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ვადის დადგომამდე (მოგება) | ფულადი სახსრების ანგარიშები 1602 კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ – დისკონტი
| 1601 კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები 6603 შემოსავლები კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ვადის დადგომამდე (ზარალი) | ფულადი სახსრების ანგარიშები 1602 კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ – დისკონტი 8603 ზარალი კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით | 1601 კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ა) ნაყიდი დისკონტური ფასიანი ქაღალდების შეფასება აღსარიცხავად
ბანკმა ყიდვის დროს ნაყიდი ქაღალდები უნდა აღრიცხოს 1601 ანგარიშზე ნომინალური ღირებულებით. იმავდროულად ბანკმა უნდა დააკრედიტოს 1602 კონტრანგარიშ დისკონტური პროცენტის ღირებულებით, რომელიც განისაზღვრება ფასიანი ქაღალდის განაღდების ვადიდან გამომდინარე.
დისკონტის თანხა განისაზღვრება როგორც სხვაობა ნომინალურ ღირებულებასა და ყიდვის ფასს შორის.
ბ) შემოსავლის აღრიცხვა დისკონტით
თითოეული საანგარიშგებო პერიოდისათვის მოგებისა და ზარალის ანგარიშზე ბანკის ბალანსში შემოსავალი უნდა აისახოს დისკონტით, იმის მიუხედავადაც კი, რომ ეს პროცენტი არ იქნება გადახდილი ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღამდე. შემოსავლის გაანგარიშება დისკონტური პროცენტებით განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
მიმდინარე ღირებულება = ნომინალური ღირებულება/ 1 + { (პროცენტული წლიური განაკვეთი/ 365)* დღეთა რაოდენობა ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადის დადგომამდე}
მიმდინარე ღირებულება მინუს წინა პერიოდის მიმდინარე ღირებულება ტოლია ბალანსში მოგებისა და ზარალის ანგარიშზე აღსარიცხი დისკონტისა.
ფასიანი ქაღალდების დაფარვა.
დაფარვის თარიღისათვის ბანკს გადაუხდიან ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულების ტოლ თანხას. გადახდის ფასში შევა შესყიდვის ფასი ემიტენტისაგან ქაღალდის ყიდვის დროს და მისაღები დისკონტური პროცენტების თანხა.
5. კომენტარები
ბანკმა ზუსტად უნდა განსაზღვროს პროცედურები, რომლებიც შეეხება უფლებამოსილებებს (ნოსტრო ანგარიშების შედარების, პროცენტული შემოსავლებისა და გადაფასების ჩათვლით).
ფინანსური ანგარიშგების დეტალიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ბანკმა უნდა დააწესოს საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აქტივების ანალიზის განხორციელებას კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით.
| ანგარიში 1603 | კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
აქტივის ანგარიში
| ანგარიში 1604 | კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
პასივის ანგარიში
| ანგარიში 1605 | კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშების დანიშნულება
ანგარიშები 1603-1605 გამოიყენება ფიქსირებული შემოსავლების მქონე საინვესტიციო კორპორაციული ფასიანი ქაღალდების აღსარიცხავად, რომელთა ფლობას ბანკი აპირებს ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადამდე.
ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდები ის ფასიანი ქაღალდებია, რომელთა მიხედვითაც პროცენტი გამოიანგარიშება ფიქსირებული პროცენტული განაკვეთით ან რომელთა მიხედვითაც პროცენტული განაკვეთი იცვლება სპეციფიკური, წინასწარ განსაზღვრული (დათქმული) ფაქტორების შესაბამისად (მაგალითად, პროცენტული განაკვეთი ლოკალურ ბანკთაშორის ბაზარზე ან საზღვარგარეთის ფინანსურ ბაზარზე).
მოცემული ანგარიშები არ გამოიყენება კლიენტთა დავალებით ბანკში შენახული კორპორაციული კუპონური ფასიანი ქაღალდების აღსარიცხავად, რომლებიც ექვემდებარება მხოლოდ მატერიალურ აღრიცხვას ფიზიკურ ერთეულებად სპეციალურ საბუღალტრო დავთარში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოსაყენებელი მეთოდების მუდმივობის პრინციპი: ერთი პერიოდიდან მეორემდე უნდა გამოიყენებოდეს ფასიანი ქაღალდების წმინდა საბალანსო ღირებულების შეფასების ერთი და იგივე მეთოდები.
წინდახედულობის პრინციპი: ფასიანი ქაღალდების ღირებულების გადაფასება უნდა მოხდეს თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს. იმ შემთხვევაში, თუ გადაფასების შედეგად ღირებულება შემცირდება დროის რომელიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთის განმავლობაში, უნდა შეიქმნას რეზერვი ინვესტიციების გაუფასურების შემთხვევისათვის (4107 ინვესტიციების გაუფასურების შესაძლო დანაკარგების რეზერვი).
დარიცხვათა პრინციპი: შემოსავლები კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, გადახდის ვადის მიუხედავად.
ოპერაციების ასახვის პრინციპი მათი გატარების დღეს : ანგარიშებით გატარებები უნდა განხორციელდეს გარიგების დადების თარიღისათვის, იმის მიუხედავად, თუ როდის მიიღეს ფასიანი ქაღალდები ან გადარიცხეს/ ჩარიცხეს ფულადი სახსრები.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების ყიდვა მიმდინარე ფასით | 1603 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები (ნომინალური ღირებულება) 2407 მისაღები პროცენტები კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების ყიდვა დისკონტით | 1603 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები (ნომინალური ღირებულება) 2407 მისაღები პროცენტი კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით | 1604 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების დისკონტი
ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების ყიდვა პრემიით | 1603 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები (ნომინალური ღირებულება) 1605 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია 2407 მისაღები პროცენტი კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| პროცენტის დარიცხვა | 2407 მისაღები პროცენტი კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით | 6372 შემოსავლები კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| დისკონტის ამორტიზაცია | 1604 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების დისკონტი | 6372 შემოსავლები კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| პრემიის ამორტიზაცია | 8122 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია | 1605 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
| ფასიანი ქაღალდების დაფარვა | ფულადი სახსრების ანგარიშები | 1603 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ვადის დადგომამდე (მოგება) | ფულადი სახსრების ანგარიშები | 1603 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები 2407 მისაღები პროცენტი კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით 6903 შემოსავლები კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ვადის დადგომამდე (ზარალი) | ფულადი სახსრების ანგარიშები 8903 ზარალი კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით | 1603 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები 2407 მისაღები პროცენტები კორპორაციულ სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ა) ფასიანი ქაღალდების ყიდვა
ფასიანი ქაღალდების შესყიდვა მოიცავს შემდეგს:
– ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება;
– პერიოდულად დარიცხული და გაანგარიშებული პროცენტი შესაბამისი პერიოდისათვის;
– შესყიდვის სხვადასხვა ხარჯები.
ბუღალტრული აღრიცხვის მოცემულ მეთოდს გამოიყენებენ გამარტივების მიზნით, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მნიშვნელოვანი მოცულობიდან გამომდინარე.
ბ) დისკონტის და პრემიის აღრიცხვა
დისკონტით (პრემიით) მიღებული შემოსავალი (ხარჯი) წარმოადგენს ნომინალურ ღერებულებას და გადახდილ თანხებს შორის სხვაობას, რომელიც თანდათან გადატანილ უნდა იქნეს შემოსავლებში (ხარჯებში) ფასიანი ქაღალდის ფლობის პერიოდში.
გ) ფასიანი ქაღალდების ვადიანობა
ვადის დადგომისას ბანკი მიიღებს თანხას, რომელიც უდრის ფასიანი ქაღალდის საწყის ღირებულებას. ამ თანხაში შედის გამოშვების დროს არსებული შესასყიდი ფასი და შემოსავალი.
დ) კუპონური სავალო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა
1603 ანგარიში დაკრედიტდება ფასიანი ქაღალდების ღირებულებით. გასაყიდი ფასი დადებეტდება ფულადი სახსრების ანგარიშზე, გაყიდვის შედეგად მიღებული მოგება (ზარალი) აისახება მოგება-ზარალის ანგარიშგებაში.
5. კომენტარები
ბანკმა უნდა იქონიოს დასტური ფასიანი ქაღალდების ფასების შესახებ, რომლებიც გამოყენებულია ფასიანი ქაღალდების ღირებულების ცვლილებისას. ბანკმა ზუსტად უნდა განსაზღვროს პროცედურები, რომლებიც შეეხაბა უფლებამოსილებებს (ანგარიშების შედარების, პროცენტული შემოსავლებისა და გადაფასების ჩათვლით).
ფინანსური ანგარიშგების დეტალიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ბანკმა უნდა დააწესოს საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აქტივების ანალიზის განხორციელებას კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით.
| ანგარიში 1606 | კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდების გადაფასება |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
ანგარიშების დანიშნულებას და მათთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
ანგარიშთა ჯგუფი 161 – კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 1611 | კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
| ანგარიში 1612 | კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ- დისკონტი |
| ანგარიში 1613 | კორპორაცული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
| ანგარიში 1614 | კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
| ანგარიში 1615 | კორპორაცული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
| ანგარიში 1616 | კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდების გადაფასება |
1611-1616 ანგარიშთა დანიშნულების აღწერილობა ემთხვევა 1601-1606 ანგარიშებისათვის მოცემულ აღწერილობას, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 17. მოთხოვნები ბანკების მიმართ
ანგარიშთა ჯგუფი 170 – „ნოსტრო“ ანგარიშები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 1701 | „ნოსტრო” ანგარიშები არარეზიდენტ ცენტრალურ ბანკებში |
| ანგარიში 1702 | „ნოსტრო” ანგარიშები არარეზიდენტ კომერციულ ბანკებში |
| ანგარიში 1703 | „ნოსტრო” ანგარიშები რეზიდენტ კომერციულ ბანკებში |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები განკუთვნილია „ნოსტრო“ ანგარიშებზე არსებული სახსრების აღსარიცხავად, საქართველოს ეროვნული ბანკის გარდა. ამ ანგარიშებზე განთავსებული თანხები წარმოადგენს დეპოზიტებს მოთხოვნამდე, რომლებიც ბანკებისათვის ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს წინასწარი მოთხოვნის გარეშე ან მოთხოვნიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.
1701 ანგარიშის „ნოსტრო“ ანგარიშებს არარეზიდენტ ცენტრალურ ბანკებში გამოიყენებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი.
მოცემული ანგარიშების წარმოების წესებს, კერძოდ, კრედიტის ნაშთის (ოვერდრაფტის) დაშვების შესაძლებლობას განსაზღვრავენ მხარეები ხელშეკრულების საფუძველზე.
ეს ანგარიშები არ გამოიყენება ბალანსში „ლორო“ ანგარიშებზე დებეტის ნაშთების (ოვერდრაფტების) ასახვისათვის.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპები: პროცენტული შემოსავლები „ნოსტრო“ ანგარიშების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება, გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადაუხდელი მისაღები პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება აქტიური ანგარიში 2403 „მისაღები პროცენტები ბანკებში განთავსებული სახსრების (სესხების გარდა) მიხედვით“.
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით შეიქმნება სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
აღრიცხვაში აქტივებისა და პასივების ცალ-ცალკე ასახვის პრინციპები: ნაშთები მოცემულ ანგარიშებზე განიხილება, როგორც კორესპონდენტ ბანკებში განთავსებული აქტივები და არ დასალდოვდება არავითარ სხვა ანგარიშებთან, რომლებიც წარმოადგენს ვალდებულებებს კორესპონდენტი ბანკების წინაშე.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: გატარებები მოცემულ ანგარიშებზე გაკეთდება ვალუტირების თარიღის შესაბამისად (ვალუტირების თარიღი განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით ან მხარეთა ხელშეკრულებებით). ნებისმიერ შემთხვევაში კლიენტებისაგან ვალუტირების თარიღამდე შესასრულებლად მიღებული საგადახდო საბუთები გატარდება ბალანსგარეშე აღრიცხვაში.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტი ანგარიშები |
| სახსრების შემოსვლა | 1701-1703 ”ნოსტრო” ანგარიშები | ნებისმიერი კლასის ანგარიში სპეციალური რეზერვების (პროვიზიების) ანგარიშთა გარდა |
| სახსრების გადარიცხვა- გაცემა | ნებისმიერი კლასის ანგარიში სპეციალური რეზერვების ანგარიშთა გარდა | 1701-1703 “ნოსტრო” ანგარიშები |
| კრედიტის სალდოს გადატანა ოვერდრაფტის ანგარიშზე | 1701-1703 “ნოსტრო” ანგარიშები | 3559 ოვერდრაფტები “ნოსტრო” ანგარიშებზე |
| კონტრგატარება შემდგომი საანგარიშგებო პერიოდის პირველ დღეს | 3559 ოვერდრაფტები “ნოსტრო” ანგარიშებზე | 1701-1703 “ნოსტრო” ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მოცემულ ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვა აისახება ბუღალტრული გატარებით: დებეტი – 1701-1703 ანგარიშები, კრედიტი – კლიენტთა ანგარიშები, შემოსავლების ანგარიშები და სხვა. ხოლო თან-ხების ჩამოწერა გაფორმდება გატარებით: დებეტი – კლიენტთა ანგარიშები, ფულადი სახსრების ანგარიშები და სხვა., კრედიტი – 1701-1703 ანგარიშები.
5. კომენტარები
ბანკი სისტემატურად შეუდარებს ბალანსში მოცემული ანგარიშების მიხედვით, ნაშთის სიდიდეს კორესპონდენტი ბანკებისაგან მიღებულ ამონაწერებს. შეუდარებელი თანხები გაანალიზდება და გატარდება სათანადო ღონისძიებები ანგარიშსწორების მოსაწესრიგებლად. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შეუდარებელი თანხები გადაიტანება გაურკვეველი თანხების 2502 ან 4502 ანგარიშზე.
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით, ბანკმა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა ანალიზური სისტემა იმგვარად უნდა აწარმოოს, რომ შესაძლებელი იქნეს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, მაგალითად:
კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით: სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ბანკები ან დანარჩენი ბანკები და სხვ.
ანგარიშთა ჯგუფი 171 „ნოსტრო“ ანგარიშები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 1711 | „ნოსტრო” ანგარიშები არარეზიდენტ ცენტრალურ ბანკებში |
| ანგარიში 1712 | „ნოსტრო” ანგარიშები არარეზიდენტ კომერციულ ბანკებში |
| ანგარიში 1713 | „ნოსტრო” ანგარიშები რეზიდენტ კომერციულ ბანკებში |
1711-1713 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრიციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 1701-1713 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 172 – ბანკებში განთავსებული ვადიანი დეპოზიტები ეროვნული ვალუტით
აქტივის ანგარიში
| ანგარიში 1721 | ვადიანი დეპოზიტები არარეზიდენტ ცენტრალურ ბანკებში |
| ანგარიში 1722 | ვადიანი დეპოზიტები არარეზიდენტ კომერციულ ბანკებში |
| ანგარიში 1723 | ვადიანი დეპოზიტები რეზიდენტ კომერციულ ბანკებში |
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება ბანკებისათვის კორესპონდენტ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები:
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული შემოსავლები ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება გადახდის ვადის მიუხედავად. გადაუხდელი მისაღები პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება აქტიური ანგარიში 2403 – „მისაღები პროცენტები ბანკებში განთავსებული სახსრების (სესხების გარდა) მიხედვით“.
წინდახედულობის პრინციპი: შესაძლო დანაკარგების რეზერვი შეიქმნება არსებული წესების მიხედვით.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე გატარებები ხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სახსრების განთავსება ხელშეკრულების ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მაშინ დეპოზიტის თანხა გატარდება ბალანსგარეშე აღრიცხვაში სადეპოზიტო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. სახსრების გადარიცხვის შესაბამისად ბალანსგარეშე ანგარიშები დაიხურება და გაკეთდება ბუღალტრული ჩანაწერი საბალანსო ანგარიშებზე.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| დეპოზიტების განთავსება | 1721-1723 ბანკებში განთავსებული ვადიანი დეპოზიტები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| დეპოზიტების დაბრუნება | ფულადი სახსრების ანგარიშები | 1721-1723 ბანკებში განთავსებული ვადიანი დეპოზიტები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მოცემულ ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვა აისახება ბუღალტრული გატარებით: დებეტი – 1721-1723 ანგარიშები, კრედიტი – ფულადი სახსრების ანგარიშები და სხვ. ხოლო თანხების ჩამოწერა გაფორმდება გატარებით: დებეტი – ფულადი სახსრების ანგარიშები და სხვ, კრედიტი – 1721-1723 ანგარიშები.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა ანალიზურმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს, ნებისმიერ დროს, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
ა) სპეციალური ხელშეკრულებებით მოთხოვნამდე ვადით გაფორმებული დეპოზიტები;
ბ) დეპოზიტები დაფარვის ფიქსირებული ვადებით;
გ) კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით, მაგალითად, რეზიდენტი ან არარეზიდენტი ბანკები და სხვ.
ასეთი ინფორმაციები საჭიროა ბანკის ფულად- საკრედიტო პოლიტიკისა და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების მიმდინარეობის ანალიზისათვის.
ანგარიშთა ჯგუფი 173 – ბანკებში განთავსებული ვადიანი დეპოზიტები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 1731 | ვადიანი დეპოზიტები არარეზიდენტ ცენტრალურ ბანკებში |
| ანგარიში 1732 | ვადიანი დეპოზიტები არარეზიდენტ კომერციულ ბანკებში |
| ანგარიში 1733 | ვადიანი დეპოზიტები რეზიდენტ კომერციულ ბანკებში |
1731-1733 ანგარიშების დანიშნულებაა, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრიციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 1721-1723 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 175 – ბანკებისათვის მიცემული სესხები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 1751 | არარეზიდენტი ცენტრალური ბანკებისათვის მიცემული სესხები |
| ანგარიში 1752 | არარეზიდენტი კომერციული ბანკებისათვის მიცემული სესხები |
| ანგარიში 1753 | რეზიდენტი კომერციულ ბანკებისათვის მიცემული სესხები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება ბანკებისათვის მიცემული სესხების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპები: პროცენტული შემოსავლები ბანკებისათვის მიცემული სესხების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადაუხდელი მისაღები პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება აქტიური ანგარიში 2404 – „მისაღები პროცენტები ბანკებისათვის მიცემული სესხების მიხედვით“.
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით შეიქმნება სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ანგარიშებზე გატარებები განხორციელდება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გაცემისა და დაფარვის ვადების შესაბამისად. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სახსრების გაცემა ხელშეკრულების ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ან საკრედიტო ხაზის გახსნის შემთხვევაში, ფულადი სახსრების რეალურ გაცემამდე სესხის თანხა გატარდება ბალანსგარეშე აღრიცხვაში საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. თანხის ფაქტობრივი გადარიცხვის ან გაცემის შესაბამისად, ბალანსგარეშე ანგარიშები დაიხურება და გაკეთდება ჩანაწერი საბალანსო ანგარიშებზე.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სესხების გაცემა | 1751-1753 ბანკებისათვის მიცემული სესხები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| სესხების დაფარვა | ფულადი სახსრების ანგარიშები | 1751-1753 ბანკებისათვის მიცემუ-ლი სესხები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
დაწესებულ ვადაში სესხების დაუბრუნებლობის შემთხვევაში დაუფარავი სესხის თანხა გადაიტანება 1903 ანგარიშზე – „ბანკებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება“, ხოლო თუ გადაწყდება პროლონგაციის საკითხი, დავალიანების თანხა აღდგება ვადიანი დავალიანების 1751-1753 ანგარიშებზე.
5. კომენტარები
ბანკის ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთ-ხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ბანკმა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა ანალიზური სისტემა იმგვარად უნდა მოაწყოს, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
ა) სპეციალური ხელშეკრულებებით მოთხოვნამდე ვადით გაფორმებული სესხები;
ბ) სესხები დაფარვის ფიქსირებული ვადებით;
გ) უზრუნველყოფილი ან არაუზრუნველყოფილი სესხები;
დ) კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით (სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ბანკები და სხვ.).
ასეთი ინფორმაციები საშუალებას იძლევა გაკეთდეს ანალიზი ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
| ანგარიში 1754 | რეპო ოპერაციებით ბანკებისათვის მიცემული სახსრები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება რეპო ოპერაციებით მიცემული სახსრების აღსარიცხავად. რეპო არის ფასიანი ქაღალდების გაყიდვა უკან გამოსყიდვის პირობით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპები: პროცენტული შემოსავლები რეპო ოპერაციებით გაცემული სახსრების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, მისაღები პროცენტების აღსარიცხავად, გამოიყენება აქტიური ანგარიში 2404 „მისაღები პროცენტები ბანკებისათვის მიცემული სესხების მიხედვით“.
ოპერაციების გატარების ასახვის პრინციპი: ანგარიშგებით გატარებები უნდა განხორციელდეს გარიგების დადების თარიღისათვის, იმის მიუხედავად, თუ როდის მიიღეს/მიაწოდეს ფასიანი ქაღალდები ან გადარიცხეს – ჩარიცხეს ფულადი სახსრები.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების ყიდვა | 1754 რეპო ოპერაციებით ბანკებისათვის მიცემული სახსრები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა | ფულადი სახსრების ანგარიშები | 1754 რეპო ოპერაციებით ბანკებისათვის მიცემული სახსრები |
| პირობების შეუსრულებლობის დროს | ფასიანი ქაღალდების ანგარიშები | 1754 რეპო ოპერაციებით ბანკებისათვის მიცემული სახსრები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მხარეების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე, ფულადი სახსრების ფაქტობრივად გადარიცხვამდე კეთდება ჩანაწერები შესაბამის ბალანსგარეშე ანგარიშების მიხედვით. სახსრების გადახდის ვადის დადგომისთანავე შესაბამისი ბალანსგარეშე ანგარიშები დაიხურება და კეთდება ჩანაწერი საბალანსო ანგარიშების მიხედვით. ამავე დროს ნაყიდი ფასიანი ქაღალდები აიღება შესაბამის ბალანსგარეშე ანგარიშებზე.
დაწესებული ვადის ბოლოს პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფასიანი ქაღალდები მოიხსნება ბალანსგარეშე ანგარიშიდან და აიღება შესაბამის საბალანსო ანგარიშზე. ამვე დროს რეპო ოპერაციებით მიცემული სახსრები ჩამოიწერება 1754 ანგარიშიდან.
5. კომენტარები
ბანკის ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ბანკმა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა ანალიზური სისტემა იმგვარად უნდა მოაწყოს, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება: მაგალითად, ბანკმა უნდა იქონიოს დასტური ფასიანი ქაღალდების ფასების შესახებ, რომლებიც გამოყენებულია რეპო ოპერაციებში.
ასეთი ინფორმაციები საშუალებას იძლევა გაკეთდეს ანალიზი ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
| ანგარიში 1759 | ოვერდრაფტები „ლორო” ანგარიშებზე |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები განკუთვნილია „ლორო“ ანგარიშებზე დებეტის ნაშთების (ოვერდრაფტების) ბალანსში ასახვისათვის. ოვერდრაფტები განიხილება, როგორც კრედიტის გაცემა კონტრაქტის შეუდგენლად, დაფარვის ფიქსირებული ვადის აღნიშვნით. მათი აღრიცხვა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში წარმოებს „ლორო“ ანგარიშებზე, ხოლო თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს „ლორო“ ანგარიშების დებეტის ნაშთი გადაიტანება 1759 ანგარიშზე „ოვერდრაფტები „ლორო“ ანგარიშებზე“.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპები: პროცენტული შემოსავლები „ლორო“ ანგარიშებზე ოვერდრაფტების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, გადახდის ვადის მიუხედავად. პროცენტების დარიცხვისას შედგება გატარება დებეტი – ანგარიში 2404 – “მისაღები პროცენტები ბანკებისათვის მიცემული სესხების მიხედვით”, კრედიტი – შემოსავლების შესაბამისი ანგარიშები.
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით შეიქმნება სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| „ლორო“ ანგარიშის დებეტის სალდოს გადატანა ოვერდრაფტის ანგარიშზე საანგარიშგებო პერიოდის ბოლო სამუშაო დღეს | 1759 ოვერდრაფტები „ლორო“ ანგარიშებზე | 3501-3503 „ლორო“ ანგარიშები |
| კონტრგატარება შემდგომი საანგარიშგებო პერიოდის პირველივე დღეს | 3501-3503 „ლორო“ ანგარიშები | 1759 ოვერდრაფტები „ლორო“ ანგარიშებზე |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
როდესაც კორესპონდენტ ბანკს წარმოეშვება გადაუდებელი გადახდის აუცილებლობა „ლორო“ ანგარიშზე საკმარისი სახსრების უქონლობის შემთხვევაში, ბანკს, რომელშიც გახსნილია ეს ანგარიში, შეუძლია კორესპონდენტ ბანკს მისცეს კრედიტი გადახდის განსახორციელებლად შემდგომი დაფარვით „ლორო“ ანგარიშზე შემოსული სახსრების ხარჯზე. ოვერდრაფტები განიხილება, როგორც კრედიტის გაცემა კონტრაქტის შეუდგენლად, დაფარვის ფიქსირებული ვადის აღნიშვნით. ასეთი კრედიტის გასაცემად ბანკი კი არ ხსნის ცალკე სასესხო ანგარიშს, არამედ დაუშვებს დებეტის სალდოს წარმოქმნას „ლორო“ ანგარიშზე, ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულებაში დათქმული ლიმიტის ფარგლებში. ოვერდრაფტები აღირიცხება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში „ლორო“ ანგარიშებზე. თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს „ლორო“ ანგარიშების დებეტის ნაშთი გადაიტანება 1759 ანგარიშზე. შემდგომი პერიოდის პირველივე დღეს, ოვერდრაფტის დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი თანხა აღდგება „ლორო“ ანგარიშზე კონტრგატარებით.
პროცენტების დარიცხვისას დგება გატარება დებეტი – ანგარიში 2404, კრედიტი – შემოსავლების შესაბამისი ანგარიშები.
5. კომენტარები
ბანკის ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ბანკმა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა ანალიზური სისტემა იმგვარად უნდა მოაწყოს, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
1. დაფარვის ვადების მიხედვით;
2. კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით, მაგალითად, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ბანკები ან დანარჩენი ბანკები და სხვ.
ანგარიშთა ჯგუფი 176 – ბანკებისათვის მიცემული სესხები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 1761 | არარეზიდენტი ცენტრალური ბანკებისათვის მიცემული სესხები |
| ანგარიში 1762 | არარეზიდენტი კომერციული ბანკებისათვის მიცემული სესხები |
| ანგარიში 1763 | რეზიდენტი კომერციულ ბანკებისათვის მიცემული სესხები |
| ანგარიში 1764 | რეპო ოპერაციებით ბანკებისათვის მიცემული სახსრები |
| ანგარიში 1769 | ოვერდრაფტები „ლორო” ანგარიშებზე |
1761-1769 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრიციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 1751-1759 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 18. კლიენტებისათვის მიცემული სესხები
ანგარიშთა ჯგუფი 180 – კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 1801 | ფიზიკური პირებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1802 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1803 | ენერგეტიკის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1804 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევდიანი სესხები |
| ანგარიში 1805 | მშენებლობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1806 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1807 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1808 | დანარჩენ სფეროთა კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება ფიზიკური პირებისა და საწარმოებისათვის (გარდა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისა) მიცემული მოკლევადიანი, არა უმეტეს ერთ წლამდე, სესხების აღსარიცხავად.
აღნიშნული ანგარიშები არ გამოიყენება ბალანსში კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებზე დებეტის ნაშთების (ოვერდრაფტების) ასახვისათვის.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული შემოსავლები კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება, გადახდის ვადის მიუხედავად. პროცენტების დარიცხვისას შედგება გატარება: დებეტი – ანგარიში 2405 – „მისაღები პროცენტები კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით“ და პროცენტული შემოსავლების შესაბამისი ანგარიშების კრედიტი.
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით შეიქმნება სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე გატარებები განხორციელდება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გაცემისა და დაფარვის ვადების შესაბამისად. თუ ხელშეკრულება სახსრების გაცემას ითვალისწინებს ხელის მოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ან საკრედიტო ხაზის გახსნას, სესხის თანხა გატარდება ბალანსგარეშე აღრიცხვაში საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. თანხის ფაქტობრივი გადარიცხვის ან გაცემის შესაბამისად ბალანსგარეშე ანგარიშები დაიხურება და გაკეთდება ჩანაწერი საბალანსო ანგარიშებზე.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სესხების გაცემა | 1801-1808 კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები | კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები, ფულადი სახსრების ანგარიშები |
| სესხების დაფარვა | კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები, ფულადი სახსრების ანგარიშები | 1801-1808 კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| სესხების რეკლასიფიკაცია, როგორც ვადაგადაცილებულისა | 1905 კლიენტებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება | 1801-1808 კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| სესხების რეკლასიფიკაცია, როგორც ჩვეულებრივებისა | 1801-1808 კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები | 1905 კლიენტებისთვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ოპერაციების ასახვა აღრიცხვაში:დადგენილ ვადაში სესხების დაუბრუნებლობის შემთხვევაში ძირითადი ვალის ვადაში დაუფარავი თანხა გადაიტანება 1905 ანგარიშზე, ხოლო, თუ გადაწყდება პროლონგაციის საკითხი, დავალიანების შესაბამისი თანხა აღდგება: დებეტი – 1801-1808 ანგარიშები, კრედიტი – ანგარიში 1905. იმ შემთხვევაში, თუ სესხი მიჩნეულია უიმედოდ, არსებული წესების მიხედვით დავალიანება ჩამოიწერება შექმნილი რეზერვის ხარჯზე.
5. კომენტარები
ბანკის ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით, ბუღალტრულ ანგარიშთა ანალიზური სისტემა ბანკმა უნდა მოაწყოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სხვადასხვა ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
ა) სესხები, რომლებიც გაფორმდა სპეციალური ხელშეკრულებებით მოთხოვნამდე ვადით;
ბ) სესხები დაფარვის ფიქსირებული ვადებით;
გ) უზრუნველყოფილი ან არაუზრუნველყოფილი სესხები;
დ) კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით, მაგ., რეზიდენტები – არარეზიდენტები, და სხვ.
ასეთი ინფორმაციები აუცილებელია იმისათვის, რომ გაკეთდეს ანალიზი ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განსახორციელებლად და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების კონტროლისათვის.
| ანგარიში 1809 | ოვერდრაფტები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებზე |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ბალანსში კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებზე დებეტის ნაშთების (ოვერდრაფტების) ასახვისათვის, რომლებიც განიხილება როგორც კრედიტის გაცემა კონტრაქტის გარეშე დაფარვის ფიქსირებული ვადის აღნიშვნით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული შემოსავლები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებზე ოვერდრაფტების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება, მიუხედავად გადახდის ვადისა. მისაღები და გადაუხდელი პროცენტების აღრიცხვა ხდება აქტიურ 2405 ანგარიშზე – „მისაღები პროცენტები კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით“.
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით შეიქმნება სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| დებეტის სალდოს გადატანა ოვერდრაფტის ანგარიშზე საანგარიშგებო პერიოდის ბოლო სამუშაო დღეს | 1809 ოვერდრაფტები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებზე | 3601-3608 კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
| კონტრგატარებები შემდგომი საანგარიშგებო პერიოდის პირველივე დღეს | 3601-3608 კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 1809 ოვერდრაფტები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებზე |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
როდესაც კლიენტს მიმდინარე ანგარიშზე საკმარისი სახსრების უქონლობის დროს წარმოეშობა გადაუდებელი გადახდის აუცილებლობა, ბანკს შეუძლია გასცეს კრედიტი გადახდის განსახორციელებლად მისი შემდგომი დაფარვით კლიენტის მიმდინარე ანგარიშზე შემოსული სახსრების ხარჯზე. ასეთი კრედიტის გასაცემად ბანკი ცალკე სასესხო ანგარიშს კი არ გახსნის, არამედ დაუშვებს მიმდინარე ანგარიშზე დებეტის სალდოს წარმოქმნას ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულებაში დათქმული ლიმიტის ფარგლებში. ოვერდრაფტების აღრიცხვა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში წარმოებს პასიურ 3601-3608 ანგარიშებზე. თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მიმდინარე ანგარიშების დებეტის ნაშთი გადაიტანება აქტიური 1809 ანგარიშის – დებეტში, შესაბამისად, დაკრედიტდება 3601-3608 ანგარიშები ეკონომიკის იმ სფეროების მიხედვით, რომლებსაც მიეკუთვნება ოვერდრაფტის მქონე საწარმო. ოვერდრაფტის დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით შემდგომი პერიოდის პირველივე დღეს შესაბამისი ნაშთი აღდგება მიმდინარე ანგარიშებზე კონტრგატარებით.
5. კომენტარები
ბანკის ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ბანკმა ბუღალტრულ ანგარიშთა ანალიზური სისტემა უნდა მოაწყოს იმგვარად, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციების მიღება. მაგალითად:
– ოვერდრაფტები დაფარვის ვადების მიხედვით;
– კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით (რეზიდენტები – არარეზიდენტები) და სხვ.
ასეთი ანალიზური სისტემა საჭიროა იმისათვის, რომ ბანკმა ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებისა და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების შესრულების კონტროლისათვის.
ანგარიშთა ჯგუფი 181 – კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 1811 | ფიზიკური პირებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1812 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1813 | ენერგეტიკის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1814 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევდიანი სესხები |
| ანგარიში 1815 | მშენებლობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1816 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1817 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1818 | დანარჩენ სფეროთა კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხები |
| ანგარიში 1819 | ოვერდრაფტები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებზე |
1811-1819 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრიციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 1801-1809 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 185 – კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 1851 | ფიზიკური პირებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1852 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1853 | ენერგეტიკის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1854 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1855 | მშენებლობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1856 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1857 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1858 | დანარჩენ სფეროთა კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი, ერთ წელზე მეტი ვადით სესხების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული შემოსავლები კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, გადახდის ვადის მიუხედავად. გადაუხდელი მისაღები პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება აქტიური ანგარიში 2405 – „მისაღები პროცენტები კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით“.
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით შეიქმნება სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: გატარებები ანგარიშებზე განხორციელდება საკრედიტო ხელშეკ-რულებით გათვალისწინებული კრედიტის გაცემისა და დაფარვის ვადების შესაბამისად, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სახსრების გაცემა ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ან საკრედიტო ხაზის გახსნის შემთხვევაში, ფულადი სახსრების რეალურ გადარიცხვა-გაცემამდე სესხის თანხა გატარდება ბალანსგარეშე აღრიცხვაში საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. ფულადი სახსრების ფაქტობრივი გადარიცხვის პარალელურად ბალანსგარეშე ანგარიში დაიხურება და გაკეთდება ჩანაწერები საბალანსო ანგარიშებზე.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სესხების გაცემა | 1851-1858 კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები | კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები ფულადი სახსრების ანგარიშები |
| სესხების დაფარვა | კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები ფულადი სახსრების ანგარიშები | 1851-1858 კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| სესხების რეკლასიფიკაცია, როგორც ვადაგადაცილებულისა | 1905 კლიენტებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება | 1851-1858 კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები
|
| სესხების რეკლასიფიკაცია როგორც ჩვეულებრივისა | 1851-1858 კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები | 1905 კლიენტებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
სესხების დაწესებულ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში დავალიანების დაუფარავი თანხა გადაიტანება 1905 ანგარიშზე, ხოლო თუ გადაწყდება პროლონგაციის საკითხი, თანხა აღდგება ვადიანი დავალიანების 1851-1858 ანგარიშებზე.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ბანკმა ბუღალტრულ ანგარიშთა ანალიზური სისტემა ისეთი ფორმით უნდა აწარმოოს, რომ ნებისმიერ დროს შეძლოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული მასალის მიღება, კერძოდ:
ა) სესხები დაფარვის ვადების მიხედვით;
ბ) უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სესხები;
გ) კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით (მაგ, რეზიდენტები-არარეზიდენტები) და სხვ.
ასეთი ანალიზური სისტემა აუცილებელია ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებისა და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების შესრულების კონტროლისათვის.
ანგარიშთა ჯგუფი 186 – კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 1861 | ფიზიკური პირებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1862 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1863 | ენერგეტიკის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1864 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1865 | მშენებლობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1866 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1867 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
| ანგარიში 1868 | დანარჩენ სფეროთა კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხები |
1861-1868 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 1851-1858 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 19. ვადაგადაცილებული სესხები
ანგარიშთა ჯგუფი 190 – ვადაგადაცილებული სესხები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 1901 | სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
| ანგარიში 1902 | სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
| ანგარიში 1903 | ბანკებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
| ანგარიში 1905 | კლიენტებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები განკუთვნილია ვადაგადაცილებული სესხების აღსარიცხავად კლიენტთა კლასიფიკაციის შესაბამისად. სესხი ვადაგადაცილებულად ითვლება იმ შემთხვევაში, როდესაც დავალიანება დაფარული არ არის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები:
ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდების მუდმივობის პრინციპი: დადგენილი წესი, რომლის მიხედვით სესხი კვალიფიცირდება როგორც ვადაგადაცილებული, გამოიყენება მუდმივად ერთი პერიოდიდან მეორემდე.
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული შემოსავლები ვადაგადაცილებული სესხების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, გადახდის ვადის მიუხედავად.
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით შეიქმნება სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სესხის იდენტიფიკაცია ვადაგადაცილებულად | 1901-1905 ვადაგადაცილებული სესხები | სასესხო ანგარიშები |
| ვადაგადაცილებული სესხის დაფარვა | კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები, ფულადი სახსრების ანგარიშები | 1901-1905 ვადაგადაცილებული სესხები |
| სესხის რეკლასიფიკაცია, როგორც ჩვეულებრივისა | სასესხო ანგარიშები | 1901-1905 ვადაგადაცილებული სესხები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
როდესაც სესხი კლასიფიცირდება როგორც ვადაგადაცილებული, კლიენტის სასესხო ანგარიშზე რიცხული დავალიანების თანხა გადაიტანება ვადაგადაცილებული სესხის ანგარიშზე, ბუღალტრული გატარებით: დებეტი – 1901-1905 ანგარიშები, კრედიტი – შესაბამისი სასესხო ანგარიშები. თუ გადაწყდება მათი პროლონგაციის საკითხი, დავალიანების თანხა აღდგება მსესხებელთა ვადიანი სესხის ანგარიშებზე კონტრგატარებით.
თითოეული საანგარიშგებო თარიღისათვის მისაღები, მაგრამ გადაუხდელი პროცენტების თანხაზე შედგება ბუღალტრული გატარება: დებეტი – შესაბამისი ანგარიშები მისაღები პროცენტები სესხების მიხედვით და კრედიტი – პროცენტული შემოსავლების შესაბამისი ანგარიშები.
პროცენტების გადახდის 30 დღეზე მეტი დროით ვადაგადაცილების შემთხვევაში მისაღები პროცენტები ჩამოიწერება ბალანსიდან გატარებით: დებეტი – პროცენტული შემოსავლების შესაბამისი ანგარიშები და კრედიტი – შესაბამისი ანგარიშები მისაღები პროცენტები მოთხოვნების მიხედვით, იმავდროულად თანხა გადაიტანება არასისტემურ აღრიცხვაში.
5. კომენტარები
ვადაგადაცილებულ სესხებს შეესაბამება რისკის უფრო მაღალი დონე, ვიდრე ჩვეულებრივ გასანაღდებელ სესხებს. ამიტომ საანგარიშგებო პერიოდის (დეკადა, თვე და სხვ.) განმავლობაში უნდა მოხდეს მათი დეტალური შემოწმება, იმის განსასაზღვრად რეალურია თუ არა რეზერვების დონე, ან სხვა საჭირო ზომების მისაღებად.
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით ბანკმა უნდა შექმნას ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა ისეთი ანალიზური სისტემა, რომ შეძლოს დროის მცირე მონაკვეთში უზრუნველყოს ფართო ასპექტის ინფორმაციის მიღება თავისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გასატარებლად და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების შესრულების კონტროლისათვის, მაგალითად:
ა) კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით (მაგ,, რეზიდენტი-არარეზიდენტი);
ბ) სესხების დაფარვის ვადებისა და ვადაგადაცილების მიხედვით და სხვ.
ანგარიშთა ჯგუფი 191 – ვადაგადაცილებული სესხები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 1911 | სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
| ანგარიში 1912 | სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
| ანგარიში 1913 | ბანკებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
| ანგარიში 1915 | კლიენტებისათვის მიცემული სესხების ვადაგადაცილებული დავალიანება |
1911-1915 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრიციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 1901-1905 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 20. ინვესტიციები შვილობილ და სხვა საწარმოებში
ანგარიშთა ჯგუფი 200 – ინვესტიციები შვილობილ და სხვა საწარმოებში ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 2001 | ინვესტიციები, რომლებიც შეადგენს 20 პროცენტზე ნაკლებს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
| ანგარიში 2002 | ინვესტიციები, რომლებიც შეადგენს 20 -50 პროცენტს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
| ანგარიში 2003 | ინვესტიციები, რომლებიც შეადგენს 50 პროცენტზე მეტს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება სააქციო და სხვა სახის სამართლებრივი ფორმით შექმნილ საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ბანკის ინვესტიციების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდების მუდმივობის პრინციპი: ინვესტიციების შეფასების დადგენილი წესი გამოიყენება მუდმივად ერთი პერიოდიდან მეორემდე.
წინდახედულობის პრინციპი: ინვესტიციებისათვის თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს უნდა გადაფასდეს ინვესტიციების ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ გადაფასების შედეგად ღირებულება შემცირდება დროის რომელიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთის განმავლობაში, უნდა შეიქმნას შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ანგარიშებზე ჩანაწერები გაკეთდება გარიგების დადების დღეს (ყიდვა ან გაყიდვა) მიუხედავად იმისა, თუ როდის განხორციელდა ანგარიშსწორება.
ანგარიშგების კონსოლიდაციის პრინციპი: გამოიყენება კანონმდებლობის შესაბამისი პრინციპები.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების ყიდვა | 2001-2003 ინვესტიციები შვილობილ და სხვა საწარმოებში | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა მოგებით | ფულადი სახსრების ანგარიშები | 2001-2003 ინვესტიციები, შვილობილ და სხვა საწარმოებში 2461-2463 მისაღები დივიდენდები საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით 6901-6903 შემოსავლები საინვესტიციო ოპერაციების მიხედვით |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ზარალით | ფულადი სახსრების ანგარიშები 8901-8903 ზარალი საინვესტიციო ოპერაციებიდან | 2001-2003 ინვესტიციები შვილობილ და სხვა საწარმოებში 2461-2463 მისაღები დივიდენდები საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ა) ყიდვა
ბანკისათვის ემიტენტი კომპანიის ფასიანი ქაღალდების ყიდვის ვალდებულებათა წარმოშობის თარიღისათვის უნდა შესრულდეს შემდეგი გატარებები: კომპანიებში ხმათა საერთო რაოდენობის მიხედვით ინვესტიციების ანგარიშის დებეტი, რომელსაც ემიტენტი კომპანია განეკუთვნება, და შემდეგ ანგარიშთა კრედიტი:
ფულადი სახსრების (დაუყოვნებლივი გადახდის შესახებ გარიგებისას) ;
კრედიტორთა (თუ ოპერაცია ხორციელდება განვადებული გადახდით).
ბ) გაყიდვა:
მოგება ან ზარალი ფასიანი ქაღალდების გაყიდვისაგან ბანკის საინვესტიციო პორტფელში წარმოადგენს სხვაობას ფასიანი ქაღალდების საბალანსო ღირებულებასა და გაყიდვის ფასს შორის.
გაყიდვის შედეგად მიღებული ამონაგები, მისაღები შემოსავლის გამოკლებით, იმ პირობით, თუ დივიდენდების სიდიდე (თუ ასეთი არის) დეკლარირებულია ფასიანი ქაღალდის გაყიდვის დღეს, უნდა გატარდეს შემდეგ ანგარიშებზე:
ფულადი სახსრების (დაუყოვნებლივი გადახდის შესახებ გარიგებისას);
დებიტორთა ანგარიში (თუ ოპერაცია ხორციელდება განვადებული გადახდით).
ფასიანი ქაღალდების ყიდვის ფასი უნდა გატარდეს კრედიტით შესაბამისი 2001-2003 ანგარიშებისა. სხვაობა ფასიანი ქაღალდის საბალანსო ღირებულებასა და გაყიდვის ფასს შორის, ინვესტიციებთან დაკავშირებული რეზერვისა და მისაღები შემოსავლების მიხედვით არარეალიზებული მოგების გათვალისწინებით, უნდა აისახოს რეალიზებული მოგების ანგარიშით.
5. კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა აწარმოოს ინვესტიციების ცალ-ცალკე აღრიცხვა ლიკვიდურ აქციებსა და ინვესტიციების დილინგური ოპერაციებისათვის განკუთვნილ არალიკვიდურ ფასიან ქაღალდებში.
ბანკმა უნდა დააწესოს აქციათა ღირებულების აღრიცხვის სისტემა, რომელიც მას შესაძლებლობას მიცემს შეაფასოს შესაბამისი მაჩვენებლები ინვესტიციების ანალიზის ჩასატარებლად ემიტენტების ჭრილში. ნაშთები ანგარიშებზე და ცვლილებები დარეზერვებაში უნდა გაანალიზდეს ფასიანი ქაღალდების კატეგორიების მიხედვით.
ფინანსური ანგარიშების დეტალიზაციის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად უნდა დაწესდეს ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომელიც შესაძლებელს გახდის კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით გაკეთდეს აქტივების ანალიზი, როგორც ეს ქვემოთ არის აღნიშნული:
ემიტენტის სამართლებრივი (იურიდიული) სტატუსი
(სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმო, კერძო საწარმო)
ემიტენტის ადგილსამყოფელი (რეზიდენტი, არარეზიდენტი)
შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებული ორგანოები მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრავენ კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადების წესს.
თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ბანკმა უნდა გამოიანგარიშოს კომპანიებში წილობრივი მონაწილეობის სიდიდის ზუსტი მნიშვნელობა.
ანგარიშთა ჯგუფი 201. ინვესტიციები შვილობილ და სხვა საწარმოებში უცხოური ვალუტით
| ანგარიში 2011 | ინვესტიციები, რომლებიც შეადგენს 20 პროცენტზე ნაკლებს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
| ანგარიში 2012 | ინვესტიციები, რომლებიც შეადგენს 20-50 პროცენტს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
| ანგარიში 2013 | ინვესტიციები, რომლებიც შეადგენს 50 პროცენტზე მეტს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
2011-2013 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრიციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 2001-2003 ანგარიშებისა, ვალუტით სხვაობის გარდა.
კლასი 21. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშები
ანგარიშთა ჯგუფი 210 – საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშები
| ანგარიში 2101 | IMF SDR |
| ანგარიში 2102 | IMF ანგარიშები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
2101-2102 ანგარიშების დანიშნულება და მასთან დაკავშირებული ბუღალტრული ოპერაციების განხორციელების წესი განისაზღვრება სპეციალური ინსტრუქციით.
კლასი 23. დანარჩენი ოპერაციები
ანგარიშთა ჯგუფი 230 – დანარჩენი ოპერაციები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 2301 | ბროკერული ოპერაციები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება იმ ფულადი სახსრების აღსარიცხავად, რომელსაც ბანკი გადასცემს თავის ნდობით აღჭურვილ ბროკერს სამარ-თავად, გარკვეული ვადით, მისი განკარგვის უფლებით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ანგარიშის დებეტსა და კრედიტში ჩანაწერები შესრულდება საბროკერო ოპერაციების შესრულების მომენტისათვის. ბროკერისათვის სამართავად გამოყოფილი თანხა მის ფაქტობრივ ათვისებამდე აიღება ბალანსგარეშე ანგარიშზე, საიდანაც ჩამოიწერება თანხის რეალურად ათვისების (განაღდების) შემთხვევაში და იმავდროულად ბუღალტრული გატარებით აისახება შესაბამის საბალანსო ანგარიშებზე.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სახსრების გადაცემა | 2301 ბროკერული ოპერაციები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ბროკერული ოპერაციებიდან თანხების მიღება | ფულადი სახსრების ანგარიშები | 2301 ბროკერული ოპერაციები 7031 შემოსავლები ბროკერული ოპერაციებიდან |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
თანხების წინასწარი გადახდის შემთხვევაში გამოიყენება ავანსების, ხოლო შემდგომი გადახდისას – კრედიტორების ანგარიში.
5. კომენტარები
ანგარიშის ნაშთი სისტემატურად შეუდარდება ფინანსური კონტრაგენტი ორგანიზაციებისაგან მიღებულ ამონაწერებს და, შედარების ანალიზიდან გამომდინარე, განხორციელდება სათანადო ღონისძიებები. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შეუდარებელი თანხები გადაიტანება გაურკვეველი თანხების ანგარიშზე.
| ანგარიში 2302 | ფაქტორინგი |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ფაქტორინგული ოპერაციებით (რომელიც რეგულირდება „ფაქტორინგული ოპერაციების შესახებ კანონით”) შესყიდულ ვალდებულებათა თანხების აღსარიცხავად.
ფაქტორინგი არის კლიენტის კომერციული კრედიტის ბანკის კრედიტად ტრანსფორმაცია, რისთ-ვისაც ბანკი იღებს გასამრჯელოს. ამ ოპერაციის განხორციელებისას სავარაუდო რისკი კლიენტისაგან გადადის ბანკზე.
2. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: ფაქტორინგული ოპერაციების მიხედვით მისაღები პროცენტები აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება, ე.ი. როდესაც მოხდა მათი გამომუშავება.
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მიხედვით შეიქმნება შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: მოცემულ ანგარიშზე ბუღალტრული გატარებები განხორციელდება ფაქტორინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიცემული ავანსის თანხის ფაქტობრივი გადარიცხვა – გაცემის შესაბამისად. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ფაქტორინგის ანგარიშფაქტურებით განსაზღვრული ვალდებულებების თანხა (რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს მიცემული ავანსის თანხისაგან) აიღება ბალანსგარეშე ანგარიშზე, მისი ჩამოწერა მოხდება დავალიანების ფაქტობრივი დაფარვის პარალელურად.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ფაქტორინგული ოპერაციის განხორციელება | 2302 ფაქტორინგი | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| გადახდა მიცემული ავანსების მიხედვითი | ფულადი სახსრების ანგარიშები | 2302 ფაქტორინგი 7032 შემოსავლები ფაქტორინგული ოპერაციებიდან |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ფაქტორინგით თანხის გაცემა აღრიცხვაში აისახება გატარებით: დებეტი – 2302 ანგარიში და კრედიტი – ფულადი სახსრების ანგარიში. ფაქტორინგით მიცემული ავანსის თანხა შეიძლება განსხვავდებოდეს ბანკისათვის გადაცემული ვალდებულების საერთო თანხისაგან.
პროცენტი ავანსის მიხედვით მსესხებელმა შეიძლება გადაიხადოს ან სრული მოცულობით ან ნაწილ-ნაწილ. წინასწარ გადახდილი პროცენტის თანხა გატარდება: ფულადი სახსრების ანგარიშის დებეტში და შემოსავლების ანგარიშის კრედიტში.
გადამხდელისაგან ვალდებულების დასაფარავი თანხის მიღებისას ბანკი დაადებეტებს ფულადი სახსრების ანგარიშს და დააკრედიტებს 2302 ანგარიშს.
5. კომენტარები
ბანკის მიერ წარმოებულმა ანალიზურმა აღრიცხვამ უნდა უზრუნველყოს ფაქტორინგის ანგარიშის ნაშთის განხილვა თითოეული ავანსის (კლიენტის) მიხედვით და მათი მოძრაობა (გაცემა, დაფარვა) ცალკეული თარიღებისა და სხვა ნიშნების მიხედვით. ასეთი ინფორმაცია გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების შესრულების კონტროლისათვის და ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სწორი წარმართვისათვის.
| ანგარიში 2303 | ფინანსური ლიზინგი |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ბანკის მიერ კლიენტებისათვის ფინანსური ლიზინგით – იჯარით გადაცემული აქტივების სახით წარმოდგენილი სესხების აღსარიცხავად (ნაგებობები, კომპიუტერული მოწყობილობა და სხვ).
იჯარა წარმოადგენს ფინანსურ ლიზინგს, თუ იგი აკმაყოფილებს ხუთი პირობისაგან ერთს მაინც:
1) საკუთრების უფლება ნაგებობებსა ან მოწყობილობებზე გადადის მოიჯარეზე იჯარის ვადის ბოლოს;
2) მოიჯარეს აქვს შესაძლებლობა დადებული გარიგების ვადის დასრულების შემდეგ იჯარით აღებული აქტივი იყიდოს ფიქსირებული ფასით ან იჯარის დამთავრებისას შეიძინოს განსაზღვრული ფასით;
3) ლიზინგის ვადა შეადგენს აქტივის ფუნქციონირების ნორმატიული ვადის 80%-ს მაინც. ფუნქციონირების ვადა წარმოადგენს ნორმატიულ პერიოდს, რომლის შედეგად აქტივი მთლიანად ამორტიზებულად ითვლება;
4) გადასახდელები ლიზინგის მიხედვით შეადგენენ მიმდინარე ფასებით მოწყობილობის ღირებულების 90%-ს მაინც. ღირებულება მიმდინარე ფასებში ჩვეულებრივ წარმოადგენს ლიზინგის კონტრაქტში აღნიშნულ ფასს. იქ, სადაც ლიზინგის შეთანხმებაში მოცემული ღირებულება მითითებული არ არის, იგი შეიძლება განისაზღვროს როგორც თანხა, რომლის მიხედვითაც აქტივები შეიძლება შეფასდეს საქმეში კარგად ჩახედულ და ამ გარიგების შესრულების მსურველ მყიდველებსა და გამყიდველებს შორის კომერციული გარიგების შესრულებისას;
5) საიჯარო აქტივები ატარებენ სპეციფიკურ ხასიათს, ასე რომ, მხოლოდ მოიჯარეს შეუძლია გამოიყენოს ისინი მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის გარეშე.
თუ ზემოთ მოცემული კრიტერიუმებიდან არც ერთი არ სრულდება, ლიზინგის შეთანხმება განიხილება როგორც ოპერაციული ლიზინგი.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდების მუდმივობის პრინციპი: ფინანსური ლიზინგით გადასახდელების ანგარიშსწორებისათვის გამოსაყენებელი მეთოდები უცვლელია ერთი პერიოდიდან მეორემდე.
დარიცხვათა პრინციპი: ფინანსური ლიზინგის ოპერაციებიდან გამომდინარე, მისაღები პროცენტები აღირიცხება იმ პერიოდში, რომელშიც ბანკმა ისინი გამოიმუშავა (მისაღები პროცენტების ანგარიშების გამოყენებით).
წინდახედულობის პრინციპი: თუ ფინანსური ლიზინგით დებიტორული დავალიანების დაფარვა ეჭვს იწვევს, მოქმედი წესების მიხედვით ფინანსური ლიზინგის ოპერაციებზე იქმნება შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშზე შესრულდება გარიგების დადების თარიღისათვის, მიუხედავად ფულადი სახსრების გადარიცხვის /მიღების ან აქტივების გადაცემის/მიღების თარიღისა.
ფორმასთან შედარებით შინაარსის პრიორიტეტის პრინციპი: ფინანსური ლიზინგი ითვალისწინებს პერიოდულ გადახდას ლიზინგის მთელი ვადის განმავლობაში, ლიზინგით გადაცემული აქტივის სრული ღირებულების მხოლოდ ლიზინგის ვადის დასრულების შემდეგ გადახდის პირობით. მიუხედავად ამისა, ლიზინგის დასაწყისში აქტივი უნდა აღირიცხოს სრული ღირებულებით. ეს იმითაა განპირობებული, რომ ფინანსური ლიზინგი, არსებითად, წარმოადგენს დაფინანსების ერთგვარ ფორმას და, პრაქტიკულად, საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა რისკი და მოგება გადადის მოიჯარესთან ლიზინგის დასაწყისში.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| აქტივების გაცემა ფინანსური ლიზინგით | 2303 ფინანსური ლიზინგი | 2901-2906 ძირითადი საშუალებები |
| საიჯარო გადასახდელის თანხების მიღება | ფულადი სახსრების ანგარიშები | 2303 ფინანსური ლიზინგი 7034 შემოსავლები ფინანსური ლიზინგიდან |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
აქტივების გაყიდვა ფინანსური ლიზინგის დროს:
იმ შემთხვევევაში, თუ ლიზინგით მიცემული აქტივი აღრიცხულია ძირითადი (ფიქსირებული) აქტივების ანგარიშზე, კონტრაქტის ხელმოწერის დღესვე მოცემული აქტივის ღირებულება მიმდინარე ფასებში უნდა აღირიცხოს 2303 ანგარიშზე და ამასთან, დაკრედიტდეს ძირითად საშუალებათა ანგარიშები. ბანკის მიერ კლიენტის დავალებით აქტივების ყიდვის დროს დადებეტდება 2303 ანგარიში და დაკრედიტდება ფულადი სახსრების ანგარიში.
ფინანსური ლიზინგის საიჯარო გასაცემლები:
1) 2303 ანგარიშზე აღრიცხული აქტივის ღირებულება მიმდინარე ფასებში უნდა შემცირდეს მისი მოქმედების ვადის განმავლობაში ლიზინგით მისაღები გაცემების დროს, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ვალის ძირითადი თანხის დაფარვა. არსებითად, ლიზინგით მისაღები ნებისმიერი გადასახდელები შედგება სესხის გადაუხდელი ნაწილის მიხედვით შემოსავლებისაგან, რომლებიც პროცენტებს წარმოადგენს, და ძირითადი ვალის დარჩენილი ნაწილის წილისაგან, რომელიც 2303 ანგარიშზე აღირიცხება;
2) ფინანსური ლიზინგი გადახდილ უნდა იქნეს ლიზინგის შესახებ დადებულ შეთანხმებაში მითითებულ ვადაში ანუ იჯარით აღებული აქტივის სრულ გაცვეთამდე დარჩენილ დროში (ლიზინგით მიცემული აქტივის ამორტიზაცია უნდა შეესაბამებოდეს ცვეთას დაქვემდებარებული დანარჩენი ძირითადი საშუალებებისათვის განსაზღვრულ პოლიტიკას);
3) ყველა შემთხვევაში, იჯარის მიხედვით გადასახდელების განხორციელებისას, ძირითადი ვალის დასაფარავად გასაცემი თანხა წარმოადგენს ლიზინგით გასაცემლების ნაწილს მიღებული პროცენტების გამოკლებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს თანხა არ არის ფიქსირებული, იგი დამოკიდებულია პროცენტების მიხედვით გასაცემ თანხაზე;
4) ვალის ძირითადი თანხის მიხედვით, მისაღები პროცენტები წარმოადგენს საიჯარო გადასახდელის თანხების ნაწილს, რომელიც განისაზღვრება, გამომდინარე ლიზინგის შეთანხმებაში მითითებული პროცენტული განაკვეთიდან, მიღებული პროცენტების თანხით. იჯარის მიხედვით, გაცემების დღეს უნდა დაკრედიტდეს მოგების ანგარიში და დადებეტდეს ფულადი სახსრების ანგარიში (თუ გადახდა შეუფერხებლად ხორციელდება) ან დანარჩენ დებიტორთა ანგარიში (თუ გადახდა გადადებულია). იმ შემთხვევაში, თუ მოცემული განაკვეთი შეთანხმებაში დათქმული არ არის, იგი უნდა წარმოადგენდეს განაკვეთს, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს მოიჯარისათვის აღნიშნული აქტივის შესაძენად სესხად მიცემული ფულადი სახსრების მიხედვით. პრაქტიკულად ეს უნდა იყოს განაკვეთი, რომელიც დაწესდა ბანკთაშორის ბაზარზე (ან საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი) ლიზინგის კონტრაქტის შედგენის თარიღისათვის ლიზინგის ვადის ანალოგიური ვადით. სესხების მიხედვით გამოსაყენებელი პროცენტული განაკვეთი და განაკვეთი ლიზინგის მიხედვით არ უნდა იყოს სხვადასხვაგვარი;
5) რადგან საიჯარო გადასახდელები ჩვეულებრივ ფიქსირებულია და მისაღები პროცენტების თანხები მცირდება ძირითადი ვალის 2303 ანგარიშზე აღრიცხული გადაუხდელი ნაწილის სიდიდის შემცირების კვალობაზე, იმის გამო, რომ პროცენტული განაკვეთი მუდმივია, ჩვეულებრივ ლიზინგის პერიოდის დასაწყისში პროცენტული გასაცემლები უფრო დიდია მაშინ, როდესაც ვალის ძირითადი თანხის დაფარვისათვის გასაცემი თანხები ჩვეულებრივ იზრდება მოცემული პერიოდის ბოლოსათვის.
5. კომენტარები
ბანკმა ანალიზურ აღრიცხვაში უნდა დააწესოს ღირებულების აღრიცხვის სისტემა, რომელიც მას შესაძლებლობას მიცემს თვალყური ადევნოს ფინანსურ ლიზინგთან დაკავშირებულ თითოეულ ოპერაციას.
ანგარიშთა ჯგუფი 231 – დანარჩენი ოპერაციები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 2311 | ბროკერული ოპერაციები |
| ანგარიში 2312 | ფაქტორინგი |
| ანგარიში 2313 | ფინანსური ლიზინგი |
2311–2313 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრიციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 2301-2303 ანგარიშებისა, ვალუტით სხვაობის გარდა.
კლასი 24. მისაღები პროცენტები და დივიდენდები
ანგარიშთა ჯგუფი 240 – მისაღები პროცენტები მოთხოვნების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 2401 | მისაღები პროცენტები სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 2402 | მისაღები პროცენტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 2403 | მისაღები პროცენტები ბანკებში განთავსებული სახსრების (სესხების გარდა) მიხედვით |
| ანგარიში 2404 | მისაღები პროცენტები ბანკებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 2405 | მისაღები პროცენტები კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 2406 | მისაღები პროცენტები სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| ანგარიში 2407 | მისაღები პროცენტები კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| ანგარიში 2408 | მისაღები პროცენტები სსფ-ს აქტივების მიხედვით |
| ანგარიში 2409 | მისაღები პროცენტები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება მისაღები შემოსავლების (პროცენტების) სახსრების აღსარიცხავად, მათი აღიარება და აღრიცხვაში ასახვა ხდება დარიცხვის თარიღის შესაბამისად, ე.ი., როდესაც მოხდა მათი გამომუშავება.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპები: შემოსავლები აღირიცხება იმ პერიოდში, რომლებსაც ისინი მიეკუთვნება, მიუხედავად ფულადი სახსრების რეალურად მიღების თარიღისა.
ბალანსის სიმყარის პრინციპი: მისაღები პროცენტების ცვლილებები, რომელიც მოხდება საანგარიშო პერიოდის დასაწყისსა და ბოლოს შორის, აისახება შესაბამისი პერიოდის მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში.
წინდახედულობის პრინციპი: მისაღები პროცენტი გადახდის 30 დღეზე მეტი დროით ვადაგადაცილების შემთხვევაში ჩამოიწერება შესაბამისი საბალანსო ანგარიშებიდან უკუგატარებით და გადაიტანება არასისტემურ აღრიცხვაში.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| პროცენტების დარიცხვა | 2401-2409 მისაღები პროცენტები მოთხოვნების მიხედვით | შემოსავლების ანგარიშები |
| მისაღები პროცენტების მიღება | ფულადი სახსრების ანგარიშები | 2401-2409 მისაღები პროცენტები მოთხოვნების მიხედვით |
| მისაღები პროცენტების ჩამოწერა | შემოსავლების ანგარიშები | 2401-2409 მისაღები პროცენტები მოთხოვნების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მისაღები პროცენტები შემოსავლების შესაბამის ანგარიშებზე აისახება ოპერაციათა შინაარსისა და გადახდის სუბიექტების მიხედვით.
ბანკი პროცენტების გაანგარიშებას და აღრიცხვაში ასახვას აწარმოებს პერიოდულად, ბანკის მიერ მიღებული პოლტიკის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშგებო პერიოდისა, ე.ი. საანგარიშგებო თარიღისათვის ბალანსში ასახვას პოვებს ბანკის საანგარიშგებო პერიოდის კუთვნილი ყველა პროცენტი.
5. კომენტარები
ბანკის ანალიზურმა აღრიცხვამ უნდა უზრუნველყოს მისაღები და გადახდილი შემოსავლების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციათა მიღება, კერძოდ:
ა) შემოსავლები დებიტორების მიხედვით;
ბ) შემოსავლები (პროცენტები) დაფარვის ვადების მიხედვით;
გ) კონტრაგენტთა ტიპები (რეზიდენტი/ არარეზიდენტი) და სხვ.
ასეთი ინფორმაციული მასალა საშუალებას მისცემს ბანკს ეფექტიანი გახადოს თავისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და დარწმუნდეს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივები დაცულია.
ანგარიშთა ჯგფი 241 – მისაღები პროცენტები მოთხოვნების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 2411 | მისაღები პროცენტები სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 2412 | მისაღები პროცენტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 2413 | მისაღები პროცენტები ბანკებში განთავსებული სახსრების (სესხების გარდა) მიხედვით |
| ანგარიში 2414 | მისაღები პროცენტები ბანკებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 2415 | მისაღები პროცენტები კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 2416 | მისაღები პროცენტები სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| ანგარიში 2417 | მისაღები პროცენტები კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| ანგარიში 2418 | მისაღები პროცენტები სსფ-ის აქტივების მიხედვით |
| ანგარიში 2419 | მისაღები პროცენტები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით |
2411-2419 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 2401-2409 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 246 – მისაღები დივიდენდები საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 2461 | მისაღები დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს საწარმოთა საწესდებო კაპიტალის 20 პროცენტზე ნაკლებს |
| ანგარიში 2462 | მისაღები დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს საწარმოთა საწესდებო კაპიტალის 20-50 პროცენტს |
| ანგარიში 2463 | მისაღები დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს საწარმოთა საწესდებო კაპიტალის 50 პროცენტზე მეტს |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება დივიდენდების სახით მისაღები სახსრების აღსარიცხავად, იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავალი აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, როდესაც მოხდა მათი დარიცხვა – გამომუშავება. ისინი ასახავენ დავალიანებას ბანკის კუთვნილი შემოსავლებისა გადახდის მიხედვით და მათ ეწოდებათ დარიცხვის ანგარიშები.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპები: შემოსავლები აღირიცხება იმ პერიოდში, რომლებსაც ისინი ეკუთვნის, მიუხედავად ფულადი სახსრების რეალურად მიღების თარიღისა.
ბალანსის სიმყარის პრინციპი: მისაღები დივიდენდების ცვლილებები, რომლებიც მოხდება საანგარიშო პერიოდის დასაწყისსა და ბოლოს შორის, აისახება შესაბამისი პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშზე.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| დივიდენდების დარიცხვა | 2461-2463 მისაღები დივიდენდები | შემოსავლების ანგარიშები |
| მისაღები დივიდენდების მიღება | ფულადი სახსრების ანგარიშები | 2461-2463 მისაღები დივიდენდები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მისაღები დივიდენდები შემოსავლების შესაბამის ანგარიშებზე აისახება ოპერაციათა სახეებისა და გადახდის სუბიექტების მიხედვით. მათი გაანგარიშება და დარიცხვა წარმოებს ინვესტიციების ხელშეკრულების პირობების საფუძველზე, ე.ი., საანგარიშგებო თარიღის ბალანსში მოცემულია საანგარიშგებო პერიოდის კუთვნილი ყველა დივიდენდი.
5. კომენტარები
ბანკმა ანალიზური აღრიცხვის ისეთი სისტემა უნდა შექმნას, რომელიც შესაძლებლობას მიცემს მიიღოს დეტალური ინფორმაცია დივიდენდების შესახებ სხვადასხვა ნიშნით:
ა) გადახდის ვადების მიხედვით (ფიქსირებული-არაფიქსირებული);
ბ) კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით (რეზიდენტი/არარეზიდენტი) და სხვ.
ასეთი ინფორმაცია გამოიყენება ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სწორად წარმართვისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების შესრულების კონტროლისათვის.
ანგარიშთა ჯგუფი 247 – მისაღები დივიდენდები საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 2471 | მისაღები დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს საწარმოთა საწესდებო კაპიტალის 20 პროცენტზე ნაკლებს |
| ანგარიში 2472 | მისაღები დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს საწარმოთა საწესდებო კაპიტალის 20-50 პროცენტს |
| ანგარიში 2473 | მისაღები დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს საწარმოთა საწესდებო კაპიტალის 50 პროცენტზე მეტს |
2471-2473 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრიციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 2461-2463 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 25. დანარჩენი აქტივები
ანგარიშთა ჯგუფი 250 – დანარჩენი აქტივები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 2501 | დებიტორები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება იმ დებიტორული დავალიანების აღსარიცხავად, რომელიც განპირობებულია ანგარიშსწორების სპეციფიკით (მაგ., თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თანხის შემდგომი გადახდა ფასეულობის გადაცემის შემდეგ) ასეთი დავალიანება არის მოკლევადიანი ხასიათის. მოცემული ანგარიში არ გამოიყენება ფილიალთაშორისი ანგარიშსწორების თანხების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მიხედვით იქმნება შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: გატარებები მოცემული ანგარიშზე გაკეთდება ოპერაციის შესრულების დღეს, ფულადი სახსრების მიღების თარიღის მიუხედავად.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| დებიტორული დავალიანების აღიარება | 2501 დებიტორები | ნებისმიერი კლასის ანგარიში რეზერვების ანგარიშების გარდა |
| დებიტორული დავალიანების ჩამოწერა | ფულადი სახსრების ანგარიშები | 2501 დებიტორები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
დავალიანების ხანგრძლივი გადაუხდელობისას ბანკმა უნდა შექმნას რისკის დაფარვის რეზერვი და დაადებეტოს ხარჯების შესაბამისი ანგარიში.
5. კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა დააწესოს ცალკე საიფორმაციო სისტემა, რომელიც მას მიცემს შესაძლებლობას გააანალიზოს მოცემული ანგარიშები კონტრაგენტის შესაბამისად და დავალიანების წარმოქმნის ვადების მიხედვით.
ფინანსური ანგარიშების დეტალიზაციის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად ბანკმა უნდა დააწესოს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას გააანალიზოს დავალიანება კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით (რეზიდენტი/არარეზიდენტი).
| ანგარიში 2502 | გაურკვეველი თანხები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება იმ თანხების აღსარიცხავად, რომლებიც ჯერ არ არის მიკუთვნებული შესაბამისი ანგარიშებისათვის არასრულყოფილი რეკვიზიტების ან სხვა მიზეზების გამო (მაგ., არასწორი გატარება, დოკუმენტაციაში აუცილებელი ინფორმაციის არარსებობა და სხვა). თანხები მოცემულ ანგარიშზე აღირიცხება დროებით, საჭიროა მათი მიზნობრიობის დადგენა სწრაფად და სათანადო ზომების მიღება (შესაბამის ანგარიშებზე გადატანა). მოცემული ანგარიში არ გამოიყენება როგორც დებიტორთა ანგარიში.
ანგარიშზე გატარდება შემდეგი სახის თანხები:
ბანკის ბალანსისა და საკორესპონდენტო ანგარიშების ამონაწერების შედარებისას გამოვლენილი შეუდარებელი თანხები;
თანხები, რომლებიც არ გატარდნენ შესაბამის ანგარიშებზე სხვადასხვა მიზეზების (მაგ., აუცილებელ ინფორმაციათა არარსებობა კლიენტების შესახებ და სხვ.) გამო.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების შესაბამისად, იქმნება შესაძლო დანაკარგთა რეზერვი.
აქტივებისა და პასივების ცალ-ცალკე განხილვის პრინციპი: სხვა ბანკებისაგან მისაღები გაურკვეველი თანხები აისახება 2502 ანგარიშის დებეტში, ხოლო სხვა ბანკებისათვის გასაცემი – 4502 ანგარიშის კრედიტში. ნაშთები ამ ორივე ანგარიშზე არ ექვემდებარება ურთიერთდასალდოებას.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| თანხების ასახვა | 2502 გაურკვეველი თანხები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| თანხების იდენტიფიკაცია შემოწმების საფუძველზე | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა ანგარიშები | 2502 გაურკვეველი თანხები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
საკორესპონდენტო ანგარიშის ნაშთების შესაბამისობაში მოსაყვანად გაურკვეველი თანხით ბანკი დაადებეტებს 2502 ანგარიშს და დააკრედიტებს შესაბამისი კონტრაგენტების ანგარიშებს.
5. კომენტარები
ანგარიში სისტემატურად გაანალიზდება იმისათვის, რომ გამოვლინდეს დაყოვნებული დებიტორული დავალიანება და მიღებულ იქნეს სათანადო ზომები.
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით ბანკში უნდა მოქმედებდეს ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომელიც შესაძლებელს გახდის გაანალიზდეს გაურკვეველი თანხები კონტრაგენტთა ტიპებისა (რეზიდენტი/არარეზიდენტი) და სხვა ნიშნების მიხედვით.
| ანგარიში 2503 | ავანსები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემულ ანგარიშზე აღირიცხება ავანსად მიცემული თანხები, რომლებიც მიეკუთვნება მომავალი პერიოდის მიმდინარე ხარჯების კატეგორიას (ხელფასი, მივლინება, მომსახურება და გადასახადები, სამეურნეო მასალები, საქონელი, რომელიც არ წარმოადგენს ძირითად საშუალებებს, ა.შ.).
2. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: ნებისმიერი ხარჯები აღირიცხება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება.
ბალანსის ურყეობის პრიცნიპი: ანგარიშის ცვლილებები შინაარსის მიხედვით აისახება შესაბამისი და ხარჯების ანგარიშზე.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| გადახდის განხორციელება | 2503 ავანსები | ფულადი სახსრები ანგარიშები |
| შესაბამის ანგარიშებზე მიკუთვნებული ავანსის თანხა | 2541 სამეურნეო მასალები ხარჯების ანგარიშები | 2503 ავანსები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ავანსის ათვისებული თანხა ანგარიშიდან ჩამოიწერება ოპერაციის შინაარსის მიხედვით, შესაბამისად ხარჯების ან აქტივის ანგარიშზე.
5. კომენტარები
ანგარიშზე რიცხული თანხა მოწმდება თითოეული ავანსის მიხედვით, გარკვეული პერიოდულობით. ანგარიშვალდებული პირის მიერ თანხის უკანდაბრუნება აისახება უკუგატარებით.
ავანსების ანალიზური აღრიცხვის მოქმედმა სისტემამ სწრაფად უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
ა) ავანსები ხარჯების კატეგორისაა თუ სხვა აქტივების;
ბ) კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით (რეზიდენტი/არარეზიდენტი) და სხვ.
| ანგარიში 2504 | ინკასირებული საგადახდო საბუთები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება კლიენტებისაგან მიღებული საგადახდო საბუთების (ჩეკების) მიხედვით თანხების აღსარიცხავად, რომელიც ანაზღაურდება ამ საგადახდო საბუთების ემიტენტის მიერ.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მოთხოვნების მიხედვით იქმნება შესაძლო დანაკარგთა რეზერვი.
გამჭვირვალეობის პრინციპი: მოცემული ანგარიში წარმოადგენს ანგარიშსწორების სისტემის ეფექტიანობის ერთგვარ ინდიკატორს. იგი გაანალიზდება პერიოდულად, რათა ემიტენტისათვის გასანაღდებლად გაგზავნილი ჩეკებით გათვალისწინებული თანხები გადახდილ იქნეს დროულად.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სახსრების გაცემა ინკასაციაქმნილი საგადახდო საბუთებით | 2504 ინკასირებული საგა-დახდო საბუთები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ჩეკის განაღდება ემიტენტის მიერ | ფულადი სახსრების ანგარიშები | 2504 ინკასირებული საგადახდო საბუთები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გასანაღდებლად გაგზავნილი საგადახდო საბუთები აისახება ბალანსგარეშე აღრიცხვაში ბანკის ანგარიშზე ემიტენტის სახსრების შემოსვლის მომენტამდე.
საგადახდო საბუთები, რომელთა მიხედვითაც მიღებულია უარი გადახდაზე (აქცეპტზე), აისახება ბალანსში 2502 ანგარიშის დებეტსა და 2504 ანგარიშის კრედიტში გატარებით.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნათა დაკმაყოფილებლის მიზნით, ბანკის ანალიზურმა საინფორმაციო სისტემამ უნდა უზრუნველყოს მოცემული ანგარიშის სხვადასხვა ნიშნით დახასიათება, მაგ., კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით (რეზიდენტი/არარეზიდენტი) და სხვა.
| ანგარიში 2505 | ძირითად საშუალებათა ღირებულების წინასწარი გადახდა |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება იმ ავანსების აღსარიცხავად, რომლებიც წარმოადგენს ძირითად საშუალებათა ღირებულების წინასწარ გადახდას.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა პრინციპი.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ავანსის თანხის გადახდა | 2505 ძირითად საშუალებათა ღირებულების წინასწარი გადახდა | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| მშენებლობის ნაწილობრივი განაღდებისა და დასა-მონტაჟებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ავანსების ანგარიშიდან | 2911 დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდების დანახარჯები | 2505 ძირითად საშუალებათა ღირებულების წინასწარი გადახდა |
| ძირითად საშუალებათა შემოსავალში აღება | 2901-2906 ძირითადი საშუალებები | 2505 ძირითად საშუალებათა ღირებულების წინასწარი გადახდა |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ძირითად საშუალებათა ღირებულების წინასწარ გადახდილი თანხები მათ მიღებამდე აისახება 2505 ანგარიშზე. ის ძირითადი საშუალებები, რომლებიც მონტაჟს არ ექვემდებარებიან, პირდაპირ ჩამოიწერება 29 კლასში: დებეტი 2901-2906, კრედიტი 2505 ანგარიშები.
5. კომენტარები
ავანსების ანალიზური აღრიცხვის მოქმედმა სისტემამ შესაძლებელი უნდა გახადოს მოცემული ანგარიშების გაანალიზება სხვადასხვა ნიშნით, კერძოდ, მიცემული ავანსის ცალკეული თანხების, კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით (რეზიდენტი/არარეზიდენტი) და სხვ.
| ანგარიში 2506 | გირაოში დარჩენილი უძრავი ქონება |
| ანგარიში 2507 | გირაოში დარჩენილი მოძრავი ქონება |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება კლიენტის მიერ ბანკის დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ბანკის განკარგულებაში გადასული დაგირავებული ქონების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები
დარიცხვის პრინციპი: გირაოში დარჩენილი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხები მიიმართება ბანკის მიმართ კლიენტის დავალიანების დასაფარავად.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| დაგირავებული ქონების ბანკის განკარგულებაში გადასვლა საგირავნო ხელშეკრულების ღირებულებით | 2506 ან 2507 გირაოში დარჩენილი ქონება | კლიენტის დავალიანება ბანკის მიმართ 4501 კრედიტორები – სხვაობა გირაოში დარჩენილი ქონების ღირებულებასა და კლიენტის დავალიანებას შორის |
| რეალიზაცია ბანკის განკარგულებაში გადასული დაგირავებული ქონების ღირებულებაზე დაბალ და კლიენტის დავალიანებაზე (კრედიტს პლუს პროცენტი და სხვა ასანაზღაურებელი ხარჯები ) მაღალ ფასში | ფულადი სახსრების ანგარიშები – რეალიზაციის თანხა 4501 კრედიტორები – დდაუბრუნებელი სხვაობა 4501 კრედიტორები – დასაბრუნებელი სხვაობა | 2506 ან 2507 გირაოში დარჩენილი ქონება ფულადი სახსრების ანგარიშები – კლიენტისათვის მისაცემი თანხა |
| რეალიზაცია ბანკის განკარგულებაში გადასული დაგირავებული ქონების ღირებულებასა და კლიენტის დავალიანებაზე დაბალ ფასში | ფულადი სახსრების ანგარიშები რეალიზაციის თანხა 4501 კრედიტორები – სხვაობის თანხა 85 კლასის შესაბამისი ანგარიში | 2506 ან 2507 ბანკის განკარ-გულებაში გადასული დაგირავებული ქონება |
| რეალიზაცია მოხდა ბანკის განკარგულებაში გადასული დაგირავებული ქონების ღირებულებაზე მაღალ ფასში | ფულადი სახსრების ანგარიში რეალიზაციის თანხა 4501 კრედიტორები – სხვაობის თანხა | 2506 ან 2507 ბანკის განკარ-გულებაში გადასული დაგირავებული ქონება 4501 კრედიტორები – დამატებითი სხვაობა კლიენტის ადრე აღიარებულ დავალიანებასა და რეალიზაციის თანხას შორის ფულადი სახსრების ანგარიში – კლიენტისათვის მისაცემი თანხა |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
დაგირავებული ქონების ბანკის განკარგულებაში გადასვლის მომენტში გაიქვითება კლიენტის სესხი, მისაღები პროცენტი და სხვა ასანაზღაურებელი ხარჯი, ხოლო სხვაობა, ამ ქონებისა და კლიენტის დავალიანებას შორის, აისახება როგორც ბანკის დავალიანება კლიენტის მიმართ.
5. კომენტარი
თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია:
- დაგირავებული ქონების ბანკის განკარგულებაში გადასვლის შემდეგ გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა ქონების რეალიზაციამდე, ამ შემთხვევაში, მისაღები პროცენტი აიღება ბანკის შემოსავალში და კლიენტისადმი დასაბრუნებელი თანხა შემცირდება შესაბამისი თანხით;
- ასევე შემცირდება კლიენტისადმი მისაცემი თანხის ოდენობა გირაოში დარჩენილი ქონების დატოვებასა და რეალიზაციაზე გაწეული ხარჯების თანხით.
თუ გირაოში აღების შემდეგ ქონების ღირებულება შემცირდება და მოცემული მომენტისათვის გაუტოლდება ნულს, მაშინ მისი განკარგულებაში აღება საბალანსო ანგარიშებით არ მოხდება (ღირებულების არ ქონის გამო) და აისახება მხოლოდ რაოდენობრივ ჩამონათვალში.
| ანგარიში 2508 | მოთხოვნები გარანტიების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება იმ სახსრების აღსარიცხავად, რომელიც ბანკს ჩამოეწერა მის მიერ მიცემული გარანტიის ვადაში გაუნაღდებლობის შემთხვევაში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები
გამოიყენება აღრიცხვის შესაბამისი პრინციპები
წინდახედულობის პრინციპი: არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით იქმნება შესაძლო დანაკარგების რეზერვი
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| თანხების ჩამოწერა | 2508 მოთხოვნები გარანტიების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| დავალიანების დაფარვა გარანტიის მიმღების მიერ | ფულადი სახსრების ანგარიშები | 2508 მოთხოვნები გარანტიების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ბანკის მიერ გარანტიის გაცემის ხელშეკრულების მოთხოვნის საფუძველზე, თუ გარანტიის მიმღები დადგენილ ვადაში არ გაანაღდებს (დაფარავს) აღებული ვალდებულების თანხას, გარანტიის გამცემის ანგარიშიდან უპირობოდ ჩამოიწერება გარანტიის ვალდებულებაში მითითებული თანხა. ამ შემთხვევაში, მისი აღება მოხდება 2508 – ანგარიშის დებეტში, ფულადი სახსრების ანგარიშთან კორესპოდენციაში.
5. კომენტარები
ბანკმა ანალიზურ აღრიცხვაში ცალ-ცალკე, პირად ანგარიშზე, უნდა აღრიცხოს მის მიერ მიცემული და ვადაზე გაუნაღდებელი გარანტიის ჩამოწერილი თანხები მისი წარმოქმნის თარიღისა და დაფარვის ვადის მითითებით.
ანგარიშთა ჯგუფი 251 – დანარჩენი აქტივები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 2511 | დებიტორები |
| ანგარიში 2512 | გაურკვეველი თანხები |
| ანგარიში 2513 | ავანსები |
| ანგარიში 2514 | ინკასირებული საგადახდო საბუთები |
| ანგარიში 2518 | მოთხოვნები გარანტიების მიხედვით |
2511–2518 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრიციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 2501–2508 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 252 – ძვირფასი ლითონები, ხელოვნების ნაწარმოებები და საკოლექციო საგნები
| ანგარიში 2521 | ძვირფასი ლითონები, ხელოვნების ნაწარმოებები და საკოლექციო საგნები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების აღსარიცხავად, ოქროს გარდა. ისინი არ გამოიყენება ბანკის ინდივიდუალურ სეიფებში შესანახად მოთავსებული და მესამე პირთა კუთვნილი საკოლექციო საგნებისა და ძვირფასი ლითონების აღსარიცხავად. მათი აღრიცხვა ხდება სპეციალურ საბუღალტრო დავთარში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
წინდახედულობის პრინციპი: თუ ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების საბაზრო ღირებულება მცირდება მათ ისტორიულ ფასთან, ე.ი., საბალანსო ღირებულებასთან შედარებით, საჭიროა მათი გადაფასება საბაზრო ფასის მიხედვით საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის დახმარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიფრთხილის გამო მათი აღრიცხვა მოხდება ისტორიული ღირებულებით ან შედარებით დაბალი ფასით.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშებზე გაკეთდება გარიგების დადების დღეს, სახსრების გაგზავნის/მიღების დროის მიუხედავად.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების ყიდვა | 2521 ძვირფასი ლითონები, ხელოვნების ნაწარმოებები და საკოლექციო საგნები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გაყიდვა | ფულადი სახსრების ანგარიშები | 2521 ძვირფასი ლითონები, ხელოვნების ნაწარმოებები და საკოლექციო საგნები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გაყიდვის შედეგად მიღებული მოგება ან ზარალი წარმოადგენს სხვაობას საბალანსო და რეალიზაციის ფასს შორის. თუ გასაყიდი ფასი აღემატება საბალანსო ღირებულებას, მიიღება მოგება, ხოლო ნაკლებობის შემთხვევაში ზარალი. შესაბამისად, დადებეტდება ან დაკრედიტდება ანგარიშები: 9063 – „ზარალი ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლიდან და გადაფასებიდან “ ან 7063 – „შემოსავლები ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლიდან და გადაფასებისაგან„
5. კომენტარები
რეგულარულად უნდა ჩატარდეს ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების ინვენტარიზაცია, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ამ ანგარიშებზე ნაშთების სწორი აღრიცხვა.
| ანგარიში 2541 | სამეურნეო მასალები (მარაგი) |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
ანგარიში გამოიყენება საბანკო საქმიანობისათვის გამოუყენებელი სპეციფიკური სამეურნეო მასალების (საამშენებლო და სარემონტო) მარაგების აღსარიცხავად დროებით მათ ექსპლუატაციაში გადაცემამდე ან რეალიზაციამდე. მათი ჩამოწერა მოცემული ანგარიშიდან მოხდება შესაბამისი ხარჯების, აქტივების ან ფულადი სახსრების ანგარიშებთან კორესპოდენციით. საბალანსო ანგარიშზე ასახული ეს ფასეულობა არ წარმოადგენს ძირითად საშუალებებს, რადგან მას მუდმივად გამოიყენებენ. ეს ანგარიში არ გამოიყენება უშუალოდ საბანკო საქმიანობის განხორციელებისათვის მოსახმარი მასალების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი ინვენტარის აღსარიცხავად. ასეთი მასალები შეძენისთანავე აისახება ხარჯებში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
წინდახედულობის პრინციპი: 2541 ანგარიშზე რიცხული მატერიალური ფასეულობა მისი ღირებულების შემცირების შემთხვევაში გადაფასდება თითოეული სახის მასალის მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ბანკმა არ უნდა დაუშვას თავისი საქმიანობისათვის არასპეციფიკური მასალების საჭიროზე მეტი რაოდენობის მარაგის შექმნა.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშზე გაკეთდება მარაგების ფიზიკურად მიღების დღეს (მასალების მიღება-გაცემა-გაყიდვა), ანაზღაურების თარიღის მიუხედავად.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| მასალების შეძენა | 2541 სამეურნეო მასალები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| მასალების გადაფასება (ზარალი) | 9062 ზარალი სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის გასვლიდან და გადაფასებიდან | 2541 სამეურნეო მასალები |
| მასალების გამოყენება ან გასვლა | ხარჯების ან აქტივების შესაბამისი ანგარიშები | 2541 სამეურნეო მასალები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
სისტემატური ხასიათი უნდა მიეცეს დროებითი მარაგების ღირებულების მიმდინარე შეფასებას მოცემული მომენტისათვის შესაბამისი სახის მასალის საბაზრო ღირებულების საფუძველზე.
5. კომენტარები
ბანკის ანალიზური აღრიცხვის საინფორმაციო სისტემამ უნდა უზრუნველყოს სწრაფი ანალიზი დროებითი მარაგებისა გამოყენების, კუთვნილებისა და სხვა ნიშნების მიხედვით. ფაქტობრივი და საბალანსო მონაცემების შესაბამისობის თვალსაზრისით სავალდებულოა, რეგულარულად ჩატარდეს ინვენტარიზაცია არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით.
ანგარიშთა ჯგუფი 255 – ბიუჯეტში მიმდინარე გადასახადები
| ანგარიში 2551 | მოგების მიმდინარე გადასახადი |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება მიმდინარე სააღრიცხვო წელს ბანკის მიერ მოგების მიმდინარე (საავანსო) გადასახადების მიხედვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების აღსარიცხავად.
მოგების გადასახადით ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, არსებული საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, მიმდინარე წლის განმავლობაში წარმოებს გასული წლის მოგების მიხედვით საავანსო გადასახადების სახით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| მოგების გადასახადის ავანსად გადახდა მიმდინარე წლის განმავლობაში | 2551 მოგების მიმდინარე გადასახადი | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ავანსად გადახდილი თანხით საანგარიშგებო წლის ბოლოს წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულების გაქვითვა | 4551 მოგების გადასახადი
| 2551 მოგების მიმდინარე გადასახადი |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
კანონმდებლობით, მოგების მიმდინარე გადასახადების ავანსად გადახდა წარმოებს გასული წლის მოგების მიხედვით, რომლის კორექტირება მოხდება საანგარიშგებო წლის ბოლოს ფაქტობრივი (რეალური) მოგების მიხედვით, ფინანსური და საგადასახადო ანგრიშგებების საფუძველზე, ავანსად გადახდილი თანხები გადაიხურება დარიცხული საგადასახადო ვალდებულების ანგარიშთან კორესპოდენციით: დებეტი – ანგარიში 4551, კრედიტი – ანგარიში 2551. ბიუჯეტში გადახდილი ყველა გადასახადი აღრიცხვაში აისახება ეროვნული ვალუტით.
5. კომენტარები
ბიუჯეტში მოგების გადასახადი გადაიხდება დასაბეგრი ბაზის მიხედვით საკანონმდებლო ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილი გამოქვითვების საფუძველზე.
| ანგარიში 2552 | გადახდილი დღგ |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ბანკისათვის მოწოდებულ საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე) გადახდილი დღგ-ის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| გადახდილი დღგ | 2552 გადახდილი დღგ | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| გადახდილი დღგ-ის ჩათვლა | 4552 გადასახდელი დღგ | 2552 გადახდილი დღგ |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
2552 ანგარიშის დებეტში აისახება შეძენილ საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე) გადახდილი დღგ-ის თანხა, ხოლო კრედიტში, გადახდილი დღგ-ის თანხის ის ნაწილი, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებული გაანგარიშების მიხედვით ექვემდებარება ჩათვლას.
5. კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა შექმნას ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომელიც დროის მცირე მონაკვეთში უზრუნველყოფს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის შესახებ მონაცემთა მიღებას სახეების, გადახდილი თანხების თარიღებისა და სხვა ნიშნების მიხედვით. გადახდილი გადასახადები აღრიცხვაში აისახება საქართველოს ეროვნული ვალუტით.
| ანგარიში 2559 | დანარჩენი მიმდინარე გადასახადები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ბანკის მიერ ბიუჯეტში ავანსად გადახდილი გადასახდების (მოგებისა და დღგ-ის გარდა) აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| თანხის ავანსად გადახდა | 2559 დანარჩენი მიმდინარე გადასახადები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ავანსად გადახდილი თანხის ჩათვლა | ავანსად გადახდილი გადასახადის პირადი ანგარიში (ჯგუფი 455 შესაბამისი ანგარიში) | 2559 დანარჩენი მიმდინარე გადასახადები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
2559 ანგარიშის დებეტში აისახება ბანკის მიერ ბიუჯეტისათვის ავანსად გადახდილი თანხა, ხოლო კრედიტში, ავანსად გადახდილი თანხის ჩათვლა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისას.
5. კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა შექმნას ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომელიც დროის მცირე მონაკვეთში უზრუნველყოფს ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების შესახებ მონაცემთა მიღებას სახეების, დარიცხული – გადახდილი თანხების, თარიღებისა და სხვა ნიშნების მიხედვით. გადახდილი გადასახადები აღრიცხვაში აისახება საქართველოს ეროვნული ვალუტით.
ანგარიშთა ჯგუფი 258 – სპეციალური დეპოზიტები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 2581 | დეპოზიტები მიცემული გარანტიების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
ანგარიში გამოიყენება იმ სახსრების აღსარიცხავად, რომლებიც წარმოადგენს გარანტიების მიხედვით გადახდის უზრუნველყოფას (ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით). ეს ანგარიში არ გამოიყენება ბროკერთა ანგარიშებზე სახსრების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები
დარიცხვის პრინციპი: პროცენტული შემოსავლები (თუ ისინი გათვალისწინებულია) აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება, გადახდის ვადის მიუხედავად. პროცენტების დარიცხვა მიცემული სახსრების მიხედვით გატარდება: დებეტი – 2409 ანგარიში – „მისაღები პროცენტები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით“ – და კრედიტი – შემოსავლების შესაბამისი ანგარიში.
ოპერაციის ასახვის პრინციპი: ჩანაწერი ანგარიშებზე შესრულდება ვალუტირების თარიღის შესაბამისად.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სახსრების გაცემა | 2581 დეპოზიტები მიცემული გარანტიების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტის მიმდინარე ანგარიში |
| სახსრების დაბრუნება | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტის მიმდინარე ანგარიში | 2581 დეპოზიტები მიცემული გარანტიების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
დავალიანების ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში კრედიტორს აქვს უფლება, გამოიყენოს გარანტის მიერ დაჯავშული სახსრები. ამ შემთხვევაში დაკრედიტდება ბლოკირებული დეპოზიტის ანგარიში და დადებეტდება აქტივის ის ანგარიში, რომლითაც აღირიცხება მსესხებლის ვალი.
5. კომენტარები
ბანკის ანალიზური აღრიცხვის საინფორმაციო სისტემამ უნდა უზრუნველყოს ანგარიშის ანალიზი სხვადასხვა ნიშნით, კერძოდ:
ა) კონტრაგენტების მიხედვით (კეძოდ, რეზიდენტი-არარეზიდენტი);
ბ) ნაშთები ანგარიშებზე დაკავშირებულ კომპანიათა ჯგუფების მიხედვით და სხვ.
გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით ბალანსის ნაშთები რეგულარულად შეუფარდდება კონტრაგენტებისაგან მიღებულ ამონაწერებს, შედეგი გაანალიზდება და, საჭიროების შემთხვევაში, შეიტანება შესაბამისი ცვლილებები.
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ცალ-ცალკე განიხილოს ოპერაციები, ვინაიდან ისინი შეიძლება დასალდოვდნენ ბალანსის კონსოლიდირების დროს.
| ანგარიში 2582 | დეპოზიტური ანგარიშები ჩეკის წიგნაკების მიხედვით |
| ანგარიში 2583 | დეპოზიტური ანგარიშები საბანკო ბარათების მიხედვით |
| ანგარიში 2585 | დეპოზიტები აკრედიტივის მიხედვით |
| ანგარიში 2589 | დეპოზიტური ანგარიშები დანარჩენი საგადახდო საბუთების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/ კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
ანგარიშები გამოიყენება გადახდის სხვადასხვა საშუალებებით ანგარიშსწორებისათვის ბანკის მიერ სხვა ბანკებსა ან საკრედიტო დაწესებულებებში დეპონირებული სახსრების აღსარიცხავად, დროებით. აუთვისებელი ნაშთი განსაზღვრული ვადის შემდეგ გადაიტანება შესაბამის ანგარიშზე.
2. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული შემოსავლები, თუ ისინი გათვალისწინებულია, აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება, გადახდის ვადის მიუხედავად. მისაღები, გადაუხდელი პროცენტების აღრიცხვისათვის გამოიყენება აქტიური ანგარიში 2409 – „მისაღები პროცენტები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით“.
ოპერაციის ასახვის პრინციპი: ჩანაწერი ანგარიშებზე შესრულდება ვალუტირების თარიღის შესაბამისად.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სახსრების გადარიცხვა | 2582-2589 სპეციალური დეპოზიტური ანგარიშები | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტის მიმდინარე ანგარიში |
| სახსრების დაბრუნება | ფულადი სახსრების ანგარიში კლიენტის მიმდინარე ანგარიში | 2582-2589 სპეციალური დეპოზიტური ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ანგარიშებიდან სახსრების ჩამოწერა ხორციელდება ხელშეკრულებათა პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავენ შესაბამისი საგადასახადო საშუალებების ფუნქციონირების წესს.
5. კომენტარები
ბანკის ანალიზური აღრიცხვის საინფორმაციო სისტემამ უნდა უზრუნველყოს ანგარიშის ანალიზი სხვადასხვა ნიშნით;
ოპერაციათა ხასიათის მიხედვით კონტრაგენტების შესაბამისად;
კონტრაგენტების მიხედვით (კერძოდ, რეზიდენტი – არარეზიდენტი).
ვალდებულებათა აღრიცხვის უტყუარობის მიზნით ბანკმა პერიოდულად უნდა შეამოწმოს კლიენტების ანგარიშებზე ნაშთების რეალობა მათგან მიღებული დასტურის საფუძველზე.
ანგარიშთა ჯგუფი 259 – სპეციალური დეპოზიტები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 2591 | დეპოზიტები მიცემული გარანტიების მიხედვით |
| ანგარიში 2592 | დეპოზიტური ანგარიშები ჩეკის წიგნების მიხედვით |
| ანგარიში 2593 | დეპოზიტური ანგარიშები საბანკო ბარათების მიხედვით |
| ნგარიში 2595 | დეპოზიტები აკრედიტივის მიხედვით |
| ანგარიში 2599 | დეპოზიტური ანგარიშები დანარჩენი საგადახდო საბუთების მიხედვით |
2591-2599 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 2581-2589 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 26. სავალუტო პოზიცია
ანგარიშთა ჯგუფი 260 – სავალუტო პოზიციის კონტრფასი
| ანგარიში2601 | სავალუტო პოზიციის კონტრფასი |
აქტივ-პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
ანგარიში 2601 წარმოადგენს ტექნიკურ ანგარიშს, რომელიც გამოიყენება ბალანსში ეროვნული ვალუტით – სავალუტო ოპერაციების მიხედვით წარმოქმნილი სავალუტო პოზიციის ნაშთების აღრიცხვისათვის. ამ ანგარიშით წარმოებული ოპერაციები წარმოადგენს უცხოური ვალუტით 2611 ანგარიშით განხორციელებული ოპერაციების სარკისებრ ასახვას, ანუ, თუ 2611 ანგარიში ვალუტით ოპერაციის შესრულებისას დადებეტდა, მაშინ ანგარიში 2601 დაკრედიტდება უცხოური ვალუტის შესაბამისი ეკვივალენტით. ამ ანგარიშზე ასახული თანხები წარმოადგენს:
– 2611 ანგარიშის თანხების კონტრფასს, რომელიც გამოანგარიშებულია გაცვლის ოფიციალური კურსის შესაბამისად;
– სავალუტო პოზიციის გადაფასების შედეგებს კურსის შეცვლის შესაბამისად.
– ოპერაციები უცხოური ვალუტით გატარდება უცხოური ვალუტით დენომინირებული ბალანსის ანგარიშებით (ბალანსი უცხოური ვალუტით). ყველა ანგარიში გაიხსნება ანგარიშთა გეგმის თანახმად როგორც ლარით, ისე ყველა სახის ვალუტით, რომლითაც ბანკი მუშაობს. უცხოური ვალუტის ოპერაციებთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები აღირიცხება მათი ეკვივალენტი ლარით. ანალოგიურია ბალანსგარეშე ანგარიშების წარმოება უცხოური ვალუტასთან მიმართებაშიც.
ანგარიში 2601 ბალანსში გახსნილია ლარით. იგი დადებეტდება ან დაკრედიტდება წარმოებული ოპერაციის შინაარსის მიხედვით.
მაგალითად: როდესაც ბანკი დოლარს შეიძენს ლარით – დადებეტდება 2601 ანგარიში და დაკრედიტდება ფულადი სახსრების ანგარიში ლარებით, იმავდროულად დაკრედიტდება 2611 ანგარიში დოლარებით ფულადი სახსრების ანგარიშთან კორესპონდენციაში. ორი ერთდროული გატარება დააბალანსებს ლარისა და დოლარის ბალანსს.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: შემოსავალი და ხარჯი, არარეალიზებული მოგება ან ზარალი სავალუტო ოპერაციებისაგან აისახება შესაბამის მოგებისა ან ზარალის ანგარიშებზე იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| უცხოური ვალუტის ყიდვა ლარებით (უცხოური ვალუტისათვის მიცემული ლარების თანხის გატარება ბალანსში) | 2601 სავალუტო პოზიციის კონტრფასი | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| უცხოური ვალუტის ყიდვა ლარით (ბალანსში შესაბამისი უცხოური ვალუტის გატარება ნაყიდი უცხოური ვალუტის თანხა) | ფულადი სახსრების ანგარიშები | 2611 სავალუტო პოზიცია |
| ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული მოგება | 2601 სავალუტო პოზიციის კონტრფასი | 6604 შემოსავლები უცხოური ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული ზარალი | 8604 ზარალი უცხოურ ვა- ლუტასთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | 2601 სავალუტო პოზიციის კონტრფასი |
| სავალუტო პოზიციის ანგარიშთა გადაფასება (მოგება) | 2601 სავალუტო პოზიციის კონტრფასი | 6621 შემოსავლები სავალუტო სახსრების გადაფასებიდან |
| სავალუტო პოზიციის ანგარიშთა გადაფასება (ზარალი) | 8621 ზარალი სავალუტო სახსრების გადაფასებიდან | 2601 სავალუტო პოზიციის კონტრფასი |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
სავალუტო პოზიციებისა და სავალუტო პოზიციის კონტრფასის ანგარიშები გამოიყენება იმ სავალუტო ოპერაციების აღსარიცხავად, რომლებიც გულისხმობს ერთი სახეობის ვალუტის გაცვლას მეორე სახეობის ვალუტაზე, ან აქტივებისა ან პასივების ყიდვა – გაყიდვას, რომლებიც დენომინირებულია ერთი ვალუტით, ხოლო გადახდა წარმოებს მეორე ვალუტით.
2601 ანგარიშის ნაშთი ყოველთვის ასახავს უცხოური ვალუტით სავალუტო პოზიციის ანგარიშებით გატარებული თანხების ეკვივალენტს, რომლებიც გამოანგარიშებულია ოფიციალური კურსით.
ბანკი ყოველდღიურად გადააფასებს სავალუტო პოზიციის ანგარიშებს მოცემული თარიღისათვის დაფიქსირებული გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით. გადაფასების შედეგები აისახება სავალუტო პოზიციის კონტრფასის 2601 ანგარიშსა და შემოსავლისა და ხარჯების შესაბამის ანგარიშზე. ამგვარად, ეს შესაძლებლობას იძლევა თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს გამოანგარიშებულ იქნეს მოგება ან ზარალი სავალუტო პოზიციების მიხედვით. არარეალიზებული საკურსო სხვაობის (მიმდინარე გადაფასების შედეგი) და რეალიზებული საკურსო სხვაობის, რომელიც წარმოადგენს უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სხვადასხვა გარიგებათა ფინანსურ შედეგს, გამიჯვნისათვის გამოიყენება 2601 ანგარიშის პირადი ანგარიშები.
ბანკის კრებსითი ბალანსის მომზადებისას ცალკეული სავალუტო ბალანსების ყველა ნაშთი გადაიყვანება ლარებში, მიმდინარე ოფიციალური კურსის გამოყენებით და განხორციელდება მათი კონსოლიდაცია. ამასთან, სავალუტო პოზიციებისა და სავალუტო პოზიციის კონტრფასის ყველა ანგარიში დასალდოვდება ერთმანეთს შორის. თუ სავალუტო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურები სწორად ხორციელდება, აღნიშნულ ანგარიშთა დასალდოების შედეგი ნულს უდრის. მხედველობაშია მისაღები, რომ დასალდოების პროცედურა ხორციელდება მხოლოდ ბანკის კრებსითი ბალანსის დონეზე.
ვიდრე უცხოური ვალუტა არ იქნება რეალურად მიღებული ან მიცემული, ოპერაციები უნდა აისახოს ბალანსგარეშე ანგარიშებზე, რომლებიც გამოიყენება შესაბამის ვალდებულებათა აღსარიცხავად.
5. კომენტარები
ეს ანგარიში ასახავს დებეტის ან კრედიტის ნაშთს პოზიციის ანგარიშზე. სალდო მოცემულ ანგარიშებზე წარმოადგენს მოკლე ღია პოზიციას, როცა ნაშთი დებეტისაა და გრძელ ღია პოზიციას, როცა ნაშთი კრედიტისაა.
სავალდებულოა ბანკმა გაცვლის ისტორიული კურსების დამადასტურებელი ყველა საბუთი (ხელშეკრულებები ან კონტრაქტები), რომლებიც დაკავშირებულია 2601 ანგარიშის წარმოებასთან, შეინახოს საბუთების შენახვის ვადების არსებული წესების მიხედვით.
ბანკის ანალიზურმა აღრიცხვამ უნდა უზრუნველყოს უცხოური ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის მიღება დროის მცირე მონაკვეთში.
ანგარიშთა ჯგუფი 261 – სავალუტო პოზიცია
| ანგარიში 2611 | სავალუტო პოზიცია |
აქტივ-პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
ეს ტექნიკური ანგარიში გამოიყენება კონტრჩანაწერებისათვის გატარებებში, რომლებიც კეთდება ბალანსში უცხოური ვალუტით, როცა აღნიშნული გატარებებისათვის მოცემული კონკრეტული ვალუტის ბალანსში არ არის რეალური „კონტრანგარიშები“, ე.ი. გაცვლის ოპერაციების შესრულების დროს (მაგალითად, ოპერაციები „სპოტი“ და „ფორვარდი“ უცხოური ვალუტით, უცხოური ვალუტით დენომინირებული და სხვა ვალუტით ავანსირებადი ფასიანი ქაღალდების ყიდვა ან გაყიდვა, სესხების გაცემა კლიენტებისათვის, რომლებსაც სურთ სახსრების კონვერტირება სხვა სახეობის ვალუტით, ან იმ შემთხვევებში, როდესაც კლიენტს არა აქვს მიმდინარე ანგარიში უცხოური ვალუტით და ა.შ.). ეს ანგარიში გამოყენებულ უნდა იქნეს სავალუტო ბალანსებში. ბანკის კრებსით ბალანსში მოცემული ანგარიში უნდა დასალდოვდეს სავალუტო პოზიციის კონტრფასის ანგარიშებთან.
უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაციები უცხოური ვალუტით უნდა გატარდეს უცხოური ვალუტით დენომინირებული ბალანსის ანგარიშებით (ბალანსი უცხოური ვალუტით). ბალანსის ყველა ანგარიში გაიხსნება ანგარიშთა გეგმის თანახმად როგორც ლარში, ისე თითოეული სახეობის ვალუტით, რომლითაც ბანკი მუშაობს. მაგრამ ამის მიუხედავად, უცხოური ვალუტით ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა შემოსავალი და ხარჯი უნდა აღირიცხოს მხოლოდ მათი ეკვივალენტებით ლარებით, ე.ი. მოგებისა და ზარალის ანგარიშები არ შეიძლება დადენომინირდეს უცხოური ვალუტით. ანალოგიურად მოქმედებს ყველა ბალანსგარეშე ანგარიშიც.
ანალიზურ აღრიცხვაში 2611 საბალანსო ანგარიშზე გაიხსნება ცალკე პირადი ანგარიში თითოეული სახეობის უცხოური ვალუტისათვის, რომლითაც ბანკი მუშაობს და რომლის მიხედვითაც, ბუნებრივია, აწარმოებს ბალანსს. იგი უნდა დადებეტდეს ან დაკრედიტდეს იმ შემთხვევაში, თუ უცხოური ვალუტით ბალანსის ზოგიერთი ანგარიშისათვის არ არის მოკორესპონდენტო ანგარიში ამავე ბალანსში, რომლითაც შეიძლება განხორციელდეს კონტრჩანაწერი.
მაგალითად: როცა ბანკი დოლარს ლარით ყიდულობს, ბალანსში 2611 ანგარიში დოლარით უნდა დაკრედიტდეს იმისათვის, რომ დაბალანსდეს ფულადი სახსრების ანგარიშის დებეტით გატარებული თანხა, სადაც აღირიცხება ნაყიდი დოლარი. ეს შესაძლებლობას იძლევა, თვალი მივადევნოთ ვალუტით გაცვლის სავალუტო პოზიციას თითოეული ვალუტის მიხედვით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: არარეალიზებული მოგება ან ზარალი სავალუტო ოპერაციებისაგან უნდა აისახოს მოგებისა და ზარალის ანგარიშებზე იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, რეალიზაციის დროის მიუხედავად.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| უცხოური ვალუტის ყიდვა ლარით (უცხოური ვალუტისათვის მიცემული ლარის თანხის გატარება ბალანსში) | 2601 სავალუტო პოზიციის კონტრფასი | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| უცხოური ვალუტის ყიდვა ლარით (ბალანსში შესაბამისი უცხოური ვალუტის გატარება ნაყიდი უცხოური ვალუტის თანხა) | ფულადი სახსრების ანგარიშები | 2611 სავალუტო პოზიცია |
| ვალუტის ყიდვა-გაყიდვისაგან მიღებული შემოსავალი | 2601 სავალუტო პოზიციის კონტრფასი | 6604 შემოსავლები უცხოური ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული ზარალი | 8604 ზარალი უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | 2601 სავალუტო პოზიციის კონტრფასი |
| სავალუტო პოზიციის ანგარიშთა გადაფასება (მოგება) | 2601 სავალუტო პოზიციის კონტრფასი | 6621 შემოსავლები სავალუტო სახსრების გადაფასებიდან |
| სავალუტო პოზიციის ანგარიშთა გადა-ფასება (ზარალი) | 8621 ზარალი სავალუტო სახსრების გადაფასებიდან | 2601 სავალუტო პოზიციის კონტრფასი |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
სავალუტო პოზიციისა და სავალუტო პოზიციის კონტრფასის ანგარიშები გამოიყენება იმ სავალუტო ოპერაციების აღსარიცხავად, რომლებიც გაცვლას გულისხმობს (აქტივების ან პასივების ყიდვა, გაყიდვა, რომლებიც დენომინირებულია ერთი ვალუტით, ხოლო გადაიხდება მეორე ვალუტით).
როდესაც ოპერაცია იწვევს უცხოური ვალუტით დენომინირებული ბანკის აქტივების გაზრდას და ლარებში აქტივების შემცირებას, უნდა დადებეტდეს ფულადი სახსრების შესაბამისი ანგარიში უცხოური ვალუტით და დაკრედიტდეს ანგარიში 2611. იმავდროულად, უნდა დაკრედიტდეს ფულადი სახსრების ანგარიში ლარში და დადებეტდეს ანგარიში 2601.
როდესაც ბანკის აქტივები მცირდება ერთი უცხოური ვალუტით და იზრდება მეორე უცხოური ვალუტით გაცვლის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული თანხით, უნდა დადებეტდეს ანგარიში 2611 და დაკრედიტდეს ფულადი სახსრების ანგარიში მოცემული ვალუტით. იმავდროულად, ბალანსში უცხოური ვალუტით უნდა შესრულდეს გატარება სავალუტო პოზიციის კონტრფასის 2601 ანგარიშის ორ სუბანგარიშს შორის, რომელიც შესაბამისად ასახავს ლარით გამოხატულ სავალუტო პოზიციათა ეკვივალენტებს.
ამ ორთაგან ნებისმიერ შემთხვევაში ნაშთი 2601 ანგარიშზე ყოველთვის ასახავს უცხოური ვალუტით სავალუტო პოზიციის ანგარიშებით გატარებული თანხების ეკვივალენტს, რომლებიც გამოანგარიშებულია ოფიციალური კურსით.
ბანკმა ყოველდღიურად უნდა გადააფასოს სავალუტო პოზიციის ანგარიშები მოცემული თარიღისათვის დაფიქსირებული გაცვლის ოფიციალური კურსის თანახმად. გადაფასების შედეგები აისახება გატარებით სავალუტო პოზიციის კონტრფასის 2601 ანგარიშით და მოგებისა და ზარალის ანგარიშით. ამგვარად, ეს შესაძლებლობას იძლევა თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს გამოანგარიშებულ იქნეს მოგება ან ზარალი სავალუტო პოზიციების მიხედვით.
ბანკის კრებსითი ბალანსის მომზადებისას ცალკეული სავალუტო ბალანსების ყველა ნაშთი გადაყვანილ უნდა იქნეს ლარში მიმდინარე ოფიციალური კურსის გამოყენებით და განხორციელდეს მათი კონსოლიდაცია. ამასთან, სავალუტო პოზიციისა და სავალუტო პოზიციის კონტრფასის ყველა ანგარიში უნდა დასალდოვდეს ერთმანეთს შორის. თუ სავალუტო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურები სწორად ხორციელდება, აღნიშნულ ანგარიშთა დასალდოების შედეგი ნულს უდრის. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ დასალდოების პროცედურა ხორციელდება მხოლოდ ბანკის კრებსითი ბალანსის დონეზე.
ვიდრე უცხოური ვალუტა არ იქნება რეალურად მიღებული ან მიცემული, ოპერაციები უნდა აისახოს ბალანსგარეშე ანგარიშებზე, რომლებიც გამოიყენება შესაბამის ვალდებულებათა აღსარიცხავად.
5. კომენტარები
ეს ანგარიში ასახავს დებეტის ან კრედიტის ნაშთს პოზიციის ანგარიშზე. სალდო მოცემულ ანგარიშებზე წარმოადგენს მოკლე ღია პოზიციას, როდესაც ნაშთი დებეტისაა და გრძელ ღია პოზიციას, როდესაც ნაშთი კრედიტისაა.
ბანკმა ეს ანგარიშები უნდა გამოიყენოს ყოველდღიურ მუშაობაში და შეინახოს გაცვლის ისტორიული კურსების დამადასტურებელი ყველა საბუთი (ხელშეკრულებები ან კონტრაქტები), რომლებიც გამოიყენება ანგარიშთან დაკავშირებული მუშაობის დროს.
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა აღრიცხვა უნდა აწარმოოს უცხოური ვალუტის ყოველი, ცალკეული სახეობის მიხედვით.
კლასი 27. გადავადებული საგადასახადო აქტივი
ანგარიშთა ჯგუფი 271 – გადავადებული საგადასახადო აქტივი
| ანგარიში 2711 | გადავადებული საგადასახადო აქტივი |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება საანგარიშგებო წლის სააღრიცხვო და საგადასახადო ანგარიშგებით მიღებული მოგების გადასახადებს შორის იმ სხვაობის აღსარიცხავად, რომელიც დროებით სხვაობას წარმოადგენს. აღნიშნულ ანგარიშს აქვს ინფორმაციული დატვირთვა ფინანსური საქმიანობის ანალიზისათვის.
შემოსავლებისა და ხარჯების საგადასახადო მიზნით განხილვის დროს მხედველობაშია მისაღები ზოგიერთი შეზღუდვისა და აკრძალვის გავლენა საგადახადო მოგებაზე, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას სხვაობა სააღრიცხვო და საგადასახადო მოგებას შორის, ამ სხვაობის განხილვისას აუცილებელია დადგინდეს, რით არის გამოწვეული ის და როგორია – დროებითი, თუ მუდმივი.
– მუდმივია სხვაობა, თუ სააღრიცხვო ხარჯი არასოდეს არ გამოიქვითება საგადასახადო შემოსავლიდან, მაგ., ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ჯარიმა, რომელმაც სააღრიცხვო მოგების გაანგარიშებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საგადასახადო მიზნით არ გამოიქვითება როგორც მიმდინარე, ისე მომდევნო საანგარიშგებო პერიოდებში.
– დროებითია სხვაობა, თუ შემდგომ პერიოდში დასაშვებია მისი აღდგენა, მაგ., ამორტიზაცია, რომელიც სააღრიცხვო ანგარიშგებაში უფრო დიდი განაკვეთით შეიძლება იყოს დარიცხული, ვიდრე ამას საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიში | კრედიტის ანგარიში |
| დროებითი სხვობის თანხის აღება გადავადებული საგადასახადო აქტივის ანგარიშზე | 2711 გადავადებული საგადასახადო აქტივი – სააღრიცხვო და საგადასახადო მოგებების გადასახადებს შორის სხვაობის თანხა, რომელიც გამოწვეულია დროებითი სხვაობით | 9501 მიმდინარე წლის მოგების გადასახადი |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ბანკი სააღრიცხვო და საგადასახადო მოგებების გადასახადებს შორის სხვაობის თანხას გაატარებს გადავადებული საგადასახადო აქტივის ანგარიშზე: დებეტი – 2711 ანგარიში, კრედიტი – 9501.
5. კომენტარები
ბანკის ანალიზურმა აღრიცხვამ დროის მცირე მონაკვეთში უნდა უზრუნველყოს გადავადებული საგადახადო აქტივის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
გადავადებული საგადახადო აქტივი ცალკეული სახეების მიხედვით;
შემდგომ პერიოდებში გადავადებული საგადახადო აქტივის აღსადგენი თანხები თარიღების მიხედვით და სხვა.
კლასი 28. ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის
ანგარიშთა ჯგუფი 283 – ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 2831 | ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ფილიალთაშორისი ანგარიშსწორების აღსარიცხავად, რომელზეც აისახება ყველა სახის აქტივებისა და პასივების მოძრაობასთან დაკავშირებული ოპერაციები, შესაბამის განკარგულებათა შესაბამისად, რომელთა ასლები ეგზავნება კორესპონდენტ ფილიალს.
2. დარიცხვათა პრინციპი
თუ ფილიალთაშორისი ვალდებულებანი ითვალისწინებს პროცენტის გადახდას, მისაღები პროცენტი აისახება იმ პერიოდში, რომელსაც იგი ეკუთვნის.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ბუღალტრული ჩანაწერები ანგარიშზე შესრულდება ოპერაციების განხორციელების დღეს ან ვალუტირების თარიღის შესაბამისად, მიუხედავად კორესპონდენტ ფილიალში გატარების თარიღისა. ამავდროულად, სავალდებულოა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ საბანკო დაწესებულებებში ანგარიშსწორების ოპერაციები მთავრდებოდეს ერთ დღეში ოპერაციათა შესრულების დღეს, ისე, რომ ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის ურთიერთანგარიშსწორების ნაშთები იყოს ერთი და იგივე.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| აქტივთა გადაცემა | 2831 ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის | აქტივთა ანგარიშები |
| გადაცემული აქტივების მიღება | აქტივთა ანგარიშები | 4831 ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის |
| პასივების გადაცემა | პასივთა ანგარიშები | 4831 ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის |
| გადაცემული პასივების მიღება | 2831 ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის | პასივთა ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ა) გადაცემული აქტივების მიხედვით ფილიალთაშორისი დავალიანების აღრიცხვის წესი
აქტივების გადაცემისას გამგზავნი ფილიალი განკარგულების საფუძველზე დაადებეტებს 2831 ანგარიშს და დააკრედიტებს აქტივთა ანგარიშს, ხოლო მიმღები ფილიალი გადაცემული აქტივების მიღებისას დაადებეტებს აქტივთა ანგარიშს და დააკრედიტებს 4831 ანგარიშს.
ბ) გადაცემული პასივების მიხედვით ფილიალთაშორისი დავალიანების აღრიცხვის წესი
პასივების გადამცემი ფილიალი პასივების გადაცემის შესახებ განკარგულების საფუძველზე, დაადებეტებს პასივთა ანგარიშს და დააკრედიტებს 4831 ანგარიშს, ხოლო პასივების მიმღები ფილიალი დაადებეტებს 2831 ანგარიშს და დააკრედიტებს პასივთა ანგარიშს.
5. კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა შექმნას ფილიალებისა და ოპერაციების სახეობების მიხედვით ანგარიშთა ანალიზისათვის განკუთვნილი ცალკე საინფორმაციო სისტემა.
ბანკმა უნდა განახორციელოს ფილიალთაშორისი ანგარიშსწორების სისტემატური შემოწმება. კრებსით ბალანსში საანგარიშსწორებო თარიღისათვის (საბალანსო ანგარიშთა დონეზე) ფილიალთაშორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული შემოწმებული ნაშთები უნდა დასალდოვდეს.
იმ შემთხვევაში, თუ ფილიალთაშორისი ვალდებულებანი ითვალისწინებს პროცენტების გადახდას, ანგარიშსწორება მისაღები და მიღებული (გადახდილი) პროცენტების მიხედვით გულმოდგინედ უნდა შემოწმდეს. კრებსით ანგარიშგებაში საანგარიშგებო თარიღისათვის მისაღები შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე მიღებული და გადახდილი პროცენტების ანგარიშები უნდა დასალდოვდეს.
ანგარიშთა ჯგუფი 284 – ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის უცხოური ვალუტით
| ანგარიში 2841 | ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
2841 ანგარიშის დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრიციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 2831 ანგარიშისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 29. ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები
ანგარიშთა ჯგუფი 290 – ძირითადი საშუალებები
| ანგარიში 2901 | მიწა |
| ანგარიში 2902 | შენობა – ნაგებობები |
| ანგარიში 2903 | კომპიუტერული ტექნიკა და საკომუნიკაციო მოწყობილობები |
| ანგარიში 2904 | სატრანსპორტო საშუალებები |
| ანგარიში 2905 | ავეჯი და მოწყობილობები |
| ანგარიში 2906 | დანარჩენი ძირითადი საშუალებები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერცული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება ბანკის მიერ შეძენილი, აშენებული ან უსასყიდლოდ მიღებული მატერიალური აქტივების (ძირითად საშუალებათა) აღსარიცხავად.
2. საქმიანობის უწყვეტობის პრინციპი:
ბანკი ძირითად საშუალებებს გამოიყენებს მათი ექსპლუატაციის მთელი ვადის მანძილზე, რომლის განმავლობაშიც ისინი ცვეთას განიცდიან, საჭირო არის მიმდინარე ფასებში მოცემული აქტივების ღირებულებასთან მათი საბალანსო ღირებულების შედარება. გადაფასების ბუღალტრული გატარებები მოცემულია 590 ჯგუფის დახასიათებაში.
გამოსაყენებელი პრინციპების მუდმივობის პრინციპი: ცვეთის ნორმა და მეთოდები უნდა გამოიყენებოდეს მუდმივად, ერთი საანგარიშგებო პერიოდიდან მეორემდე.
წინდახედულობის პრინციპი: მატერიალურ აქტივებს ცვეთის თანხა დაერიცხება ექსპლუატაციის პერიოდში ნაზარდი ჯამით, მოცემული მომენტისათვის რეალური ღირებულების ასახვის მიზნით, რაც განპირობებულია აქტივების ცვეთით, მათი ტექნიკური დაძველებით ან სხვა მიზეზებით.
აქტივებისა და პასივების ცალ-ცალკე განხილვის პრინციპი: მატერიალური აქტივები აღირიცხება შეძენის ღირებულებით 2901-2906 ანგარიშებზე, ხოლო ცვეთა 4902-4906 ანგარიშებზე. ეს ორი თანხა არ დასალდოვდება ერთმანეთთან.
ოპერაციების ასახვის პრინციპები: ბუღალტრული გატარებები განხორციელდება ობიექტების ფიზიკურად მიღების, ექსპლუატაციაში გადაცემის დღეს, მიუხედავად სახსრების გაგზავნის/მიღების თარიღისა. ის უნდა შეესაბამებოდეს საშუალებების ყიდვის ან გაყიდვის დამადასტურებელი საბუთის გაცემის თარიღს (ანუ ანგარიშფაქტურის გაცემის თარიღს).
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ძირითად საშუალებათა შეძენა | 2901-2906 ძირითადი საშუალებები | ფულადი სახსრების ანგარიშები 2505 ძირითად საშუალებების ღირებულების წინასწარი გადახდა |
| დასრულებული კაპიტალური დაბანდებები | 2901-2906 ძირითადი საშუალებები | 2911 დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდების დანახარჯები |
| ფიქსირებული აქტივების ჩამოწერა | 4902-4906 ძირითად საშუალებების ცვეთა. 5904 ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი | 2901-2906 ძირითადი საშუალებები |
| ფიქსირებული აქტივების ვადამდე ჩამოწერა | 4902-4906 ძირითადი საშუალებების ცვეთა 5904 ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი 9061 ზარალი ძირითადი საშუალებების გასვლიდან და გადაფასებიდან | 2901-2906 ძირითადი საშუალებები |
| ფიქსირებული აქტივების გაყიდვა (ზარალი) | ფულადი სახსრების ანგარიშები 4902-4906 ძირითადი საშუალებების ცვეთა 5904 ძირითადი საშუალებების გადაფასების ფონდები 9061 ზარალი ძირითადი საშუალებების გასვლიდან და გადაფასებიდან | 2901-2906 ძირითადი საშუალებები |
| ფიქსირებული აქტივების გაყიდვა (მოგება) | ფულადი სახსრების ანგარიშები 4901-4906 ძირითადი საშუალებების ცვეთა 5904 ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი | 2901-2906 ძირითადი საშუალებანი 7061 შემოსავლები ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან და გადაფასებიდან |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ძირითად საშუალებათა აღრიცხვა ხორციელდება შეძენის ღირებულებით. ბანკის მიერ აშენებული (შეკეთებული) ძირითად საშუალებათა ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მშენებლობის (შეკეთების) პირდაპირ და არაპირდაპირ დანახარჯთა თანხას.
ძირითად საშუალებათა გაყიდვის ან ვადამდე ჩამოწერის დროს ძირითად საშუალებათა გაყიდვის (ვადამდე ჩამოწერის) შედეგად მიღებული მოგება ან ზარალი წარმოადგენს სხვაობას აქტივების ნარჩენ ღირებულებასა (ისტორიული ღირებულება მინუს დაგროვილი ცვეთა) და რეალიზაციის ფასს შორის და აისახება შესაბამის ანგარიშებზე.
უცხოური ვალუტით გადახდილი აქტივების აღსარიცხავად გამოიყენება სავალუტო პოზიციის ანგარიშები.
5. კომენტარები
თითოეული ძირითადი საშუალების შეძენისთანავე შედგება ცვეთის სქემა, რომელიც შემდგომ არ უნდა შეიცვალოს.
ბანკის ანალიზური აღრიცხვის საინფორმაციო სისტემამ უნდა უზრუნველყოს თითოეული აქტივის შეძენის, ცვეთის დარიცხვისა და მათი ექსპლუატაციიდან გამოსვლის მონაცემები.
ანაგრიშთა ჯგუფი 291 – დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდების დანახარჯები
| ანგარიში 2911 | დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდების დანახარჯები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი / კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდების დანახარჯების აღსარიცხად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| შესრულებული კაპიტალური დაბანდების დანახარჯები | 2911 დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდების დანახარჯები | ფულადი სახსრების ანგარიშები 2505 ძირითად საშუალებათა ღირებულების წინასწარი გადახდა |
| დამთავრებული კაპიტალური დაბანდების დანახარჯების გადატანა ძირითად საშუალებებში | 2902-2906 ძირითადი საშუალებანი 2912 კაპიტალური დანახარჯები იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით | 2911 დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდების დანახარჯები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდების დანახარჯები მშენებლობის დამთავრებამდე აისახება 2911 ანგარიშით.
5. კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა დააწესოს დანახარჯთა აღრიცხვის სისტემა, რომელიც შესაძლებელს გახდის მოცემული ანგარიში გაანალიზდეს დანახარჯების სახეობათა მიხედვით.
| ანგარიში 2912 | კაპიტალური დანახარჯები იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით დამთავრებული კაპიტალური მშენებლობის დანახარჯთა აღსარიცხავად, იმ შემთხვევაში, თუ ეს დანახარჯები არ უნდა აანაზღაუროს მეიჯარემ.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
საქმიანობის უწყვეტობის პრინციპი: იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკი აქტივებს გამოიყენებს მათი ექსპლუატაციის ვადის განმავლობაში, რომლის დროსაც ხდება მათი ცვეთა, აუცილებელია მოცემული აქტივების საბალანსო ღირებულების შედარება მათ ღირებულებასთან მიმდინარე ფასებში.
წინდახედულობის პრინციპი: აქტივები ექვემდებარება ცვეთის თანხის დარიცხვას ექსპლუატაციის პერიოდში მათი ღირებულების შემცირების ასახვისათვის. კაპიტალური დანახარჯების ცვეთა უნდა აისახოს შესაბამის ანგარიშზე. შენობის იჯარის ვადა შეიძლება განხორციელებული კაპიტალური შეკეთების დანახარჯების ცვეთის პერიოდზე ნაკლები იყოს, თუ ამ ხარჯებს აანაზღაურებს მეიჯარე, მაშინ გაუცვეთელი აქტივის შესაბამისი თანხა უნდა მიაკუთვნოს ზარალის ანგარიშს.
გამოსაყენებელი მეთოდების მუდმივობის პრინციპი: ცვეთის ნორმა და მეთოდები უნდა გამოიყენებოდეს მუდმივად, ერთი საანგარიშგებო პერიოდიდან მეორემდე.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ბუღალტრული ჩანაწერები უნდა გატარდეს ოპერაციების შესრულების დღეს, იმ დღის მიუხედვად, როდესაც გადაგზავნეს/მიიღეს სახსრები. ეს თარიღი უნდა შეესაბამებოდეს კაპიტალური ხასიათის სამუშაოთა დამთავრების დამადასტურებელი საბუთის თარიღს.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| დასრულებული კაპიტალური დაბანდებანი (მშენებლობა, ობიექტის კაპიტალური შეკეთება, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი ბანკის საკუთრება არ არის) | 2912 კაპიტალური დანახარჯები იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით | 2911 დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდების დანახარჯები |
| კაპიტალური დანახარჯების ამორტიზაცია | 9321 კაპიტალური დანახარჯების ცვეთის ხარჯები იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით | 4921 კაპიტალური დანახარჯების ცვეთა იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით |
| დანახარჯების ჩამოწერა | 4921 კაპიტალური დანახარჯების ცვეთა იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით | 2912 კაპიტალური დანახარჯები იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ბანკის მიერ აშენებული (შეკეთებული) ობიექტების ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მშენებლობის (შეკეთების) პირდაპირი (მოცემულ ობიექტზე დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასი და ა.შ.) და არაპირდაპირი საწარმოო დანახარჯების თანხას. მეიჯარის მიერ წარმოებული ფიქსირებული აქტივების ღირებულება განისაზღვრება მხარეთა (ბანკისა და მეიჯარის) ხელშეკრულებით. უცხოური ვალუტით გადახდილი აქტივების აღსარიცხავად გამოიყენება სავალუტო პოზიციის ანგარიშები.
5. კომენტარები
თითოეული აქტივისათვის, მისი აღრიცხვაზე აყვანის დღეს ბანკმა უნდა შეადგინოს ცვეთისა და რეზერვის შექმნის სქემა, რომელიც შემდგომში არ შეიცვლება.
ბანკმა უნდა შექმნას ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს გააკონტროლოს თითოეული აქტივი მისი ფაქტობრივი შეძენის, ცვეთის დარიცხვის, გადაფასებისა და ამორიცხვის მონაცემების მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 292 –ოპერაციული ლიზინგი
| ანგარიში 2921 | მიწა |
| ანგარიში 2922 | შენობა – ნაგებობები |
| ანგარიში 2923 | კომპიუტერები და საკომუნიკაციო მოწყობილობები |
| ანგარიში 2924 | სატრანსპორტო საშუალებები |
| ანგარიში 2925 | ავეჯი და მოწყობილობები |
| ანგარიში 2926 | დანარჩენი ძირითადი საშუალებები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ძირითად საშუალებათა აღსარიცხავად, რომლებიც ბანკმა კლიენტებს გადასცა ოპერაციული ლიზინგით.
ოპერაციულად ითვლება ლიზინგი, რომელიც არ აკმაყოფილებს ფინანსური ლიზინგის მოთხოვნებს.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდების მუდმივობის პრინციპი: ოპერაციული ლიზინგით გადასახდელთა ანგარიშსწორებისათვის გამოყენებული მეთოდები არ იცვლება ერთი პერიოდიდან მეორემდე.
დარიცხვათა პრინციპი: ოპერაციულ ლიზინგთან დაკავშირებული ოპერაციებიდან გამომდინარე, ნებისმიერი მისაღები პროცენტები აღირიცხება იმ პერიოდში, როდესაც ბანკმა ისინი გამოიმუშავა.
წინდახედულობის პრინციპი: ფიქსირებული აქტივები ექვემდებარება ცვეთას ექსპლუატაციის პერიოდის განმავლობაში. მათი მდგრადობის დაქვეითების თავიდან ასაცილებლად, რაც განპირობებულია აქტივების ცვეთით, მათი ტექნიკური დაძველებით ან სხვა მიზეზებით.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშზე შესრულდება გარიგების დადების თარიღისათვის, მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა მათი გადაცემა/მიღება.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| აქტივების გადაცემა ოპერაციული ლიზინგით | 2921-2926 ოპერაციული ლიზინგი | 2901-2906 ძირითადი საშუალებები |
| ლიზინგთან დაკავშირებული გადასახდელების მიღება | ფულადი სახსრების ანგარიშები | 2921-2926 ოპერაციული ლიზინგი 7033 შემოსავლები ოპერაციული ლიზინგიდან |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ბანკის მიერ კლიენტის დავალებით აქტივების ყიდვის დროს დადებეტდება 2921-2926 ანგარიშები და დაკრედიტდება ფულადი სახსრების ანგარიში.
ოპერაციული ლიზინგით გადაცემული ძირითადი საშუალებები აღირიცხება 2921-2926 ანგარიშებით ისტორიული (საბალანსო) ღირებულებით. ოპერაციულ ლიზინგში გადაცემულ ძირითად საშუალებათა ცვეთა აისახება 4902- 4906 ანგარიშებზე.
ოპერაციული ლიზინგის მიხედვით გადასახადებით დაიფარება ძირითად საშუალებათა ცვეთის თანხა.
ოპერაციული ლიზინგის მიხედვით მისაღები შემოსავლები წარმოადგენს საიჯარო გადასახდელს, რომელიც განისაზღვრება ხელშეკრულების თანახმად. იჯარის მიხედვით გადასახდელების მიღებისას დაკრედიტდება შემოსავლების ანგარიში და დადებეტდება ფულადი სახსრების ანგარიში (თუ გადახდა შეუფერხებლად ხორციელდება) ან დებიტორთა ანგარიში (თუ გადასახდელები გადადებულია).
5. კომენტარები
ბანკის ანალიზური აღრიცხვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ოპერაციულ ლიზინგთან დაკავშირებული თითოეული ოპერაციის ანალიზი სხვადასხვა ნიშნით.
ანგარიშთა ჯგუფი 296 – არამატერიალური აქტივები
| ანგარიში 2961 | არამატერიალური აქტივები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემულ ანგარიშზე აღირიცხება არამატერიალური აქტივები, რომლებიც წარმოადგენს საკუთრების ან სარგებლობის უფლებათა, პროგრამული კომპიუტერული უზრუნველყოფისა და სხვა მსგავსი შეძენის ერთდროულ დანახარჯებს. არამატერიალური აქტივები მოცემულ ანგარიშზე აღირიცხება მისი მოსალოდნელი ექსპლუატაციის პერიოდში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
საქმიანობის უწყვეტობის პრინციპი: არამატერიალურ აქტივებს ბანკი გამოიყენებს მათი მთელი ექსპლუატაციის ვადით, მანძილზე, რომლის განმავლობაშიც ისინი ამორტიზებული გახდებიან.
წინდახედულობის პრინციპი: არამატერიალური აქტივები ექვემდებარება ამორტიზაციის თანხის დარიცხვას ექსპლუატაციის პერიოდის განმავლობაში მათი ღირებულების შემცირების ასახვისათვის.
გამოსაყენებელი მეთოდების მუდმივობის პრინციპი: ამორტიზაციის ნორმა და მეთოდები მუდმივია (უცვლელი) ერთი საანგარიშო პერიოდიდან მეორემდე.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ბუღალტრული ჩანაწერები გატარდება ოპერაციების განხორციელების დღეს, სახსრების გაგზავნის /მიღების თარიღის მიუხედავად. ეს თარიღი შეესაბამება მომსახურების გაწევის დამადასტურებელი საბუთის გაცემის თარიღს (ანუ ანგარიშფაქტურის გაცემის თარიღს).
მატერიალურობის პრინციპი: იაფფასიანი არამატერიალური აქტივები მიეკუთვნებიან უშუალოდ ხარჯებს.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| აქტივის შეძენა | 2961 არამატერიალური აქტივები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია | 9311 არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის ხარჯები | 4911 არამატერიალურ აქტივთა ამორტიზაცია |
| ამორტიზბული აქტივების ჩამოწერა | 4911 არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია | 2961 არამატერიალური აქტივები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
არამატერიალური აქტივები აღირიცხება მათი ისტორიული (საწყისი) ღირებულებით. ბანკი ფინანსურ ანგარიშგებაში არამატერიალურ აქტივებს ასახავს ცალკეულ სახეობათა მოძრაობის მიხედვით, კერძოდ: მათი ღირებულება საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისათვის, შეძენა (გადიდება) და ჩამოწერა (გასვლა), ამორტიზაციის ანგარიშის მოძრაობა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში.
5. კომენტარები
ბანკი თითოეული არამატერიალური აქტივის შეძენისას დაადგენს ამორტიზაციის ნორმას, რომელიც შემდგომში არ უნდა შეიცვალოს.
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა შექმნას ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს გააკონტროლოს თითოეული აქტივი ცალ-ცალკე მათი ფაქტობრივი შეძენის, ამორტიზაციის დარიცხვის, გადაფასების ან გასვლის მონაცემთა საფუძველზე.
ვალდებულებები
კლასი 30. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ნაღდი ფული
ანგარიშთა ჯგუფი 300 – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ბანკნოტები და მონეტები
| ანგარიში 3001 | მიმოქცევაში გაშვებული ბანკნოტები |
| ანგარიში 3002 | მიმოქცევაში გაშვებული მონეტები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
ანგარიშთა დანიშნულებას და მათთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
კლასი 31 ვალდებულებები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წინაშე
ანგარიშთა ჯგუფი 310 ვალდებულებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) წინაშე ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 3101 | სსფ ანგარიში № 1 |
| ანგარიში 3102 | სსფ ანგარიში № 2 |
| ანგარიში 3103 | სსფ ფასიანი ქაღალდების ანგარიში |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
ანგარიშთა დანიშნულებას და მათთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
ანგარიშთა ჯგუფი 311 – ვალდებულებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) წინაშე უცხოური ვალუტით
| ანგარიში 3111 | სსფ-ის სესხები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
ანგარიშთა დანიშნულებას და მათთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
ანგარიშთა ჯგუფი 312 – ვალდებულებები დანარჩენი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წინაშე ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 3121 | მსოფლიო ბანკის ანგარიში |
| ანგარიში 3122 | ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიში |
| ანგარიში 3123 | სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ანგარიშები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
ანგარიშთა დანიშნულებას და მათთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების წესს განსაზღ-ვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
ანგარიშთა ჯგუფი 313 – ვალდებულებები დანარჩენი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წინაშე უცხოური ვალუტით
| ანგარიში 3131 | მსოფლიო ბანკის ანგარიში |
| ანგარიში 3132 | ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიში |
| ანგარიში 3133 | სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ანგარიშები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
ანგარიშთა დანიშნულებას და მათთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
კლასი 32. კომერციული ბანკების ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში
ანგარიშთა ჯგუფი 320 კომერციული ბანკების ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 3201 | კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვები საქართველოს ეროვნულ ბანკში |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის იმ მოთხოვნების შესაბამისად, ეროვნულ ბანკში განთავსებული ფულადი სახსრების აღსარიცხავად, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ კომერციულ ბანკებს ავალებს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების მუდმივი მინიმალური დონის შენარჩუნებას.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: კანონში გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებისმიერი პროცენტი მოცემული ანგარიშის მიხედვით აღირიცხება იმ პერიოდში, რომელსაც იგი ეკუთვნის.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| რეზერვის ფორმირება ან გაზრდა | 3202 კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები სებ-ში | 3201 კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვები |
| რეზერვის შემცირება | 3201 კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვები | 3202 კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები სებ-ში |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მოცემული ანგარიში დადებეტდება ან დაკრედიტდება მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნათა ოდენობის პერიოდული კორექტირების შესაბამისად, თანახმად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გამოანგარიშების წესისა.
სავალდებულო რეზერვების ფორმირების ან გაზრდის დროს დაკრედიტდება ანგარიში 3201 და დადებეტდება ანგარიში 3202.
სავალდებულო რეზერვების შემცირებისას დადებეტდება ანგარიში 3201 და დაკრედიტდება ანგარიში 3202.
5. კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა შექმნას ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გააანალიზოს სავალდებულო რეზერვები ცალკეული ბანკების მიხედვით.
| ანგარიში 3202 | კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში წარმოადგენს კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშს ეროვნული ვალუტით საქართველოს ეროვნულ ბანკში და გამოიყენება, ძირითადად, ბანკთაშორისი ანგარიშსწორების განსახორციელებლად. მოცემულ ანგარიშზე განთავსებული თანხები წარმოადგენს დეპოზიტს მოთხოვნამდე და კომერციული ბანკისათვის ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, დასაშვებია მოთხოვნის შესრულების მინიმალური დაყოვნება შეტყობინების შემდეგ 24 საათით.
საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს წესებს, რომლებიც არეგულირებს მოცემული ანგარიშის წარმოებას, კერძოდ, ოვერდრაფტის შესაძლებლობას ანგარიშზე, პროცენტების დარიცხვას ანგარიშის ნაშთების მიხედვით და ა.შ.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოცემულ ანგარიშზე დასარიცხი ნებისმიერი პროცენტი აღირიცხება იმ პერიოდში, რომელსაც იგი მიეკუთვნება.
აღრიცხვაში აქტივებისა და პასივების ცალ-ცალკე ასახვის პრინციპი: ნაშთები მოცემულ ანგარიშზე განიხილება როგორც ეროვნულ ბანკში განთავსებული პასივები და არ დასალდოვდება არც ერთ სხვა თანხასთან, რომელიც წარმოადგენს ვალდებულებას ეროვნული ბანკის წინაშე.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: დებეტითა და კრედიტით გატარებები მოცემულ ანგარიშზე აისახება ვალუტირების თარიღის შესაბამისად (ვალუტირების თარიღი განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით ან მხარეთა ხელშეკრულებით).
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ფულადი სახრების ჩამოწერა და ჩარიცხვა | 3202 კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები | 3202 კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ბანკთაშორისი ანგარიშსწორების განხორციელებისას სახსრები ჩაირიცხება სახსრების მიმღები ბანკის ანგარიშზე და იმავდროულად ჩამოიწერება გადამხდელი ბანკის ანგარიშიდან.
5. კომენტარები
ბანკი რეგულარულად შეუდარებს თავის ბალანსში მოცემულ ანგარიშზე არსებული ნაშთის სიდიდეს კომერციული ბანკების ინფორმაციას წერილობითი დასტურების საფუძველზე. შეუდარებელი თანხები დეტალურად გაანალიზდება და მიიღება შესაბამისი ზომები ანგარიშსწორების მოსაწესრიგებლად. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ნებისმიერი შეუდარებელი თანხა გადაიტანება გაურკვეველი თანხების 2502 ან 4502 ანგარიშზე.
ანგარიშთა ჯგუფი 321 – კომერციული ბანკების ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში უცხოური ვალუტით
| ანგარიში 3212 | კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკში |
3212 ანგარიშის დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 3202 ანგარიშისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 33. სახელმწიფო ინსტიტუტების ფულადი სახსრები
ანგარიშთა ჯგუფი 330 – სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 3301 | ფინანსთა სამინისტროს მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3302 | დანარჩენი სამინისტროებისა და დეპარტამენტების მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3303 | ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3304 | ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო ანგარიშები |
| ანგარიში 3305 | სპეციალური დანიშნულების ანგარიშები |
| ანგარიში 3306 | საბიუჯეტო ორგანიზაციების არასაბიუჯეტო სახსრების ანგარიშები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
აღნიშნული ანგარიშები გამოიყენება სახელმწიფო ინსტიტუტებს მიკუთვნებულ კლიენტთა სახსრების აღსარიცხავად, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ იმ საწარმოთა გარდა, რომელთა სახსრები აღირიცხება 34-ე კლასში.
კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები გამოიყენება მათი დროებით თავისუფალი სახსრების აღსარიცხავად. სახსრების ჩამოწერა შეიძლება ნებისმიერ დროს კლიენტის დავალებით ანგარიშზე მათი არსებობისას (თუ ანგარიში ბლოკირებული არ არის).
დებეტის სალდო მიმდინარე ანგარიშებზე ასახავს გაცემულ კრედიტებს, თუ ოვერდრაფტი გათვალისწინებულია ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და კანონმდებლობით აკრძალული არ არის (ასეთი ოვერდრაფტები გაიცემა ლიმიტის ფარგლებში). ანგარიშსწორების დაჩქარების მიზნით ბანკები ითვალისწინებენ ოვერდრაფტების შესაძლებლობას კლიენტთა ანგარიშებზე. ნებისმიერ შემთხვევაში ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გააკონტროლოს ანგარიშთა დებეტის სალდოს წარმოქმნა შემთხვევითი ოვერდრაფტების თავიდან აცილების მიზნით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული ხარჯები (თუ ისინი გათვალისწინებულია) მიმდინარე ანგარიშებით აღირიცხებიან იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადასახდელი პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება ანგარიში 4401– „გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით“– შესაბამისი ხარჯების ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციაში.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშებით უნდა შესრულდეს ვალუტირების თარიღის შესაბამისად.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სახსრების ჩამოწერა | 3301-3306 სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| სახსრების ჩარიცხვა | ფულადი სახსრების ანგარიშები | 3301-3306 სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშები |
| დებეტის სალდოს გადატანა ოვერდრაფტის ანგარიშზე საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს | 1209 ოვერდრაფტები სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშებზე | 3301-3306 სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშები |
| კონტრგატარება შემდეგი საანგარიშგებო პერიოდის პირველ დღეს | 3301-3306 სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშები | 1209 ოვერდრაფტები სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშებზე |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ამ ანგარიშის დებეტში აისახება ნაღდი ფულის გაცემა ან სახსრების გადარიცხვა მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად. როდესაც სახსრების ჩამოწერა ოვერდრაფტს იწვევს, მიმდინარე ანგარიშზე დებეტის ნაშთი დარჩება საანგარიშგებო პერიოდის ბოლომდე. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს იგი გადაიტანება ოვერდრაფტის შესაბამის ანგარიშზე, ხოლო მომდევნო საანგარიშგებო პერიოდის პირველივე დღეს აღდგება კონტრგატარებით დებეტის სალდოს მიმდინარე ანგარიშზე.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების დეტალიზაციის მიზნით ბანკმა ანალიზურ აღრიცხვაში უნდა შექმნას ცალკე საინფორმაციო სისტემა იმისათვის, რომ გააანალიზოს მიმდინარე ანგარიშები კონტრაგენტების მიხედვით (კერძოდ, რეზიდენტი – არარეზიდენტი).
ვალდებულებათა აღრიცხვის უტყუარობის მიზნით ბანკმა უნდა შეიმუშაოს კლიენტთა ანგარიშებზე ნაშთების შემოწმების სისტემა მათგან წერილობითი დასტურის მიღების საფუძველზე.
ანგარიშთა ჯგუფი 331 სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 3311 | ფინანსთა სამინისტროს მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3312 | დანარჩენი სამინისტროებისა და დეპარტამენტების მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3313 | ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3315 | სპეციალური დანიშნულების ანგარიშები |
| ანგარიში 3316 | საბიუჯეტო ორგანიზაციების არასაბიუჯეტო სახსრების ანგარიშები |
3311-3316 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 3301-3306 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 335 – სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოზიტები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 3351 | ფინანსთა სამინისტროს დეპოზიტები |
| ანგარიში 3352 | დანარჩენი სამინისტროებისა და დეპარტამენტების დეპოზიტები |
| ანგარიში 3353 | ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დეპოზიტები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
აღნიშნული ანგარიშები გამოიყენება მოთხოვნამდე და გადახდის წინასწარ შეთანხებული ვადის მქონე სახსრების აღსარიცხავად, ე.ი. სახსრებისა, რომლებიც წარმოადგენს წინასწარ დაწესებულ ვადამდე ბლოკირებულ თანხებს. ამ თანხების დაბრუნება ნებადართულია მხოლოდ წინასწარი, სულ ცოტა ერთი სამუშაო დღით ადრე, შეტყობინების არსებობის შემთხვევაში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული ხარჯები დეპოზიტური ანგარიშების მიხედვით აღირიცხება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადასახდელი პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება ანგარიში 4401 – „გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით“ – შესაბამისი ხარჯების ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციაში.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშებით უნდა განხორციელდეს დავალუტების თარიღის შესაბამისად.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| დეპოზიტის განთავსება | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 3351-3353 სახელმწიფო ინსტიტუ-ტების დეპოზიტები |
| დეპოზიტის დაფარვა | 3351-3353 სახელმწიფო ინსტიტუ-ტების დეპოზიტები | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
დეპოზიტის განთავსებისას დადებეტდება ფულადი სახსრების ანგარიშები ან კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები და დაკრედიტდება 3351-3353 შესაბამისი დეპოზიტური ანგარიში, ხოლო დაფარვისას დადებეტდება 3351-3353 შესაბამისი დეპოზიტური ანგარიში და დაკრედიტდება ფულადი სახსრების ანგარიშები ან კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროებიდან გამომდინარე, ბუღალტრული ანგარიშთა ანალიზური აღრიცხვის სისტემა ბანკმა ისეთი ფორმით უნდა აწარმოოს, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
ა) სპეციალური ხელშეკრულებებით მოთხოვნამდე ვადით გაფორმებული დეპოზიტები;
ბ) დაფარვის ფიქსირებულვადიანი დეპოზიტები;
გ) კონტრაგენტების მიხედვით – რეზიდენტი და არარეზიდენტი და ა.შ.
ვალდებულებათა აღრიცხვის უტყუარობის მიზნით ბანკმა უნდა შეიმუშაოს კლიენტთა ანგარიშებზე ნაშთების შემოწმების სისტემა მათგან წერილობითი დასტურის მიღების საფუძველზე.
ანგარიშთა ჯგუფი 336 – სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოზიტები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 3361 | ფინანსთა სამინისტროს დეპოზიტები |
| ანგარიში 3362 | დანარჩენი სამინისტროებისა და დეპარტამენტების დეპოზიტები |
| ანგარიში 3363 | ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დეპოზიტები |
3361- 3363 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 3351-3353 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 337 – მთავრობიდან მიღებული სესხები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 3371 | მთავრობიდან მიღებული სესხები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება მთავრობის მიერ რეზიდენტი კომერციული ბანკებისათვის მიცემული სესხების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული ხარჯები აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადასახდელი პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება ანგარიში 4409 – “გადასახდელი პროცენტების დანარჩენი ოპერაციების მიხედვით” – ხარჯების შესაბამის ანგარიშთან კორესპონდენციაში. პროცენტების გადახდის შემთხვევაში დადებეტდება 4409 ანგარიში და დაკრედიტდება 1052 ანგარიში.
აღრიცხვაში აქტივებისა და პასივების ცალ-ცალკე ასახვის პრინციპი: ნაშთები მოცემულ ანგარიშზე განიხილება, როგორც კომერციული ბანკების პასივები და არ დასალდოვდება სხვა თანხებთან, რომლებიც წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ბანკში განთავსებულ სახსრებს.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშზე შეიტანება ვალუტირების თარიღის შესაბამისად.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სესხის მიღება | 1052 კომერციული ბანკების საკო-რესპონდენტო ანგარიში ეროვნულ ბანკში | 3371 მთავრობიდან მიღებული სესხები |
| სესხის დაფარვა | 3371 მთავრობიდან მიღებული სესხები | 1052 კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიში ეროვნულ ბანკში |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
სესხის მიღება აღრიცხვაში აისახება გატარებით: დებეტი – 1052 ანგარიში და კრედიტი – 3371 ანგარიში, ხოლო დაფარვისას დებეტი – 3371 ანგარიში, კრედიტი – 1052 ანგარიში.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროებიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა ანალიზური სისტემა იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოს მოცემული სესხის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება.
ანგარიშთა ჯგუფი 338 – მთავრობიდან მიღებული სესხები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 3381 | მთავრობიდან მიღებული სესხები |
3381 ანგარიშის დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 3371 ანგარიშისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 34. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა ფულადი სახსრები
ანგარიშთა ჯგუფი 340 – სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 3402 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3403 | ენერგეტიკის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3404 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3405 | მშენებლობის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3406 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3407 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3408 | დანარჩენ სფეროთა საწარმოების მიმდინარე ანგარიშები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
აღნიშნული ანგარიშები გამოიყენება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოების კლიენტთა სახსრების აღსარიცხავად. სახსრები ჩამოიწერება ნებისმიერ დროს კლიენტის დავალებით ანგარიშზე მათი არსებობის შემთხვევაში (თუ ანგარიში ბლოკირებული არ არის).
მიმდინარე ანგარიშების დებეტის სალდო ასახავს გაცემულ კრედიტებს იმ შემთხვევაში, თუ ოვერდრაფტი გათვალისწინებულია ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულებით (ოვერდრაფტები გაიცემა ლიმიტის ფარგლებში). ბანკები კლიენტთა ანგარიშებზე ოვერდრაფტების შესაძლებლობას ითვალისწინებენ ანგარიშსწორების დაჩქარების მიზნით. ნებისმიერ შემთხვევაში ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გააკონტროლოს ანგარიშებზე დებეტის სალდოს წარმოქმნა შემთხვევითი ოვერდრაფტების თავიდან აცილების მიზნით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული ხარჯები (თუ ისინი გათვალისწინებულია) აღირიცხება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადასახდელი პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება ანგარიში 4402 – “გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით” – შესაბამისი ხარჯების ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციაში.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშებით უნდა განხორციელდეს ვალუტირების თარიღის შესაბამისად.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სახსრების ჩამოწერა | 3402-3408 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| სახსრების ჩარიცხვა | ფულადი სახსრების ანგარიშები | 3402-3408 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
| დებეტის სალდოს გადატანა ოვერდრაფტის ანგარიშზე საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს | 1309 ოვერდრაფტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშებზე | 3402-3408 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
| კონტრგატარება შემდეგი საანგარიშგებო პერიოდის პირველ დღეს | 3402-3408 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები | 1309 ოვერდრაფტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშებზე |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
როდესაც სახსრების ჩამოწერა ოვერდრაფტს იწვევს, მიმდინარე ანგარიშზე დებეტის ნაშთი დარჩება საანგარიშგებო პერიოდის ბოლომდე. შემდეგ იგი გადაიტანება ოვერდრაფტის შესაბამის ანგარიშზე, ხოლო მომდევნო საანგარიშგებო პერიოდის პირველ დღეს კონტრგატარებით აღდგება დებეტის სალდოს მიმდინარე ანგარიშზე.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების დეტალიზაციის მიზნით ბანკმა ანალიზურ აღრიცხვაში უნდა შექმნას ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მიმდინარე ანგარიშების გაანალიზებას კონტრაგენტების მიხედვით (მათ შორის, რეზიდენტი-არარეზიდენტი).
ვალდებულებათა აღრიცხვის სისრულისათვის ბანკმა უნდა შეიმუშაოს კლიენტთა ანგარიშებზე ნაშთების შემოწმების სისტემა მათგან წერილობითი დასტურის მიღების საფუძველზე.
ანგარიშთა ჯგუფი 341 – სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 3412 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3413 | ენერგეტიკის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3414 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3415 | მშენებლობის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3416 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3417 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3418 | დანარჩენ სფეროთა საწარმოების მიმდინარე ანგარიშები |
3412-3418 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 3402-3408 ანგარიშებისა, ვალუტაში სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 345 – სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა დეპოზიტები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 3452 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3453 | ენერგეტიკის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3454 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3455 | მშენებლობის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3456 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3457 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3458 | დანარჩენ სფეროთა საწარმოების დეპოზიტები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
აღნიშნული ანგარიშები გამოიყენება მოთხოვნამდე და გადახდის წინასწარ შეთანხმებული ვადის მქონე სახსრების აღსარიცხავად, ე.ი. სახსრებისა, რომლებიც წარმოადგენს წინასწარ დაწესებულ ვადამდე ბლოკირებულ თანხებს. ამ თანხების დაბრუნება ნებადართულია მხოლოდ წინასწარი, სულ ცოტა ერთი სამუშაო დღით ადრე, შეტყობინების არსებობის შემთხვევაში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული ხარჯები აღირიცხება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადასახდელი პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება ანგარიში 4402 – „გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით“ – შესაბამისი ხარჯების ანგარიშთა დებეტთან კორესპონდენციაში.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ამ ანგარიშებით უნდა განხორციელდეს ვალუტირების თარიღის შესაბამისად.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| დეპოზიტის განთავსება | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 3452-3458 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა დეპოზიტები |
| დეპოზიტის დაფარვა | 3452-3458 სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა დეპოზიტები | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
დეპოზიტის განთავსება აისახება გატარებით: დებეტი – ფულადი სახსრების ან კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები და კრედიტი 3452-3458 შესაბამისი დეპოზიტური ანგარიშები, ხოლო დაფარვისას დადებეტდება 3452-3458 შესაბამისი დეპოზიტური ანგარიში და დაკრედიტდება საკორესპონდენტო ანგარიში, სალარო ან მიმდინარე ანგარიში.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროებიდან გამომდინარე, ბუღალტრულ ანგარიშთა ანალიზური აღრიცხვა ბანკმა ისეთი ფორმით უნდა აწარმოოს, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
ა) სპეციალური ხელშეკრულებებით მოთხოვნამდე ვადით გაფორმებული დეპოზიტები;
ბ) დაფარვის ფიქსირებული ვადის დეპოზიტები;
გ) კონტრაგენტთა მიხედვით – რეზიდენტი/არარეზიდენტი და ა.შ.
ვალდებულებათა აღრიცხვის სისრულისათვის ბანკმა უნდა შეიმუშაოს კლიენტთა ანგარიშებზე ნაშთების შემოწმების სისტემა მათგან დასტურის მიღების საფუძველზე.
ანგარიშთა ჯგუფი 346– სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა დეპოზიტები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 3462 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3463 | ენერგეტიკის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3464 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3465 | მშენებლობის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3466 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3467 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს საწარმოთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3468 | დანარჩენ სფეროთა საწარმოების დეპოზიტები |
3462-3468 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 3352-3358 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 35. ბანკების ფულადი სახსრები
ანგარიშთა ჯგუფი 350 – „ლორო“ ანგარიშები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 3501 | არარეზიდენტი ცენტრალური ბანკების „ლორო” ანგარიშები |
| ანგარიში 3502 | არარეზიდენტი კომერციული ბანკების „ლორო” ანგარიშები |
| ანგარიში 3503 | რეზიდენტი კომერციული ბანკების „ლორო” ანგარიშები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
აღნიშნული ანგარიშები გამოიყენება ბანკების კუთვნილი თანხების აღსარიცხავად, რომელთა გაცემა განხორციელდება ნებისმიერ დროს, თუ ანგარიში ბლოკირებული არ არის, შეტყობინების გარეშე ან არა უგვიანეს ერთი დღით ადრე შეტყობინებით.
აღნიშნული ანგარიში არ გამოიყენება დაფარვის შეთანხმებული ვადის მქონე სესხების ან სახსრების აღსარიცხავად.
დებეტის სალდო „ლორო“ ანგარიშებზე ასახავს გაცემულ კრედიტებს იმ შემთხვევაში, თუ ოვერდრაფტი გათვალისწინებულია ბანკებს შორის დადებული ხელშეკრულებით (ოვერდრაფტები, გაიცემა ლიმიტის ფარგლებში მისი პერიოდულად გადასინჯვით). ბანკები „ლორო“ ანგარიშებზე ოვერდრაფტის შესაძლებლობას ითვალისწინებენ ანგარიშსწორების დაჩქარების მიზნით. ნებისმიერ შემთხვევაში ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გააკონტროლოს ანგარიშებზე დებეტის სალდოს წარმოქმნა შემთხვევითი ოვერდრაფტების თავიდან ასაცილებლად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული ხარჯები (თუ ისინი გათვალისწინებულია) აღირიცხება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადასახდელი პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება ანგარიში 4403 – „გადასახდელი პროცენტები ბანკებიდან მიზიდული სახსრების (სესხების გარდა) მიხედვით“ – შესაბამისი ხარჯების ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციაში.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშებით უნდა განხორციელდეს ვალუტირების თარიღის შესაბამისად.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სახსრების ჩამოწერა | 3501-3503 „ლორო“ ანგარიშები | ნებისმიერი კლასის ანგარიში რეზერვების ანგარიშთა გარდა |
| სახსრების ჩარიცხვა | ნებისმიერი კლასის ანგარიში რეზერვების ანგარიშთა გარდა | 3501-3503 „ლორო“ ანგარიშები |
| დებეტის სალდოს გადატანა ოვერდრაფტის ანგარიშზე საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს | 1759 ოვერდრაფტები „ლორო“ ანგარიშებზე | 3501-3503 „ლორო“ ანგარიშები |
| კონტრგატარება შემდეგი საანგარიშგებო პერიოდის პირველ დღეს | 3501-3503 „ლორო“ ანგარიშები | 1759 ოვერდრაფტები „ლორო“ ანგარიშებზე |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ამ ანგარიშის დებეტში აისახება თანხების ნაღდად გაცემა ან სახსრების გადარიცხვა მიზნობრივი დანიშნულებით. როდესაც სახსრების ჩამოწერა ოვერდრაფტს იწვევს, „ლორო“ ანგარიშზე დებეტის ნაშთი დარჩება საანგარიშგებო პერიოდის ბოლომდე. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს იგი გადაიტანება ოვერდრაფტის შესაბამის ანგარიშზე, ხოლო მომდევნო საანგარიშგებო პერიოდის პირველ დღეს კონტრგატარებით აღდგება დებეტის სალდო „ლორო“ ანგარიშზე.
5. კომენტარები
ბანკმა ანალიზურ აღრიცხვაში უნდა შექმნას ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ინფორმაციის მიღებას „ლორო“ ანგარიშების შესახებ, ასევე ვალდებულებათა აღრიცხვის უტყუარობის მიზნით უნდა შემუშავდეს კლიენტთა ანგარიშებზე ნაშთების შემოწმების სისტემა მათგან წერილობითი დასტურის მიღების საფუძველზე.
ანგარიშთა ჯგუფი 351 – „ლორო“ ანგარიშები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 3511 | არარეზიდენტი ცენტრალური ბანკების „ლორო” ანგარიშები |
| ანგარიში 3512 | არარეზიდენტი კომერციული ბანკების „ლორო” ანგარიშები |
| ანგარიში 3513 | რეზიდენტი კომერციული ბანკების „ლორო” ანგარიშები |
3511-3513 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გა-ტარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 3501-3503 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 352 – ბანკების ვადიანი დეპოზიტები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 3521 | არარეზიდენტი ცენტრალური ბანკების ვადიანი დეპოზიტები |
| ანგარიში 3522 | არარეზიდენტი კომერციული ბანკების ვადიანი დეპოზიტები |
| ანგარიში 3523 | რეზიდენტი კომერციული ბანკების ვადიანი დეპოზიტები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
აღნიშნული ანგარიშები გამოიყენება გადახდის წინასწარ შეთანხმებული ვადის ან შეტყობინების პერიოდის მქონე სახსრების აღსარიცხავად, ე.ი. დეპოზიტებისა, რომლებიც წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრულ ვადამდე ბლოკირებულ თანხებს, ამ თანხების დაბრუნება ნებადართულია მხოლოდ წინასწარი, სულ ცოტა ერთი სამუშაო დღით ადრე, შეტყობინების არსებობის შემთხვევაში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული ხარჯები აღირიცხება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადასახდელი პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება ანგარიში 4403 – „გადასახდელი პროცენტები ბანკებიდან მოზიდული სახსრების (სესხების გარდა) მიხედვით“ – შესაბამისი ხარჯების ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციაში.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგრიშებზე განხორციელდება დავალუტების თარიღის შესაბამისად.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| დეპოზიტების განთავსება | ფულადი სახსრების ანგარიშები | 3521-3523 ბანკების ვადიანი დეპოზიტები |
| დეპოზიტების დაფარვა | 3521-3523 ბანკების ვადიანი დეპოზიტები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ვადიანი დეპოზიტების მიღების შემთხვევაში შედგება გატარება: დებეტი – ფულადი სახსრების ანგარიში და 3521-3523 შესაბამისი ვადიანი დეპოზიტური ანგარიშის კრედიტი, ვადიანი დეპოზიტების დაფარვისას დადებეტდება 3521-3523 შესაბამისი ვადიანი დეპოზიტური ანგარიში და დაკრედიტდება ფულადი სახსრების ანგარიშები.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროებიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა სისტემა ანალიზურ დონეზე იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
ა) სპეციალური ხელშეკრულებებით მოთხოვნამდე ვადით გაფორმებული დეპოზიტები;
ბ) დაფარვის ფიქსირებული ვადის დეპოზიტები;
გ) კლიენტთა მახასიათებელი – რეზიდენტი/არარეზიდენტი და ა.შ.
ვალდებულებათა აღრიცხვის სისრულისათვის უნდა შემუშავდეს კლიენტთა ანგარიშებზე ნაშთების შემოწმების სისტემა მათგან დასტურის მიღების საფუძველზე.
ანგარიშთა ჯგუფი 353 – ბანკების ვადიანი დეპოზიტები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 3531 | არარეზიდენტი ცენტრალური ბანკების ვადიანი დეპოზიტები |
| ანგარიში 3532 | არარეზიდენტი კომერციული ბანკების ვადიანი დეპოზიტები |
| ანგარიში 3533 | რეზიდენტი კომერციული ბანკების ვადიანი დეპოზიტები |
3531- 3533 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 3521-3523 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 355 – ბანკების სესხები, ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 3551 | არარეზიდენტი ცენტრალური ბანკების სესხები |
| ანგარიში 3552 | არარეზიდენტი კომერციული ბანკების სესხები |
| ანგარიში 3553 | რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
აღნიშნული ანგარიშები გამოიყენება გადახდის წინასწარ შეთანხმებული ვადის ან შეტყობინების პერიოდის მქონე სახსრების აღსარიცხავად, რომელთა დაბრუნება შეიძლება ნებადართულ იქნეს მხოლოდ წინასწარი, სულ ცოტა ერთი სამუშაო დღით ადრე, შეტყობინების არსებობის შემთხვევაში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული ხარჯები აღირიცხება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადასახდელი პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება პასიური ანგარიში 4404 – „გადასახდელი პროცენტები ბანკების სესხების მიხედვით“ – შესაბამისი ხარჯების ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციაში.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგრიშებზე შესრულდება ვალუტირების თარიღის შესაბამისად.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სესხის მიღება | ფულადი სახსრების ანგარიში | 3551-3553 ბანკების სესხები |
| სესხის დაფარვა | 3551-3553 ბანკების სესხები | ფულადი სახსრების ანგარიში |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
სესხის მიღებისას დებეტდება ფულადი სახსრების ანგარიში და კრედიტდება 3551-3553 შესაბამისი ანგარიში, ხოლო დაფარვისას დებეტდება 3551-3553 შესაბამისი ანგარიში და კრედიტდება ფულადი სახსრების ანგარიში.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროებიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა სისტემა ანალიზურ დონეზე იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
ა) სპეციალური ხელშეკრულებებით გაფორმებული სესხები;
ბ) დაფარვის ფიქსირებული ვადის სესხები და სხვ.
ასეთი ანალიზი გამოიყენება ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების შესრულების კონტროლისათვის.
ვალდებულებათა აღრიცხვის სისრულისათვის უნდა შემუშავდეს კლიენტთა ანგარიშებზე ნაშთების შემოწმების სისტემა მათგან დასტურის მიღების საფუძველზე.
| ანგარიში 3554 | რეპოოპერაციებით ბანკებიდან მიღებული სახსრები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება რეპოოპერაციებით მიღებული სახსრების აღსარიცხავად. რეპო არის ფასიანი ქაღალდების გაყიდვა უკან გამოსყიდვის პირობით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები:
დარიცხვათა პრინციპები: პროცენტული ხარჯები რეპოოპერაციებით მიღებული სახსრების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადასახდელი პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება პასიური ანგარიში 4404 – „გადასახდელი პროცენტები ბანკების სესხების მიხედვით“.
ოპერაციების გატარების ასახვის პრინციპი: ანგარიშებით გატარებები განხორციელდება გარიგების დადების თარიღისათვის იმის მიუხედავად, თუ როდის მიიღეს/მიაწოდეს ფასიანი ქაღალდები ან გადარიცხეს/ჩარიცხეს ფულადი სახსრები.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა | ფულადი სახსრების ანგარიშები | 3554 რეპოოპერაციებით ბანკებიდან მიღებული სახსრები |
| ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა | 3554 რეპოოპერაციებით ბანკებიდან მიღებული სახსრები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| პირობების შეუსრულებლობის დროს | 3554 რეპოოპერაციებით ბანკებიდან მიღებული სახსრები | ფასიანი ქაღალდების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მხარეების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე ფულადი სახსრების ფაქტობრივად გადმორიცხვამდე კეთდება ჩანაწერები შესაბამის ბალანსგარეშე ანგარიშების მიხედვით. სახსრების გადახდის ვადის დადგომისთანავე შესაბამისი ბალანსგარეშე ანგარიშები დაიხურება და კეთდება ჩანაწერი საბალანსო ანგარიშების მიხედვით. ამავე დროს გაყიდული ფასიანი ქაღალდები აიღება შესაბამის ბალანსგარეშე ანგარიშებზე.
დაწესებული ვადის ბოლოს პირობების შეუსრულებლობის დროს ფასიანი ქაღალდები მოიხსნება ბალანსგარეშე ანგარიშიდან და ჩამოიწერება შესაბამისი საბალანსო ანგარიშიდან. ამავე დროს რეპოოპერაციებით მიღებული სახსრები ჩამოიწერება 3554 ანგარიშიდან.
5. კომენტარები
ბანკის ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ბანკმა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა ანალიზური სისტემა იმგვარად უნდა მოაწყოს, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება: მაგალითად, ბანკმა უნდა იქონიოს დასტური ფასიანი ქაღალდების ფასების შესახებ, რომლებიც გამოყენებულია რეპო ოპერაციებში.
ასეთი ინფორმაცია საშუალებას იძლევა გაკეთდეს ანალიზი ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
| ანგარიში 3559 | ოვერდრაფტები „ნოსტრო” ანგარიშებზე |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება „ნოსტრო“ ანგარიშებზე კრედიტის ნაშთების (ოვერდრაფტები) ბალანსში ასახვისათვის. ბანკთაშორისი ანგარიშსწორების დაჩქარების მიზნით კორესპონდენტ ბანკებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ოვერდრაფტების დაშვების შესაძლებლობის თაობაზე. „ნოსტრო“ ანგარიშზე ოვერდრაფტის შემთხვევაში ბანკი, რომელშიც გახსნილია ანგარიში, ანგარიშის მფლობელს მიცემს კრედიტს “ნოსტრო“ ანგარიშზე შესული სახსრების ხარჯზე მისი შემდგომი დაფარვით. ასეთი კრედიტის გასაცემად ბანკი ცალკე სასესხო ანგარიშს კი არ ხსნის, არამედ დაუშვებს „ნოსტრო“ ანგარიშზე ოვერდრაფტის წარმოქმნას (ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულებაში დათქმული ლიმიტის ფარგლებში).
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული ხარჯები „ნოსტრო“ ანგარიშებზე ოვერდრაფტების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადასახდელი პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება ანგარიში 4404 – „გადასახდელი პროცენტები ბანკების სესხების მიხედვით“ – შესაბამისი ხარჯების ანგარიშთა დებეტთან კორესპონდენციაში.
პროცენტების გაცემის შემთხვევაში დადებეტდება 4404 ანგარიში და დაკრედიტდება კლიენტთა ანგარიში.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| კრედიტის სალდოს გადატანა ოვერდრაფტის ანგარიშზე საანგარიშგებო პერიოდის ბოლო სამუშაო დღეს | 1701-1703 „ნოსტრო“ ანგარიშები | 3559 ოვერდრაფტები „ნოსტრო“ ანგარიშებზე |
| კონტრგატარებები შემდეგი საანგარიშგებო პერიოდის პირველსავე დღეს | 3559 ოვერდრაფტები „ნოსტრო“ ანგარიშებზე | 1701-1703 „ნოსტრო“ ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
„ნოსტრო“ ანგარიშზე შესაბამისი კრედიტის ნაშთი საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღეს გადაიტანება ოვერდრაფტის შესაბამის ანგარიშზე. წარმოქმნილი ოვერდრაფტის დაფარვის უზრუნველსაყოფად შემდეგი საანგარიშგებო პერიოდის პირველივე დღეს შესაბამისი ნაშთი აღდგენილ უნდა იქნეს „ნოსტრო“ ანგარიშზე კონტრგატარებით.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბანკის ანგარიშთა ანალიზური აღრიცხვის სისტემის წარმოებამ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება „ნოსტრო“ ანგარიშების შესახებ, კერძოდ: დაფარვის ვადების, კონტრაგენტთა ტიპების (მაგ., სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და დანარჩენი ბანკები) მიხედვით და ა.შ.
ასეთი ინფორმაცია გამოიყენება ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების შესრულების კონტროლისათვის.
ვალდებულებათა აღრიცხვის უტყუარობის მიზნით უნდა შემუშავდეს კლიენტთა ანგარიშებზე ნაშთების შემოწმების სისტემა მათგან წერილობითი დასტურის მიღების საფუძველზე.
ანგარიშთა ჯგუფი 356 – ბანკების სესხები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 3561 | არარეზიდენტი ცენტრალური ბანკების სესხები |
| ანგარიში 3562 | არარეზიდენტი კომერციული ბანკების სესხები |
| ანგარიში 3563 | რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხები |
| ანგარიში 3564 | რეპო ოპერაციებით ბანკებიდან მიღებული სახსრები |
| ანგარიში 3569 | ოვერდრაფტები „ნოსტრო” ანგარიშებზე |
3561-3569 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 3551-3559 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 358 – საქართველოს ეროვნული ბანკის სესხები
| ანგარიში 3581 | საქართველოს ეროვნული ბანკის სესხები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ეროვნული ბანკის მიერ რეზიდენტი კომერციული ბანკებისათვის გაცემული სესხების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული ხარჯები აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადასახდელი პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება ანგარიში 4404 – „გადასახდელი პროცენტები ბანკების სესხების მიხედვით“ – ხარჯების შესაბამის ანგარიშებთან კორესპონდენციაში.
აღრიცხვაში აქტივებისა და პასივების ცალ-ცალკე ასახვის პრინციპი: ნაშთები მოცემულ ანგარიშზე განიხილება როგორც კომერციული ბანკების პასივები და არ დასალდოვდება სხვა თანხებთან, რომლებიც წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ბანკში განთავსებულ სახსრებს.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშზე შეიტანება დავალუტების თარიღის შესაბამისად.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სესხის მიღება | 1052 კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში | 3581 საქართველოს ეროვნული ბანკის სესხები |
| სესხის დაფარვა | 3581 საქართველოს ეროვნული ბანკის სესხები | 1052 კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
სესხის მიღება აღრიცხვაში აისახება გატარებით: დებეტი – 1052 და კრედიტი – 3581 ანგარიშები, ხოლო დაფარვისას დებეტი – 3581, კრედიტი – 1052 ანგარიშები.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროებიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა ანალიზური სისტემა იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
ა) სპეციალური ხელშეკრულებებით გაფორმებული სესხები;
ბ) დაფარვის ფიქსირებული ვადების მქონე სესხები.
ასეთი ანალიზი გამოიყენება ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების შესრულების კონტროლისათვის.
კლასი 36. კლიენტთა ფულადი სახსრები
ანგარიშთა ჯგუფი 360 – კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 3601 | ფიზიკურ პირთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3602 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3603 | ენერგეტიკის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3604 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3605 | მშენებლობის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3606 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3607 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3608 | დანარჩენ სფეროთა კლიენტების მიმდინარე ანგარიშები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
აღნიშნული ანგარიშები გამოიყენება ფიზიკურ პირებსა და სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარებელ საწარმოებს მიკუთვნებულ კლიენტთა დროებით თავისუფალი სახსრების აღსარიცხავად. სახსრები ჩამოიწერება კლიენტის დავალებით ნებისმიერ დროს ანგარიშზე მათი არსებობის შემთხვევაში (თუ ანგარიში ბლოკირებული არ არის).
მიმდინარე ანგარიშთა დებეტის სალდო ასახავს გაცემულ სესხებს იმ შემთხვევაში, თუ ოვერდრაფტი გათვალისწინებულია ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულებით (ასეთი ოვერდრაფტები, როგორც წესი, გაიცემა, ლიმიტის ფარგლებში მისი პერიოდულად გადასინჯვით). ბანკები კლიენტთა ანგარიშებზე ოვერდრაფტის შესაძლებლობას ითვალისწინებენ ანგარიშსწორების დაჩქარების მიზნით. ნებისმიერ შემთხვევაში ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გააკონტროლოს ანგარიშებზე დებეტის სალდოს წარმოქმნა შემთხვევითი ოვერდრაფტების თავიდან აცილების მიზნით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული ხარჯები (თუ ისინი გათვალისწინებულია) მოცემული ანგარიშების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადასახდელი პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება ანგარიში 4405 – „გადასახდელი პროცენტები კლიენტებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით“ – შესაბამისი ხარჯების ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციაში.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშებით უნდა გაკეთდეს ვალუტირების თარიღის შესაბამისად.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სახსრების ჩამოწერა | 3601-3608 კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| სახსრების ჩარიცხვა | ფულადი სახსრების ანგარიშები | 3601-3608 კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
| დებეტის სალდოს გადატანა ოვერდრაფტის ანგარიშზე საანგარიშო პერიოდის ბო-ლოს | 1809 ოვერდრაფტები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებზე | 3601-3608 კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
| კონტრგატარება შემდეგი საანგარიშგებო პერიოდის პირველ დღეს | 3601-3608 კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 1809 ოვერდრაფტები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებზე |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
როდესაც სახსრების ჩამოწერა ოვერდრაფტს იწვევს, მიმდინარე ანგარიშზე დებეტის ნაშთი დარჩება საანგარიშგებო პერიოდის ბოლომდე. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს იგი გადაიტანება ოვერდრაფტის შესაბამის ანგარიშზე, ხოლო მომდევნო საანგარიშგებო პერიოდის პირველივე დღეს უნდა შესრულდეს კონტრგატარება, რომელიც აღადგენს დებეტის სალდოს მიმდინარე ანგარიშზე.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების დეტალიზაციის მიზნით ბანკმა ანალიზურ აღრიცხვაში უნდა შექმნას ცალკე საინფორმაციო სისტემა იმისათვის, რომ გააანალიზოს მიმდინარე ანგარიშები კონტრაგენტების მიხედვით (კერძოდ, რეზიდენტი-არარეზიდენტი).
ვალდებულებათა აღრიცხვის სისრულისათვის უნდა შემუშავდეს კლიენტთა ანგარიშებზე ნაშთების შემოწმების სისტემა მათგან დასტურის მიღების საფუძველზე.
ანგარიშთა ჯგუფი 361 – კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 3611 | ფიზიკურ პირთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3612 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3613 | ენერგეტიკის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3614 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3615 | მშენებლობის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3616 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3617 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
| ანგარიში 3618 | დანარჩენ სფეროთა კლიენტების მიმდინარე ანგარიშები |
3611-3618 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 3601-3608 ანგარიშებისა, ვალუტაში სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 365 – კლიენტთა დეპოზიტები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 3651 | ფიზიკურ პირთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3652 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3653 | ენერგეტიკის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3654 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3655 | მშენებლობის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3656 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3657 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3658 | დანარჩენ სფეროთა კლიენტების დეპოზიტები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
აღნიშნული ანგარიშები გამოიყენება გადახდის წინასწარ შეთანხმებული ვადის ან შეტყობინების პერიოდის მქონე სახსრების აღსარიცხავად, ე.ი. სახსრებისა, რომლებიც წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრულ ვადამდე ბლოკირებულ თანხებს, რომელთა დაბრუნება შეიძლება ნებადართულ იქნეს მხოლოდ წინასწარი, სულ ცოტა ერთი სამუშაო დღით ადრე, შეტყობინების არსებობის შემთხვევაში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული ხარჯები დეპოზიტური ანგარიშების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადასახდელი პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება პასიური ანგარიში 4405 – „გადასახდელი პროცენტები კლიენტებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით“ – შესაბამისი ხარჯების ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციაში.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშებით უნდა განხორციელდეს ვალუტირების თარიღის შესაბამისად.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| დეპოზიტის განთავსება | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 3651-3658 კლიენტთა დეპოზიტები |
| დეპოზიტის დაფარვა | 3651-3658 კლიენტთა დეპოზიტები | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
დეპოზიტის განთავსებისას დებეტდება ფულადი სახსრების ანგარიშები ან კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები და კრედიტდება 3651-3658 შესაბამისი დეპოზიტური ანგარიში, ხოლო დეპოზიტის დაფარვისას დადებეტდება 3651-3658 შესაბამისი დეპოზიტური ანგარიში და დაკრედიტდება ფულადი სახსრების ანგარიშები ან მიმდინარე ანგარიშები.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროებიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა სისტემა ანალიზურ დონეზე იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
ა) სპეციალური ხელშეკრულებებით მოთხოვნამდე ვადით გაფორმებული დეპოზიტები;
ბ) დაფარვის ფიქსირებული ვადის დეპოზიტები;
უ) კლიენტთა დახასიათება – რეზიდენტი/არარეზიდენტი და ა. შ.
ასეთი ანალიზი საჭიროა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული კოეფიციენტების შესრულების კონტროლისათვის.
ვალდებულებათა აღრიცხვის სისრულისათვის უნდა შემუშავდეს კლიენტთა ანგარიშებზე ნაშთების შემოწმების სისტემა მათგან დასტურის მიღების საფუძველზე.
ანგარიშთა ჯგუფი 366 – კლიენტთა დეპოზიტები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 3661 | ფიზიკურ პირთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3662 | ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3663 | ენერგეტიკის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3664 | სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3665 | მშენებლობის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3666 | სამთომომპოვებელი და გადამმუშავებელი მრეწველობის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3667 | ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს კლიენტთა დეპოზიტები |
| ანგარიში 3668 | დანარჩენ სფეროთა კლიენტების დეპოზიტები |
3661-3668 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 3651-3658 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 37. საფინანსო ორგანიზაციების სესხები
ანგარიშთა ჯგუფი 370 – საფინანსო ორგანიზაციების სესხები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 3701 | საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების სესხები |
| ანგარიში 3702 | არარეზიდენტი საფინანსო ორგანიზაციების სესხები |
| ანგარიში 3703 | რეზიდენტი საფინანსო ორგანიზაციების სესხები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
აღნიშნული ანგარიშები გამოიყენება საფინანსო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სესხების აღსარიცხად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პროცენტული ხარჯები სასესხო ანგარიშების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადასახდელი პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება პასიური ანგარიში 4406 – „გადასახდელი პროცენტები საფინანსო ორგანიზაციების სესხების მიხედვით“ – შესაბამისი ხარჯების ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციაში.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშებით უნდა შესრულდეს დავალუტების თარიღის შესაბამისად.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სესხების მიღება | ფულადი სახსრების ანგარიშები | 3701-3703 საფინანსო ორგანიზაციების სესხები |
| სესხების დაფარვა | 3701-3703 საფინანსო ორგანიზაციების სესხები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
სესხის მიღებისას დებეტდება ფულადი სახსრების ანგარიში და კრედიტდება 3701-3703 – შესაბამისი სასესხო ანგარიში, ხოლო სესხების დაფარვისას დადებეტდება 3701-3703 – შესაბამისი სასესხო ანგარიში და დაკრედიტდება ფულადი სახსრების ანგარიშები.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროებიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა სისტემა ანალიზურ დონეზე იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება, კერძოდ:
ა) სპეციალური ხელშეკრულებებით გაფორმებული სესხები;
ბ) დაფარვის ფიქსირებული ვადების მქონე სესხები.
ასეთი ანალიზი საჭიროა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული კოეფიციენტების შესრულების კონტროლისათვის.
ვალდებულებათა აღრიცხვის სისრულისათვის უნდა შემუშავდეს კლიენტთა ანგარიშებზე ნაშთების შემოწმების სისტემა მათგან დასტურის მიღების საფუძველზე.
ანგარიშთა ჯგუფი 371 – საფინანსო ორგანიზაციების სესხები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 3711 | საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან სესხები |
| ანგარიში 3712 | არარეზიდენტი საფინანსო ორგანიზაციებიდან სესხები |
| ანგარიში 3713 | რეზიდენტი საფინანსო ორგანიზაციებიდან სესხები |
3711-3713 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 3701-3703 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 38. საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდები
ანგარიშთა ჯგუფი 380 – საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 3801 | საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
პასივის ანგარიში
| ანგარიში 3802 | საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ-ისკონტი |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება ბანკის მიერ ფინანსურ ბაზარზე გაშვებული დაფარვის ფიქსირებული ვადის მქონე სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი:გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს მიკუთვნებული დარიცხული ხარჯები აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, გადახდის ვადის მიუხედავად.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ოპერაციები ანგარიშებზე აისახება გარიგების დადების თარიღისათვის მიუხედავად იმისა, თუ როდის გაგზავნეს/მიიღეს ფასიანი ქაღალდები ან მიიღეს/მიაწოდეს ფულადი სახსრები.
ისტორიული ფასის პრინციპი: ფასიანი ქაღალდები აღირიცხება ნომინალური ღირებულებით.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გაშვება | ფულადი სახსრების ანგარიშები 3802 საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ -დისკონტი | 3801 საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
| გადასახდელი დისკონტური პროცენტების აღრიცხვა | 8101 საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი | 3802 საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ-დისკონტი |
| ფასიანი ქაღალდების დაფარვა | 3801 საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ბანკის ვალდებულება ვალის გადახდის შესახებ განისაზღვრება ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებით. ფასიანი ქაღალდის რეალიზაციის ფასი განისაზღვრება ბანკის მიერ მოსაზიდი ინვესტორთა სახსრების ვადის საფუძველზე და ფასიანი ქაღალდების გაყიდვის თარიღისათვის რესურსების საბაზრო ღირებულებით (ჩვეულებრივ, ბანკთაშორისი კრედიტების პროცენტი).
ა) ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა. ბანკი დააკრედიტებს 3801 ანგარიშს ვალდებულების თანხით, ე.ი. ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულების თანხით და დაადებეტებს ფულადი სახსრების ანგარიშებს ფასიანი ქაღალდების გაყიდვისაგან მიღებული თანხით. სხვაობა ნომინალურ და გაყიდვის ღირებულებას შორის აისახება 3802 ანგარიშის დებეტით;
ბ) დისკონტური პროცენტების დარიცხვა (ამორტიზაცია). თითოეული საანგარიშგებო თარიღისათვის განხორციელდება დარიცხული დისკონტური პროცენტების თანხის ასახვა შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშით, გამომდინარე ფასიანი ქაღალდის გაყიდვისას ჩადებული ხარჯების პროცენტიდან და ინვესტორთა მოზიდული სახსრებით სარგებლობის ვადიდან.
გ) ფასიანი ქაღალდების დაფარვა. ფასიანი ქაღალდის დაფარვისას დადებეტდება ანგარიში 3801 და დაკრედიტდება ფულადი სახსრების ანგარიშები.
5. კომენტარები
ბანკმა სისტემატურად უნდა გააკონტროლოს გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ამორტიზაციის პროცესი.
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროებიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა სისტემა ანალიზურ დონეზე იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოს ინფორმაციის მიღება აქტივებისა და პასივების ანალიზისათვის დაფარვის ვადების მიხედვით.
| ანგარიში 3803 | საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ბანკის მიერ გამოშვებული დაფარვის ფიქსირებული ვადის სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების აღსარიცხავად, რომლის პროცენტები გადაიხდება ფიქსირებული განაკვეთის საფუძველზე.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს მიკუთვნებული დარიცხული ხარჯები აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, გადახდის ვადის მიუხედავად.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ოპერაციები ანგარიშზე აისახება გარიგების დადების თარიღისათვის, მიუხედავად იმისა, თუ როდის წარადგინეს / მიიღეს ფასიანი ქაღალდები ან როდის მიიღეს /გაგზავნეს ფულადი სახსრები.
ისტორიული ფასის პრინციპი: ფასიანი ქაღალდები აისახება ნომინალური ღირებულებით.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გაშვება | ფულადი სახსრების ანგარიშები | 3803 საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
| გადასახდელი პროცენტების აღრიცხვა | 8102 პროცენტული ხარჯები საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით | 4407 გადასახდელი პროცენტები საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| პროცენტების გადახდა | 4407 გადასახდელი პროცენტები საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ფასიანი ქაღალდების დაფარვა | 3803 საკუთარი კუპონური სავალო ფასიანი ქაღალდები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ბანკი სისტემატურად გამოიანგარიშებს დარიცხულ ხარჯებს პროცენტების მიხედვით, გამოშვების პირობებით განსაზღვრული განაკვეთით და პროცენტების ბოლო გადახდის თარიღიდან მოზიდული სახსრებით სარგებლობის ვადის მიხედვით.
5. კომენტარები
ბანკმა სისტემატურად უნდა გააკონტროლოს გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ამორტიზაციის პროცესი.
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროებიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა სისტემა ანალიზურ დონეზე იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოს ინფორმაციის მიღება აქტივებისა და პასივების ანალიზისათვის დაფარვის ვადების მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 381 _ საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 3811 | საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდები |
| ანგარიში 3812 | საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიში დისკონტი |
| ანგარიში 3813 | საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდები |
3811-3813 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 3801-3803 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, რომლის წარმოება ხორციელდება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება ოფიციალური კურსით, ხარჯების ანგარიშებზე ყველა გატარება უნდა აისახოს ეროვნული ვალუტით.
კლასი 40. რეზერვები მოსამსახურეთა მომავალი გასაცემლებისათვის
ანგარიშთა ჯგუფი 400 _ რეზერვები მოსამსახურეთა მომავალი გასაცემლებისათვის
| ანგარიში 4001 | რეზერვები მოსამსახურეთა მომავალი გასაცემლებისათვის |
| ანგარიში 4002 | საპენსიო ფონდი |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები განკუთვნილია იმ სახსრების დასაგროვებლად, რომლებიც ბანკმა უნდა გასცეს სავალდებულო ან შესაძლო წესით შემდგომი პერიოდების განმავლობაში ხელფასის, პრემიების, შვებულებებისა და ანალოგიური ხარჯების გადახდასთან დაკავშირებული დანახარჯების დასაფარავად, აგრეთვე საპენსიო ფონდის შესაქმნელად.
მომავალში რამდენიმე საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში განსახორციელებელი სოციალური ხარჯების შემთხვევაში უნდა შეიქმნას შემდგომი პერიოდისათვის იმ გამიზნული ხარჯების დასაფარავად განკუთვნილი რეზერვები, რომელთა მიმართაც აღებული იყო ვალდებულებანი. გადასახდელი თანხები, რომელთა გაცემა რაიმე მიზეზით არ მოხდა, გადაიტანება კრედიტორული დავალიანების ანგარიშზე.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები:
დარიცხვათა პრინციპი: მოცემულ ვალდებულებებთან დაკავშირებული მომავალი პერიოდების ხარჯების დარიცხვა განხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, რათა შესაბამისი რეზერვები აისახოს პერიოდში, რომელსაც განეკუთვნება.
წინდახედულობის პრინციპი: რეზერვები მომავალი გასაცემლების – ხარჯების დასაფარავად იქმნება მოცემული მომენტისათვის მოქმედი წესების მიხედვით.
ბალანსის ურყეობის პრინციპი: საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისსა და ბოლოს შორის რეზერვებში მომხდარი ცვლილებები აისახება შესაბამისი პერიოდის შემოსავლების ან ხარჯების ანგარიშებზე.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| რეზერვების შექმნა ან გადიდება | 9201-9209 პერსონალის ხარჯები | 4001-4002 რეზერვები მოსამსახურეთა მომავალი გასაცემლებისათვის |
| გაცემა რეზერვებიდან | 4001-4002 რეზერვები მოსამსახურეთა მომავალი გასაცემლებისათვის | ფულადი სახსრების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს დაითვლება სოციალურ ხარჯებს მიკუთვნებული მომავალი გასაცემლები მის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა განხილვის გზით, დარიცხული საპენსიო ხარჯების თანხების ჩათვლით.
თუ გაანგარიშების მიხედვით მიმდინარე პერიოდის განმავლობაში ადრე ნაკისრ ვალდებულებებთან შედარებით გაიზარდა გასაცემელთა ოდენობა, სხვაობის თანხა დაემატება რეზერვის ანგარიშს.
მიმდინარე პერიოდის ვალდებულებათა შესრულების დროს ბანკი დაგროვილ რეზერვებს გამოიყენებს გასაცემლების გადასახდელად.
ბუღალტრული აღრიცხვის მოცემული მეთოდი ხარჯებს აღიარებს ვალდებულებათა წარმოქმნის პერიოდში და არა მათი ფაქტობრივად გაცემის დროს.
5. კომენტარები
ბანკმა ანალიზურ აღრიცხვაში უნდა შექმნას საინფორმაციო სისტემა, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს თვალყური ადევნოს სახსრების მოძრაობას დროებითი დავალიანების ანგარიშებზე.
კლასი 41. აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვები
ანგარიშთა ჯგუფი 410 _ აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი.
| ანგარიში 4101 | სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი |
| ანგარიში 4107 | ინვესტიციების გაუფასურების შესაძლო დანაკარგების რეზერვი |
| ანგარიში 4109 | დანარჩენი აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება იმ არასაიმედო აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვების აღსარიცხავად, რომლებზეც დასაშვებია წარმოიქმნას გადაუხდელობის რისკი.
შესაძლო დანაკარგების რეზერვის შექმნის, გამოყენებისა და წარმოების წესი რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებელი დებულებით.
მოცემული ანგარიშების ნაშთი ყოველთვის საკრედიტოა. ფინანსური ანგარიშგების შედგენისას იგი გამოაკლდება აქტივთა შესაბამისი ჯგუფის თანხას. სხვაობა წარმოადგენს გადაუხდელობის რისკით გათვალისწინებულ შესაბამისი ჯგუფის აქტივების წმინდა ღირებულებას. შესაბამისი აქტივების წმინდა ღირებულება მიიღება აქტივთა საერთო თანხა მინუს რეზერვის სიდიდე.
2. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები
მეთოდების მუდმივობის პრინციპი: ბანკებმა უნდა გამოიყენონ ერთი და იგივე კრიტერიუმები გადაუხდელობის რისკის განსაზღვრისათვის და ეს კრიტერიუმები უნდა გამოიყენებოდეს მუდმივად, ერთი პერიოდიდან მეორემდე.
წინდახედულობის პრინციპი: აქტივებისათვის, რომელთა მიხედვითაც არსებობს გადაუხდელობის რისკი, მაშინვე უნდა შეიქმნას რეზერვი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესების მიხედვით.
ბალანსის ურყეობის პრინციპი: ბალანსში რეზერვების ყველა მოძრაობა საანგარიშგებო პერიოდში უნდა აღირიცხოს ანგარიშგებაში მოგებისა და ზარალის შესახებ, როგორც ხარჯი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| რეზერვის შექმნა ან გადიდება | 8501, 8509 ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 8901-8903 ზარალი საინვესტიციო ოპერაციების მიხედვით | 4101, 4109 აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი 4107 ინვესტიციების გაუფასურების შესაძლო დანაკარგების რეზერვი |
| რეზერვის შემცირება | 4101, 4109 აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი 4107 ინვესტიციების გაუფასურების შესაძლო დანაკარგების რეზერვი | 8501, 8509 ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 8901-8903 ზარალი საინვესტიციო ოპერაციების მიხედვით |
| უიმედო აქტივების ჩამოწერა | 4101, 4109 აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი 4107 ინვესტიციების გაუფასურების შესაძლო დანაკარგების რეზერვი | შესაბამის აქტივთა ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ბანკი არსებული წესების მიხედვით გააანალიზებს ფულადი აქტივების ანგარიშებს და შედეგის მიხედვით განსაზღვრავს რეზერვის თანხას თითოეული აქტივის მიხედვით. ამგვარად, აქტივთა შესაბამისი ჯგუფების მიხედვით შექმნილი რეზერვები ასახავენ ბანკისათვის იდენტიფიცირებული რისკების ერთობლიობას.
უცხოური ვალუტით სპეციალური რეზერვების შექმნასთან დაკავშირებული ოპერაციების აღსარიცხავად გამოიყენება სავალუტო პოზიციის ანგარიშები.
5. კომენტარები
ბანკმა მოცემული ანგარიშების ანალიზური აღრიცხვა ისეთი ფორმით უნდა აწარმოოს, რომ შესაძლებელი გახდეს გაანალიზდეს აქტივთა ანგარიშები და მისი შესაბამისი რეზერვების ცვლილებები.
კლასი 43. დანარჩენი ოპერაციები
ანგარიშთა ჯგუფი 430 _ დანარჩენი ოპერაციები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 4301 | ბროკერული ოპერაციები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება კლიენტების მიერ გარკვეული ვადით ბანკისათვის სამართავად გადაცემული ფულადი სახსრების აღსარიცხავად (ამ შემთხვევაში ბანკი გამოდის ბროკერის როლში).
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშზე შესრულდება გარიგების დადების თარიღისათვის, მიუხედავად ფულადი სახსრების გადარიცხვის/მიღების თარიღისა.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სახსრების მიღება ტრასტულ მმართველობაში | ფულადი სახსრების ანგარიშები | 4301 ბროკერული ოპერაციები |
| ტრასტულ ოპერაციებთან დაკავშირებული თანხების ჩამოწერა | 4301 ბროკერული ოპერაციები 9031 ხარჯები ბროკერული ოპერაციების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები 7031 შემოსავლები ბროკერული ოპერაციებიდან |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
თანხების წინასწარი გადახდის შემთხვევაში გამოიყენება ავანსის, ხოლო შემდგომი გადახდის შემთხვევაში კრედიტორების ანგარიში.
5. კომენტარები
ბანკი რეგულარულად შეუდარებს ნაშთებს ბალანსში ასახული ტრასტული დეპოზიტების მიხედვით საფინანსო კონტრაგენტი ორგანიზაციებისაგან მიღებულ ამონაწერებს. მიღებული ინფორმაცია დეტალურად გააანალიზდება და საჭიროების შემთხვევაში დროულად გაკეთდება შესწორება. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ნებისმიერი შეუდარებელი თანხები გადაიტანება გაურკვეველი თანხების ანგარიშზე.
| ანგარიში 4303 | ვალდებულებები ფინანსური ლიზინგის მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ფინანსურ ლიზინგთან დაკავშირებული ვალდებულების აღსარიცხავად (ძირითადად შენობა და კომპიუტერული მოწყობილობები)
იჯარა წარმოადგენს ფინანსურ ლიზინგს, თუ აკმაყოფილებს ხუთი პირობიდან ერთს მაინც:
1. საკუთრების უფლება ნაგებობებსა ან მოწყობილობებზე გადადის მოიჯარეზე იჯარის ვადის ბოლოს.
2. მოიჯარეს აქვს შესაძლებლობა დადებული გარიგების ვადის დასრულების შემდეგ იჯარით აღებული აქტივი იყიდოს ფიქსირებული ფასით ან იჯარის დამთავრებისას შეიძინოს განსაზღვრული ფასით.
3. ლიზინგის ვადა შეადგენს აქტივის ფუნქციონირების ნორმატიული ვადის 80%-ს მაინც. ფუნქციონირების ვადა წარმოადგენს ნორმატიულ პერიოდს, რომლის შედეგად აქტივი მთლიანად ამორტიზებულად ითვლება.
4. გადასახდელები ლიზინგის მიხედვით შეადგენს მიმდინარე ფასებით მოწყობილობის ღირებულების 90%-ს მაინც. ღირებულება მიმდინარე ფასებში ჩვეულებრივ წარმოადგენს ლიზინგის კონტრაქტში აღნიშნულ ფასს. იქ, სადაც ლიზინგის შეთანხმებაში მოცემული ღირებულება მითითებული არ არის, იგი შეიძლება განისაზღვროს როგორც თანხა, რომლის მიხედვითაც აქტივები შეიძლება შეფასდეს საქმეში კარგად ჩახედულ და ამ გარიგების შესრულების მსურველ მყიდველებსა და გამყიდველებს შორის კომერციული გარიგების შესრულებისას.
5. საიჯარო აქტივები ატარებენ სპეციფიკურ ხასიათს. ასე რომ, მხოლოდ მოიჯარეს შეუძლია გამოიყენოს ისინი მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის გარეშე.
თუ ზემოთ მოცემული კრიტერიუმებისაგან არც ერთი არ სრულდება, ლიზინგის შეთანხმება განიხილება როგორც ოპერაციული ლიზინგი. ამ შემთხვევაში ობიექტის ლიზინგთან დაკავშირებული დანახარჯები უშუალოდ მიეკუთვნება, 9033 ანგარიშს – „ხარჯები ოპერაციული ლიზინგის მიხედვით“.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდების მუდმივობის პრინციპი: ფინანსური ლიზინგით გადასახდელთა გამოსაანგარიშებლად გამოყენებული მეთოდები უცვლელია ერთი პერიოდიდან მეორემდე.
დარიცხვათა პრინციპი: ფინანსურ ლიზინგთან დაკავშირებული ოპერაციებიდან გამომდინარე, გადასახდელი პროცენტები აისახება იმ პერიოდში, როდესაც მოხდა მათი გამომუშავება (გადასახდელი პროცენტების ანგარიშთა გამოყენებით, თუ ეს გათვალისწინებულია).
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშზე სრულდება გარიგების დადების თარიღისათვის, მიუხედავად ფულადი სახსრების გადარიცხვის / მიღების თარიღისა.
ფორმასთან შედარებით შინაარსის პრიორიტეტის პრინციპი: მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ლიზინგი ითვალისწინებს აქტივების მთლიანი ღირებულების პერიოდულ გადახდას ლიზინგის მთელი ვადის განმავლობაში, აქტივი აღირიცხება სრული ღირებულებით ლიზინგის დასაწყისშივე. ეს განპირობებულია იმით, რომ ფინანსური ლიზინგი, არსებითად, წარმოადგენს დაფინანსების ერთგვარ ფორმას და საკუთრებასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა რისკი და მოგება გადადის მოიჯარესთან ლიზინგის დასაწყისში.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| აქტივების შეძენა ფინანსური ლიზინგის პირობებით | 2901-2906 ძირითადი საშუალებანი | 4303 ვალდებულებები ფინანსური ლიზინგის მიხედვით |
| ამორტიზაციის დარიცხვა | 9302-9306 ძირითად საშუალებათა ცვეთის ხარჯები | 4902-4906 ძირითადი საშუალებების ცვეთა |
| იჯარის საფასურის თანხების გადახდა | 4303 ვალდებულებები ფინანსური ლიზინგის მიხედვით 9034 ხარჯები ფინანსური ლიზინგის მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
აქტივის ღირებულება მიმდინარე ფასებში ფინანსურ ლიზინგთან დაკავშირებული გარიგების დადებისას აისახება ძირითად საშუალებათა შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და 4303 ანგარიშის კრედიტში. ბანკი ფინანსური ლიზინგის პირობებით ნაყიდი აქტივის მიხედვით ცვეთის დარიცხვას განახორციელებს ზოგადად დადგენილი წესისამებრ.
მოცემული მომენტისათვის ლიზინგის მიხედვით გადასახდელი თანხა შედგება გადაუხდელი პროცენტებისა (ხარჯი) და ძირითადი ვალის დარჩენილი თანხისაგან, რომელიც წარმოადგენს 4303 ანგარიშის ნაშთს, გადასახდელი თანხის გადახდა ხდება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. გადახდის განხორციელებისას ბანკი დაადებეტებს 4303 და 9034 ანგარიშებს და დააკრედიტებს ფულადი სახსრების ანგარიშს ძირითადი ვალის მიხედვით გადასახდელის ადეკვატური თანხით (ლიზინგის მთელს პერიოდში – ძირითადი საშუალების სრული ღირებულება).
ვალდებულებანი ფინანსური ლიზინგის მიხედვით ანაზღაურდება სრულად ლიზინგის ვადის განმავლობაში.
ვალის ძირითადი თანხის მიხედვით გადასახდელი პროცენტები წარმოადგენს იჯარის საფასურის თანხის ნაწილს, რომელიც განისაზღვრება ლიზინგის ხელშეკრულებაში აღნიშნული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოცემული განაკვეთი შეთანხმებაში დათქმული არ არის, იგი უნდა წარმოადგენდეს განაკვეთს, რომელსაც გადაიხდიდა ბანკი მოცემული აქტივის შესაძენად ვალად აღებული ფულადი სესხის მიხედვით. პრაქტიკულად ეს უნდა იყოს ბანკთაშორის ბაზარზე დადგენილი განაკვეთი (ან საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი) ლიზინგის ვადის ანალოგიური ვადით.
ფინანსურ ლიზინგთან დაკავშირებული ოპერაციები, რომელთა მიხედვითაც გადახდა უცხოური ვალუტით ხორციელდება, აღირიცხება სავალუტო პოზიციის ანგარიშთა გამოყენებით.
5. კომენტარები
ბანკმა ანალიზურ აღრიცხვაში უნდა შეიმუშაოს ისეთი სისტემა, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს გააანალიზოს თითოეული ფინანსური ლიზინგი ცალ-ცალკე.
ანგარიშთა ჯგუფი 431 _ დანარჩენი ოპერაციები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 4311 | ბროკერული ოპერაციები |
| ანგარიში 4313 | ვალდებულებანი ფინანსური ლიზინგის მიხედვით |
4311-4313 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 4301-4303 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 44. გადასახდელი პროცენტები და დივიდენდები
ანგარიშთა ჯგუფი 440 _ გადასახდელი პროცენტები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 4401 | გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით |
| ანგარიში 4402 | გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით |
| ანგარიში 4403 | გადასახდელი პროცენტები ბანკებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით (სესხების გარდა) |
| ანგარიში 4404 | გადასახდელი პროცენტები ბანკების სესხების მიხედვით |
| ანგარიში 4405 | გადასახდელი პროცენტები კლიენტებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით |
| ანგარიში 4406 | გადასახდელი პროცენტები საფინანსო ორგანიზაციების სესხების მიხედვით |
| ანგარიში 4407 | გადასახდელი პროცენტები საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| ანგარიში 4408 | გადასახდელი პროცენტები სსფ-ს ვალდებულებების მიხედვით |
| ანგარიში 4409 | გადასახდელი პროცენტები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება იმ გადასახდელი პროცენტების აღსარიცხავად, რომელთა გადახდის ვადა ჯერ არ დამდგარა. ხარჯები აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის. მოცემული ანგარიშები ასახავენ დავალიანებას ბანკის მიერ გასაწევი ხარჯების მიხედვით, და მათ ეწოდებათ დარიცხვის ანგარიშები.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: ხარჯები აღირიცხება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, ფულადი სახსრების რეალურად გადაგზავნის თარიღის მიუხედავად.
ბალანსის ურყეობის პრინციპი: საანგარიშო პერიოდის დასაწყისსა და ბოლოს შორის განხორციელებული ცვლილებები (დარიცხვები) აისახება ამ პერიოდის მოგება-ზარალის ანგარიშგებაში.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| პროცენტების დარიცხვა | ხარჯების ანგარიშები | 4401-4409 გადასახდელი პროცენტები |
| პროცენტების გადახდა | 4401-4409 გადასახდელი პროცენტები | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ბანკი გამოიანგარიშებს ხარჯის იმ ნაწილის ოდენობას, რომელიც ეკუთვნის მიმდინარე პერიოდს, მაგრამ განხორციელდება შემდგომ პერიოდში. მოცემული თანხით შესრულდება ჩანაწერი დარიცხვათა შესახებ ხარჯების შესაბამისი ანგარიშის დებეტითა და 4401-4409 ანგარიშთა კრედიტით. მოცემული მეთოდის ეფექტიანობა იმით გამოიხატება, რომ იძლევა შესაძლებლობას ხარჯები პროცენტების მიხედვით განაწილდეს სახსრებით სარგებლობის ხანგრძლივობის შესაბამის პერიოდზე.
5. კომენტარები
ბანკმა უნდა გააანალიზოს მოცემულ პერიოდში დაუფარავ ვალდებულებათა საშუალო თანხებთან პერიოდის განმავლობაში გადასახდელი პროცენტების თანხების შესაბამისობა მოქმედი საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით.
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა შეიმუშაოს ისეთი სისტემა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მიიღოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია გადასახდელი პროცენტების მიხედვით:
ა) დაფარვის ვადების მიხედვით;
ბ) კონტრაგენტების (რეზიდენტი/არარეზიდენტი) ტიპების მიხედვით და სხვ.
ეს ანალიზი გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ნორმატივების შესრულების კონტროლისა და ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სწორად წარმართვისათვის.
ანგარიშთა ჯგუფი 441 _ გადასახდელი პროცენტები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 4411 | გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით |
| ანგარიში 4412 | გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით |
| ანგარიში 4413 | გადასახდელი პროცენტები ბანკებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით (სესხების გარდა) |
| ანგარიში 4414 | გადასახდელი პროცენტები ბანკების სესხების მიხედვით |
| ანგარიში 4415 | გადასახდელი პროცენტები კლიენტებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით |
| ანგარიში 4416 | გადასახდელი პროცენტები საფინანსო ორგანიზაციების სესხების მიხედვით |
| ანგარიში 4417 | გადასახდელი პროცენტები საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| ანგარიში 4418 | გადასახდელი პროცენტები სსფ-ს ვალდებულებების მიხედვით |
| ანგარიში 4419 | გადასახდელი პროცენტები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით |
4411-4419 ანგარიშის დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 4401-4409 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 442 _ გადასახდელი დივიდენდები ბანკის საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით
| ანგარიში 4421 | გადასახდელი დივიდენდები ბანკის საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ბანკის მოგებიდან აქციონერებზე გასაცემი დივიდენდების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| დივიდენდების დარიცხვა | 5501 საანგარიშგებო წლის მოგება (ზარალი) | 4421 გადასახდელი დივიდენდები ბანკის საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით |
| დივიდენდების გაცემა | 4421 გადასახდელი დივიდენდები ბანკის საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
5501 ანგარიშიდან დივიდენდების კუთვნილი თანხა გადმოიტანება 4421 ანგარიშის კრედიტში. ხოლო, გაცემული დივიდენდების თანხა კი ამ ანგარიშის დებეტში. უცხოური ვალუტით დივიდენდების გაცემასთან დაკავშირებული ოპერაციების აღსარიცხავად, გამოიყენება სავალუტო პოზიციის ანგარიშები.
5. კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა შეიმუშაოს ისეთი სისტემა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მიიღოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია დივიდენდების ანგარიშის მოძრაობის შესახებ:
ა) აქციონერთა მიხედვით კუთვნილი დივიდენდების თანხა, გაცემა თარიღების მიხედვით;
ბ) კონტრაგენტების (რეზიდენტი/არარეზიდენტი) ტიპების მიხედვით და სხვა.
კლასი 45. დანარჩენი ვალდებულებები
ანგარიშთა ჯგუფი 450 _ დანარჩენი ვალდებულებები, ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 4501 | კრედიტორები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ანგარიშსწორების სპეციფიკით განპირობებული კრედიტორული დავალიანების აღსარიცხავად (ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შემდგომი გადახდა ფასეულობის გადაცემის შემდეგ, ანგარიშსწორებაში სახსრების შეფერხება), რომელიც მოკლევადიანია.
მოცემული ანგარიში არ გამოიყენება ბანკის ფილიალებისაგან მისაღები თანხების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
ოპერაციების ასახვის პრინციპი: გატარებები მოცემული ანგარიშით განხორციელდება ოპერაციების გატარების დღეს.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| კრედიტორული დავალიანების წარმოშობა | ნებისმიერი კლასის ანგარიში რეზერვების ანგარიშების გარდა | 4501 კრედიტორები |
| ანგარიშსწორება კრედიტორული დავალიანების მიხედვით | 4501 კრედიტორები | ნებისმიერი კლასის ანგარიში რეზერვების გარდა |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
კრედიტორული დავალიანების წარმოშობისას დადებეტდება ნებისმიერი კლასის ანგარიში და დაკრედიტდება ანგარიში 4501, ხოლო დაფარვისას დადებეტდება ანგარიში 4501 და დაკრედიტდება ნებისმიერი კლასის ანგარიში.
5. კომენტარები
ბანკმა უნდა შეიმუშავოს ისეთი ანალიზური აღრიცხვა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას, მოცემული ანგარიშები გააანალიზოს კონტრაგენტების (რეზიდენტები/არარეზიდენტები), დავალიანების წარმოქმნის ვადებისა და სხვა ნიშნის მიხედვით.
| ანგარიში 4502 | გაურკვეველი თანხები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება იმ თანხების აღსარიცხავად, რომლებიც ჯერ მიკუთვნებული არ არის შესაბამის ანგარიშებზე არასრულყოფილი რეკვიზიტების ან სხვა მიზეზების გამო (მაგალითად: არასწორი გატარება, დოკუმენტებში არასწორი ინფორმაცია და სხვა). თანხები მოცემულ ანგარიშზე აღირიცხება დროებით. საჭიროა მათი მიზნობრიობის დადგენა სწრაფად და სათანადო ზომების მიღება. მოცემული ანგარიში არ გამოიყენება როგორც კრედიტორების ანგარიში.
მოცემულ ანგარიშზე აღირიცხება თანხები, რომლებიც წარმოადგენს კორესპონდენტი ბანკების ამონაწერებსა და ბანკის ბალანსის მონაცემებს შორის შეუდარებელ თანხებს.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშებზე შესრულდება ოპერაციის განხორციელების დღეს.
აქტივებისა და პასივების ცალ-ცალკე განხილვის პრინციპი:მისაღები გაურკვეველი თანხები გატარდება 2502 ანგარიშის დებეტით, ხოლო გადასახდელი გაურკვეველი თანხები – 4502 ანგარიშის კრედიტით. ნაშთები ამ ორივე ანგარიშზე არ ექვემდებარებიან ურთიერთდასალდოვდებას.
გამჭვირვალობის პრინციპი: მოცემული ანგარიში წარმოადგენს ანგარიშსწორების სისტემის ეფექტიანობის ინდიკატორს. იგი უნდა გააანალიზდეს სისტემატურად, რათა თანხები, რომლებსაც მიეცა გაურკვეველის კვალიფიკაცია დროულად აისახოს შესაბამის ანგარიშებზე კუთვნილებისამებრ.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| გაურკვეველი თანხების წარმოქმნა | ფულადი სახსრების ანგარიშები | 4502 გაურკვეველი თანხები |
| სახსრების ჩამოწერა გაურკვეველი თანხების ანგარიშიდან | 4502 გაურკვეველი თანხები | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გაურკვეველი თანხების ჩარიცხვისას დებეტდება- ანგარიში ფულადი სახსრების ანგარიშები და კრედიტდება – 4502 ანგარიში, ხოლო თანხების მიზნობრიობის დადგენის შემდეგ დადებეტდება – 4502 ანგარიში და დაკრედიტდება – ანგარიში ფულადი სახსრების ან კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები.
5. კომენტარები
მოცემული ანგარიში უნდა გააანალიზდეს სისტემატურად იმისათვის, რომ გამოვლინდეს საეჭვო კრედიტორული დავალიანება და გააანალიზდეს დაყოვნების მიზეზები.
ფინანსური ანგარიშგების დეტალიზაციის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად უნდა შეიქმნას საინფორმაციო სისტემა, რომელიც შესაძლებელს გახდის, გააანალიზდეს აქტივები კონტრაგენტთა ტიპების მიხედვით (რეზიდენტი/არარეზიდენტი).
| ანგარიში 4503 | ავანსები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება გარიგებათა მიხედ-ვით კონტრაგენტთა მიერ წინასწარ გადასახდელი თანხების კატეგორიას მიკუთვნებული – ავანსების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპები:ნებისმიერი შემოსავლები აღირიცხება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნის, ფულადი სახსრების მიღების თარიღის მიუხედავად.
ბალანსის ურყეობის პრინციპი: საანგარიშო პერიოდის დასაწყისსა და ბოლოს შორის დარიცხვაში განხორციელებული ცვლილებები აისახება ამ პერიოდის მოგებისა და ზარალის ანგარიშზე (ეს შეესაბამება ამ პერიოდისათვის რეალურად მიკუთვნებული შემოსავლების ნაწილს).
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ავანსის თანხის მიღება | ფულადი სახსრების ანგარიშები | 4503 ავანსები |
| ავანსის თანხის ათვისება | 4503 ავანსები | აქტივთა ანგარიშები შემოსავლების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
კლიენტების მიერ ბანკის აქტიური ოპერაციების (მაგალითად, სესხების) მიხედვით პროცენტების წინასწარ გადახდის შემთხვევაში შესაბამისი შემოსავლები უნდა აისახოს მოგებისა და ზარალის ანგარიშით პროცენტების დარიცხვის კვალობაზე, რაც დამოკიდებულია სესხით სარგებლობის ფაქტობრივ ვადაზე.
5. კომენტარები
მოცემული ანგარიში უნდა შემოწმდეს თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს. ბანკმა უნდა შეიმუშაოს ისეთი ანალიზური აღრიცხვა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას, გააანალიზოს შემოსავლები კატეგორიების, ოპერაციების და კონტრაგენტთა ტიპების (რეზიდენტი, არარეზიდენტი) მიხედვით.
| ანგარიში 4504 | დეპოზიტები გარანტიების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება იმ სახსრების აღსარიცხავად, რომლებიც წარმოადგენს გარანტიების მიხედვით გადახდის უზრუნველყოფას (ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით).
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი:პროცენტული ხარჯები (თუ ისინი გათვალისწინებულია) ანგარიშებით აისახება მათი დარიცხვის მიხედვით, გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადასახდელი პროცენტების კრედიტით აღსარიცხავად გამოიყენება ანგარიში 4409 – „გადასახდელი პროცენტები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით“ – შესაბამისი ხარჯების ანგარიშთა დებეტთან კორესპონდენციაში.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ჩანაწერები ანგარიშით შესრულდება ვალუტირების თარიღის შესაბამისად.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სახსრების მიღება | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 4504 დეპოზიტები გარანტიების მიხედვით |
| სახსრების დაბრუნება | 4504 დეპოზიტები გარანტიების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მიცემული გარანტიების დასაფარავად მიღებული სახსრები გატარდება: დებეტი – ფულადი სახსრების ან კლიენტთა ანგარიშები, კრედიტი – 4504 ანგარიშები, ხოლო დაფარვისას : დებეტი – 4504 ანგარიშები, კრედიტი – ფულადი სახსრების ან კლიენტთა ანგარიშები.
5. კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკი შეიმუშავებს ისეთ საინფორმაციო სისტემას, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას, გააანალიზოს ანგარიშები ოპერაციათა ხასიათის, დაფარვის ვადების, კონტრაგენტების მიხედვით (კერძოდ, რეზიდენტი/არარეზიდენტი) და სხვა.
ბანკი რეგულარულად შეუდარებს ბალანსის ნაშთებს კონტრაგენტებისაგან მიღებულ ამონაწერებს. შედარებული ინფორმაცია დეტალურად გააანალიზდება და საჭიროების შემთხვევაში, დროულად შეიტანება შესაბამისი ცვლილებები.
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ცალ-ცალკე განიხილოს ოპერაციები და ნაშთები ანგარიშებზე დაკავშირებულ კომპანიათა ჯგუფების მიხედვით, რადგან ისინი შეიძლება დასალდოვდეს ბალანსის კონსოლიდაციის დროს.
| ანგარიში 4505 | დეპოზიტური ანგარიშები ჩეკის წიგნაკების მიხედვით |
| ანგარიში 4506 | დეპოზიტური ანგარიშები საბანკო ბარათების მიხედვით |
| ანგარიში 4508 | დეპოზიტური ანგარიშები აკრედიტივის მიხედვით |
| ანგარიში 4509 | დეპოზიტური ანგარიშები დანარჩენი საგადახდო საბუთების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დეპონირებული და ინკასირებული სახსრების აღსარიცხავად მიღებული საგადახდო საბუთების მიმართ გადახდის სხვადასხვა საშუალებებით ანგარიშსწორებისათვის.
თანხები მოცემულ ანგარიშებზე აისახება დროებით. სახსრების გამოუყენებელი ნაშთი საგადახდო საბუთის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ გადაიტანება-გადაიგზავნება კონტრაგენტის შესაბამის ანგარიშზე.
მოცემულ ანგარიშებზე დასაშვებია დებეტის სალდო, თუ ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ამ შემთხვევაში ის ასახავს ბანკის მიერ ანგარიშსწორების ოპერაციების დაჩქარების მიზნით გაცემულ კრედიტებს ლიმიტის ფარგლებში (ლიმიტების პერიოდული გადასინჯვით). ნებისმიერ შემთხვევაში ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გააკონტროლოს ანგარიშებზე დებეტის სალდოს წარმოქმნა შემთხვევითი ოვერდრაფტების თავიდან აცილების მიზნით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი:პროცენტული ხარჯები (თუ ისინი გათვალისწინებულია) ანგარიშებით აისახება მათი დარიცხვის მიხედვით, გადახდის ვადის მიუხედავად. ამასთან, გადასახდელი პროცენტების აღსარიცხავად გამოიყენება პასიური ანგარიში 4409 – „გადასახდელი პროცენტები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით“ – შესაბამისი ხარჯების ანგარიშებთან კორესპონდენციაში.
ოპერაციების ასახვის პრინციპი:ჩანაწერები ანგარიშებით შესრულდება ვალუტირების თარიღის შესაბამისად.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სახსრების ჩარიცხვა | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 4505-4509 დეპოზიტური ანგარიშები |
| სახსრების ჩამოწერა | 4505-4509 დეპოზიტური ანგარიშები | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| მიმდინარე ანგარიშის დებეტის სალდოს გადატანა ოვერდრაფტის ანგარიშზე საანგარიშ-გებო პერიოდის ბოლოს | შესაბამისი სფეროს ოვერდრაფტის ანგარიშები | 4505-4509 დეპოზიტური ანგარიშები |
| ოვერდრაფტის დაფარვა | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | შესაბამისი სფეროს ოვერდრაფტის ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
სახსრების ჩამოწერა ანგარიშებიდან. ამ ანგარიშების დებეტში გატარდება თანხების ნაღდად გაცემა ან სახსრების გადარიცხვა მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად. როდესაც სახსრების ჩამოწერა ოვერდრაფტს იწვევს, მიმდინარე ანგარიშზე დებეტის ნაშთი დარჩება საანგარიშგებო პერიოდის ბოლომდე. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს იგი გადაიტანება ოვერდრაფტის შესაბამის ანგარიშზე.
5. კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკი შეიმუშავებს ისეთ საინფორმაციო სისტემას, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას, გააანალიზოს ანგარიშები ოპერაციების ხასიათის ჭრილში, კონტრაგენტთა მიხედვით (კერძოდ, რეზიდენტი/არარეზიდენტი).
ვალდებულებათა აღრიცხვის სისრულისათვის ბანკმა უნდა მოაწყოს კლიენტთა ანგარიშებზე ნაშთების მიმდინარე შემოწმების სისტემა მათ მიერ დასტურების მიღების საფუძველზე.
ანგარიშთა ჯგუფი 451 _ დანარჩენი ვალდებულებები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 4511 | კრედიტორები |
| ანგარიში 4512 | გაურკვეველი თანხები |
| ანგარიში 4513 | ავანსები |
| ანგარიში 4514 | დეპოზიტები გარანტიების მიხედვით |
| ანგარიში 4515 | დეპოზიტური ანგარიშები ჩეკის წიგნაკების მიხედვით |
| ანგარიში 4516 | დეპოზიტური ანგარიშები საბანკო ბარათების მიხედვით |
| ანგარიში 4518 | დეპოზიტური ანგარიშები აკრედიტივის მიხედვით |
| ანგარიში 4519 | დეპოზიტური ანგარიშები დანარჩენი საგადახდო საბუთების მიხედვით |
4511-4519 ანგარიშების დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 4501-4509 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
ანგარიშთა ჯგუფი 455 _ ბიუჯეტში მიმდინარე გადასახდელები
| ანგარიში 4551 | გადასახდელი მოგების გადასახადი |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება საანგარიშგებო წელს ფაქტობრივი (რეალური) მონაცემების საფუძველზე მიღებული მოგების გადასახადით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| მოგების გადასახადის დარიცხვა | 9501 მოგების მიმდინარე გადასახადი | 4551 გადასახდელი მოგების გადასახადი |
| საანგარიშო წლის საგადასახადო ვალდებულების შემცირება ავანსად გადახდილი მოგების გადასახადის თანხით | 4551 გადასახდელი მოგების გადასახადი | 2551 მოგების მიმდინარე გადასახადი |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
საანგარიშგებო წლის ბოლოს ფინანსური და საგადასახადო ანგრიშგებების საფუძველზე, ფაქტობრივი (რეალური) მოგების მიხედვით, მოხდება მოგების გადასახადის დარიცხვა: დებეტი-ანგარიში 9501, კრედიტი-ანგარიში 4551, ხოლო დარიცხული (გადასახდელი) თანხის შემცირება საანგარიშგებო წლის განმავლობაში მოგების ავანსად გადახდილი თანხით მოხდება: დებეტი-4551, კრედიტი-2551. გაქვითვის შემდეგ 4551 ანგარიშზე დარჩენილი სხვაობის თანხა გადაირიცხება ბიუჯეტში დებეტი-4551, კრედიტი-1052. ბიუჯეტში გადახდილი ყველა გადასახადი აღრიცხვაში აისახება ეროვნული ვალუტით.
5. კომენტარები
ბიუჯეტში მოგებიდან გადასახადი გადაიხდება დასაბეგრი ბაზის მიხედვით საკანონმდებლო ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილი გამოქვითვების საფუძველზე.
| ანგარიში 4552 | გადასახდელი დღგ |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ბანკის მიერ რეალიზებულ მატერიალურ ფასეულობაზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე) გადასახდელი დღგ-ის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| მიღებული დღგ | ფულადი სახსრების ანგარიშები | 4552 გადასახდელი დღგ |
| გადახდილი დღგ-ის ჩათვლა | 4552 გადასახდელი დღგ | 2552 გადახდილი დღგ |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
4552 ანგარიშის კრედიტში აისახება ბანკის მიერ რეალიზებული მატერიალური ფასეულობიდან (სამუშაოზე, მომსახურებაზე) მიღებული დღგ-ის თანხა, ხოლო დებეტში – ბანკის მიერ გადახდილი დღგ-ის თანხის ის ნაწილი, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებული გაანგარიშების მიხედვით ექვემდებარება ჩათვლას და დარჩენილი სხვაობის თანხა, რომელიც გადაირიცხა ბიუჯეტში.
5. კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა შექმნას ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომელიც დროის მცირე მონაკვეთში უზრუნველყოფს ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის შესახებ მონაცემთა მიღებას სახეების, გადახდილი თანხების თარიღებისა და სხვა ნიშნების მიხედვით. გადახდილი გადასახადები აღრიცხვაში აისახება საქართველოს ეროვნული ვალუტით.
| ანგარიში 4553 | გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი |
| ანგარიში 4554 | გადასახდელი სოციალური გადასახადი |
| ანგარიში 4559 | დანარჩენი გადასახდელი გადასახადები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება ბანკის მიერ ბიუჯეტში დარიცხული გადასახდელი გადასახდების (მოგებისა და დღგ-ის გარდა) აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადის დარიცხვა | ხარჯების შესაბამისი ანგარიში | 4553-4559 გადასახდელი გადასახადი |
| ავანსად გადახდილი თანხის ჩათვლა | ავანსად გადახდილი გადასახადი | 2559 დანარჩენი მიმდინარე გადასახადები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
4553 – 4559 ანგარიშების კრედიტში აისახება ბანკის მიერ ბიუჯეტისათვის გადასახდელი გადასა-ხადის დარიცხული თანხა, ხოლო დებეტში – ავანსად გადახდილი თანხის ჩათვლა და დარჩენილი სხვაობის თანხით ბიუჯეტთან ანგარიშსწორება.
5. კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა შექმნას ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომელიც დროის მცირე მონაკვეთში უზრუნველყოფს ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების შესახებ მონაცემთა მიღებას სახეების, დარიცხული-გადახდილი თანხების, თარიღებისა და სხვა ნიშნების მიხედვით. გადასახდელი და გადახდილი გადასახადები აღრიცხვაში აისახება საქართველოს ეროვნული ვალუტით.
კლასი 47. გადავადებული საგადასახადო ვალდებულება
ანგარიშთა ჯგუფი 471 _ გადავადებული საგადასახადო ვალდებულება
| ანგარიში 4711 | გადავადებული საგადასახადო ვალდებულება |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება საანგარიშგებო წლის სააღრიცხვო და საგადასახადო ანგარიშგებით მიღებული მოგების გადასახადებს შორის იმ სხვაობის აღსარიცხავად, რომელიც დროებით სხვაობას წარმოადგენს. აღნიშნულ ანგარიშს აქვს ინფორმაციული დატვირთვა ფინანსური საქმიანობის ანალიზისათვის.
შემოსავლებისა და ხარჯების საგადასახადო მიზნით განხილვის დროს მხედველობაშია მისაღები ზოგიერთი შეზღუდვისა და აკრძალვის გავლენა საგადახადო მოგებაზე, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას სხვაობა სააღრიცხვო და საგადასახადო მოგებას შორის, ამ სხვაობის განხილვისას აუცილებელია დადგინდეს რით არის გამოწვეული ის და როგორია – დროებითი, თუ მუდმივი.
- მუდმივია სხვაობა, თუ არასოდეს არ მოხდება მისი საგადასახადო შემოსავალზე მიკუთვნება;
- დროებითია სხვაობა, თუ შემდგომ პერიოდში დასაშვებია მისი აღდგენა, მაგ: ამორტიზაცია, რომელიც სააღრიცხვო ანგარიშგებით, შედარებით მცირე განაკვეთით შეიძლება იყოს დარიცხული, ვიდრე ამას საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიში | კრედიტის ანგარიში |
| გადავადებული საგადასახადო ვალდებულების აღიარება | 9501 მიმდინარე წლის მოგების გადასახადი | 4711 გადავადებული საგადასახადო ვალდებულება – სააღრიცხვო და საგადასახადო მოგების გადასახადებს შორის სხვაობის თანხა, რომელიც გამოწვეულია დროებითი სხვაობით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ბანკი სააღრიცხვო და საგადასახადო მოგებების გადასახადებს შორის სხვაობის თანხის მიხედვით გაანგარიშებულ გადავადებული საგადასახადო ვალდებულების თანხას გაატარებს 9501 ანგარიშის დებეტსა და 4711 ანგარიშის კრედიტში.
5. კომენტარები
ბანკის ანალიზურმა აღრიცხვამ დროის მცირე მონაკვეთში უნდა უზრუნველყოს გადავადებული საგადახადო ვალდებულების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება;
– გადავადებული საგადახადო ვალდებულება ცალკეული სახეების მიხედვით;
– შემდგომ პერიოდებში, გადავადებული საგადახადო ვალდებულების აღსადგენი თანხები თარიღების მიხედვით, და სხვა.
კლასი 48. ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის
ანგარიშთა ჯგუფი 483 _ ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 4831 | ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ფილიალთაშორისი ანგარიშსწორების აღსარიცხავად და მასზე აისახება ყველა სახის აქტივებისა და პასივების მოძრაობასთან დაკავშირებული ოპერაციები, შესაბამის განკარგულებათა საფუძველზე, რომელთა ასლები გაეგზავნება კორესპონდენტ ფილიალს.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: თუ ფილიალთაშორისი ვალდებულებები ითვალისწინებს პროცენტების გადახდას, დასარიცხი პროცენტები აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ის ეკუთვნის.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ბუღალტრული ჩანაწერები ანგარიშზე შესრულდება ოპერაციების განხორციელების დღეს ან ვალუტირების თარიღის შესაბამისად, მიუხედავად კორესპონდენტ ფილიალში გატარების თარიღისა. ამავდროულად სავალდებულოა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ საბანკო დაწესებულებებში ანგარიშსწორების ოპერაციები მთავრდებოდეს ერთ დღეში – ოპერაციათა შესრულების დღეს, ისე რომ ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის ურთიერთანგარიშსწორების ნაშთები იყოს ერთი და იგივე.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| აქტივთა გადაცემა | 2831 ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის | აქტივთა ანგარიშები |
| გადაცემული აქტივების მიღება | აქტივთა ანგარიშები | 4831 ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის |
| პასივების გადაცემა | პასივთა ანგარიშები | 4831 ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის |
| გადაცემული პასივების მიღება | 2831 ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის | პასივთა ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ა) გადაცემული აქტივების მიხედვით ფილიალთაშორისი დავალიანების აღრიცხვის წესი
აქტივების გადაცემისას გამგზავნი ფილიალი განკარგულების საფუძველზე დაადებეტებს 2831 ანგარიშს და დააკრედიტებს აქტივთა ანგარიშს, ხოლო მიმღები ფილიალი გადაცემული აქტივების მიღებისას დაადებეტებს აქტივთა ანგარიშს და დააკრედიტებს 4831 ანგარიშს.
ბ) გადაცემული პასივების მიხედვით ფილიალთაშორისი დავალიანების აღრიცხვის წესი
პასივების გადამცემი ფილიალი პასივების გადაცემის შესახებ განკარგულების საფუძველზე დაადებეტებს პასივთა ანგარიშს და დააკრედიტებს 4831 ანგარიშს, ხოლო პასივების მიმღები ფილიალი დაადებეტებს 2831 ანგარიშს და დააკრედიტებს პასივთა ანგარიშს.
5. კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა შექმნას ფილიალებისა და ოპერაციათა სახეობების ჭრილში ანგარიშთა ანალიზისათვის განკუთვნილი ცალკე საინფორმაციო სისტემა.
ბანკმა უნდა განახორციელოს ფილიალთაშორისი ანგარიშსწორების სისტემატური შემოწმება. კრებსით ბალანსში საანგარიშსწორებო თარიღისათვის (საბალანსო ანგარიშთა დონეზე) ფილიალთაშორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული შემოწმებული ნაშთები უნდა დასალდოვდეს.
იმ შემთხვევაში, თუ ფილიალთაშორისი ვალდებულებანი ითვალისწინებს პროცენტების გადახდას, ანგარიშსწორება გადასახდელი პროცენტებისა და მიღებული (გადახდილი) პროცენტების მიხედვით გულმოდგინედ უნდა შემოწმდეს. კრებსით ანგარიშგებაში საანგარიშგებო თარიღისათვის დარიცხული შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე მიღებული და გადახდილი პროცენტების ანგარიშები უნდა დასალდოვდეს.
ანგარიშთა ჯგუფი 484 _ ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის უცხოური ვალუტით
| ანგარიში 4841 | ანგარიშსწორება ერთი ბანკის დაწესებულებებს შორის |
4841 ანგარიშის დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 4831 ანგარიშისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
კლასი 49. ცვეთა და ამორტიზაცია
ანგარიშთა ჯგუფი 490 _ ძირითადი საშუალებების ცვეთა
| ანგარიში 4902 | შენობა-ნაგებობების ცვეთა |
| ანგარიში 4903 | კომპიუტერული ტექნიკისა და საკომუნიკაციო მოწყობილობების ცვეთა |
| ანგარიში 4904 | სატრანსპორტო საშუალებების ცვეთა |
| ანგარიში 4905 | ავეჯისა და მოწყობილობების ცვეთა |
| ანგარიში 4906 | დანარჩენი ძირითადი საშუალებების ცვეთა |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება ექსპლუატაციის პერიოდში ძირითადი საშუალებების ცვეთის შედეგად მათი ღირებულების შემცირების აღსარიცხავად.
ძირითად საშუალებებს ცვეთა ერიცხება შეძენის მომენტში შედგენილი ცვეთის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც შემდგომში არ უნდა შეიცვალოს.
ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ცვეთის ანგარიშთა თანხით მცირდება შესაბამისი ძირითადი საშუალებების ანგარიშები მათი ნარჩენი (წმინდა) ღირებულების ასახვის მიზნით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები
საქმიანობის უწყვეტობის პრინციპი: ბანკი ძირითად საშუალებებს გამოიყენებს მათი ექსპლუატაციის მთელი ვადის მანძილზე, რომლის განმავლობაშიც ისინი ცვეთას განიცდიან. აუცილებელი არის ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულების შედარება მათ ღირებულებასთან მიმდინარე ფასებში.
დარიცხვათა პრინციპი: საანგარიშგებო პერიოდში დარიცხული ცვეთის თანხა აღირიცხება შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშზე თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს.
წინდახედულობის პრინციპი: ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციის პერიოდში ექვემდებარება ცვეთის დარიცხვას მათი რეალური ღირებულების ასახვის მიზნით.
ისტორიული ღირებულების პრინციპი: ძირითადი საშუალებები აღირიცხება 2902-2906 ანგარიშებზე მათი ისტორიული ღირებულებით ეროვნული ვალუტით. ამ ძირითადი საშუალებების ცვეთა კი აღირიცხება 4902-4906 ანგარიშებზე. ანალიზურ აღრიცხვაში მოცემულ ანგარიშთა ჯგუფები არ დასალდოვდება ურთიერთმიმართ.
3. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ცვეთის დარიცხვა | 9302-9306 ძირითადი საშუალებების ცვეთის ხარჯები | 4902-4906 ძირითადი საშუალებების ცვეთა |
| ძირითად საშუალებათა გასვლა | 9302-9306 ძირითადი საშუალებების ცვეთის ხარჯები | 2902-2906 ძირითადი საშუალებები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
თითოეული ძირითადი საშუალებისათვის ბანკი განსაზღვრავს ცვეთის დარიცხვის სქემას. ცვეთის თანხა, რომელიც წარმოადგენს აქტივის ღირებულების შემცირების ტოლ სიდიდეს, აღირიცხება 9302-9306 ანგარიშთა დებეტით და 4902-4906 შესაბამისი ანგარიშის კრედიტით (რაც დამოკიდებულია ძირითადი საშუალებისთვის ტიპზე).
როდესაც 4902-4906 შესაბამის ანგარიშზე რიცხული ცვეთის თანხა გაუტოლდება შესაბამისი ძირითადი საშუალების პირვანდელ ღირებულებას და აქტივი გახდება მთლიანად გაცვეთილი, შემდგომში მასზე დარიცხული ცვეთის თანხა აღრიცხვაში არ აისახება.
თუ ძირითადი საშუალების გასვლისას იგი სრულად გაცვეთილი არ არის, ბანკი ძირითადი საშუალების დარჩენილი ცვეთის შესაბამის თანხას მიაკუთვნებს “მოგება- ზარალის” ანგარიშს.
5. კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა შექმნას ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას გააანალიზოს თითოეული ძირითადი საშუალებისათვის დარიცხული ცვეთის საანგარიშგებო პერიოდების მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 491 _ არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია
| ანგარიში 4911 | არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება არამატერიალურ აქტივთა ექსპლუატაციის პერიოდში დარიცხული ამორტიზაციის თანხის აღსარიცხავად. არამატერიალური აქტივის წმინდა (ნარჩენი) ღირებულების მისაღებად არამატერიალური აქტივის ძირითადი ღირებულება მცირდება დასარიცხი ამორტიზაციის თანხით.
არამატერიალური აქტივის ამორტიზაცია დაერიცხება მისი შეძენის მომენტში ექსპლუატაციის ვადის მიხედვით განსაზღვრული ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად. ამორტიზაციის დარიცხვის პერიოდულობა (თვიურად, კვარტალურად, წლიურად) განისაზღვრება მენეჯმენტის შეხედულებით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
საქმიანობის უწყვეტობის პრინციპი: ბანკი არამატერიალურ აქტივებს გამოიყენებს მათი ექსპლუატაციის მთელი ვადის განმავლობაში, რომლის დროსაც ხდება მათი ამორტიზაცია.
დარიცხვათა პრინციპი: საანგარიშგებო პერიოდში დარიცხული ამორტიზაციის თანხა აღირიცხება თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშებზე.
წინდახედულობის პრინციპი:არამატერიალური აქტივები ექსპლუატაციის პერიოდის განმავლობაში ექვემდებარება ამორტიზაციას მათი რეალური ღირებულების ასახვის მიზნით.
ისტორიული ღირებულების პრინციპი: არამატერიალური აქტივები აღირიცხება 2961 ანგარიშზე მათი ისტორიული ღირებულებით მხოლოდ ეროვნული ვალუტით, მათი ამორტიზაციის თანხა აღირიცხება 4911 ანგარიშით. ანალიზურ აღრიცხვაში ანგარიშთა მოცემული ჯგუფები ერთმანეთთან არ დასალდოვდება.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ამორტიზაციის დარიცხვა | 9311 არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის ხარჯები | 4911 არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია |
| არამატერიალურ აქტივთა გასვლა | 4911 არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია | 2961 არამატერიალური აქტივები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
თითოეული არამატერიალური აქტივისათვის ბანკი განსაზღვრავს ამორტიზაციის დარიცხვის სქემას. ამორტიზაციის თანხა, რომელიც წარმოადგენს აქტივის ღირებულების შემცირების ტოლ სიდიდეს, აღირიცხება 9311 ანგარიშის დებეტითა და 4911 ანგარიშის კრედიტით.
როდესაც 4911 ანგარიშზე რიცხული ამორტიზაციის თანხა გაუტოლდება აქტივის პირვანდელ ღირებულებას, იგი ამორტიზებული გახდება და მომდევნო პერიოდში დარიცხული ამორტიზაციის თანხა აღრიცხვაში არ აისახება.
თუ აქტივის გასვლისას იგი სრულად ამორტიზებული არ არის, ბანკი არაამორტიზებული აქტივის შესაბამის თანხას მიაკუთვნებს მოგება-ზარალის ანგარიშს.
5. კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა შექმნას ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას გააანალიზოს თითოეული არამატერიალური აქტივისათვის დარიცხული ამორტიზაცია სახეობების ჭრილში.
ანგარიშთა ჯგუფი 492 _ კაპიტალური დანახარჯების ამორტიზაცია იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით
| ანგარიში 4921 | კაპიტალური დანახარჯების ამორტიზაცია იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით კაპიტალური დანახარჯების ღირებულების შემცირების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: საანგარიშგებო პერიოდში დარიცხული ამორტიზაციის თანხა აღირიცხება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემოსავალ-ხარჯების ანგარიშზე.
გამოსაყენებელი მეთოდების მუდმივობის პრინციპი: ამორტიზაციის ნორმა და მეთოდები უცვლელია ერთი საანგარიშო პერიოდიდან მეორემდე.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ამორტიზაციის დარიცხვა | 9321 კაპიტალური დანახარჯების ამორტიზაციის ხარჯები იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით | 4921 კაპიტალური დანახარჯების ამორტიზაცია იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით კაპიტალური დანახარჯებისათვის ბანკი განსაზღვრავს ამორტიზაციის დარიცხვის სქემას. როდესაც 4921 შესაბამის ანგარიშზე რიცხული ამორტიზაციის თანხა გაუტოლდება იჯარით აღებული ობიექტის მიხედვით კაპიტალური დანახარჯების ღირებულებას, აქტივი მთლიანად ამორტიზებული გახდება და მასზე ამორტიზაციის დარიცხვა აღარ მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის იჯარის ვადა კაპიტალური შეკეთების საწარმოო დანახარჯების ამორტიზაციის პერიოდზე ნაკლებია და მათი ანაზღაურება არ ხდება მეიჯარის მიერ ბანკი შესაბამის თანხას მიაკუთვნებს ზარალის ანგარიშს.
5. კომენტარები
ბანკის ანალიზურმა აღრიცხვამ უნდა უზრუნველყოს იჯარით აღებული თითოეული ობიექტის მიხედვით მათზე გაწეული კაპიტალური დანახარჯებისა და ამორტიზაციის ასახვა.
კაპიტალი
კლასი 50. განაღდებული კაპიტალი
ანგარიშთა ჯგუფი 500 _ განაღდებული კაპიტალი
| ანგარიში 5001 | საქართველოს ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალი |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
ანგარიში 5001 გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის აღსარიცხავად.
| ანგარიში 5002 | ჩვეულებრივი აქციები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
| ანგარიში 5003 | კონტრანგარიშ – ბანკის მიერ გამოსყიდული საკუთარი ჩვეულებრივი აქციები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
ანგარიში 5002 გამოიყენება ჩვეულებრივი აქციებით წარმოდგენილი ბანკის სააქციო კაპიტალის აღსარიცხავად. მისი სიდიდე მიუთითებს აქციონერების მიერ ფაქტობრივად ინვესტირებულ სახსრებზე მოცემული პერიოდისათვის.
ანგარიში 5003 გამოიყენება ბანკის მიერ გამოსყიდული საკუთარი ჩვეულებრივი აქციების აღსარიცხავად.
აღნიშნულ ანგარიშებზე აქციები აღირიცხება ნომინალური ღირებულებით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| კაპიტალის ფორმირება, გადიდება დამატებითი სახსრების ხარჯზე ან წინა წლების მოგების ხარჯზე | ფულადი სახსრების ანგარიშები 5102 ჩვულებრივ აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები 5401 წინა წლების გაუნაწილებელი მოგება | 5002 ჩვეულებრივი აქციები |
| საკუთარი აქციების გამოსყიდვა ნომინალური ღირებულებით | 5003 კონტრანგარიშ – ბანკის მიერ გამოსყიდული საკუთარი ჩვეულებრივი აქციები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| საკუთარი აქციების გამოსყიდვა ნომინალურ ღირებულებაზე დაბალი ფასით | 5003 კონტრანგარიშ – ბანკის მიერ გამოსყიდული საკუთარი ჩვეულებრივი აქციები | ფულადი სახსრების ანგარიშები 5102 ჩვულებრივ აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები |
| საკუთარი აქციების გამოსყიდვა ნომინალურ ღირებულებაზე მაღალი ფასით | 5003 კონტრანგარიშ – ბანკის მიერ გამოსყიდული საკუთარი ჩვეულებრივი აქციები 5102 ჩვულებრივ აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები 5401 წინა წლების გაუნაწილებელი მოგება | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| წინათ გამოსყიდული საკუთარი აქციების გაყიდვა ნომინალური ღირებულებით | ფულადი სახსრების ანგარიშები | 5003 კონტრანგარიშ ბანკის მიერ გამოსყიდული საკუთარი ჩვეულებრივი აქციები |
| წინათ გამოსყიდული საკუთარი აქციების გაყიდვა ნომინალურ ღირებულებაზე მაღალი ფასით | ფულადი სახსრების ანგარიშები | 5003 კონტრანგარიშ ბანკის მიერ გამოსყიდული საკუთარი ჩვეულებრივი აქციები. 5102 აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები |
| წინათ გამოსყიდული საკუთარი აქციების გაყიდვა ნომინალურ ღირებულებაზე დაბალი ფასით | ფულადი სახსრების ანგარიშები. 5102 ჩვულებრივ აქციათა ემი-სიით მიღებული დამატებითი სახსრები 5401 წინა წლების გაუნაწილებელი მოგება | 5003 კონტრანგარიშ – ბანკის მიერ გამოსყიდული საკუთარი ჩვეულებრივი აქციები |
| კაპიტალის შემცირება | 5002 ჩვეულებრივი აქციები | ფულადი სახსრების ანგარიშები რეზერვების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
კაპიტალის ფორმირების ან გაზრდის დროს დაკრედიტდება 5002 ანგარიში და დადებეტდება ფულადი სახსრების ანგარიშები. იმ შემთხვევაში, თუ აქციათა პირველადი რეალიზაცია ხორციელდება ნომინალურ ღირებულებაზე მაღალი ფასით, ფასთა სხვაობა აისახება დამატებითი სახსრების 5102 ანგარიშზე.
აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრების ან გაუნაწილებელი მოგების კაპიტალიზაციის მეშვეობით კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში ბანკი დააკრედიტებს – 5002 ანგარიშს და დაადებეტებს რეზერვების ან მოგების ანგარიშს. ნებისმიერი გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდის შესახებ მიიღება დამფუძნებლების მიერ.
საკუთარი აქციების ყიდვისას, თუ ეს კანონმდებლობით ნებადართულია, ბანკი გამოსყიდული აქციების ნომინალურ ღირებულებას ასახავს 5003 კონტრანგარიშზე. საკუთარ აქციებთან დაკავშირებული მეორადი ოპერაციების (აქციების გამოსყიდვა და მათი შემდგომი გაყიდვა) ყველა შედეგი აისახება აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრების ან გაუნაწილებელი მოგების ანგარიშებით.
ნებისმიერი გადაწყვეტილება საკუთარ აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ უნდა მიიღონ დამფუძნებლებმა.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით ბანკი შეიმუშავებს ანგარიშთა ანალიზური აღრიცხვის ისეთ სისტემას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მიიღოს სხვადასხვა სახის დაწვრილებითი ინფორმაცია თითოეული დამფუძნებლის კონტრაგენტთა (რეზიდენტი-არარეზიდენტი და სხვ.) შესახებ.
| ანგარიში 5004 | პრივილეგიური აქციები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
| ანგარიში 5005 | კონტრანგარიში _ ბანკის მიერ გამოსყიდული საკუთარი პრივილეგიური აქციები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
ანგარიში 5004 გამოიყენება პრივილეგიური აქციებით წარმოდგენილი ბანკის სააქციო კაპიტალის აღსარიცხავად. მისი სიდიდე მიუთითებს აქციონერების მიერ ფაქტობრივად ინვესტირებულ სახსრებზე მოცემული პერიოდისათვის.
მოცემული აქციები ჩვეულებრივ აქციებთან შედარებით უპირატეს უფლებას აძლევს მათ მფლობელებს ბანკის მიერ კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილ მოგებაში/აქტივებში წილზე. ჩვეულებრივად, პრივილეგიურ აქციებს ახასიათებს წლიური ფიქსირებული დივიდენდები.
ანგარიში 5005 გამოიყენება ბანკის მიერ გამოსყიდული საკუთარი პრივილეგიური აქციების აღსარიცხავად. აქციები აღნიშნულ ანგარიშებზე აღირიცხება ნომინალური ღირებულებით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| კაპიტალის ფორმირება, გადიდება დამატებითი სახსრების ხარჯზე ან წინა წლების მოგების ხარჯზე | ფულადი სახსრების ანგარიშები 5104 პრივილეგიურ აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები 5401 წინა წლების გაუნაწილებელი მოგება | 5004 პრივილეგიური აქციები |
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| საკუთარი აქციების გამოსყიდვა ნომინალური ღირებულებით | 5005 კონტრანგარიშ-ბანკის მიერ გამოსყიდული საკუთარი პრივილეგიური აქციები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| საკუთარი აქციების გამოსყიდვა ნომინალურ ღირებულებაზე დაბალი ფასით | 5005 კონტრანგარიშ-ბანკის მიერ გამოსყიდული საკუთარი პრივილეგიური აქციები | ფულადი სახსრების ანგარიშები. 5104 პრივილეგიურ აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები |
| საკუთარი სახსრების გამოსყიდვა ნომინალურ ღირებულებაზე მაღალი ფასით | 5005 კონტრანგარიშ – ბანკის მიერ გამოსყიდული საკუთარი პრივილეგიური აქციები 5104 პრივილეგიურ აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები 5401 წინა წლების გაუნაწილებელი მოგება | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ადრე გამოსყიდული სა-კუთარი აქციების გაყიდვა ნომინალური ღირებულებით | ფულადი სახსრების ანგარიშები | 5005 კონტრანგარიშ – ბან-კის მიერ გამოსყიდული საკუთარი პრივილეგიური აქციები |
| ადრე გამოსყიდული სა-კუთარი აქციების გაყიდვა ნომინალურ ღირებულებაზე მაღალი ფასით | ფულადი სახსრების ანგარიშები | 5005 კონტრანგარიშ-ბანკის მიერ გამოსყიდული საკუთარი პრივილეგიური აქციები 5104 პრივილეგიურ აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები |
| ადრე გამოსყიდული სა-კუთარი აქციების გაყიდვა ნომინალურ ღირებულებაზე დაბალი ფასით | ფულადი სახსრების ანგარიშები 5104 პრივილეგიურ აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები 5401 წინა წლების გაუნაწილებელი მოგება | 5005 კონტრანგარიშ – ბანკის მიერ გამოსყიდული საკუ-თარი პრივილეგიური აქციები |
| კაპიტალის შემცირება | 5004 პრივილეგიური აქციები | ფულადი სახსრების ანგარიშები რეზერვების ანგარიშები დანარჩენი კრედიტორები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
კაპიტალის ფორმირების ან გადიდების დროს ბანკი დააკრედიტებს – 5004 ანგარიშს და დაადებეტებს ფულადი სახსრების ანგარიშებს. თუ აქციათა პირველადი რეალიზაცია ხორციელდება ნომინალურ ღირებულებაზე მაღალი ფასით, სხვაობა აისახება დამატებითი საკუთარი სახსრების 5104 ანგარიშზე.
აქციების ემისიიდან მიღებული დამატებითი სახსრების ან გაუნაწილებელი მოგების კაპიტა-ლიზაციის მეშვეობით კაპიტალის გადიდების შემთხვევაში ბანკი დააკრედიტებს – 5004 ანგარიშს და დაადებეტებს შესაბამის ანგარიშებს. ნებისმიერი გადაწყვეტილება კაპიტალის გადიდების შესახებ მიიღება დამფუძნებლების მიერ.
საკუთარი აქციების ყიდვისას, თუ ეს კანონმდებლობით ნებადართულია, ბანკი გამოსყიდული აქციების ნომინალურ ღირებულებას ასახავს 5005 კონტრანგარიშზე. საკუთარ აქციებთან დაკავშირებული მეორადი ოპერაციების (აქციების გამოსყიდვა და მათი შემდგომი გაყიდვა) ყველა შედეგი აისახება აქციების ემისიიდან მიღებული დამატებითი სახსრების ან გაუნაწილებელი მოგების ანგარიშით.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით ბანკი შეიმუშავებს ანგარიშთა ანალიზური აღრიცხვის ისეთ სისტემას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მიიღოს სხვადასხვა სახის დაწვრილებითი ინფორმაცია თითოეული დამფუძნებლის შესახებ.
კლასი 51. საემისიო კაპიტალი
ანგარიშთა ჯგუფი 510 _ საემისიო კაპიტალი
| ანგარიში 5102 | ჩვეულებრივ აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები |
| ანგარიში 5104 | პრივილეგიურ აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება აქციების ნომინალურ ღირებულებაზე მაღალი ფასით გაყიდვის შედეგად მიღებული დამატებითი სახსრების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| დამატებითი საკუთარი სახსრების მიღება ჩვეულებრივი აქციებისაგან | ფულადი სახსრების ანგარიშები | 5102 ჩვეულებრივ აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები 5002 ჩვეულებრივი აქციები |
| დამატებითი საკუთარი სახსრების მიღება პრივილეგიური აქციებისაგან | ფულადი სახსრების ანგარიშები | 5104 პრივილეგიურ აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები 5004 პრივილეგიური აქციები |
| დამატებითი საკუთარი სახსრების გამოყენება | 5102 ჩვეულებრივ აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები 5104 პრივილეგიურ აქციათა ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები | ანგარიშები დამფუძნებელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
დამატებითი საკუთარი სახსრების ანგარიშთა გამოყენება შეიძლება მხოლოდ საკუთარი აქციების ემისიისა და ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების აღსარიცხავად. სააქციო კაპიტალის საერთო თანხა აქციათა ნომინალური ღირებულებით აისახება განაღდებული კაპიტალის ანგარიშებით. სხვაობა აქციათა განთავსების ფასსა (ფულადი სახსრების ანგარიშზე აქციონერებისაგან შესულ სახსრების თანხასა) და აქციათა ნომინალურ ღირებულებას (განაღდებულ კაპიტალს) შორის აისახება 5102-5104 ანგარიშებით.
დამატებითი სახსრების გამოყენების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
მიუხედავად იმისა, დამატებითი სახსრები ფულადი სახსრების ანგარიშებზე ჩარიცხული იყო ეროვნული თუ უცხოური ვალუტით, მათი აღრიცხვა წარმოებს ეროვნული ვალუტით. უცხოური ვალუტით მიღებული დამატებითი საკუთარი სახსრების აღსარიცხავად გამოიყენება სავალუტო პოზიციის 2601, 2611 ანგარიშები.
5. კომენტარები
ფინანსური ანგარიშგების შედგენის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით ბანკი შეიმუშავებს ანგარიშთა ანალიზური აღრიცხვის ისეთ სისტემას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მიიღოს სხვადასხვა სახის დაწვრილებითი ინფორმაცია თითოეული დამფუძნებლის მიხედვით (მაგ., რეზიდენტები, არარეზიდენტები და სხვა).
კლასი 53. საერთო რეზერვები
ანგარიშთა ჯგუფი 530 _ საერთო რეზერვები
| ანგარიში 5301 | სარეზერვო ფონდი |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება იმ ფონდების აღსარიცხავად, რომელთა ფორმირებისა და გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მოცემული ფონდები წარმოადგენს მინიმალურ საგარანტიო ფონდს, რომელიც ამცირებს კრედიტორთა რისკს გაკოტრების შემთხვევაში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| რეზერვის ფორმირება | 5401 წინა წლების გაუნაწილებელი მოგება | 5301 სარეზერვო ფონდი |
| რეზერვის გამოყენება | 5301 სარეზერვო ფონდი | ფულადი სახსრების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
სარეზერვო ფონდის ფორმირებისა და გამოყენების ამსახველი ბუღალტრული გატარებები აღრიცხვაში აისახება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. კომენტარები
ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ანალიზური აღრიცხვის სისტემის საშუალებით გააკონტროლოს რეგულირების ყველა სახეობის სარეზერვო ფონდის მოძრაობა ცალ-ცალკე (თუ კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე სახეობის ფონდის ფორმირებას).
| ანგარიში 5302 | მიზნობრივი ფონდები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება იმ ფონდების აღსარიცხავად, რომელთა ფორმირებისა და გამოყენების წესი განისაზღვრება ბანკის კანონმდებლობით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| რეზერვის ფორმირება | 5401 წინა წლების გაუნაწილებელი მოგება | 5302 მიზნობრივი ფონდები |
| რეზერვის გამოყენება | 5302 მიზნობრივი ფონდები | ფულადი სახსრების ანგარიშები დანარჩენი კრედიტორები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მიზნობრივი ფონდის ფორმირებისა და გამოყენების ამსახველი ბუღალტრული გატარებები აღრიცხვაში აისახება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. კომენტარები
ანალიზური აღრიცხვის სისტემამ ბანკს უნდა მისცეს შესაძლებლობა, გააკონტროლოს ყველა სახეობის ფონდების მოძრაობა ცალ-ცალკე (თუ ბანკის შიდა კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე სახეობის ფონდების ფორმირებას).
კლასი 54. წინა წლების გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი)
ანგარიშთა ჯგუფი 540 _ წინა წლების გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი)
| ანგარიში 5401 | წინა წლების გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი) |
აქტივ-პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
აღნიშნული ანგარიში გამოიყენება დამფუძნებელთა მიერ დამტკიცებული, წინა წლებში გაუნაწილებელი მოგების ან დაუფარავი ზარალის აღსარიცხავად. მოცემულ ანგარიშზე თანხების მოძრაობა ბანკს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ დამფუძნებელთა გადაწყვეტილების საფუძველზე.
ნაშთები მოცემულ ანგარიშზე ყოველთვის აღინიშნება პასივში. ზარალის შემთხვევაში ნაშთი აღინიშნება მინუსის ნიშნით.
მოგება ან ზარალი აღირიცხება ეროვნული ვალუტით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
მოგებისა და ზარალის ცალ-ცალკე აღრიცხვის პრინციპი: საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში გასული წლების მოგება ან ზარალი არ დასალდოვდება მიმდინარე წლის ზარალთან ან მოგებასთან.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| საანგარიშგებო წლის მოგების ანგარიშიდან გაუნაწილებელი მოგების თანხის გადატანა | 5501 საანგარიშგებო წლის მოგება (ზარალი) | 5401 წინა წლების გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი) |
| საანგარიშგებო წლის ზარალის ანგარიშიდან დაუფარავი ზარალის ნაშთის გადატანა | 5401 წინა წლების გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი) | 5501 საანგარიშგებო წლის მოგება (ზარალი) |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გატარებები ანგარიშით განხორციელდება დამ-ფუძნებელთა გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. კომენტარები
ანალიზური აღრიცხვის სისტემამ ბანკს უნდა მისცეს შესაძლებლობა, გააანალიზოს გაუნაწილებელი მოგებისა და დაუფარავი ზარალის ანგარიშის მოძრაობა ოპერაციათა სახეობების ჭრილში.
კლასი 55. საანგარიშგებო წლის მოგება (ზარალი)
ანგარიშთა ჯგუფი 550 _ საანგარიშგებო წლის მოგება (ზარალი)
| ანგარიში 5501 | საანგარიშგებო წლის მოგება (ზარალი) |
აქტივ-პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
აღნიშნული ანგარიში გამოიყენება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მიმდინარე საანგარიშგებო წლის მოგების (ზარალის) ასახვისათვის.
ნაშთები მოცემული ანგარიშით ფინანსურ ანგარიშგებაში ყოველთვის აღინიშნება პასივში. ზარალის შემთხვევაში ნაშთი აღინიშნება მინუსის ნიშნით.
მოგება ან ზარალი აღირიცხება ეროვნული ვალუტით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
მოგებისა და ზარალის ცალ-ცალკე აღრიცხვის პრინციპი: წინა წლების მოგება ან ზარალი არ დასალდოვდება მიმდინარე წლის ზარალთან ან მოგებასთან.
დარიცხვის პრინციპი: თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ბანკი განსაზღვრავს შემოსავლებისა და ხარჯების საერთო თანხას, მათ შორის, რეალიზებული და არარეალიზებული შემოსავლებისა და ხარჯების თანხებს.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: ყველა დარიცხული შემოსავალი და ხარჯი აღირიცხება იმავე პერიოდში, რომელშიც ოპერაცია გატარდა, მიუხედავად მისი მიღება-გადახდისა, საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღის ჩათვლით.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| საანგარიშგებო წლის მოგების (ზარალის) ფორმირება | შემოსავლების ანგარიშები | 5501 საანგარიშგებო წლის მოგება (ზარალი) და ხარჯების ანგარიშები |
| საანგარიშგებო წლის მოგების (ზარალის) ფორმირება | შემოსავლების ანგარიშები და 5501 საანგარიშგებო წლის მოგება (ზარალი) | ხარჯების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
საანგარიშგებო ფინანსური წლის განმავლობაში ნაშთი 5501 ანგარიშზე კრებსით ანგარიშგებაში ყალიბდება როგორც შემოსავლებისა და ხარჯების ყველა განაყოფის ჯამური შედეგი, მიმდინარე პერიოდში შემოსავლის გადასახადის ბიუჯეტში გადასახდელის ჩათვლით.
საანგარიშგებო წლის ბოლო დღეს, შემოსავლებისა და ხარჯების ყველა ანალიზური ანგარიში დაიხურება 5501 ანგარიშთან კორესპოდენციაში.
მოგება (ზარალი) აღირიცხება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ვალუტით, იმის მიუხედავად, თუ რომელი ვალუტით ხორციელდებოდა შემოსავლების მიღება და ხარჯების გადახდა. უცხოურ ვალუტაში შემოსავლების და ხარჯების მიხედვით გადასახდელებთან დაკავშირებული ოპერაციების აღსარიცხავად გამოიყენება სავალუტო პოზიციის ანგარიშები.
5. კომენტარები
ანალიზური აღრიცხვის სისტემამ ბანკს უნდა მისცეს შესაძლებლობა, გააანალიზოს მოგებისა და ზარალის ანგარიშის მოძრაობა ოპერაციების სახეობათა მიხედვით.
კლასი 59. აქტივების გადაფასების რეზერვი
ანგარიშთა ჯგუფი 590 _ აქტივების გადაფასების რეზერვი
| ანგარიში 5901 | ოქროს გადაფასების რეზერვი |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ოქროს გადაფასების შედეგად მისი ღირებულების ზრდის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
ბუღალტრული მეთოდების თანამიმდევრობა: ოქროს შეფასების მეთოდი გამოიყენება მუდმივად ერთი პერიოდიდან მეორემდე, რისთვისაც საჭიროა რეალური საბაზრო ფასის ობიექტურად დადგენა და ერთი კლასის აქტივებისათვის გადაფასების რეგულარული ინტერვალებით წარმოება.
წინდახედულობის პრინციპი: გრძელვადიანი აქტივების შეფასება, ჩვეულებრივ, ხდება ისტორიული ღირებულების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება მათი გადაფასება.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: შეფასებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების აღიარება ხდება იმ პერიოდში, რომელსაც უკავშირდება ეს ცვლილებები.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ოქროს ღირებულების გაზრდის შემთხვევაში | 1101 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქრო 1102 საერთაშორისო სტანდარტების შეუსაბამო ოქრო | 5901 ოქროს გადაფასების რეზერვი |
| ოქროს ღირებულების შემცირება (როდესაც ღირებულების შემცირება ამცირებს უკვე გაზრდილ ღირებულებას) | 5901 ოქროს გადაფასების რეზერვი | 1101 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქრო 1102 საერთაშორისო სტანდარტების შეუსაბამო ოქრო |
| ოქროს ღირებულების შემცირების შემთხვევაში (როდესაც ღირებულების შემცირება არ ამცირებს უკვე გაზრდილ ღირებულებას) | 9063 ზარალი ძვირფასი ლითონების,ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლიდან და გადაფასებიდან | 1101 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქრო 1102 საერთაშორისო სტანდარტების შეუსაბამო ოქრო |
| ოქროს ღირებულების გაზრდა მას შემდეგ, რაც მისი ადრე შემცირების გამო მოხდა ხარჯის აღიარება (ეს თანხა უდრის ხარჯებში ადრე აღრიცხულ თანხას) | 1101 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოქრო 1102 საერთაშორისო სტანდარტების შეუსაბამო ოქრო | 7063 შემოსავლები ძვირფასი ლითო-ნების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლიდან და გადაფასებიდან |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ოქროს ღირებულების გაზრდის შემთხვევაში ბანკი დაადებეტებს 1101 ან 1102 ანგარიშს და დააკრედიტებს 5901 ანგარიშს, ხოლო შემცირების შემთხვევაში დაადებეტებს 5901 ანგარიშს და დააკრედიტებს 1101 ან 1102 ანგარიშს.
იმ შემთხვევაში, თუ გადაფასების შემცირების თანხა ნაკლებია გადაფასების რეზერვში არსებულ თანხაზე ერთი და იმავე ოქროსათვის, იგი გავლენას მოახდენს რეზერვებზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ღირებულების შემცირება აღირიცხება ხარჯებში (9063 ანგარიშზე). ღირებულების გაზრდით მიღებული თანხა პირვანდელი გადაფასებით შემცირების შემდეგ, რომელიც აღრიცხული იყო ხარჯებში, აღირიცხება შემოსავლებში (7063 ანგარიშზე) იმ შემთხვევაში, თუ იგი ქვითავს წინასწარ აღიარებულ შემცირებას.
5. კომენტარები
კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშაოს ობიექტურ საბაზრო ღირებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა;
ბალანსის უტყუარობის მიზნით ბანკმა პერიოდულად უნდა აწარმოოს 5901 ანგარიშზე ცვლილებებისა და ნაშთების ანალიზი, რომლის მიხედვითაც გადაფასება მოხდება რეგულარული ინტერვალებით.
| ანგარიში 5902 | სავალუტო სახსრების გადაფასების რეზერვი |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ბალანსის არაფულადი მუხლების გადაფასების სახსრების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
ბუღალტრული მეთოდების თანამიმდევრობა: ბალანსის არაფულადი მუხლების შეფასების მეთოდი გამოიყენება მუდმივად ერთი პერიოდიდან მეორემდე, რისთვისაც საჭიროა საბაზრო ფასის ობიექტურად დადგენა და ერთი კლასის აქტივებისათვის გადაფასების რეგულარული ინტერვალებით წარმოება.
წინდახედულობის პრინციპი: ბალანსის არაფულადი აქტივების შეფასება, ჩვეულებრივ, ხდება ისტორიული ღირებულების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება მათი გადაფასება სავალუტო კურსის ცვლილებიდან გამომდინარე.
ოპერაციების ასახვის პრინციპი:შეფასებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების აღიარება ხდება იმ პერიოდში, რომელსაც უკავშირდება ეს ცვლილებები.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ბალანსის არაფულადი მუხლების ღირებულების გაზრდის შემთხვევაში | ბალანსის არაფულადი მუხლები | 5902 სავალუტო სახრების გადაფასების რეზერვი |
| ბალანსის არაფულადი მუხლების ღირებულების შემცირების შემთხვევაში (როდესაც ღირებულების შემცირება ამცირებს ადრე გაზრდილ ღირებულებას) | 5902 სავალუტო სახრების გადაფასების რეზერვი | ბალანსის არაფულადი მუხლები |
| ბალანსის არაფულადი მუხლების ღირებულების შემცირების შემთხვევაში (როდესაც ღირებულების შემცირება არ ამცირებს ადრე გაზრდილ ღირებულებას) | 8621 ზარალი სავალუტო სახსრების გადაფასებიდან | ბალანსის არაფულადი მუხლები |
| ბალანსის არაფულადი მუხლების გაზრდა მას შემდეგ, რაც მისი ადრე შემცირების გამო მოხდა ხარჯის აღიარება (ეს თანხა უდრის ხარჯებში ადრე აღრიცხულ თანხას) | ბალანსის არაფულადი მუხლები | 6621 შემოსავლები სავალუტო სახსრების გადაფასებიდან |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ბალანსის არაფულადი მუხლების ღირებულების გაზრდის შემთხვევაში ბანკი დაადებეტებს შესაბამის ანგარიშებს და დააკრედიტებს 5902 ანგარიშს, ხოლო შემცირების შემთხვევაში პირიქით, დაადებეტებს 5902 ანგარიშს და დააკრედიტებს შესაბამის ანგარიშებს.
იმ შემთხვევაში, თუ გადაფასების შემცირების თანხა ნაკლებია გადაფასების რეზერვში არსებულ თანხაზე, იგი გავლენას მოახდენს რეზერვებზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ღირებულების შემცირება აღირიცხება ხარჯებში (8621 ანგარიშზე). ღირებულების გაზრდით მიღებული თანხა პირვანდელი გადაფასებით შემცირების შემდეგ, რომელიც აღრიცხული იყო ხარჯებში, აღირიცხება შემოსავლებში (6621 ანგარიშზე), იმ შემთხვევაში, თუ იგი ქვითავს წინასწარ აღიარებულ შემცირებას.
5. კომენტარები
ბალანსის ეტყუარობის მიზნით ბანკმა პერიოდულად უნდა აწარმოოს 5902 ანგარიშზე ცვლილებებისა და ნაშთების ანალიზი, რომლის მიხედვითაც გადაფასება მოხდება რეგულარული ინტერვალებით.
| ანგარიში 5903 | ფასიანი ქაღალდების გადაფასების რეზერვი |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
ანგარიშის დანიშნულებას და მათთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
| ანგარიში 5904 | ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი |
| ანგარიში 5909 | დანარჩენი აქტივების გადაფასების რეზერვი |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება ძირითადი საშუალებებისა და სხვა აქტივების გადაფასების თანხების აღსარიცხავად. გადაფასების შედეგად მიღებული შემოსავალი კლასიფიცირდება როგორც კაპიტალი. გადაფასების წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
ბუღალტრული მეთოდების თანამიმდევრობა: შეფასების მეთოდი თანამიმდევრულად გამოიყენება ერთი პერიოდიდან მეორემდე.
წინდახედულობის პრინციპი: გრძელვადიანი აქტივების შეფასება, ჩვეულებრივ, ხდება ისტორიული ღირებულების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება მათი გადაფასება ობიექტური მიზეზებით.
ოპერაციების ასახვის პრინციპი: შეფასებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების აღიარება ხდება იმ პერიოდში, რომელსაც უკავშირდება ეს ცვლილებები.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ღირებულების გაზრდის შემთხვევაში | 2901-2906 ძირითადი საშუალებები 2911 დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებების დანახარჯები 2921-2926 ოპერაციული ლიზინგი 2961 არამატერიალური აქტივები | 5904 ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი 5909 დანარჩენი აქტივების გადაფასების რეზერვი |
| ღირებულების შემცირების შე-მთხვევაში (როდესაც ღირებუ-ლების შემცირება ამცირებს პირველად ზრდას) | 5904 ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი 5909 დანარჩენი აქტივების გადაფასების რეზერვი | 2901-2906 ძირითადი საშუალებები 2911 დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებების დანახარჯები 2921-2926 ოპერაციული ლიზინგი 2961 არამატერიალური აქტივები |
| ღირებულების შემცირების შემთხვევაში (როდესაც ღირებულების შემცირება არ ამცირებს პირველად ზრდას) | 9061 ზარალი ძირითად საშუალებათა გასვლიდან და გადაფასებიდან | 2901-2906 ძირითადი საშუალებები 2911 დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებების დანახარჯები 2921-2926 ოპერაციული ლიზინგი 2961 არამატერიალური აქტივები |
| ღირებულების გაზრდა მას შემდეგ, რაც ადრე შემცირების გამო მოხდა ხარჯის აღიარება (ის უდრის ხარჯებში ადრე აღიარებულ თანხას) | 2901-2906 ძირითადი საშუალებები 2911 დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებების დანახარჯები 2921-2926 ოპერაციული ლიზინგი 2961 არამატერიალური აქტივები | 7061 შემოსავლები ძირითადი საშუალებების გასვლიდან და გადაფასებიდან |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ღირებულების გაზრდის შემთხვევაში ბანკი დაადებეტებს შესაბამისი აქტივის ანგარიშს და დააკრედიტებს 5904 ან 5909 ანგარიშებს, ხოლო შემცირებისას პირიქით – დებეტი 5904 ან 5909 და კრედიტი ძირითადი საშუალებების ანგარიშები.
იმ შემთხვევაში, თუ აქტივების ღირებულება გადაფასების შედეგად იზრდება, გაზრდის თანხით დაკრედიტდება 5904 ან 5909 ანგარიში, მაგრამ გადაფასების შედეგად მიღებული ზრდა, რომელიც ქვითავს ხარჯებში ადრე აღრიცხულ შემცირებას, აღირიცხება შემოსავალში – ანგარიში 7061, თუ აქტივის ღირებულება გადაფასების შედეგად მცირდება, შემცირება აღირიცხება ხარჯებში 9061 ანგარიშზე. ადრე შექმნილი გადაფასების რეზერვი შესაბამისი აქტივის გადაფასების შემცირებისას შემცირდება მანამდე, სანამ შემცირების თანხა არ გადააჭარბებს გადაფასების რეზერვზე არსებულ ნაშთს.
5. კომენტარები
ბალანსის სისწორის შემოწმების მიზნით ბანკმა პერიოდულად უნდა აწარმოოს 5904 და 5909 ანგარიშებზე ცვლილებებისა და ნაშთების ანალიზი.
შემოსავლები
კლასი 60. შემოსავლები სახელმწიფო სექტორიდან
ანგარიშთა ჯგუფი 600 _ პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 6001 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
| ანგარიში 6002 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით ყველა პროცენტული შემოსავლის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე აღირიცხება ყველა დარიცხული პროცენტი როგორც მიღებული, ისე მიუღებელი. ანგარიშებზე ასახული დარიცხული პროცენტების თანხა ადეკვატურია ბოლო გადახდის მომენტიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღემდე (ჩათვლით) დარიცხული პროცენტების თანხისა.
წინდახედულობის პრინციპი: 30 დღეზე მეტი ხნით ვადაგადაცილებული დარიცხული მიუღებელი პროცენტები ჩამოიწერება კონტრგატარებით შემოსავლების ანგარიშებიდან და გადაიტანება არასისტემურ აღრიცხვაში.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
|
| პროცენტების დარიცხვა | 2401-2402 მისაღები პროცენტები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული სესხების მიხედვით | 6001-6002 პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
|
| პროცენტების გადახდა | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 2401-2402 მისაღები პროცენტები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული სესხების მიხედვით, |
|
| პროცენტების ავანსად გადახდა | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 4503 ავანსები (წინასწარი საავანსო პროცენტული გადასახდელების ხარჯზე) | |
| ავანსად გადახდილი პროცენტების ჩათვლა | 4503 ავანსები | 2401-2402 მისაღები პროცენტები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული სესხების მიხედვით 6001-6002 პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით | |
| კონტრგატარება 30 დღეზე მეტი ხნით ვადაგადაცილებული მიუღებელი პროცენტების მიხედვით | 6001-6002 პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით | 2401-2402 მისაღები პროცენტები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული სესხების მიხედვით | |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მისაღები პროცენტები გამოიანგარიშება პერიოდულად და აისახება გატარებით დებეტი – 2401 – 2402 ანგარიში და კრედიტი – 6001-6002 ანგარიში.
5. კომენტარები
ბანკი შიდა საბანკო კონტროლის მიზნით, თავისი საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკის შესაბამისად, აწარმოებს მიღებული საპროცენტო შემოსავლების შედარებას დასაფარავ სესხებთან საშუალო საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისათვის.
მიზანშეწონილია ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული შემოსავლები დაყოს რეალიზებულ და არარეალიზებულ შემოსავლებად, აგრეთვე სექტორის შიგნით აქტივებსა და პასივებში მოცემული სფეროების მიხედვით. ეს საშუალებას მისცემს გააანალიზოს დაბანდებული სახსრების ეფექტიანობა სფეროების მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 601 _ პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 6011 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
| ანგარიში 6012 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
6011-6012 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 6001-6002 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, სადაც გატარებები აისახება ხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით, შემოსავლების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
ანგარიშთა ჯგუფი 603 _ პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სექტორისთვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 6031 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
| ანგარიში 6032 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებს მიკუთვნებული კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით ყველა პროცენტული შემოსავლის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვის პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე აღირიცხება ყველა დარიცხული პროცენტული შემოსავალი როგორც მიღებული, ისე მიუღებელი. მოცემულ ანგარიშებზე ასახული დარიცხული პროცენტების თანხა ადეკვატურია ბოლო გადახდის მომენტიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღემდე (ჩათვლით) დარიცხული პროცენტების თანხისა.
წინდახედულობის პრინციპი: 30 დღეზე მეტი ხნით ვადაგადაცილებული დარიცხული მიუღებელი პროცენტები ჩამოიწერება კონტრგატარებით შემოსავლების ანგარიშებიდან და გადაიტანება არასისტემურ აღრიცხვაში
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| პროცენტების დარიცხვა | 2401-2402 მისაღები პროცენტები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული სესხების მიხედვით | 6031-6032 პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
| პროცენტების გადახდა | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 2401-2402 მისაღები პროცენტები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული სესხების მიხედვით, |
| პროცენტების წინას-წარი გადახდა | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 4503 ავანსები (საავანსო პროცენტული გადასახდელების სუბანგარიში) |
| ავანსად გადახდილი პროცენტების ჩათვლა | 4503 ავანსები | 2401-2402 მისაღები პროცენტები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული სესხების მიხედვით 6031-6032 პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
| კონტრგატარება 30 დღეზე მეტი ხნით ვადაგადაცილებული მიუღებელი პროცენტების მიხედვით | 6031-6032 პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით | 2401-2402 მისაღები პროცენტები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მისაღები პროცენტები გამოიანგარიშება პერიოდულად და აისახება გატარებით: დებეტი – 2401-2402 და კრედიტი – 6031-6032 ანგარიშები.
5. კომენტარები
ბანკი შიდა საბანკო კონტროლის მიზნით, თავისი საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკის შესაბამისად, აწარმოებს მიღებული საპროცენტო შემოსავლების შედარებას დასაფარავ სესხებთან საშუალო საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისათვის.
მიზანშეწონილია ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული შემოსავლები დაყოს რეალიზებულ და არარეალიზებულ შემოსავლებად, აგრეთვე სექტორის შიგნით აქტივებსა და პასივებში მოცემული სფეროების მიხედვით. ეს საშუალებას მისცემს გააანალიზოს დაბანდებული სახსრების ეფექტიანობა სფეროების მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 604 _ პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სექტორისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით უცხოურ ვალუტით
| ანგარიში 6041 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
| ანგარიში 6042 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
6041-6042 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 6031-6032 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, სადაც გატარებები აისახება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით, შემოსავლების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
ანგარიშთა ჯგუფი 606 _ პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 6061 | სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
| ანგარიში 6062 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| ანგარიში 6063 | პროცენტული შემოსავლები ეროვნული ბანკისათვის გამოშვებული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოყენებულ უნდა იქნეს სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით ყველა დისკონტური და პროცენტული შემოსავლის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე აღირიცხება ყველა დარიცხული პროცენტული შემოსავალი მოცემული სახეობის ფასიანი ქაღალდების მიხედვით როგორც მიღებული, ისე მიუღებელი. მოცემულ ანგარიშებზე ასახული დარიცხული პროცენტების თანხა ბოლო გადახდის მომენტიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღემდე (ჩათვლით) დარიცხული პროცენტების თანხების ადეკვატური უნდა იყოს.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიში | კრედიტის ანგარიში |
| შემოსავლების აღრიცხვა | 1402 სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ – დისკონტი 2406 მისაღები პროცენტები სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით | 6061 სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი 6062 პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მისაღები პროცენტები გამოიანგარიშება პერიოდულად და საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აისახება 1402 ან 2406 ანგარიშების დებეტით და 6061-6062 ანგარიშების კრედიტით.
5. კომენტარები
ბანკი შიდა საბანკო კონტროლის მიზნით, თავისი საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკის შესაბამისად, აწარმოებს მიღებული საპროცენტო შემოსავლების შედარებას დასაფარავ სესხებთან საშუალო საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისათვის.
მიზანშეწონილია ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული შემოსავლები დაყოს რეალიზებულ და არარეალიზებულ შემოსავლებად, სექტორის შიგნით აქტივებსა და პასივებში მოცემული სფეროების მიხედვით. ეს საშუალებას მისცემს გააანალიზოს დაბანდებული სახსრების ეფექტიანობა სფეროების მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 607 _ პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 6071 | სახელმწიფო სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
| ანგარიში 6072 | პროცენტული შემოსავლები სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
6071-6072 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 6061-6062 ანგარიშებისათვის მოცემული განმარტებებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, სადაც გატარებები აისახება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით, შემოსავლების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
კლასი 62. შემოსავლები საბანკო და საფინანსო სექტორიდან
ანგარიშთა ჯგუფი 620 _ პროცენტული შემოსავლები ბანკებში განთავსებული სახსრების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 6201 | პროცენტული შემოსავლები არარეზიდენტ ბანკებში „ნოსტრო” ანგარიშების მიხედვით |
| ანგარიში 6202 | პროცენტული შემოსავლები რეზიდენტ ბანკებში „ნოსტრო” ანგარიშების მიხედვით |
| ანგარიში 6203 | პროცენტული შემოსავლები არარეზიდენტ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მიხედვით |
| ანგარიში 6204 | პროცენტული შემოსავლები რეზიდენტ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მიხედვით |
| ანგარიში 6205 | პროცენტული შემოსავლები არარეზიდენტი ბანკებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 6206 | პროცენტული შემოსავლები რეზიდენტი ბანკებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 6209 | პროცენტული შემოსავლები „ლორო” ანგარიშებზე ოვერდრაფტების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება „ნოსტრო“ ანგარიშებისა დეპოზიტების, ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით ყველა პროცენტული შემოსავლის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე აღირიცხება ყველა დარიცხული პროცენტული შემოსავალი როგორც მიღებული, ისე მიუღებელი. დარიცხული პროცენტების თანხა ადეკვატურია პროცენტების ბოლო გადახდის მომენტიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღემდე (ჩათვლით) დარიცხული პროცენტების თანხისა.
წინდახედულობის პრინციპი: 30 დღეზე მეტი ხნით ვადაგადაცილებული დარიცხული მიუღებელი პროცენტები ჩამოიწერება კონტრგატარებით შემოსავლების ანგარიშებიდან და გადაიტანება არასისტემურ აღრიცხვაში.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| პროცენტების დარიცხვა | 2403-2404 მისაღები პროცენტები ბანკების მიმართ მოთხოვნების მიხედვით | 6201-6209 პროცენტული შემოსავლები ბანკებში განთავსებული სახსრების მიხედვით |
| პროცენტების გადახდა | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 2403-2404 მისაღები პროცენტები ბანკების მიმართ მოთხოვნების მიხედვით |
| პროცენტების ავანსად გადახდა | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 4503 ავანსები (საავანსო პროცენტული გადასახდელების სუბანგარიშები) |
| ავანსად გადახდილი პროცენტების ჩათვლა | 4503 ავანსები | 2403-2404 მისაღები პროცენტები ბანკების მიმართ მოთხოვნების მიხედვით 6201-6209 პროცენტული შემოსავლები ბანკებში განთავსებული სახსრების მიხედვით |
| კონტრგატარება 30 დღეზე მეტი ხნით ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტების მიხედვით | 6201-6209 პროცენტული შემოსავლები ბანკებში განთავსებული სახსრების მიხედვით | 2403-2404 მისაღები პროცენტები ბანკების მიმართ მოთხოვნების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მისაღები პროცენტები გამოიანგარიშება პერიოდულად და აისახება გატარებით: დებეტი – 2403-2404 და კრედიტი – 6201-6209 ანგარიშები.
5. კომენტარები
ბანკი შიდა საბანკო კონტროლის მიზნით, თავისი საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკის შესაბამისად, აწარმოებს მიღებული საპროცენტო შემოსავლების შედარებას დასაფარავ სესხებთან საშუალო საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისათვის.
მიზანშეწონილია ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული შემოსავლები დაყოს რეალიზებულ და არარეალიზებულ შემოსავლებად, აგრეთვე, სექტორის შიგნით აქტივებსა და პასივებში მოცემული სფეროების მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 621 _ პროცენტული შემოსავლები ბანკებში განთავსებული სახსრების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 6211 | პროცენტული შემოსავლები არარეზიდენტ ბანკებში „ნოსტრო” ანგარიშების მიხედვით |
| ანგარიში 6212 | პროცენტული შემოსავლები რეზიდენტ ბანკებში „ნოსტრო” ანგარიშების მიხედვით |
| ანგარიში 6213 | პროცენტული შემოსავლები არარეზიდენტ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მიხედვით |
| ანგარიში 6214 | პროცენტული შემოსავლები რეზიდენტ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მიხედვით |
| ანგარიში 6215 | პროცენტული შემოსავლები არარეზიდენტი ბანკებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 6216 | პროცენტული შემოსავლები რეზიდენტი ბანკებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 6219 | პროცენტული შემოსავლები „ლორო” ანგარიშებზე ოვერდრაფტების მიხედვით |
6211-6219 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 6201-6209 ანგარიშებისა ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, სადაც გატარებები აისახება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით, შემოსავლების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
ანგარიშთა ჯგუფი 624 _ შემოსავლები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით
| ანგარიში 6241 | შემოსავლები SDR-ის აქტივების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
ანგარიშის დანიშნულებას და მასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
კლასი 63. შემოსავლები კომერციული სექტორიდან
ანგარიშთა ჯგუფი 630 _ პროცენტული შემოსავლები კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 6301 | პროცენტული შემოსავლები ფიზიკური პირებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
| ანგარიში 6302 | პროცენტული შემოსავლები იურიდიული პირებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება კომერციულ სექტორს მიკუთვნებული კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით ყველა პროცენტული შემოსავლის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე აღირიცხება ყველა დარიცხული პროცენტი, როგორც მიღებული, ისე მიუღებელი. დარიცხული პროცენტების თანხა ადეკვატურია პროცენტების ბოლო გადახდის მომენტიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღემდე (ჩათვლით) დარიცხული პროცენტების თანხისა.
წინდახედულობის პრინციპი: 30 დღეზე მეტი ხნით ვადაგადაცილებული დარიცხული მიუღებელი პროცენტები ჩამოიწერება კონტრგატარებით შემოსავლების ანგარიშებიდან და გადაიტანება არასისტემურ აღრიცხვაში.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| პროცენტების დარიცხვა | 2405 მისაღები პროცენტები კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით | 6301-6302 პროცენტული შემოსავლები კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
| პროცენტების გადახდა | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 2405 მისაღები პროცენტები კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
| პროცენტების ავანსად გადახდა | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 4503 ავანსები (საავანსო პროცენტული გადასახდელების სუბანგარიში) |
| ავანსად გადახდილი პროცენტების ჩათვლა | 4503 ავანსები | 2405 მისაღები პროცენტები კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით 6301-6302 პროცენტული შემოსავლები კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
| კონტრგატარება 30 დღეზე მეტი ვადით ვადაგადაცილებული მიუღებელი პროცენტების მიხედვით | 6301-6302 პროცენტული შემოსავლები კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით | 2405 მისაღები პროცენტები კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მისაღები პროცენტები გამოიანგარიშება პერიოდულად და აისახება გატარებით: დებეტი – 2405 და კრედიტი – 6301-6302 ანგარიშები.
5. კომენტარები
ბანკი შიდა საბანკო კონტროლის მიზნით, თავისი საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკის შესაბამისად, აწარმოებს მიღებული საპროცენტო შემოსავლების შედარებას დასაფარავ სესხებთან საშუალო საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისათვის.
მიზანშეწონილია ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული შემოსავლები დაყოს რეალიზებულ და არარეალიზებულ შემოსავლებად, აგრეთვე, სექტორის შიგნით მოცემული სფეროების მიხედვით, ეს საშუალებას მისცემს გააანალიზოს დაბანდებული სახსრების ეფექტიანობა სფეროების მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 631 _ პროცენტული შემოსავლები კლიენტებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 6311 | პროცენტული შემოსავლები ფიზიკური პირებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
| ანგარიში 6312 | პროცენტული შემოსავლები იურიდიული პირებისათვის მიცემული მოკლევადიანი სესხების მიხედვით |
6311-6312 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 6301-6302 ანგარიშებისა ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, სადაც გატარებები აისახება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით, შემოსავლების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
ანგარიშთა ჯგუფი 635 _ პროცენტული შემოსავლები კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 6351 | პროცენტული შემოსავლები ფიზიკური პირებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
| ანგარიში 6352 | პროცენტული შემოსავლები იურიდიული პირებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება კომერციულ სექტორს მიკუთვნებული კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით ყველა პროცენტული შემოსავლის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე აღირიცხება ყველა დარიცხული პროცენტი როგორც მიღებული, ისე მიუღებელი. დარიცხული პროცენტების თანხა ადეკვატურია პროცენტების ბოლო გადახდის მომენტიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღემდე (ჩათვლით) დარიცხული პროცენტების თანხისა.
წინდახედულობის პრინციპი: 30 დღეზე მეტი ხნით ვადაგადაცილებული დარიცხული მიუღებელი პროცენტები ჩამოიწერება კონტრგატარებით შემოსავლების ანგარიშებიდან და გადაიტანება არასისტემურ აღრიცხვაში.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| პროცენტების დარიცხვა | 2405 მისაღები პროცენტები კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით | 6351-6352 პროცენტული შემოსავლები კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
| პროცენტების გადახდა | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 2405 მისაღები პროცენტები კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
| პროცენტების ავანსად გადახდა | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 4503 ავანსები (საავანსო პროცენტული გადასახდელების სუბ-ანგარიში) |
| ავანსად გადახდილი პროცენტების ჩათვლა | 4503 ავანსები | 2405 მისაღები პროცენტები კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით 6351-6352 პროცენტული შემოსავლები კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
| კონტრგატარება 30 დღეზე მეტი ხნით ვადაგადაცილებული დარიცხული პროცენტების მიხედვით | 6351-6352 პროცენტული შემოსავლები კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით | 2405 მისაღები პროცენტები კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მისაღები პროცენტები გამოიანგარიშება პერიოდულად და აისახება გატარებით: დებეტი – 2405 და კრედიტი – 6351-6352 ანგარიშები.
5. კომენტარები
ბანკი შიდა საბანკო კონტროლის მიზნით, თავისი საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკის შესაბამისად, აწარმოებს მიღებული საპროცენტო შემოსავლების შედარებას დასაფარავ სესხებთან საშუალო საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისათვის.
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული შემოსავლები დაყოს რეალიზებულ და არარეალიზებულ შემოსავლებად, აგრეთვე სექტორის შიგნით აქტივებსა და პასივებში მოცემული სფეროების მიხედვით, ეს საშუალებას მისცემს მას გააანალიზოს დაბანდებული სახსრების ეფექტიანობა სფეროების შესაბამისად.
ანგარიშთა ჯგუფი 636 _ პროცენტული შემოსავლები კლიენტებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 6361 | პროცენტული შემოსავლები ფიზიკური პირებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
| ანგარიში 6362 | პროცენტული შემოსავლები იურიდიული პირებისათვის მიცემული გრძელვადიანი სესხების მიხედვით |
6361-6362 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 6351-6352 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, სადაც გატარებები აისახება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით, შემოსავლების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
ანგარიშთა ჯგუფი 637 _ პროცენტული შემოსავლები კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 6371 | კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
| ანგარიში 6372 | პროცენტული შემოსავლები კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოყენებულ უნდა იქნეს კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით ყველა დისკონტური და პროცენტული შემოსავლის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე აღირიცხება ყველა დარიცხული პროცენტული შემოსავალი მოცემული სახეობის ფასიანი ქაღალდების მიხედვით როგორც მიღებული, ისე მიუღებელი. მოცემულ ანგარიშებზე ასახული დარიცხული პროცენტების თანხა ბოლო გადახდის მომენტიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღემდე (ჩათვლით) დარიცხული პროცენტების თანხების ადეკვატური უნდა იყოს.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიში | კრედიტის ანგარიში |
| შემოსავლების აღრიცხვა | 1602 კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ – დისკონტი 2407 მისაღები პროცენტები სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით | 6371 კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი 6372 პროცენტული შემოსავლები კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მისაღები პროცენტები გამოიანგარიშება პერიოდუ-ლად და საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აისახება 1602 ან 2407 ანგარიშების დებეტით და 6371-6372 ანგარიშების კრედიტით.
5. კომენტარები
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული შემოსავლები დაყოს რეალიზებულ და არარეალიზებულ შემოსავლებად, აგრეთვე სექტორის შიგნით აქტივებსა და პასივებში მოცემული სფეროების მიხედვით, ეს საშუალებას მისცემს მას გააანალიზოს დაბანდებული სახსრების ეფექტიანობა სფეროების შესაბამისად.
ანგარიშთა ჯგუფი 638 _ პროცენტული შემოსავლები კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 6381 | კორპორაციული სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
| ანგარიში 6382 | პროცენტული შემოსავლები კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
6381-6382 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 6371-6372 ანგარიშებისათვის მოცემული განმარტებებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, სადაც გატარებები აისახება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით, შემოსავლების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
კლასი 64. საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურების მიხედვით
ანგარიშთა ჯგუფი 640 _ საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 6401 | საკომისიოები უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მიხედვით |
| ანგარიში 6402 | საკომისიოები სალაროს ოპერაციებიდან |
| ანგარიში 6403 | საკომისიოები ფულის ინკასაციისა და ტრანსპორტირებიდან |
| ანგარიში 6404 | საკომისიოები და შემოსავლები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებისა და „ლორო” ანგარიშების გახსნისა და წარმოების მიხედვით |
| ანგარიში 6405 | საკომისიოები და შემოსავლები გაწეული საკომუნიკაციო მომსახურებისა და გამოთვლითი ცენტრების მომსახურების მიხედვით |
| ანგარიში 6406 | შემოსავლები საკონსულტაციო და საექსპერტო მომსახურებიდან |
| ანგარიში 6407 | საკომისიოები და შემოსავლები დეპოზიტარული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 6409 | საკომისიოები და შემოსავლები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი / კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება მომსახურებისათვის მიღებული საკომისიოებისა და ფიქსირებული შემოსავლების აღსარიცხავად. კერძოდ, საკომისიოები ბანკთაშორისი და კლიენტთა მიმდინარე ანგარიშების წარმოებიდან და სხვა.
ამ ანგარიშებით არ უნდა აისახოს პროცენტული შემოსავლები სპეციალური საგადახდო საშუალებებით ანგარიშსწორებისას განთავსებული სპეცილური დეპოზიტებისა და გარანტიების მიხედვით. ასეთი შემოსავლები უნდა აისახოს 70 კლასში „შემოსავლები დანარჩენი ოპერაციებისაგან“.
როგორც წესი საკომისიოები და შემოსავლები ასეთი გარიგებების მიხედვით ანაზღაურდება გარიგების დადებისას. ეს ოპერაციები დაკავშირებული არ არის დარიცხული შემოსავლების პროცედურებთან.
აუცილებლობის შემთხვევაში ბანკს შეუძლია გამოიანგარიშოს დარიცხული პროცენტები, რომლებიც უნდა აისახოს დარიცხული პროცენტების ანგარიშთა დებეტით და შემოსავლების შესაბამის ანგარიშთა კრედიტით
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| საკომისიოებისა და შემოსავლების მიღება | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 6401-6409 საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
საკომისიოების და ფიქსირებული შემოსავლების მიღების შემთხვევაში შედგება გატარება დებეტი – ფულადი სახსრების ან კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები და კრედიტი 6401-6409 ანგარიშები.
5. კომენტარები
საკომისიო განაკვეთების გამოყენების სისწორის შიდა კონტროლის წესით ბანკის მიერ მიღებული პოლიტიკის შესაბამისად, ბანკმა საკომისიო შემოსავლები უნდა შეუდაროს ბრუნვებს ანგარიშების მიხედვით, რომლებზეც აისახება საკომისიოების გადახდევინებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ოპერაციების შემოსავლიანობის საშუალო დონის შესაფასებლად.
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული შემოსავლები დაყოს რეალიზებულ და არარეალიზებულ შემოსავლებად.
ანგარიშთა ჯგუფი 641 _ საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 6411 | საკომისიოები უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მიხედვით |
| ანგარიში 6412 | საკომისიოები სალაროს ოპერაციებიდან |
| ანგარიში 6413 | საკომისიოები ფულის ინკასაციისა და ტრანსპორტირებიდან |
| ანგარიში 6414 | საკომისიოები და შემოსავლები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშებისა და „ლორო” ანგარიშების გახსნისა და წარმოების მიხედვით |
| ანგარიში 6415 | საკომისიოები და შემოსავლები გაწეული საკომუნიკაციო მომსახურებისა და გამოთვლითი ცენტრების მომსახურების მიხედვით |
| ანგარიში 6416 | შემოსავლები საკონსულტაციო და საექსპერტო მომსახურებიდან |
| ანგარიში 6417 | საკომისიოები და შემოსავლები დეპოზიტარული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 6419 | საკომისიოები და შემოსავლები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით |
6411-6419_ ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშ-თა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 6401-6409 ანგარიშებისა ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, სადაც გატარებები აისახება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით, შემოსავლების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
კლასი 65. დივიდენდები
ანგარიშთა ჯგუფი 650 _ დივიდენდები საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 6501 | დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს 20 პროცენტზე ნაკლებს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
| ანგარიში 6502 | დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს 20-50 პროცენტს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
| ანგარიში 6503 | დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს 50 პროცენტზე მეტს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება ბანკის ფასიანი ქაღალდების საინვესტიციო პორტფელით მისაღები დივიდენდების მიხედვით ყველა შემოსავლის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: შემოსავლები საინვესტიციო ოპერაციებით მისაღები დივიდენდების მიხედ-ვით აღირიცხება იმ პერიოდის ანგარიშგებაში, რომელსაც ის ეკუთვნის.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| დივიდენდების დარიცხვა
| 2461-2463 მისაღები დივიდენდები საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით | 6501-6503 დივიდენდები საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით |
| დივიდენდების გადახდა | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 2461-2463 მისაღები დივიდენდები საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მისაღები დარიცხული დივიდენდების გამოანგარიშება ხორციელდება პერიოდულად აისახება გატარებით: დებეტი – 2461-2463 და კრედიტი – 6501-6503 ანგარიშები.
5. კომენტარები
ბანკი შიდა საბანკო კონტროლის მიზნით, აწარმოებს დივიდენდებიდან მიღებული შემოსავლების შედარებას ინვესტიციათა საშუალო ნაშთთან ინვესტიციათა შემოსავლიანობის საშუალო დონის შესაფასებლად.
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული შემოსავლები დაყოს რეალიზებულ და არარეალიზებულ შემოსავლებად, აგრეთვე სექტორის შიგნით აქტივებსა და პასივებში მოცემული სფეროების მიხედვით, ეს საშუალებას მისცემს მას გააანალიზოს დაბანდებული სახსრების ეფექტიანობა სფეროების შესაბამისად.
ანგარიშთა ჯგუფი 651 _ დივიდენდები საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ინვესტიციების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 6511 | დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს 20 პროცენტზე ნაკლებს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
| ანგარიში 6512 | დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს 20-50 პროცენტს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
| ანგარიში 6513 | დივიდენდები ინვესტიციების მიხედვით, რომლებიც შეადგენს 50 პროცენტზე მეტს საწარმოთა საწესდებო კაპიტალში |
6511-6513 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 6501-6503 ანგარიშებისა ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, სადაც გატარებები აისახება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით, შემოსავლების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით. სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
კლასი 66. შემოსავლები დილინგური ოპერაციებიდან
ანგარიშთა ჯგუფი 660 _ შემოსავლები დილინგური ოპერაციების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 6601 | შემოსავლები აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 6602 | შემოსავლები სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 6603 | შემოსავლები კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოყენებულ უნდა იქნეს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით შემოსავლების აღსარიცხავად:
ა) საბაზრო ღირებულებით გადაფასების მეთო-დოლოგიის გამოყენებით გადაფასებული ლიკვიდური ფასიანი ქაღალდების მიხედვით დარიცხული შემო-სავლების,
ბ) დილინგური ოპერაციების შედეგად ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: შემოსავლები დილინგური ოპერაციებიდან ანგარიშგებაში უნდა აღირიცხოს იმ პერიოდში, რომელსაც ის ეკუთვნის.
წინდახედულობის პრინციპი: ფასიანი ქაღალდების გაუფასურების შემთხვევაში უნდა აღრიცხოს მისი რეალური საბაზრო ღირებულება.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| დილინგური ქაღალდების გადაფასება საბაზრო ღირებულებით | 1501-1503 ფასიანი ქაღალდები დილინგური ოპერაციებისათვის | 6601-6603 შემოსავლები დილინგური ოპერაციების მიხედვით |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა | ფულადი სახსრების ანგარიშები | 1501-1503 ფასიანი ქაღალდები დილინგური ოპერაციებისათვის 6601-6603 შემოსავლები დილინგური ოპერაციების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ფასიანი ქაღალდების საბაზრო ღირებულებით შეფასებისა და გადაფასების შედეგების ასახვის მეთოდოლოგია აღწერილია შესაბამის საბალანსო ანგარიშთა განაყოფებში.
საბაზრო ღირებულებით გადაფასების ყველა შედეგი ფასიანი ქაღალდების რეალიზაციამდე უნდა აისახოს შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშებზე.
5. კომენტარები
ბანკის მიერ მიღებული სადილინგო პოლიტიკის რეალიზაციის შიდა კონტროლის წესით ბანკმა შემოსავლები დილინგური ოპერაციებიდან უნდა შეუდაროს ბალანსზე ფასიანი ქაღალდების ღირებულების საშუალო ნაშთს ოპერაციათა საშუალო შემოსავლიანობის დონის შესაფასებლად.
| ანგარიში 6604 | შემოსავლები უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: შემოსავლები უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან ანგარიშგებაში უნდა აღირიცხოს იმ პერიოდში, რომელსაც ის ეკუთვნის.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციების შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი | 2601 სავალუტო პოზიციის კონტრფასი | 6604 შემოსავლები უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დროს მიღებული რეალიზებული შემოსავლები გატარდება 6604 ანგარიშის კრედიტში, სავალუტო პოზიციის კონტრფასის ანგარიშის კორესპონდენციით.
5. კომენტარი
აღნიშნული ანგარიშის უფრო ვრცელი დახასიათება და მუშაობის პრინციპები მოცემულია 2601 ანგარიშის განმარტებებში
ანგარიშთა ჯგუფი 661 _ შემოსავლები დილინგური ოპერაციების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 6611 | შემოსავლები აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 6612 | შემოსავლები სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 6613 | შემოსავლები კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
6611-6613 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 6601-6603 ანგარიშებისათვის მოცემული განმარტებებისა ვალუტის სხვაობის გარდა
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, რომლის წარმოება უნდა ხორციელდებოდეს სხვადასხვა სამუშაო ვალუტებში და კრებსით ბალანსში ფასდებოდეს მიმდინარე ოფიციალური კურსით, ყველა გატარება შემოსავლების ანგარიშებზე აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით.
ანგარიშთა ჯგუფი 662 _ შემოსავლები სავალუტო სახსრების გადაფასების მიხედვით
| ანგარიში 6621 | შემოსავლები სავალუტო სახსრების გადაფასებიდან |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
ეს ანგარიშები გამოყენებულ უნდა იქნეს სავალუტო პოზიციის გადაფასებისაგან მიღებული შემოსავლების ასახვისათვის.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: არარეალიზებული მოგება ან ზარალი ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან უნდა აისახოს შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშებზე იმ პერიოდში, რომელსაც ის ეკუთვნის, მათი რეალიზაციის დროის მიუხედავად.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სავალუტო პოზიციის ანგარიშთა გადაფასება (მოგება) | 2601 სავალუტო პოზიციის კონტრფასი | 6621 შემოსავლები უცხოურ ვალუტის გადაფასებიდან |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გაცვლის ოპერაციების მიხედვით არარეალიზებული მოგების (ზარალის) შეფასების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული განმარტებანი აღწერილია განაყოფებში „სავალუტო პოზიცია გაცვლის ოპერაციების მიხედვით“.
5. კომენტარები
ბანკის მიერ მიღებული პოლიტიკის რეალიზაციის შიდა კონტროლის წესით ბანკმა უნდა გააანალიზოს შემოსავლები და ხარჯები ღია სავალუტო პოზიციების მდგომარეობასთან შედარებით ოპერაციათა შემოსავლიანობისა და ლიკვიდურობის მდგომარეობის შესაფასებლად.
კლასი 69. შემოსავლები საინვესტიციო ოპერაციებიდან
ანგარიშთა ჯგუფი 690 _ შემოსავლები საინვესტიციო ოპერაციების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 6901 | შემოსავლები აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 6902 | შემოსავლები სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 6903 | შემოსავლები კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება ფასიანი ქაღალდების საინვესტიციო პორტფელის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღსარიცხავად.
ამ შემთხვევაში შემოსავლები წარმოადგენს სხვაობას ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის ფასსა და მის წმინდა ღირებულებას შორის.
მოცემული ანგარიშების გამოყენება არ შეიძლება მატერიალურ და არამატერიალურ აქტივთა რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: შემოსავლები საინვესტიციო ქაღალდების რეალიზაციიდან ანგარიშგებაში აღირიცხება იმ პერიოდში, რომელსაც ის ეკუთვნის.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| შემოსავლების მიღება საინვესტიციო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციიდან | ფულადი სახსრების ანგარიშები | 1401, 1403, 1601, 1603, 2001-2003 საინვესტიციო ფასიანი ქაღალდები 6901-6903 შემოსავლები საინვესტიციო ოპერაციებიდან |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ინვესტიციების რეალიზაციის შემთხვევაში დადებეტდება ფულადი სახსრების ანგარიში, ან კლიენტის ანგარიშები და დაკრედიტდება ის ანგარიში, რომელშიც ჩაწერილია ინვესტიცია. რეალიზაციიდან შემოსავლები შეიტანება 6901-6903 ანგარიშების კრედიტში. თუ სარეალიზაციო აქციებზე დარიცხული და ჩართული იყო გასანაღდებლად დივიდენდების რეალიზაციის ფასი, დაკრედიტდება დარიცხვის ანგარიში 2461-2463.
5. კომენტარები
შიდა კონტროლის მიზნით ბანკმა უნდა გააანალიზოს შემოსავლები საინვესტიციო ქაღალდების გაყიდვიდან დივიდენდების მიხედვით შემოსავლებთან და ბალანსზე ფასიანი ქაღალდების ღირებულების საშუალო ნაშთთან შედარებით ოპერაციათა შემოსავლიანობის საშუალო დონის შესაფასებლად.
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოახდინოს დაკავშირებულ კომპანიათა ჯგუფში აქციების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების ცალ-ცალკე ინდენტიფიკაცია იმისათვის, რომ შეიძლებოდეს ამ თანხების დასალდოება კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში.
ანგარიშთა ჯგუფი 691 _ შემოსავლები საინვესტიციო ოპერაციების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 6911 | შემოსავლები აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 6912 | შემოსავლები სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 6913 | შემოსავლები კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
6911-6913 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 6901-6903 ანგარიშებისა, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, სადაც გატარებები აისახება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით, შემოსავლების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
კლასი 70. შემოსავლები დანარჩენი ოპერაციებიდან
ანგარიშთა ჯგუფი 703 _ შემოსავლები დანარჩენი საბანკო ოპერაციების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 7031 | შემოსავლები ბროკერული ოპერაციებიდან |
| ანგარიში 7032 | შემოსავლები ფაქტორინგული ოპერაციებიდან |
| ანგარიში 7033 | შემოსავლები ოპერაციული ლიზინგიდან |
| ანგარიში 7034 | შემოსავლები ფინანსური ლიზინგიდან |
| ანგარიში 7035 | შემოსავლები გარანტიების მიხედვით |
| ანგარიში 7036 | შემოსავლები სპეციალური დეპოზიტებიდან |
| ანგარიში 7039 | შემოსავლები დანარჩენი საბანკო ოპერაციებდან |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება დანარჩენი საბანკო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების აღსარიცხავად.
აუცილებლობის შემთხვევაში ბანკმა უნდა გამოიანგარიშოს დარიცხული შემოსავლები, რომლებიც უნდა აისახოს დარიცხული პროცენტების ანგარიშის დებეტითა და შემოსავლების შესაბამისი ანგარიშების კრედიტით
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| შემოსავლების მიღება | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 7031-7039 შემოსავლები დანარჩენი საბანკო ოპერაციებიდან |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
შემოსავლების მიღების შემთხვევაში დადებეტდება – ფულადი სახსრების ან კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები და დაკრედიტდება 7031-7039 ანგარიშები.
5. კომენტარები
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული შემოსავლები დაყოს რეალიზებულ და არარეალიზებულ შემოსავლებად.
ფასების მექანიზმის გამოყენების სისწორის შიდა კონტროლის მიზნით ბანკმა უნდა გააანალიზოს შემოსავლები ამ ოპერაციების მიხედვით ხარჯებთან შედარებით მათი ეფექტიანობის დონის შესაფასებლად.
ანგარიშთა ჯგუფი 704 _ შემოსავლები დანარჩენი საბანკო ოპერაციების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 7041 | შემოსავლები ბროკერული ოპერაციებიდან |
| ანგარიში 7042 | შემოსავლები ფაქტორინგული ოპერაციებიდან |
| ანგარიში 7043 | შემოსავლები ოპერაციული ლიზინგიდან |
| ანგარიში 7044 | შემოსავლები ფინანსური ლიზინგიდან |
| ანგარიში 7045 | შემოსავლები გარანტიების მიხედვით |
| ანგარიში 7046 | შემოსავლები სპეციალური დეპოზიტებიდან |
| ანგარიში 7049 | შემოსავლები დანარჩენი საბანკო ოპერაციებიდან |
7041-7049 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 7031-7039 ანგარიშების, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, სადაც გატარებები აისახება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით, შემოსავლების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით. სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
ანგარიშთა ჯგუფი 706 _ შემოსავლები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით, ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 7061 | შემოსავლები ძირითადი საშუალებების გასვლიდან და გადაფასებიდან |
| ანგარიში 7062 | შემოსავლები სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის გასვლიდან და გადაფასებიდან |
| ანგარიში 7063 | შემოსავლები ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლიდან და გადაფასებიდან |
| ანგარიში 7064 | სალაროს ზედმეტობა |
| ანგარიში 7065 | მიღებული ჯარიმები და საურავები |
| ანგარიში 7066 | შემოსავლები ბანკის მიერ უსასყიდლოდ მიღებული ფულადი და ძირითადი საშუალებებიდან, მატერიალურ და არამატერიალური აქტივებიდან |
| ანგარიში 7067 | შემოსავლები გასული წლების ოპერაციებიდან |
| ანგარიში 7069 | შემოსავლები დანარჩენი ოპერაციებიდან |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება დანარჩენი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების, ჯარიმებისა და სალაროს გამოვლენილი ზედმეტობის და აგრეთვე გასული წლების ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება აღრიცხვის შესაბამისი პრინციპები.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| შემოსავლების მიღება | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები | 7061-7069 შემოსავლები დანარჩენი ოპერაციებიდან |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
დანარჩენი ოპერაციებიდან შემოსავლების მიღების შემთხვევაში დადებეტდება ფულადი სახსრების ან კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები და დაკრედიტდება 7061-7069 ანგარიშები.
5. კომენტარები
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული შემოსავლები დაყოს რეალიზებულ და არარეალიზებულ შემოსავლებად.
ფასების მექანიზმის გამოყენების სისწორის შიდა კონტროლის წესით ბანკმა უნდა გააანალიზოს შემოსავლები ამ ოპერაციებიდან აღნიშნული ჩამონათვალის მიხედვით ხარჯებთან შედარებით მათი ეფექტიანობის დონის შესაფასებლად.
ანგარიშთა ჯგუფი 707 _ შემოსავლები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 7071 | შემოსავლები ძირითადი საშუალებათა გასვლიდან |
| ანგარიში 7072 | შემოსავლები სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის გასვლიდან |
| ანგარიში 7073 | შემოსავლები ძვირფასი ლითონების, ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლიდან |
| ანგარიში 7074 | სალაროს ზედმეტობა |
| ანგარიში 7075 | მიღებული ჯარიმები და საურავები |
| ანგარიში 7076 | შემოსავლები ბანკის მიერ უსასყიდლოდ მიღებული ფულადი და ძირითადი საშუალებებიდან, მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებიდან |
| ანგარიში 7077 | შემოსავლები გასული წლების ოპერაციებიდან |
| ანგარიში 7079 | შემოსავლები დანარჩენი ოპერაციებიდან |
7071-7079 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 7061-7069 ანგარიშების ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, სადაც გატარებები აისახება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით, შემოსავლების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით. სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
კლასი 76. გაუთვალისწინებელი შემოსავალი
ანგარიშთა ჯგუფი 760 _ გაუთვალისწინებელი შემოსავლები
| ანგარიში 7601 | გაუთვალისწინებელი შემოსავლები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ბანკის ყოველდღიური საქმიანობისათვის არატიპური შემოსავლების აღსარიცხავად. მსგავს საქმიანობას ბანკი ახორციელებს არარეგულარულად და იშვიათად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ყოველდღიური საქმიანობისათვის არატიპური მოგება | ნებისმიერი კლასის ანგარიში რეზერვების ანგარიშის გარდა | 7601 გაუთვალისწინებელი შემოსავლები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გაუთვალისწინებელი შემოსავლების ხასიათის შემოსავალი წარმოიქმნება არც ისე ხშირად. მოცემული ანგარიში გამოიყენება მხოლოდ მსხვილი ოპერაციების აღსარიცხავად.
ბუღალტრულ გატარებათა გამოყენება გაუთვალისწინებელი შემოსავლების აღსარიცხავად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ოპერაცია რეგისტრირდება. ყველა შემთხვევაში შემოთავაზებული გატარებები განხილულ უნდა იქნეს უმაღლეს ხელმძღვანელობასთან და აუდიტორებთან.
გაუთვალისწინებელი შემოსავლების მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს მოგების მიღება ფინანსური ოპერაციის ჩატარების შედეგად. მსგავსი მოგება განმეორებადი არ არის. მისი მიღებისას დაკრედიტდება 7601 ანგარიში.
გაუთვალისწინებელი შემოსავლების მეორე მაგალითი: ბანკის გადაწყვეტილება შენობის რეალიზაციისა და მყიდველისაგან მისი იჯარით აღების შესახებ. ასეთი გარიგების შედეგს წარმოადგენს დიდი სარეალიზაციო მოგება. თავისი გადაწყვეტილებით ბანკი ამ მოგებას გაატარებს როგორც გაუთვალსიწინებელ შემოსავალს და მას არ ასახავს როგორც ჩვეულებრივ მოგებას. ამ შემთხვევაში ბანკი მოახდენს ანგარიშსწორებას შენობის ანგარიშებზე ნაშთების მიხედვით და მოგებას გაატარებს შემდეგი კორესპონდენციით: დებეტი – ფულადი სახსრების ანგარიში და კრედიტი – 7601 გაუთვალისწინებელი შემოსავლები, ერთდროულად: დებეტი – 4902 შენობა-ნაგებობების ცვეთა და კრედიტი – 2902 შენობა-ნაგებობები.
5. კომენტარები
ინფორმაცია გაუთვალისწინებელი შემოსავლების წარმოქმნის შესახებ ბანკმა უნდა შეიტანოს წლიური ფინანსური ანგარიშგების განმარტებებში.
ხარჯები
კლასი 80. სახელმწიფო სექტორის ხარჯები
ანგარიშთა ჯგუფი 800 _ პროცენტული ხარჯები სახელმწიფო სექტორის მიმდინარე ანგარიშების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 8001 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშების მიხედვით |
| ანგარიში 8002 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიკუთვნებულ კლიენტთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით ყველა პროცენტული ხარჯის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე აღირიცხება ყველა დარიცხული პროცენტული ხარჯი როგორც გადახდილი, ისე გადაუხდელი, მოცემულ ანგარიშებზე ასახული დარიცხული თანხა ადეკვატურია პროცენტების ბოლო გადახდის მომენტიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღემდე (ჩათვლით) პერიოდში დარიცხული თანხისა.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიში | კრედიტის ანგარიში |
| პროცენტების დარიცხვა
| 8001-8002 პროცენტული ხარჯები სახელმწიფო სექტორის მიმდინარე ანგარიშების მიხედვით | 4401-4402 გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო სექტორიდან მოზიდული სახსრების მიხედვით |
| პროცენტების გადახდა | 4401-4402 გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო სექტორიდან მოზიდული სახსრების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები
|
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გადასახდელი პროცენტები გამოიანგარიშება პერიოდულად და აისახება გატარებით: დებეტი – 8001-8002 და კრედიტი – 4401-4402.
5. კომენტარები
შიდა კონტროლის მიზნით ბანკი ხარჯებს პროცენტების მიხედვით შეუდარებს მიმდინარე ანგარიშებზე არსებულ საშუალო ნაშთს საშუალო საპროცენტო განაკვეთის დონის შესაფასებლად.
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული ხარჯები დაყოს სექტორის შიგნით აქტივებსა და პასივებში მოცემული სფეროების, რეალიზებული და არარეალიზებული ხარჯების და სხვა ნიშნის მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 801 _ პროცენტული ხარჯები სახელმწიფო სექტორის მიმდინარე ანგარიშების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 8011 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო ინსტიტუტების მიმდინარე ანგარიშების მიხედვით |
| ანგარიში 8012 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით |
8011-8012 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 8001-8002 ანგარიშების, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, რომლის წარმოება ხორციელდება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით, ხარჯების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
ანგარიშთა ჯგუფი 805 _ პროცენტული ხარჯები სახელმწიფო სექტორის დეპოზიტების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 8051 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოზიტების მიხედვით |
| ანგარიში 8052 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა დეპოზიტების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებისათვის მიკუთვნებულ კლიენტთა ვადიანი დეპოზიტების მიხედვით ყველა პროცენტული ხარჯის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი : მოცემულ ანგარიშებზე აღირიცხება ყველა დარიცხული პროცენტული ხარ-ჯი დეპოზიტების მიხედვით როგორც გადახდილი, ისე გადაუხდელი. მოცემულ ანგარიშებზე ასახული დარიცხული პროცენტების თანხა ადეკვატურია პროცენტების ბოლო გადახდის მომენტიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღემდე (ჩათვლით) პერიოდში დარიცხული თანხისა.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| პროცენტების დარიცხვა
| 8051-8052 პროცენტული ხარჯები სახელმწიფო სექტორის დეპოზიტების მიხედვით | 4401-4402 გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო სექტორის მოზიდული სახსრების მიხედვით |
| პროცენტების გადახდა | 4401-4402 გადასახდელი პროცენტები სახელმწიფო სექტორის მოზიდული სახსრების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გადასახდელი პროცენტები გამოიანგარიშება პერიოდულად და აისახება გატარებით: დებეტი – 8501-8502 ანგარიშების და კრედიტი – 4401-4402 ანგარიშები.
5. კომენტარები
შიდა კონტროლის მიზნით ბანკი ხარჯებს პროცენტების მიხედვით შეუდარებს მიმდინარე ანგარიშებზე არსებულ საშუალო ნაშთს საშუალო საპროცენტო განაკვეთის დონის შესაფასებლად.
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული ხარჯები დაყოს სექტორის შიგნით აქტივებსა და პასივებში მოცემული სფეროების, რეალიზებული და არარეალიზებული ხარჯების და სხვა ნიშნის მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 806 _ პროცენტული ხარჯები სახელმწიფო სექტორის დეპოზიტების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 8061 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოზიტების მიხედვით |
| ანგარიში 8062 | პროცენტული ხარჯები სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოთა დეპოზიტების მიხედვით |
8061-8062 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 8051-8052 ანგარიშების, ვალუტით სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით. რომლის წარმოება ხორციელდება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით. ხარჯების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტის, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
კლასი 81. ხარჯები საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით
ანგარიშთა ჯგუფი 810 _ პროცენტული ხარჯები საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 8101 | საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
| ანგარიში 8102 | პროცენტული ხარჯები საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება პროცენტების გადახდის, აგრეთვე ბანკის მიერ გამოშვებულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების დისკონტის ამორტიზაციის ხარჯების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე აღირიცხება ყველა დარიცხული პროცენტული ხარჯი აღნიშნულ სახეობათა ფასიანი ქაღალდების მიხედვით როგორც გადახდილი, ისე გადასახდელი. ამ ანგარიშებზე ასახული დარიცხული პროცენტების თანხა ადეკვატურია პროცენტების ბოლო გადახდის მომენტიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღემდე (ჩათვლით) პერიოდში დარიცხული თანხისა.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| პროცენტების დარიცხვა
| 8101 საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი 8102 პროცენტული ხარჯები საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით | 3802 საკუთარი ფასიანი ქაღალდების კონტრანგარიშ-დისკონტი 4407 გადასახდელი პროცენტები საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
| პროცენტების გადახდა | 4407 გადასახდელი პროცენტები საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები
|
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გადასახდელი პროცენტები გამოიანგარიშება პერიოდულად და აისახება გატარებით დებეტი – 8101-8102 და კრედიტი – 4406 ან 3802 ანგარიშები.
5. კომენტარები
შიდა კონტროლის მიზნით ბანკი ხარჯებს პროცენტების მიხედვით შეუდარებს გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მიხედვით დაუფარავი დავალიანების საშუალო ნაშთს საშუალო საპროცენტო განაკვეთის დონის შესაფასებლად.
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული ხარჯები დაყოს სექტორის შიგნით აქტივებსა და პასივებში მოცემული სფეროების, რეალიზებული და არარეალიზებული ხარჯების და სხვა ნიშნის მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 811 _ პროცენტული ხარჯები საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 8111 | საკუთარი სავალო დისკონტური ფასიანი ქაღალდების დისკონტი |
| ანგარიში 8112 | პროცენტული ხარჯები საკუთარი სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების მიხედვით |
8111-8112 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 8101-8102 ანგარიშებისა, ვალუტაში სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, რომლის წარმოება ხორციელდება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით. ხარჯების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტის, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
ანგარიშთა ჯგუფი 812 _ სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 8121 | სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
| ანგარიში 8122 | კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოყენებულ უნდა იქნეს მეორად ბაზარზე ფასიანი ქაღალდების მიმდინარე ღირებულებაზე მეტი ფასით ყიდვის დროს წარმოშობილი პრემიის ამორტიზაციის ხარჯების აღსარიცხად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: პრემიის ხარჯების ამორტიზაცია უნდა მოხდეს აღნიშნულ სახეობათა ფასიანი ქაღალდების მიხედვით იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, გადახდის ვადის მიუხედავად.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიში | კრედიტის ანგარიში |
| პრემიის ამორტიზაცია | 8121 სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია 8122 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია | 1405 სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია 1605 კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების ყიდვის დროს წარმოშობილი პრემიის ამორტიზაცია უნდა მოხდეს ფასიანი ქაღალდების ფლობის მთელი პერიოდის განმავლობაში 8121-8122 ანგარიშების დებეტში და 1405-1605 ანგარიშების კრედიტში ასახვით.
5. კომენტარები
ბანკმა უნდა შეიმუშაოს შემოსავლების და ხარჯების დარიცხვის ერთიანი პოლიტიკა, რის მიხედვითაც პრემიის ამორტიზაციას მოახდენს ყოველდღიურად ან საანგარიშო პერიოდის ბოლოს მაინც.
ანგარიშთა ჯგუფი 813 _ სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია უცხოური ვალუტით
| ანგარიში 8131 | სახელმწიფო სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
| ანგარიში 8132 | კორპორაციული სავალო კუპონური ფასიანი ქაღალდების პრემია |
8131-8132 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 8121-8122 ანგარიშებისათვის მოცემული პრინციპებისა, ვალუტით სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, რომლის წარმოება უნდა განხორციელდეს სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდებოდეს მიმდინარე ოფიციალური კურსით. ყველა გატარება ხარჯების ანგარიშებზე აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით.
კლასი 82. საბანკო – საფინანსო სექტორის ხარჯები
ანგარიშთა ჯგუფი 820 _ პროცენტული ხარჯები ბანკებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 8201 | პროცენტული ხარჯები არარეზიდენტი ბანკების ”ლორო“ ანგარიშების მიხედვით |
| ანგარიში 8202 | პროცენტული ხარჯები რეზიდენტი ბანკების ”ლორო“ ანგარიშების მიხედვით |
| ანგარიში 8203 | პროცენტული ხარჯები არარეზიდენტი ბანკების დეპოზიტების მიხედვით |
| ანგარიში 8204 | პროცენტული ხარჯები რეზიდენტი ბანკების დეპოზიტების მიხედვით |
| ანგარიში 8205 | პროცენტული ხარჯები არარეზიდენტი ბანკებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 8206 | პროცენტული ხარჯები რეზიდენტი ბანკებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 8207 | პროცენტული ხარჯები საქართველოს ეროვნული ბანკისაგან მიღებული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 8209 | პროცენტული ხარჯები ”ნოსტრო“ ანგარიშებზე ოვერდრაფტების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება “ლორო” ანგარიშებისა და ბანკებისაგან მიღებული სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით ყველა პროცენტული ხარჯის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე აღირიცხება ყველა დარიცხული პროცენტული ხარჯი როგორც გადახდილი, ისე გადასახდელი. მოცემულ ანგარიშებზე ასახული დარიცხული პროცენტების თანხა ადეკვატურია პროცენტების ბოლო გადახდის მომენტიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღემდე (ჩათვლით) პერიოდში ასახული თანხისა.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| პროცენტის დარიცხვა
| 8201-8209 პროცენტული ხარჯები ბანკებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით | 4403-4404 გადასახდელი პროცენტები ბანკებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით |
| პროცენტის გადახდა | 4403-4404 გადასახდელი პროცენტები ბანკებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გადასახდელი პროცენტები გამოიანგარიშება პერიოდულად და აისახება გატარებით: დებეტი – 8201-8209 და კრედიტი – 4403-4404.
5. კომენტარები
შიდა კონტროლის მიზნით ბანკი ხარჯებს პროცენტების მიხედვით შეუდარებს სესხების მიხედვით დაუფარავი დავალიანების საშუალო ნაშთს საშუალო საპროცენტო განაკვეთის დონის შესაფასებლად.
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული ხარჯები დაყოს სექტორის შიგნით აქტივებსა და პასივებში მოცემული სფეროების, რეალიზებული და არარეალიზებული ხარჯების და სხვა ნიშნის მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 821 _ პროცენტული ხარჯები ბანკებიდან მოზიდული სახსრების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 8211 | პროცენტული ხარჯები არარეზიდენტი ბანკების ”ლორო“ ანგარიშების მიხედვით |
| ანგარიში 8212 | პროცენტული ხარჯები რეზიდენტი ბანკების ”ლორო“ ანგარიშების მიხედვით |
| ანგარიში 8213 | პროცენტული ხარჯები არარეზიდენტი ბანკების დეპოზიტების მიხედვით |
| ანგარიში 8214 | პროცენტული ხარჯები რეზიდენტი ბანკების დეპოზიტების მიხედვით |
| ანგარიში 8215 | პროცენტული ხარჯები არარეზიდენტი ბანკებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 8216 | პროცენტული ხარჯები რეზიდენტი ბანკებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 8219 | პროცენტული ხარჯები ”ნოსტრო“ ანგარიშებზე ოვერდრაფტების მიხედვით |
8211-8219 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 8201-8209 ანგარიშების, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, რომლის წარმოება ხორციელდება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდი-ნარე ოფიციალური კურსით, ხარჯების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
ანგარიშთა ჯგუფი 822 _ პროცენტული ხარჯები საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 8221 | პროცენტული ხარჯები სსფ-ს ვალდებულებების მიხედვით |
| ანგარიში 8222 | პროცენტული ხარჯები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 8223 | პროცენტული ხარჯები არარეზიდენტი საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 8224 | პროცენტული ხარჯები რეზიდენტი საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით ყველა პროცენტული ხარჯის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: მოცემულ ანგარიშებზე აღირიცხება ყველა დარიცხული პროცენტული ხარჯი როგორც გადახდილი, ისე გადასახდელი. მოცემულ ანგარიშებზე ასახული დარიცხული პროცენტების თანხა ადეკვატურია პროცენტების ბოლო გადახდის მომენტიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღემდე (ჩათვლით) პერიოდში ასახული თანხისა.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| პროცენტების დარიცხვა
| 8221-8224 პროცენტული ხარჯები საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით | 4406, 4408 გადასახდელი პროცენტები საფინანსო და სსფ-ს ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
| პროცენტების გადახდა | 4406, 4408 გადასახდელი პროცენტები საფინანსო და სსფ-ს ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები
|
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გადასახდელი პროცენტები გამოიანგარიშება პერიოდულად და აისახება გატარებით: დებეტი – 8221-8224 და კრედიტი – 4406, 4408.
5. კომენტარები
შიდა კონტროლის მიზნით ბანკი ხარჯებს პროცენტების მიხედვით შეუდარებს სესხების მიხედვით დაუფარავი დავალიანების საშუალო ნაშთს საშუალო საპროცენტო განაკვეთის დონის შესაფასებლად.
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული ხარჯები დაყოს სექტორის შიგნით აქტივებსა და პასივებში მოცემული სფეროების, რეალიზებული და არარეალიზებული ხარჯების და სხვა ნიშნის მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 823 _ პროცენტული ხარჯები საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 8231 | პროცენტული ხარჯები სსფ-ს ვალდებულებების მიხედვით |
| ანგარიში 8232 | პროცენტული ხარჯები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 8233 | პროცენტული ხარჯები არარეზიდენტი საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
| ანგარიში 8234 | პროცენტული ხარჯები რეზიდენტი საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით |
8231-8234 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 8221-8224 ანგარიშების, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, რომლის წარმოება ხორციელდება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდი-ნარე ოფიციალური კურსით, ხარჯების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
კლასი 83. კომერციული სექტორის ხარჯები
ანგარიშთა ჯგუფი 830 _ პროცენტული ხარჯები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 8301 | პროცენტული ხარჯები ფიზიკურ პირთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით |
| ანგარიში 8302 | პროცენტული ხარჯები იურიდიულ პირთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება:
მოცემული ანგარიშები გამოიყენება კომერციულ სექტორს მიკუთვნებულ კლიენტთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით ყველა პროცენტული ხარჯის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები:
დარიცხვათა პრინციპები: მოცემულ ანგარიშებზე აღირიცხება მიმდინარე ანგარიშების მიხედვით ყველა დარიცხული პროცენტული ხარჯი როგორც გადახდილი, ისე გადასახდელი. მოცემულ ანგარიშებზე ასახული დარიცხული პროცენტების თანხა ადეკვატურია პროცენტების ბოლო გადახდის მომენტიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღემდე (ჩათვლით) პერიოდში დარიცხული თანხისა.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| პროცენტების დარიცხვა
| 8301-8302 პროცენტული ხარჯები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით | 4405 გადასახდელი პროცენტები კლიენტთა მოზიდული სახსრების მიხედვით |
| პროცენტების გადახდა | 4405 გადასახდელი პროცენტები კლიენტთა მოზიდული სახსრების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშები
|
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გადასახდელი პროცენტები გამოიანგარიშება პერიოდულად და აისახება გატარებით: დებეტი – 8301-8302 და კრედიტი – 4403.
5. კომენტარები
შიდა კონტროლის მიზნით ბანკი ხარჯებს პროცენტების მიხედვით შეუდარებს მიმდინარე ანგარიშებზე საშუალო ნაშთს საშუალო საპროცენტო განაკვეთის დონის შესაფასებლად ბანკის მიერ მიღებული საპროცენტო პოლიტიკის შესაბამისად საპროცენტო განაკვეთების გამოყენების სისწორისადმი შიდა კონტროლის წესით.
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული ხარჯები დაყოს სექტორის შიგნით აქტივებსა და პასივებში მოცემული სფეროების, რეალიზებული და არარეალიზებული ხარჯების და სხვა ნიშნის მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 831 _ პროცენტული ხარჯები კლიენტთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 8311 | პროცენტული ხარჯები ფიზიკურ პირთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით |
| ანგარიში 8312 | პროცენტული ხარჯები იურიდიულ პირთა მიმდინარე ანგარიშების მიხედვით |
8311-8312 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 8301-8302 ანგარიშების, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით, ხარჯების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
ანგარიშთა ჯგუფი 835 _ პროცენტული ხარჯები კლიენტთა დეპოზიტების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 8351 | პროცენტული ხარჯები ფიზიკურ პირთა დეპოზიტების მიხედვით |
| ანგარიში 8352 | პროცენტული ხარჯები იურიდიულ პირთა დეპოზიტების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება:
მოცემული ანგარიშები გამოიყენება კომერციულ სექტორს მიკუთვნებულ კლიენტთა დეპოზიტების მიხედვით ყველა პროცენტული ხარჯის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები:
დარიცხვათა პრინციპები: მოცემულ ანგარიშებზე აღირიცხება დეპოზიტების მიხედვით ყველა დარიცხული პროცენტული ხარჯი როგორც გადახდილი, ისე გადასახდელი. მოცემულ ანგარიშებზე ასახული დარიცხული პროცენტების თანხა ადეკვატურია პროცენტების ბოლო გადახდის მომენტიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლო დღემდე (ჩათვლით) პერიოდში დარიცხული თანხისა.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| პროცენტების დარიცხვა
| 8351-8352 პროცენტული ხარჯები კლიენტთა დეპოზიტების მიხედვით | 4405 გადასახდელი პროცენტები კლიენტთა მოზიდული სახსრების მიხედვით |
| პროცენტების გადახდა | 4405 გადასახდელი პროცენტები კლიენტთა მოზიდული სახსრების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები კლიენტთა ანგარიშები
|
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი:
გადასახდელი პროცენტები გამოიანგარიშება პერიოდულად და აისახება გატარებით: დებეტი – 8351-8352 და კრედიტი – 4405.
5. კომენტარები
შიდა კონტროლის მიზნით ბანკი ხარჯებს პროცენტების მიხედვით შეუდარებს დეპოზიტების მიხედვით დავალიანების საშუალო ნაშთს საშუალო საპროცენტო განაკვეთის დონის შესაფასებლად ბანკის მიერ მიღებული საპროცენტო პოლიტიკის შესაბამისად საპროცენტო განაკვეთების გამოყენების სისწორისადმი შიდა კონტროლის წესით.
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული ხარჯები დაყოს სექტორის შიგნით აქტივებსა და პასივებში მოცემული სფეროების, რეალიზებული და არარეალიზებული ხარჯების და სხვა ნიშნის მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 836 _ პროცენტული ხარჯები კლიენტთა დეპოზიტების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 8361 | პროცენტული ხარჯები ფიზიკურ პირთა დეპოზიტების მიხედვით |
| ანგარიში 8362 | პროცენტული ხარჯები იურიდიულ პირთა დეპოზიტების მიხედვით |
8361-8362 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 8351-8352 ანგარიშების, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდება მიმდინარე ოფიციალური კურსით, ხარჯების ანგარიშებზე ყველა გატარება აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
კლასი 84. გადახდილი საკომისიოები გაწეული მომსახურების მიხედვით
ანგარიშთა ჯგუფი 840 _ საკომისიოები და ხარჯები გაწეული მომსახურების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 8401 | საკომისიოები უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მიხედვით |
| ანგარიში 8402 | საკომისიოები სალაროს ოპერაციებიდან |
| ანგარიში 8403 | ფულის ინკასაციისა და ტრანსპორტირების ხარჯები |
| ანგარიში 8404 | ”ნოსტრო“ ანგარიშების გახსნისა და წარმოების საკომისიოები და ხარჯები |
| ანგარიში 8405 | საკომუნიკაციო მომსახურებისა და გამოთვლითი ცენტრების მიერ მომსახურების საკომისიოები და ხარჯები |
| ანგარიში 8406 | საკონსულტაციო და საექსპერტო მომსახურების ხარჯები |
| ანგარიში 8407 | საკომისიოები და ხარჯები დეპოზიტარული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 8408 | აუდიტორული მომსახურების ხარჯები |
| ანგარიში 8409 | დანარჩენი საკომისიოები და ხარჯები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება გაწეული მომსახურების მიხედვით საკომისიოებისა და ფიქსირებული ხარჯების აღსარიცხავად.
მოცემულ ანგარიშებზე არ აღირიცხება პროცენტული ხარჯები სპეციალური საგადახდო საშუალებებით ანგარიშსწორებისას განთავსებული ბლოკირებული დეპოზიტებისა და გაწეული მომსახურების მიხედვით. ასეთი ხარჯები აღირიცხება 90 კლასში “ხარჯები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით” შემადგენლობაში.
როგორც წესი, საკომისიოებსა და ხარჯებს ასეთი გარიგებების მიხედვით გადაახდევინებენ გარიგების გაფორმებისას და ეს ოპერაციები არ არის დაკავშირებული დარიცხვის პროცედურებთან.
იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელია, ბანკს შეუძლია გამოიანგარიშოს დარიცხული ხარჯები, რომლებიც უნდა აისახოს: დებეტი – 8401-8409 და კრედიტი – ანგარიში 4409.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპები: საკომისიოები და ხარჯები გაწეული მომსახურების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება, მიუხედავად გადახდის ვადისა.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| საკომისიოებისა და ხარჯების გადახდა | 8401-8409 საკომისიოები და ხარჯები გაწეული მომსახურების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები
|
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გაწეული მომსახურების საკომისიოების და ხარჯების წარმოშობისას შედგება გატარება: დებეტი – 8401-8409 და კრედიტი – ფულადი სახსრები.
5. კომენტარები
კონტროლის მიზნით ბანკი საკომისიო ხარჯებს შეუდარებს შესაბამისი ანგარიშების საშუალო ნაშთებს, რომლის მიხედვითაც გადაიხდის საკომისიოებს, ოპერაციათა საშუალო შემოსავლიანობის დონის შესაფასებლად.
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული ხარჯები დაყოს სექტორის შიგნით აქტივებსა და პასივებში მოცემული სფეროების, რეალიზებული და არარეალიზებული ხარჯების და სხვა ნიშნის მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 841 _ საკომისიოები და ხარჯები გაწეული მომსახურების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 8411 | საკომისიოები უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მიხედვით | |
| ანგარიში 8412 | საკომისიოები სალაროს ოპერაციებიდან | |
| ანგარიში 8413 | ფულის ინკასაციისა და ტრანსპორტირების ხარჯები | |
| ანგარიში 8414 | ”ნოსტრო“ ანგარიშების გახსნისა და წარმოების საკომისიოები და ხარჯები | |
| ანგარიში 8415 | საკომუნიკაციო მომსახურებისა და გამოთვლითი ცენტრების მიერ მომსახურების საკომისიოები და ხარჯები | |
| ანგარიში 8416 | საკონსულტაციო და საექსპერტო მომსახურების ხარჯები | |
| ანგარიში 8417 | საკომისიოები და ხარჯები დეპოზიტარული ოპერაციების მიხედვით | |
| ანგარიში 8418 | აუდიტორული მომსახურების ხარჯები | |
| ანგარიში 8419 | დანარჩენი საკომისიოები და ხარჯები | |
8411-8419 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 8401-8409 ანგარიშების, ვალუტით სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდებოდეს მიმდინარე ოფიციალური კურსით, ყველა გატარება ხარჯების ანგარიშებზე აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
კლასი 85. ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით
ანგარიშთა ჯგუფი 850 _ ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით
| ანგარიში 8501 | ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით |
| ანგარიში 8509 | ზარალი დანარჩენი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში იმ აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის შექმნის ან გადიდების ხარჯების აღსარიცხავად, რომელთა მიხედვითაც წარმოიქმნება დაუბრუნებლობის რისკი (შესაძლო ზარალის), რაც შეესაბამება წინდახედულობის პრინციპებს.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
აღრიცხვის გამოსაყენებელი მეთოდების მუდმივობის პრინციპები: დაფარვის რეზერვების განსაზღვრისათვის გამოსაყენებელი მეთოდები უცვლელია პერიოდიდან პერიოდამდე.
დარიცხვათა პრინციპი: დაუბრუნებლობის რისკი განიხილება თითოეული აქტივის მიხედვით და თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშზე აისახება აუცილებელი ცვლილებები დაფარვის რეზერვში მიმდინარე პერიოდში წარსულ პერიოდთან შედარებით.
წინდახედულობის პრინციპი: გადაუხდელობის რისკისათვის იქმნება რეზერვი, რომელიც რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული დებულებით.
შემავალი ბალანსის ურყევობის პრინციპი: დამატებითი რეზერვის შექმნასთან (ან მის შემცირებასთან) დაკავშირებული ყველა გატარება მიმდინარე პერიოდში განხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისათვის რეზერვის თანხის გათვალისწინებით.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| რეზერვის შექმნა -გაზრდა | 8501 ,8509 ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით | 4101,4109 აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი |
| რეზერვის შემცირება | 4101,4109 აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი | 8501,8509 ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით |
| უიმედო აქტივის ჩამოწერა | 4101,4109 აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი | შესაბამისი აქტივების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა რეზერვებისა და რეზერვების შექმნის ხარჯების საბალანსო ანგარიშზე უნდა გახსნას სუბანგარიშები თითოეული კონკრეტული აქტივის მიხედვით.
ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით აღირიცხება ოპერაციის მოხდენისთანავე. თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ბანკი არსებული წესების მიხედვით გააანალიზებს ფულადი აქტივების ანგარიშებს და შედეგის მიხედვით განსაზღვრავს ხარჯს (ზარალს) თითოეული აქტივის მიხედვით.
5. კომენტარები
ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ცალ-ცალკე მოახდინოს რეზერვების იდენტიფიკაცია საეჭვო ვალების მიხედვით დაკავშირებულ აქტივთა ჯგუფების მიმართ კონსოლიდირებულ ბალანსში მათი დასალდოების მიზნით და გააანალიზოს რეზერვების ცვლილებები მათი შედარების შედეგად საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს წინა პერიოდთან შედარებით.
კლასი 86. ზარალი დილინგური ოპერაციებისაგან
ანგარიშთა ჯგუფი 860 _ ზარალი დილინგური ოპერაციების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 8601 | ზარალი აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 8602 | ზარალი სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 8603 | ზარალი კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება დილინგურ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით ზარალის აღსარიცხად:
ა) საბაზრო ღირებულებით შეფასების მეთოდოლოგიის გამოყენებით გადაფასებული ლიკვიდური ფასიანი ქაღალდების მიხედვით (არარეალიზებული ზარალი);
ბ) დილინგური ოპერაციების შედეგად ფასიანი ქაღალდების გაყიდვისაგან (რეალიზებული ზარალი).
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: ზარალი დილინგური ფასიანი ქაღალდებისაგან უნდა აისახოს იმ პერიოდის ანგარიშგებაში. რომელსაც იგი ეკუთვნის.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიში | კრედიტის ანგარიში |
| დილინგური ქაღალდების გადაფასება საბაზრო ღირებულებით | 8601-8603 ზარალი დილინგური ოპერაციების მიხედვით | 1501-1503 ფასიანი ქაღალდები დილინგური ოპერაციებისათვის |
| ფასიანი ქაღალდების გაყიდვა
| ფულადი სახსრების ანგარიშები 8601-8603 ზარალი დილინგური ოპერაციების მიხედვით | 1501-1503 ფასიანი ქაღალდები დილინგური ოპერაციებისათვის
|
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
საბაზრო ღირებულების შეფასებისა და აღრიცხვაში გადაფასების შედეგების ასახვის პრინციპულობის გამოყენების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული განმარტებანი აღწერილია შესაბამის საბალანსო ანგარიშთა განაყოფებში.
საბაზრო ღირებულებით გადაფასების ყველა შედეგი ფასიანი ქაღალდების რეალიზაციამდე უნდა აისახოს არარეალიზებული შემოსავლებისა და ხარჯების სუბანგარიშებზე. ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის შემდეგ ყველა დაგროვილი არარეალიზებული შემოსავალი და ხარჯი მოცემული ქაღალდების მიხედვით უნდა მიეკუთვნოს რეალიზებული შემოსავლებისა და ხარჯის სუბანგარიშებს.
5. კომენტარები
ბანკმა ხარჯები დილინგური ოპერაციებისაგან უნდა შეუდაროს ბალანსზე ფასიანი ქაღალდების ღირებულების საშუალო ნაშთს ოპერაციათა საშუალო შემოსავლიანობის დონის შესაფასებლად. ბანკის მიერ მიღებული სადილინგო პოლიტიკის რეალიზაციისადმი შიდა კონტროლის წესით.
| ანგარიში 8604 | ზარალი უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოყენებულ უნდა იქნეს უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული ზარალის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპი: ზარალი უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან ანგარიშგებაში უნდა აღირიცხოს იმ პერიოდში, რომელსაც ის ეკუთვნის.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიში | კრედიტის ანგარიში |
| ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული ზარალი | 8604 ზარალი უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით | 2601 სავალუტო პოზიციის კონტრფასი |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დროს მიღებული რეალიზებული ზარალი გატარდება 8604 ანგარიშის დებეტში, სავალუტო პოზიციის კონტრფასის ანგარიშის კორესპონდენციით.
5. კომენტარი
აღნიშნული ანგარიშის უფრო ვრცელი დახასიათება და მუშაობის პრინციპები მოცემულია 2601 ანგარიშის განმარტებებში.
ანგარიშთა ჯგუფი 861 _ ზარალი დილინგური იპერაციების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 8611 | ზარალი აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 8612 | ზარალი სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 8613 | ზარალი კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
8611-8613 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, კომენტარები ანალოგიურია 8601-8603 ანგარიშებისათვის მოცემული პრინციპებისა, ვალუტით სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდებოდეს მიმდინარე ოფიციალური კურსით. ყველა გატარება ხარჯების ანგარიშებზე აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
ანგარიშთა ჯგუფი 862 _ ზარალი სავალუტო სახსრების გადაფასების მიხედვით
| ანგარიში 8621 | ზარალი სავალუტო სახსრების გადაფასებიდან |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
ეს ანგარიში გამოიყენება სავალუტო პოზიციის გადაფასებისაგან ზარალის ასახვისათვის.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპები: ვალუტის გადაცვლის ოპერაციებდან არარეალიზებული ზარალი ან მოგება შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშებზე უნდა აისახოს იმ პერიოდში, რომელსაც იგი ეკუთვნის, რეალიზაციის დროის მიუხედავად.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიში | კრედიტის ანგარიში |
| სავალუტო პოზიციის ანგარიშთა გადაფასება (ზარალი) | 8621 ზარალი უცხოური ვალუტის გადაფასებიდან | 2601 სავალუტო პოზიციის კონტრფასი |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გაცვლის ოპერაციების მიხედვით არარეალიზებული მოგების (ზარალის) შეფასების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული განმარტებანი აღწერილია “სავალუტო პოზიციის” განაყოფებში.
5. კომენტარები
ბანკმა უნდა გააანალიზოს შემოსავლები და ხარჯები ღია სავალუტო პოზიციების მდგომარეობასთან შედარებით ოპერაციათა შემოსავლიანობისა და ლიკვიდურობის შესაფასებლად, ბანკის მიერ მიღებული პოლიტიკის რეალიზაციისადმი შიდა კონტროლის წესით.
კლასი 89. ზარალი საინვესტიციო ოპერაციებისაგან
ანგარიშთა ჯგუფი 890 _ ზარალი საინვესტიციო ოპერაციების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 8901 | ზარალი აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 8902 | ზარალი სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 8903 | ზარალი კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება:
ა) წინდახედულობის პრინციპებიდან გამომდინარე – ზარალის აღსარიცხავად, რომელიც წარმოიქმნება საინვესტიციო ფასიანი ქაღალდების ფასის დაწევისას;
ბ) კაპიტალის ზარალის (თუ ასეთი არსებობს), რომელიც გამოწვეულია საინვესტიციო პორტფელის გაყიდვისას.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
აღრიცხვის გამოსაყენებელი მეთოდების მუდმივობა: საინვესტიციო ფასიანი ქაღალდების გაუფასურების რეზერვების განსაზღვრისათვის გამოსაყენებელი მეთოდები უცვლელია ერთი პერიოდიდან მეორემდე.
წინდახედულობის პრინციპი: რეზერვი გადაუხდელობის რისკისათვის იქმნება მისი წარმოქმნისთანავე.
შემავალი ბალანსის ურყევობის პრინციპი: დამატებითი რეზერვის შექმნასთან (ან მის ცვლილებებთან) დაკავშირებული ყველა გატარება განხორციელდება მიმდინარე პერიოდში საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისათვის რეზერვის თანხის გათვალისწინებით.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| დაფარვის რეზერვის შექმნა (გადიდება) | 8901-8903 ზარალი საინვესტიციო ოპერაციებიდან | 4107 ინვესტიციების შესაძლო დანაკარგების რეზერვი |
| დაფარვის რეზერვის შემცირება | 4107 ინვესტიციების შესაძლო დანაკარგების რეზერვი | 8901-8903 ზარალი საინვესტიციო ოპერაციებიდან |
| საინვესტიციო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ზარალით | ფულადი სახსრების ანგარიში 8901-8903 ზარალი საინვესტიციო ოპერაციებიდან | ფასიანი ქაღალდების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს ბანკი განსაზღვრავს რეზერვის თანხებს, რისკების კრიტე-რიუმიდან და რეზერვის განაკვეთიდან გამომდინარე.
5. კომენტარები
ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ცალ-ცალკე მოახდინოს საეჭვო ინვესტიციების მიხედვით რეზერვების იდენტიფიკაცია დაკავშირებულ კომპანიათა ჯგუფების მიმართ კონსოლიდირებულ ბალანსში მათი დასალდოების მიზნით.
ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა წარადგინოს რეზერვების ცვლილებები მათი შედარების შედეგად საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს წინა პერიოდთან შედარებით.
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა შექმნას საინფორმაციო სისტემა, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას გააანალიზოს ზარალი ინვესტიციებიდან ჯგუფების მიხედვით 20%-ზე ნაკლები, 20-50%-ზე, და 50%-ზე მეტი.
ანგარიშთა ჯგუფი 891 _ ზარალი საინვესტიციო ოპერაციების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 8911 | ზარალი აქციებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 8912 | ზარალი სახელმწიფო სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 8913 | ზარალი კორპორაციულ სავალო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით |
8911-8913 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 8901-8903 ანგარიშების, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდებოდეს მიმდინარე ოფიციალური კურსით. ყველა გატარება ხარჯების ანგარიშებზე აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
კლასი 90. ხარჯები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით
ანგარიშთა ჯგუფი 903 _ ხარჯები დანარჩენი საბანკო ოპერაციების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 9031 | ხარჯები ბროკერული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 9032 | ხარჯები ფაქტორინგული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 9033 | ხარჯები ოპერაციული ლიზინგის მიხედვით |
| ანგარიში 9034 | ხარჯები ფინანსური ლიზინგის მიხედვით |
| ანგარიში 9035 | ხარჯები გარანტიების მიხედვით |
| ანგარიში 9036 | ხარჯები სპეციალური დეპოზიტების მიხედვით |
| ანგარიში 9037 | გარიგებათა დაზღვევის ხარჯები |
| ანგარიში 9039 | ხარჯები დანარჩენი საბანკო ოპერაციების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება დანარჩენი საბანკო ოპერაციების მიხედვით ხარჯების აღსარიცხავად.
იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელია, ბანკმა უნდა გამოიანგარიშოს დარიცხული ხარჯები, ამასთან, ისინი უნდა აისახოს გადასახდელი პროცენტების 4409 ანგარიშის კრედიტით და შესაბამისი ხარჯების დებეტით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები:
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ხარჯების გაწევა | 9031-9039 ხარჯები დანარჩენი საბანკო ოპერაციების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
დანარჩენი საბანკო ოპერაციების მიხედვით ხარჯების გაწევისას დადებეტდება – 9031-9039 ანგარიშები და დაკრედიტდება – ფულადი სახსრების ანგარიშები.
5. კომენტარები
ბანკმა უნდა გააანალიზოს ხარჯები ამ ოპერაციებისაგან მათთან დაკავშირებულ ხარჯებთან შედარებით აღნიშნული ოპერაციების საშუალო შემოსავლიანობის დონის შესაფასებლად, ბანკის მიერ მიღებული პოლიტიკის შესაბამისად განაკვეთების გამოყენების სისწორისადმი შიდა კონტროლის წესით.
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული ხარჯები დაყოს სექტორის შიგნით აქტივებსა და პასივებში მოცემული სფეროების, რეალიზებული და არარეალიზებული ხარჯების და სხვა ნიშნის მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 904 _ ხარჯები დანარჩენი საბანკო ოპერაციების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 9041 | ხარჯები ბროკერული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 9042 | ხარჯები ფაქტორინგული ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 9043 | ხარჯები ოპერაციული ლიზინგის მიხედვით |
| ანგარიში 9044 | ხარჯები ფინანსური ლიზინგის მიხედვით |
| ანგარიში 9045 | ხარჯები გარანტიების მიხედვით |
| ანგარიში 9046 | ხარჯები სპეციალური დეპოზიტების მიხედვით |
| ანგარიში 9047 | გარიგებათა დაზღვევის ხარჯები |
| ანგარიში 9049 | ხარჯები დანარჩენი საბანკო ოპერაციების მიხედვით |
9041-9049 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 9031-9039 ანგარიშების, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, რომელიც უნდა განხორციელდეს სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდებოდეს მიმდინარე ოფიციალური კურსით, ყველა გატარება ხარჯების ანგარიშებზე აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
ანგარიშთა ჯგუფი 906 _ ხარჯები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 9061 | ზარალი ძირითად საშუალებების გასვლისაგან და გადაფასებისაგან |
| ანგარიში 9062 | ზარალი სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის გასვლისაგან და გადაფასებისაგან |
| ანგარიში 9063 | ზარალი ძვირფასი ლითონების ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლისაგან და გადაფასებისაგან |
| ანგარიში 9064 | დანაკლისი სალაროში |
| ანგარიში 9065 | გადახდილი ჯარიმები და საურავები |
| ანგარიში 9066 | სასამართლოს ხარჯები |
| ანგარიში 9067 | ხარჯები გასული წლების ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 9069 | ხარჯები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება დანარჩენ ოპერაციებთან დაკავშირებული ხარჯების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები
დარიცხვათა პრინციპები: ხარჯები გაწეული მომსახურების მიხედვით აღრიცხვაში აისახება იმ პერიოდში, რომელსაც ისინი მიეკუთვნება, მიუხედავად გადახდის ვადისა.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ხარჯების გადახდა | 9061-9069 ხარჯები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით | ფულადი სახსრების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდისას შედგება გატარება: დებეტი – 9061-9069 და კრედიტი – ფულადი სახსრების ანგარიში.
5. კომენტარები
ბანკმა უნდა გააანალიზოს ხარჯები ამ ოპერაციების მიხედვით მათ შემოსავლიანობასთან შედარებით, რათა შეფასდეს მათი ეფექტიანობა, ფასების მექანიზმის გამოყენების სისწორისადმი შიდა კონტროლის წესით.
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული ხარჯები დაყოს, რეალიზებული და არარეალიზებული ხარჯებისა და სხვა ნიშნის მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 907 _ ხარჯები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით უცხოური ვალუტით
| ანგარიში 9071 | ზარალი ძირითად საშუალებათა გასვლისაგან |
| ანგარიში 9072 | ზარალი სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის გასვლისაგან |
| ანგარიში 9073 | ზარალი ძვირფასი ლითონების. ხელოვნების ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასვლისაგან |
| ანგარიში 9074 | დანაკლისი სალაროში |
| ანგარიში 9075 | გადახდილი ჯარიმები და საურავები |
| ანგარიში 9076 | სასამართლოს ხარჯები |
| ანგარიში 9077 | ხარჯები გასული წლების ოპერაციების მიხედვით |
| ანგარიში 9079 | ხარჯები დანარჩენი ოპერაციების მიხედვით |
9071-9079 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 9061-9069 ანგარიშების, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდებოდეს მიმდინარე ოფიციალური კურსით, ყველა გატარება ხარჯების ანგარიშებზე აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტით, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
ანგარიშთა ჯგუფი 908 _ ზარალი იჯარით აღებული ობიექტებისათვის არაამორტიზებულ კაპიტალურ დაბანდებათა მიხედვით
| ანგარიში 9081 | ზარალი იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება იჯარით აღებული ობიექტებისათვის კაპიტალურ დაბანდებათა მიხედვით დანახარჯების დაფარვის რეზერვის შექმნასთან დაკავშირებული ზარალის აღსარიცხად იმის გამო, რომ მათი ამორტიზაციის ვადები შეიძლება აღემატებოდეს იჯარის ვადებს. ამგვარად, ანგარიშზე აღირიცხება იჯარით აღებული ობიექტებისათვის კაპიტალურ დაბანდებებთან დაკავშირებული არაამორტიზებული დანახარჯების ჩამოწერის შედეგად მიღებული ზარალი იჯარის ვადის გასვლის შემდეგ.
იჯარით აღებული ობიექტებისათვის კაპიტალურ დაბანდებათა ამორტიზაციისა და არაამორტიზებული დანახარჯების დასაფარავად რეზერვის შექმნის წესი აღწერილია ბალანსის შესაბამის განაყოფში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპები.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიში | კრედიტის ანგარიში |
| არაამორტიზებული დავალიანების ჩამოწერა | 9081 ზარალი იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით | 2912 კაპიტალური დანახარჯები იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით ზარალის მიღების შემთხვევაში თანხა გატარდება შესაბამისი ზარალის ანგარიშის დებეტსა და 2912 ანგარიშის კრედიტში.
5. კომენტარები
მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული ხარჯები დაყოს, რეალიზებული და არარეალიზებული ხარჯებისა და სხვა ნიშნის მიხედვით.
კლასი 91. ბანკნოტებისა და მონეტების ბეჭდვის ხარჯი
ანგარიშთა ჯგუფი 910 _ ბანკნოტებისა და მონეტების ბეჭდვის ხარჯი
| ანგარიში 9101 | ბანკნოტების ბეჭდვის ხარჯი |
| ანგარიში 9102 | მონეტების მოჭრის ხარჯი |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
მოცემული ანგარიშების წარმოების წესს შეიმუშავებს და განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
კლასი 92. ბანკის პერსონალისა და განვითარების ხარჯები
ანგარიშთა ჯგუფი 920 _ პერსონალის ხარჯები
| ანგარიში 9201 | ბანკის თანამშრომელთა ხელფასის ხარჯები |
| ანგარიში 9202 | დროებით მუშაკთა შრომის ანაზღაურების ხარჯები |
| ანგარიში 9203 | ხელფასის მიხედვით სავალდებულო გადასახდელთა ხარჯები |
| ანგარიში 9204 | ბანკის ხელმძღვანელობის პრემირების ხარჯები |
| ანგარიში 9205 | თანამშრომელთა პრემირების ხარჯები (ბანკის ხელმძღვანელობის გარდა) |
| ანგარიში 9206 | სოციალური გასაცემლების ხარჯები (მატერიალური დახმარება) |
| ანგარიში 9207 | პრემიებისა და სოციალური გასაცემლების მიხედვით სავალდებულო გადასახდელთა ხარჯები |
| ანგარიში 9208 | შვებულებებისა და საავადმყოფო ფურცლების ხარჯები |
| ანგარიში 9209 | საპენსიო ხარჯები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება თანამშრომელთა ყველა სახეობის გასაცემლების აღსარიცხავად.
იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ახორციელებს სახსრების დაგროვებას მომავალი სოციალური ხარჯებისათვის, რეზერვის შესაქმნელად თითოეულ საანგარიშგებო პერიოდში ბანკი დაადებეტებს ხარჯების ანგარიშებს შესაბამისი თანხით და დააკრედიტებს დროებითი დავალიანების 4001-4002 ანგარიშებს.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიში | კრედიტის ანგარიში |
| სახსრების გაცემა | 9201-9209 პერსონალის ხარჯები დებიტორთა ანგარიშები (ავანსების შემთხვევაში) | ფულადი სახსრების ანგარიშები კრედიტორთა ანგარიშები (დეპონენტები) |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ბანკის განვითარებისათვის საჭირო ხარჯების გაწევისას დადებეტდება – 9201-9206 ანგარიშები და დაკრედიტდება ფულადი სახსრების ანგარიშები
5. კომენტარები
ბანკმა სისტემატურად უნდა გააანალიზოს მომსახურეთა გასაცემლები კატეგორიების მიხედვით. მიზანშეწონილია, ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა პროცენტული ხარჯები დაყოს, რეალიზებული და არარეალიზებული ხარჯების და სხვა ნიშნის მიხედვით.
ანგარიშთა ჯგუფი 923 _ ბანკის განვითარების ხარჯები ეროვნული ვალუტით
| ანგარიში 9231 | რეკლამის ხარჯები |
| ანგარიში 9232 | წარმომადგენლობითი ხარჯები |
| ანგარიში 9233 | მივლინების ხარჯები |
| ანგარიში 9234 | ახალ თანამშრომელთა მიღების ხარჯები |
| ანგარიში 9235 | თანამშრომელთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები |
| ანგარიში 9236 | თანამშრომელთა სპეცტანსაცმლის ხარჯები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება ბანკის განვითარების ყველა სახეობის მიმდინარე დანახარჯების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სახსრების გაცემა | 9231-9236 ბანკის განვითარების ხარჯები დებიტორთა ანგარიშები (ავანსების შემთხვევაში) | ფულადი სახსრების ანგარიშები
კრედიტორთა ანგარიშები (დეპონენტები) |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ბანკის განვითარებისათვის საჭირო ხარჯების გაწევისას დადებეტდება – 9231-9236 ანგარიშები და დაკრედიტდება – ფულადი სახსრების ანგარიშები
5. კომენტარები
ბანკმა სისტემატურად უნდა გაანალიზოს განვითარების დანახარჯები.
ანგარიშთა ჯგუფი 924 ბანკის განვითარების ხარჯები უცხოური ვალუტით
| ანგარიში 9241 | რეკლამის ხარჯები |
| ანგარიში 9242 | წარმომადგენლობითი ხარჯები |
| ანგარიში 9243 | მივლინების ხარჯები |
| ანგარიში 9245 | თანამშრომელთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები |
9241-9245 ანგარიშთა დანიშნულება, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 9231-9235 ანგარიშების, ვალუტის სხვაობის გარდა.
გაფრთხილება: ბალანსისაგან განსხვავებით, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს სხვადასხვა სამუშაო ვალუტით და კრებსით ბალანსში ფასდებოდეს მიმდინარე ოფიციალური კურსით, ყველა გატარება ხარჯების ანგარიშებზე აისახება მხოლოდ ეროვნული ვალუტის, სავალუტო პოზიციის ანგარიშების საშუალებით.
კლასი 93. ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯები
ანგარიშთა ჯგუფი 930 _ ძირითადი საშუალებების ცვეთის ხარჯები
| ანგარიში 9302 | შენობა-ნაგებობების ცვეთის ხარჯები |
| ანგარიში 9303 | კომპიუტერული ტექნიკისა და საკომუნიკაციო მოწყობილობების ცვეთის ხარჯები |
| ანგარიში 9304 | სატრანსპორტო საშუალებების ცვეთის ხარჯები |
| ანგარიში 9305 | ავეჯისა და მოწყობილობების ცვეთის ხარჯები |
| ანგარიში 9306 | დანარჩენი ძირითადი საშუალებების ცვეთის ხარჯები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება ძირითად საშუალებათა ცვეთის ხარჯების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები
მუდმივობის პრინციპები: ძირითად საშუალებათა ცვეთა ხდება იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც განისაზღვრება შეძენის მომენტში და შეფასდება როგორც ძირითადი საშუალების სასარგებლო გამოყენების მოსალოდნელი დრო, გამომდინარე ბუღალტრული პრაქტიკიდან ან ნორმატიული აქტებიდან.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ცვეთის დარიცხვა | 9302-9306 ცვეთის ხარჯები | 4902-4906 ძირითადი საშუალებების ცვეთა |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ბანკი განსაზღვრავს ცვეთის თანხის სიდიდეს, წინა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოდან მოყოლებული ან ძირითადი საშუალების შეძენის მომენტიდან, თუ შეძენა განხორციელდა მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში. ცვეთის დარიცხვა გატარდება შესაბამისი – 9302-9306 ანგარიშების დებეტსა და 4902-4906 ანგარიშების კრედიტში.
თუ ძირითადი საშუალება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში ჩამოიწერა, ცვეთის ანარიცხები გამოიანგარიშება ექსპლოატაციის დაწყებისა და ჩამოწერის პერიოდს შორის დროის შუალედის პროპორციული განაკვეთის მიხედვით.
5. კომენტარები
თითოეული ძირითადი საშუალების შეძენისას ბანკმა უნდა შეადგინოს მისი ცვეთის გეგმა.
ანგარიშთა ჯგუფი 931 _ არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის ხარჯები
| ანგარიში 9311 | არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის ხარჯები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის ხარჯების აღსარიცხავად.
ამორტიზაციის წესი აღწერილია ბალანსის შესაბამის განაყოფებში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ამორტიზაციის დარიცხვა | 9311 არამატერიალურ აქტივების ამორტიზაციის ხარჯები | 4911 არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ყველა ხარჯი აისახება ეროვნული ვალუტით.
5. კომენტარები
თითოეული არამატერიალური აქტივის ყიდვისას ბანკმა უნდა შეადგინოს ამორტიზაციის გეგმა.
ანგარიშთა ჯგუფი 932 _ კაპიტალური დანახარჯების ამორტიზაციის ხარჯები იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით.
| ანგარიში 9321 | კაპიტალური დანახარჯების ამორტიზაციის ხარჯები იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით კაპიტალური დანახარჯების ამორტიზაციის ხარჯების აღსარიცხავად. ამორტი-ზაციის წესი მოცემულია ბალანსის შესაბამის განაყოფებში.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ამორტიზაციის დარიცხვა | 9321 კაპიტალური დანახარჯების ამორტიზაციის ხარჯები იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით | 4921 კაპიტალური დანახარჯების ამორტიზაცია იჯარით აღებული ობიექტების მიხედვით |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ყველა ხარჯი აისახება ეროვნული ვალუტით.
5. კომენტარები
იჯარით აღებული ობიექტების კაპიტალური შეკეთების დასრულებისას ბანკმა უნდა შეადგინოს ამორტიზაციის გეგმა.
კლასი 94. ძირითადი საშუალებების მიმდინარე შეკეთების, მასალების და ინვენტარის შეძენისა და ექსპლუატაციის ხარჯები
ანგარიშთა ჯგუფი 940 _ ძირითადი საშუალებების მიმდინარე შეკეთების ხარჯები
| ანგარიში 9402 | შენობა-ნაგებობების მიმდინარე შეკეთების ხარჯები |
| ანგარიში 9403 | კომპიუტერული ტექნიკისა და საკომუნიკაციო მოწყობილობების მიმდინარე შეკეთების ხარჯები |
| ანგარიში 9404 | სატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე შეკეთების ხარჯები |
| ანგარიში 9405 | ავეჯისა და მოწყობილობების მიმდინარე შეკეთების ხარჯები |
| ანგარიში 9406 | დანარჩენ ძირითად საშუალებათა მიმდინარე შეკეთების ხარჯები |
| ანგარიში 9409 | იჯარით აღებული ძირითადი საშუალებების მიმდინარე შეკეთების ხარჯები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება ძირითად საშუალებათა შეკეთების ყველა დანახარჯის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| შეკეთების ანაზღაურება | 9402-9409 ძირითადი საშუალებების მიმდინარე შეკეთების ხარჯები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ძირითადი საშუალებების მიმდინარე შეკეთების ხარჯების გაწევის შემთხვევაში დადებეტდება – 9402–9409 ანგარიშები და დაკრედიტდება – ფულადი სახსრების ანგარიშები.
5. კომენტარები
ბანკმა სისტემატურად უნდა გააანალიზოს ძირითადი საშუალებების მიმდინარე შეკეთების დანახარჯები.
ანგარიშთა ჯგუფი 943 _ სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის შეძენის ხარჯები
| ანგარიში 9431 | სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის შეძენის ხარჯები |
| ანგარიში 9432 | საბანკო ბარათების დამზადების ხარჯები |
| ანგარიში 9433 | ბლანკების შეძენისა და დამზადების ხარჯები |
| ანგარიში 9434 | ფულის შეფუთვის ხარჯები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება ბანკის საქმიანობისათვის საჭირო მასალებისა (საბლანკო და სხვ.) და ინვენტარის შეძენის, აგრეთვე საბანკო ბარათების, ბლანკების დამზადების, ფულის შეფუთვის და მსგავსი სახის ხარჯების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| მასალების შეძენა | 9431-9434 სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის შეძენის ხარჯები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის შეძენის ხარჯების გაწევის შემთხვევაში დადებეტდება – 9431-9434 ანგარიშები და დაკრედიტდება – ფულადი სახსრების ანგარიშები.
5. კომენტარები
ბანკმა სისტემატურად უნდა გააანალიზოს სამეურნეო მასალებისა და ინვენტარის შეძენის დანახარჯები.
ანგარიშთა ჯგუფი 946 _ საექსპლუატაციო ხარჯები
| ანგარიში 9461 | კომუნალური მომსახურების ხარჯები |
| ანგარიში 9463 | ქონების დაზღვევის ხარჯები |
| ანგარიში 9464 | ჟურნალ-გაზეთებსა და პერიოდულ გამოცემებზე ხელმოწერის ხარჯები |
| ანგარიში 9465 | შენობისა და ფასეულობების დაცვის ხარჯები |
| ანგარიში 9466 | საფოსტო-სატელეგრაფო ხარჯები |
| ანგარიში 9467 | საკანცელარიო ხარჯები |
| ანგარიში 9468 | ტრანსპორტის შენახვის ხარჯი (მიმდინარე შეკეთების ხარჯის გარდა) |
| ანგარიში 9469 | დანარჩენი საექსპლუატაციო ხარჯები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიშები გამოიყენება საექსპლუატაციო ხარჯებთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| მომსახურების ანაზღაურება | 9461-9469 საექსპლუატაციო ხარჯები | ფულადი სახსრების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
საექსპლუატაციო ხარჯების გაწევის შემთხვევაში დადებეტდება – 9461-9469, ანგარიშები და დაკრედიტდება – ფულადი სახსრების ანგარიშები.
5. კომენტარები
ბანკის ანალიზური აღრიცხვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს დანახარჯთა ანალიზი ცალკეული სახეების მიხედვით დროის მცირე მონაკვეთში.
ანგარიშთა ჯგუფი 947 _ ხარჯები ბიუჯეტში გადასახადების მიხედვით
| ანგარიში 9471 | ხარჯები ბიუჯეტში გადასახადების მიხედვით ( მოგების გადასახადის გარდა) |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ბანკის მიერ მიმდინარე წელს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების სახით (მოგების გარდა) გადახდილი თანხების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი პრინციპები.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| გადასახადის გადახდა | 9471 ხარჯები ბიუჯეტში გადასახადების მიხედვით (ქონების, მიწის, გადასახადი ქონების გადაცემისათვის, რეკლამის და სხვ.) | ფულადი სახსრების ანგარიშები |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ცალკეული სახის გადასახადის გადახდის შემთხვევაში დადებეტდება – 9471 – პირადი ანგარიში (ქონების, მიწის, გადასახადი ქონების გადაცემისათვის, რეკლამის და სხვ.)” და დაკრედიტდება – საკორესპოდენტო ანგარიში.
5. კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკმა უნდა შექმნას ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომელიც დროის მცირე მონაკვეთში უზრუნველყოფს ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების შესახებ მონაცემთა მიღებას სახეების, დარიცხული-გადახდილი თანხების, თარიღებისა და სხვა ნიშნების მიხედვით. გადახდილი გადასახადები აღრიცხვაში აისახება საქართველოს ეროვნული ვალუტით.
კლასი 95. ხარჯები მიმდინარე წლის მოგების გადასახადის მიხედვით
ანგარიშთა ჯგუფი 950 _ მიმდინარე წლის მოგების გადასახადი
| ანგარიში 9501 | მოგების მიმდინარე გადასახადი |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: კომერციული ბანკი
1. ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება მიმდინარე საანგარიშგებო წელს ბანკის მიერ დარიცხული მოგების გადასახადით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების აღსარიცხავად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი:
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
ა) სააღრიცხვო ანგარიშგებით მიღებული მოგება ნაკლებია საგადასახადო ანგარიშგებით მიღებულ მოგებაზე.
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიში | კრედიტის ანგარიში |
| მოგების გადასახადის ავანსად გადახდა მიმდინარე წლის განმავლობაში | 2551 მოგების მიმდინარე გადასახადი | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| მოგების გადასახადის დარიცხვა და დროებითი სხვობის თანხის აღება გადავადებული საგადასახადო აქტივის ანგარიშზე | 9501 მოგების მიმდინარე გადასახადი
2711 გადავადებული საგადასახადო აქტივი – სააღრიცხვო და საგადასახადო მოგების გადასახადებს შორის სხვაობის თანხა, რომელიც გამოწვეულია დროებითი სხვაობით | 4551 მოგების გადასახდელი გადასახადი (საგადასახადო ანგარიშგებით მოგების გადასახადი) 9501 მოგების მიმდინარე გადასახადი |
| საანგარიშგებო წლის საგადასახადო ვალდებულების მიმდინარე საგადასახადო აქტივით გადახურვა | 4551 გადასახდელი მოგების გადასახადი | 2551 მოგების მიმდინარე გადასახადი |
| სხვაობის თანხის გადახდა | 4551 გადასახდელი მოგების გადასახადი | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება | ფულადი სახსრების ანგარიშები | 2551 მოგების მიმდინარე გადასახადი |
| მიმდინარე წლის მოგების (ზარალი) შემცირება გადახდილი მოგების გადასახადის თანხით | 5501 საანგარიშგებო წლის მოგება (ზარალი) | 9501 მოგების მიმდინარე გადასახადი |
ბ) სააღრიცხვო მოგება მეტია საგადასახადო მოგებაზე.
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიში | კრედიტის ანგარიში |
| მოგების გადასახადის ავანსად გადახდა მიმდინარე წლის განმავლობაში | 2551 მოგების მიმდინარე გადასახადი | ფულადი სახსრების ანგარიშები |
| მოგების გადასახადის დარიცხვა და გადავადებული საგადასახადო ვალდებულების აღიარება | 9501 მიმდინარე წლის მოგების გადასახადი 9501 მოგების მიმდინარე გადასახადი | 4551 გადასახდელი მოგების გადასახადი 4711 გადავადებული საგადასახადო ვალდებულება |
| საანგარიშგებო წლის ფაქტიური საგადასახადო ვალდებულების მიმდინარე საგადასახადო აქტივით გადახურვა | 4551 გადასახდელი მოგების გადასახადი | 2551 მოგების მიმდინარე გადასახადი
|
| საანგარიშგებო წლის მოგების (ზარალი) შემცირება გადახდილი მოგების გადასახადის თანხით | 5501 საანგარიშგებო წლის მოგება (ზარალი) | 9501 მოგების მიმდინარე გადასახადი |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
საანგარიშგებო წლის მოსალოდნელი გადასახადის თანხის დარიცხვისას შედგება გატარება: დებეტი 9501 ანგარიში, კრედიტი – 4551 ანგარიში. წლის ბოლოს 9501 ანგარიში იხურება, 5501 ანგარიშთან კორესპოდენციით.
თანხების დარიცხვა და მათი ანგარიშებზე გატარება მოხდება პერიოდულად მენეჯმენტის შეხედულებისამებრ ყოველთვიურად, კვარტალურად და ა.შ.
5. კომენტარები
გადასახადის მიხედვით ბიუჯეტში ყველა გადასახდელი აღრიცხვაში აისახება საქართველოს ეროვნული ვალუტით.
კლასი 96. გაუთვალისწინებელი ხარჯები
ანგარიშთა ჯგუფი 960 _ გაუთვალისწინებელი ხარჯები
| ანგარიში 9601 | გაუთვალისწინებელი ხარჯები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
1. ანგარიშთა დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება ბანკის ყოველდღიური საქმიანობისათვის გაუთვალისწინებელი ხარჯების აღსარიცხავად, რომლებიც არ არის პერიოდული და რეგულარული.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები
გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის ყველა ძირითადი პრინციპი.
3. ანგარიშთა დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| გაუთვალისწინებელი ხარჯების აღრიცხვა | 9601 გაუთვალისწინებელი ხარჯები | ნებისმიერი ანგარიში რეზერვების ანგარიშთა გარდა |
4. გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ხასიათიდან გამომდინარე გაუთვალისწინებელი ხარჯები იშვიათობას წარმოადგენს. მოცემული ანგარიში გამოიყენება არსებითად მსხვილი ოპერაციების აღსარიცხავად.
გაუთვალისწინებელ ხარჯად აღიარება დამოკიდებულია თითოეული კონკრეტული ოპერაციის ბუნებაზე. აღსარიცხავად შემოთავაზებული გატარებები განიხილება აუდიტორებთან და უმაღლეს ხელმძღვანელობასთან.
გაუთვალისწინებელი ხარჯების მაგალითად შეიძლება გამოდგეს სიტუაცია, როდესაც ბანკი თავის თავზე იღებს იმ მსხვილი საწყისი ხარჯების ჩართვასთან დაკავშირებულ ახალ ფუნქციებს, რომლებიც არ მიეკუთვნება კაპიტალის ანგარიშს და არ ანაზღაურდება სხვა მხარის მიერ, ჩანაწერის დროს დადებეტდება ანგარიში 9601 და დაკრედიტდება ფულადი სახსრების ანგარიში.
ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ბანკის გადაწყვეტილება მუშაკთა რიცხოვნობის მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ. გათავისუფლებასთან დაკავშირებული გასაცემლების, აგრეთვე შემცირების შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ღირებულება ჩაიწერება დებეტზე 9601 ანგარიშისა “გაუთვალისწინებელი ხარჯები”, თუ ხარჯები მოკლევადიანი ხასიათისაა. იმ შემთხვევაში, როცა შემცირება ხორციელდება დროის ხანგრძლივ პერიოდში (მაგალითად 4-5 წელი), გათავისუფლებასთან დაკავშირებულ გასაცემლებსა და სხვა ხარჯებს აღრიცხავენ ყოველ წელს ანგარიშით “პერსონალის ხარჯები” (და არა გაუთვალისწინებელი ხარჯების ანგარიშით), რადგან ამ თანხების გაცემა რამდენიმე ფინანსური წლის განმავლობაში საშუალებას იძლევა, რომ ხარჯი ჩაითვალოს “პერიოდულად” და “რეგულარულად”.
5. კომენტარები
ინფორმაციას გაუთვალისწინებელი ხარჯების წარმოქმნის შესახებ ბანკი წარადგენს წლიური ფინანსური ანგარიშგების განმარტებებში.
ბალანსგარეშე ანგარიშები
კლასი 01. ეროვნული ბანკის სარეზერვო ფონდები
ანგარიშთა ჯგუფი 010 – სარეზერვო ფონდები ეროვნული ბანკის ცენტრალურ საცავში
| ანგარიში 0101 | ბანკნოტები საცავში |
| ანგარიში 0102 | მონეტები საცავში |
| ანგარიში 0103 | სარეზერვო ფონდები გზაში |
| ანგარიში 0104 | გადასათვლელი ეროვნული ვალუტა |
ანგარიშთა ჯგუფი 010 – სარეზერვო ფონდები ეროვნული ბანკის დაწესებულებებში
| ანგარიში 0112 | ბანკნოტები საცავში |
| ანგარიში 0113 | მონეტები საცავში |
| ანგარიში 0114 | სარეზერვო ფონდები გზაში |
| ანგარიში 0115 | გადასათვლელი ეროვნული ვალუტა |
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
ანგარიშის დანიშნულებას და მასთან დაკავშირებული ოპერაციის შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
კლასი 02. პირობითი ვალდებულებები
ანგარიშთა ჯგუფი 020 – პირობითი ვალდებულებები
| ანგარიში 0201 | აქცეპტები და ინდოსამენტები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში* განკუთვნილია ბანკის მიერ მიცემული აქცეპტებისა და ინდოსამენტების აღსარიცხავად, ინდოსამენტებიდან, რედისკონტირებული თამასუქებიდან და აქცეპტებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების ჩათვლით, გარდა ბანკის საკუთარი აქცეპტებისა.
აქცეპტად ითვლება ვადიანი ტრატა, გადასაყვანი თამასუქი ან ბანკის ხელმოწერით დამოწმებული საგადასახადო საბუთი, რომლითაც ბანკი თანახმაა გადაიხადოს თანხა დაფარვის ვადის დადგომისას ტრასატის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ბანკის მიერ აქცეპტებისა და ინდოსამენტების მიღება | 0501 – ტრასატის ვალდებულება ბანკის მიმართ | 0201 |
| ტრასატის მიერ გადახდა | 0201 | 0501 |
| ბანკის მიერ ვალდებულების დაფარვა | 0201 | 0501 |
|
| 2508 | ფულადი საშუალებები |
გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მოცემულ ანგარიშზე არსებული თანხები ჩამოიწერება შესაბამისი გარანტიის დაფარვის ვადის (ბოლო თარიღის) დადგომისას ან ბანკის მიერ მათი რეალური გაცემის შემთხვევაში.
კომენტარები
არსებობს აუცილებლობა პარალელური ანგარიშისა, რომელიც აჩვენებს ტრასატის ვალდებულებას ბანკის მიმართ (ა/ნ 0501).
| ანგარიში 0202 | მიცემული გარანტიები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში განკუთვნილია ბანკის მიერ მესამე მხარის სასარგებლოდ მიცემული ყველა გარანტიის აღსარიცხავად, ე.ი. ბანკის მიერ მესამე მხარის ვალდებულებების დამოწმების შემთხვევაში.
ამის მიუხედავად, აქცეპტებისა და ინდოსამენტების ფორმით მიცემული გარანტიები უნდა აღირიცხონ ცალკე 0201 ანგარიშზე.
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ბანკის მიერ გარანტიის გაცემა | 0502 – კლიენტის ვალდებულება | 0202 |
| გარანტიის კლიენტის მიერ გადახდა | 0202 | 0502 |
| გარანტიის ბანკის მიერ დაფარვა | 0202 | 0502 |
|
| 2508 | ფულადი საშუალებები |
გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მოცემულ ანგარიშზე არსებული თანხები ჩამოიწერება გარანტიის დაფარვის ვადის (ბოლო თარიღის) დადგომისას ან ბანკის ანგარიშიდან მათი რეალური ჩამოწერის შემთხვევაში.
კომენტარები
არსებობს პარალელური ანგარიშის აუცილებლობა, რომელიც აჩვენებს მესამე მხარის კლიენტის ვალდებულებას ბანკის მიმართ (ა/ნ 0502).
| ანგარიში 0203 | მიღებული გარანტიები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში განკუთვნილია ბანკის მიერ მიღებული ყველა გარანტიის აღსარიცხავად, აქცეპტებისა და ინდოსამენტების, მიცემული კრედიტების მიხედვით პარალელური გარანტიებისა და სხვა ბანკების, საკრედიტო დაწესებულებების, სადაზღვევო კომპანიების, სახელმწიფო ორგანოებისა და სხვათა მიერ მიცემული სხვა გამოუთხოვარი და უპირობო გარანტიების ჩათვლით.
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| გარანტიის მიღება | 0203 | 0999 |
| კლიენტის მიერ გადახდა | 0999 | 0203 |
| გარანტორის მიერ გადახდა | 0999 | 0203 |
გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მოცემულ ანგარიშზე არსებული თანხები ჩამოიწერება ამ გარანტიის დაფარვის ვადის (ბოლო თარიღის) დადგომისას ან ბანკის ანგარიშიდან მათი რეალური ჩამოწერის შემთხვევაში.
კომენტარები
დაფარვის ვადის დადგომისას გარანტორის მიერ ვალდებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, მიცემული სესხი უნდა რეკლასიფიცირდეს, როგორც არაუზრუნველყოფილი.
| ანგარიში 0204 | გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიცემული აქტივები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში განკუთვნილია გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიცემული ყველა აქტივისა და გარანტიის აღსარიცხავად.
გირაოდ ითვლება აქტივი, რომელიც გასცა სესხის მიმღებმა (მოცემული ბანკის კლიენტმა) ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად; სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორ ბანკს უფლება აქვს გაყიდოს გირაო მის მიერ მიცემული სესხის დაფარვის მიზნით, გადაუხდელი პროცენტების გათვალისწინებით.
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიცემული აქტივები | 0204 | 0999 |
| სესხის დაფარვის შემთხვევაში დაგირავებული აქტივის დაბრუნება | 0999 | 0204 |
| დაუფარავი სესხის აღიარება ზარალში | 0999 | 0204 |
|
| მოგება-ზარალი | აქტივები |
გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მოცემულ ანგარიშზე არსებული თანხები ჩამოიწერება სესხის დაფარვის ვადის (ბოლო თარიღის) დადგომისას ან კრედიტორი ბანკის მიერ გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივის დაბრუნებისას.
კომენტარები
ანალიზურ აღრიცხვაში ბანკს შეუძლია დააჯგუფოს მოცემული ბალანსგარეშე ანგარიშზე რიცხული დაგირავებული აქტივები ტიპების მიხედვით; მაგ: ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები, შენობები, ფასიანი ქაღალდები და სხვ.
| ანგარიში 0205 | გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში განკუთვნილია მესამე მხარისაგან მიღებული საგარანტიო ვალდებულებებისა და აქტივების, მაგალითად, საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად დაგირავებული აქტივების აღსარიცხავად. ამ შემთხვევაში საკრედიტო ხაზით გასაცემი ავანსის ოდენობა უშუალოდ დაკავშირებულია შესაბამისი გირავნობის ვალდებულების (მაგალითად, დებიტორული დავალიანების, მატერიალური საბრუნავი სახსრებისა და ა.შ.) ღირებულებაზე; საკრედიტო ხაზი აღირიცხება “აღებული ფინანსური ვალდებულებების” 0301 ანგარიშზე (იხ. შესაბამის განაყოფი), მაშინ, როცა მიღებული გირავნობის ვალდებულება უნდა აღირიცხოს 0204 ანგარიშზე.
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივები | 0999 | 0205 |
| ბანკის მიერ დაგირავებული აქტივების დებიტორისათვის დაბრუნება | 0205 | 0999 |
| ბანკის მიერ დაგირავებული აქტივების გამოყენება | 0205 | 0999 |
|
| აქტივები | კლიენტის ანგარიში |
გატარებათა ნუსხის განმარტებანი
ბანკებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეამოწმოს დაგირავებული აქტივის გამოსადეგობა, აგრეთვე განახორციელოს მისი ღირებულების რეგულარული დამოუკიდებელი შეფასება, მაგალითად, გირავნობის სარეალიზაციო ღირებულებისა, იმ შემთხვევაში, თუ ბანკი იძულებულია აღიაროს გირაო და გაყიდოს იგი დროის მოკლე პერიოდში.
მოცემულ ანგარიშზე არსებული თანხები უნდა ჩამოიწეროს გირავნობის ვალდებულებების დაფარვის ვადის დადგომისას ან ბანკის საკუთრებაში გირაოს რეალურად გადასვლის შემთხვევაში.
კომენტარები
ანალიზური აღრიცხვისას ბანკს შეუძლია გააანალიზოს ბალანსგარეშე ანგარიში დაგირავებული აქტივების ტიპების მიხედვით; მაგ. ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები, შენობები, ფასიანი ქაღალდები და სხვ.
| ანგარიში 0206 | სხვა პირობითი ვალდებულებები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში განკუთვნილია ყველა ოპერაციის თანხობრივად აღსარიცხავად, რომლის დროსაც ბანკი ამოწმებს მესამე მხარის ვალდებულებებს და რომლებიც არ არიან რეგისტრირებული 020 ჯგუფის სხვა ანგარიშებზე.
0206 ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა ანალოგიურია 0201, 0202 ანგარიშებისა.
კომენტარები
არსებობს პარალელური ანგარიშის აუცილებლობა, რომელიც აჩვენებს მესამე მხარის კლიენტის ვალდებულებას ბანკის მიმართ (ა/ნ 0506).
კლასი 03. ფორმალური ვალდებულებები
| ანგარიში 0301 | აღებული ფორმალური ვალდებულებები |
ანგარიშთა ჯგუფი 030 – ფორმალური ვალდებულებები
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში განკუთვნილია გამოუთხოვარი ფინანსური ვალდებულებების აღსარიცხავად, ე.ი. ვალდებულებებისა მესამე მხარის მოთხოვნისთანავე კრედიტების გასაცემად: სოციალური დაცვისათვის, დისკონტირებული ხაზებისათვის, “სტენდ-ბაი” აკრედიტივისათვის, განახლებადი ფინანსირების მექანიზმებისათვის, დოკუმენტალური კრედიტის ანგარიშებისათვის და ა.შ.
საკრედიტო ხაზი ეწოდება გამოუთხოვარ შეთანხმებას ბანკსა და კლიენტს შორის, რომლითაც ბანკი თავის თავზე იღებს ვალდებულებას დათქმული მომავალი ვადისათვის კლიენტისათვის სესხის მისაცემად განპირობებული თანხის ფარგლებში; კლიენტი ბანკს ჩვეულებრივ გადაუხდის საკომისიოს საკრედიტო ხაზის გახსნისათვის, მაგრამ პროცენტებს იხდის მხოლოდ რეალურად აღებული კრედიტის მიხედვით.
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სესხის გაცემის ფორმალური ვალდებულება | 0999 | 0301 |
| სესხის გაცემა | 0301 | 0999 |
|
| სესხის ანგარიში | ფულადი ანგარიშები |
გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მოცემულ ანგარიშზე არსებული თანხები უნდა ჩამოიწეროს მათი გამოყენების (კრედიტად გაცემის) კვალობაზე და უნდა აისახოს შესაბამის საკრედიტო (სასესხო) ანგარიშებზე.
| ანგარიში 0302 | მესამე მხარის მიერ მიღებული ფინანსური ვალდებულებები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში განკუთვნილია მესამე მხარის მიერ მიღებული გამოუთხოვარი ფინანსური ვალდებულებების აღსარიცხავად.
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| სესხის გაცემის ფორმალური ვალდებულებების აღიარება | 0302 | 0999 |
| სესხის გაცემა | 0999 | 0302 |
|
| ფასიანი ქაღალდები | ფულადი საშუალებები |
გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მოცემულ ანგარიშზე არსებული თანხა ჩამოიწერება ბანკის მიერ მათი გამოთხოვისას და აისახება შესაბამისი ვალდებულებების (მიღებული კრედიტების) ანგარიშზე.
| ანგარიში 0303 | მოსალოდნელი მისაღები ფასიანი ქაღალდები |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში განკუთვნილია ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული იმ ოპერაციების მიხედვით ფორმალურ ვალდებულებების აღსარიცხავად, რომლებიც სრულდება თვით ბანკის ინიციატივით, კერძოდ, იმ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით, რომლებიც შეძენილია შეთანხმების მიღების თარიღსა და მოცემული ფასიანი ქაღალდების მიხედვით სახსრების მიღების ან გაცემის თარიღს შორის პერიოდში, აგრეთვე იმ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით, რომლებიც ემისიაქმნილია კონტრაქტის ხელმოწერის თარიღსა და სახსრების გაცემის თარიღს შორის პერიოდში.
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| მისაღებად მოსალოდნელი ფასიანი ქაღალდები | 0999 | 0303 |
| ფასიანი ქაღალდების შესყიდვა | 0303 | 0999 |
|
| ფასიანი ქაღალდების | ფულადი საშუალებები |
გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მოცემულ ანგარიშზე არსებული თანხები უნდა ჩამოიწეროს ამ ფასიანი ქაღალდების შეძენის დღეს.
| ანგარიში 0304 | გასაყიდად განკუთვნილი ფასიანი ქაღალდები |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში განკუთვნილია ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების, თვით ბანკის ინიციატივით, ჩატარების ვალდებულებების აღსარიცხავად, კერძოდ, იმ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების აღსარიცხავად, რომლებიც გაიყიდა კონტრაქტის ხელმოწერის თარიღსა და სახსრების მიღების თარიღს შორის პერიოდში.
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| მისაღებად მოსალოდნელი ფასიანი ქაღალდები | 0304 | 0999 |
| ფასიანი ქაღალდების შესყიდვა | 0999 | 0304 |
|
| ფულადი საშუალებები | ფასიანი ქაღალდები |
გატარებათა ნუსხის განმარტებანი
მოცემულ ანგარიშზე არსებული თანხები უნდა ჩამოიწეროს ფასიანი ქაღალდების გაყიდვის დღეს.
| ანგარიში 0305 | ნაღდ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციები |
აქტივ/პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში განკუთვნილია უცხოური ვალუტის ან ლარის აღსარიცხავად, რომელიც გაიყიდა უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ნაღდი ოპერაციების დროს (გაცვლის ოპერაციების, სესხები და ა.შ.) კონტრაქტის დადების თარიღსა და ბანკის მიერ შესაბამისი თანხების მიღების თარიღს შორის პერიოდში.
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა.
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა ნაჩვენებია 0306 ბალანსგარეშე ანგარიშის განხილვაში.
გატარებათა ნუსხის განმარტებანი.
თანხები საბალანსო ანგარიშზე გადაიგზავნება ანგარიშსწორების თარიღისათვის.
| ანგარიში 0306 | ფორვარდული სავალუტო ოპერაციები |
აქტივ/პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში განკუთვნილია უცხოური ვალუტის ან ლარის აღსარიცხავად, რომელიც გაიყიდა ფორვარდული სავალუტო კონტრაქტებით (ფიუჩერსებით) კონტრაქტის დადების თარიღსა და ანგარიშსწორების თარიღს შორის პერიოდში, ე.ი. კონტრაქტით დათქმული სახსრების გაცვლის ან კონტრაქტით განპირობებული მოგების თარიღს შორის.
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები | |
| ფორვარდული გარიგება უცხოური ვალუტის შეძენისათვის | 0305 – ნაღდ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციები (მომავალი ვალუტა ლარის ეკვივალენტში) | 0306 – მომავალი ვალდებულება (ფული – ლარი) | |
| გადაფასებისას სავალუტო კურსი გაზრდით | 0305 | 0402 – ბალანსგარეშე ანგარიშების სავალუტო პოზიცია | |
|
| 0402 | 0401 – ბალანსგარეშე ანგარიშების სავალუტო პოზიციის პარალელური ღირებულება | |
| გადაფასებისას სავალუტო კურსის შემცირებით | 0402 0401 | 0305 0402 | |
| კონტრაქტის შესრულებისას | 0306 | 0305 | |
|
| ფული – უცხოური ვალუტა ლარის ეკვივალენტით | ფული – ლარი მოგება-ზარალი | |
გატარებათა ნუსხის განმარტებანი
თანხები საბალანსო ანგარიშზე უნდა აღირიცხოს კონტრაქტის შესრულების (თანხის გადახდის) შემდეგ.
| ანგარიში 0307 | დანარჩენი ვალდებულებები |
აქტივ/პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში განკუთვნილია ბანკის ყველა დანარჩენი გამოუთხოვარი ვალდებულების აღსარიცხავად, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს რაიმე რისკს და არ ყოფილა აღრიცხული არცერთ ზემოთ განხილულ ანგარიშზე.
0307 ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა და გატარებათა ნუსხის განმარტებანი ანალოგიურია 0301, 0302, 0303 და 0304 ანგარიშებისა.
თანხის ჩამოწერა მოხდება მათი რეალური შეძენის ან გაყიდვის შემდეგ.
კლასი 04. ბალანსგარეშე ანგარიშგების სავალუტო პოზიცია
ანგარიშთა ჯგუფი 040 – ბალანსგარეშე ანგარიშგების სავალუტო პოზიცია
| ანგარიში 0401 | ბალანსგარეშე ანგარიშგების სავალუტო პოზიციის პარალელური ღირებულება |
აქტივ/პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება 6604 ანგარიში ,,შემოსავლები უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით” და 8604 ანგარიში ,,ზარალი უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით” ანგარიშთა პარალელურად სააღრიცხვო პერიოდის ბოლოს იმ ბალანსგარეშე ანგარიშების გადაფასებისას, რომლებიც ასახავს უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებულ ოპერაციებს (იხ. 0305 ანგარიში “უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციები” და 0306 ანგარიში “ფორვარდული სავალუტო ოპერაციები”).
მოცემული ანგარიში ასახავს ამ ანგარიშებზე (0305 და 0306) არსებულ თანხებს ვალუტის ისტორიულ გაცვლით კურსებზე გადაყვანით.
0401 ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა და გატარებათა ნუსხის განმარტებანი ანალოგიურია 0306 ანგარიშისა.
საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს 0402 ანგარიში გადაფასდება ლარით მატებადი ოფიციალური გაცვლის კურსის მიხედვით, ხოლო მიღებული თანხა შეუდარდება 0401 ანგარიშს. სხვაობა დადებეტდება და დაკრედიტდება 0401 ანგარიშით და იმავდროულად დაკრედიტდება 6604 ან დადებეტდება 8604 ანგარიშებით.
ამ თვალსაზრისით 0401 ანგარიში მოქმედებს როგორც 2601 – ,,სავალუტო პოზიციის კონტრფასი” საბალანსო ანგარიში (იხ. მოცემული ანგარიშის შესაბამისი განაყოფი).
.
| ანგარიში 0402 | ბალანსგარშე ანგარიშგების სავალუტო პოზიცია |
აქტივ/პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
მოცემული ანგარიში გამოიყენება “უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციები ” 0305 ანგარიშისა და “ფორვარდული სავალუტო ოპერაციები” 0306 ანგარიშის პარალელურად.
0402 ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა და გატარებათა ნუსხის განმარტებანი ანალოგიურია 0306 ანგარიშისა.
0402 ანგარიში მოქმედებს როგორც 2611 საბალანსო ანგარიში – ,, სავალუტო პოზიცია” (იხ. მათი განმარტებები).
კლასი 05. სხვა ვალდებულებები
ანგარიშთა ჯგუფი 050 – სხვა ვალდებულებები
| ანგარიში 0501 | ტრასატის ვალდებულება ბანკის მიმართ |
| ანგარიში 0502 | კლიენტის ვალდებულება |
| ანგარიში 0506 | მესამე მხარის კლიენტის ვალდებულება ბანკის მიმართ |
აქტივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
0501, 0502 და 0506 ანგარიშების დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 0201, 0202 და 0206 ანგარიშებისა.
კლასი 06. ვალდებულებები ბანკში შესანახად განთავსებულ ქონებაზე
ანგარიშთა ჯგუფი 060 – ვალდებულებები ბანკში შესანახად განთავსებულ ქონებაზე
| ანგარიში 0601 | ძვირფასი ლითონები |
| ანგარიში 0602 | ფასიანი ქაღალდები |
| ანგარიში 0603 | სხვა ქონება |
პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
ამ ანგარიშზე აღირიცხება ბანკის საცავებში შენახული ქონების ღირებულება, რომლის შენახვაზეც ბანკმა იკისრა ვალდებულება და პასუხისმგებელია ამ ქონების შენახვაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობით.
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ქონების შესანახად მიღება | 0601-0603 | 0999 |
| ქონების დაბრუნება | 0999 | 0601-0603 |
კლასი 07. საპროცენტო განაკვეთის კონტრაქტები
ანგარიშთა ჯგუფი 070 – საპროცენტო განაკვეთის კონტრაქტები
| ანგარიში 0701 | საპროცენტო განაკვეთის სვოპების ძირითადი თანხა |
აქტივ/პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
საპროცენტო განაკვეთის სვოპი წარმოადგენს ორ მხარეს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მხარეები ახდენენ გარკვეული აქტივების ან ვალდებულებების ძირითად თანხასთან დაკავშირებული შემოსავლების ან ხარჯების ფულადი ნაკადების გაცვლას დროის დადგენილი პერიოდის განმავლობაში. სვოპის ძირითადი თანხა ეს არის ის თანხა, რომლიდანაც მიღებული შემოსავლების ან რომელისთვისაც გაწეული ხარჯების გაცვლა ხდება სვოპის კონტრაქტის მიხედვით. აქ აღირიცხება საპროცენტო განაკვეთის სვოპების ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობა (დამოუკიდებლად იმისა, თუ რა მიზნებით იყენებს ბანკი ამ სვოპებს: ჰეჯირებისთვის, საშუამავლო ან სხვა მიზნებისთვის).
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ბანკმა დადო სვოპ გარიგება | 0701 – ძირითადი თანხა | 0999 |
| სვოპ კონტრაქტის შესრულება | 0999 | 0701 |
გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გატარებები ხდება პირიქით, როდესაც ბანკი ყიდის ფინანსურ ინსტრუმენტებს.
რეალური გადასახდელი და მისაღები თანხების გამოთვლა მოხდება გაფორმებული კონტრაქტის პირობების გათვალისწინებით.
კომენტარები
ანალიზური აღრიცხვის მხრივ ბანკს შეუძლია დაყოს საპროცენტო განაკვეთის სვოპები კონტრაქტების შემდეგი ტიპების მიხედვით:
ა) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის გადახდა და ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის მიღება;
ბ) გადახდა – ცვალებადის, მიღება – ცვალებადის;
გ) გადახდა – ცვალებადის, მიღება – ფიქსირებულის
.
| ანგარიში 0702 | ფინანსურ ინსტრუმენტებზე დადებული ფორვარდული კონტრაქტები |
აქტივ/პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
ამ ანგარიშზე აღირიცხება ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვისა და გაყიდვის დადებული ფორვარდული კონტრაქტების თანხების მთლიანი მოცულობა. ერთი და იგივე ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვისა და გაყიდვის ფორვარდული კონტრაქტების დადების შემთხვევაში, საბუღალტრო თვალსაზრისით, ეს კონტრაქტები აკომპენსირებენ ერთმანეთს, რის გამოც უნდა მოხდეს ამ კონტრაქტების ძირითადი თანხების გასალდოება და ნაჩვენები უნდა იყოს გასალდოებული თანხა.
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| კონტრაქტის დადება | 0702 | 0999 |
| ბანკი ყიდულობს ფინანსურ ინსტრუმენტს შეთანხმებულ ფასად საბაზრო ღირებულების გაზრდით | 0999 | 0702 |
|
| ფინანსური ინსტრუმენტები |
ფულადი საშუალებები |
|
|
| 2. მოგება-ზარალი |
| ბანკი ყიდულობს ფინანსურ ინსტრუმენტს შეთანხმებულ ფასად საბაზრო ღირებულების დაცემით | 0999 | 0702 |
|
| ფინანსური ინსტრუმენტები | ფულადი საშუალებები |
|
| მოგება-ზარალი |
|
გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გატარებები ხდება პირიქით, როდესაც ბანკი ყიდის ფინანსურ ინსტრუმენტებს.
კომენტარები
ბანკს შეუძლია დაყოს ფორვარდული კონტრაქტები შესყიდვისა და გაყიდვის კონტრაქტებად.
| ანგარიში 0703 | ფინანსურ ინსტრუმენტებზე დადებული ფიუჩერსული კონტრაქტები |
აქტივ/პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
ამ ანგარიშზე აღირიცხება ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვისა და გაყიდვის ფიუჩერსული კონტრაქტების თანხების მთლიანი მოცულობა. ერთი და იგივე ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვისა და გაყიდვის ფიუჩერსული კონტრაქტების დადების შემთხვევაში, საბუღალტრო თვალსაზრისით ეს კონტრაქტები აკომპენსირებენ ერთმანეთს, რის გამოც უნდა მოხდეს ამ კონტრაქტების ძირითადი თანხების გასალდოება და ნაჩვენები უნდა იყოს გასალდოებული თანხა.
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| ბანკმა იყიდა ფიუჩერსული კონტრაქტი | 0703 | 0999 |
| ბანკი ყიდულობს ფინანსურ ინსტრუმენტს ღირებულების გაზრდით | 0999 | 0703 |
|
| აქტივი (ფინანსური ინსტრუმენტები) | ფულადი საშუალებები |
|
|
| მოგება-ზარალი |
| ბანკი ყიდულობს ფინანსურ ინსტრუმენტს ღირებულების დაცემისას | 3. 0999 | 0703 |
|
| აქტივი (ფინანსური ინსტრუმენტები) მოგება-ზარალი | ფულადი საშუალებები |
გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გატარებები ხდება პირიქით, როდესაც ბანკი ყიდის ფინანსურ ინსტრუმენტებს.
კონტრაქტის შესყიდვის თანხები და პროცენტები განისაზღვრება ბაზარზე მიღებული პრაქტიკითა და ინდივიდუალური კონტრაქტებით.
კომენტარები
ბანკს შეუძლია დაყოს ფიუჩერსული კონტრაქტები შესყიდვისა და გაყიდვის კონტრაქტებად.
| ანგარიში 0704 | ოფციონები |
აქტივ/პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
ამ ანგარიშზე აისახება იმ ფინანსური ინსტრუმენტების მთლიანი ნომინალური ღირებულება, რომელთა ყიდვისა და გაყიდვის უფლება ან ვალდებულება აქვს აღებული ბანკს ოფციონების კონტრაქტებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ოფციონის კონტრაქტით ბანკი ვალდებულია შეიძინოს ან გაყიდოს საპროცენტო განაკვეთის ფიუჩერსული კონტრაქტი, აქ აისახება ამ კონტრაქტის ძირითადი თანხა.
ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა
| ოპერაციის შინაარსი | დებეტის ანგარიშები | კრედიტის ანგარიშები |
| კონტრაქტის დადების მომენტი | 0704 | 0999 |
| ბანკი ყიდულობს ფინანსურ ინსტრუმენტს შეთანხმებულ ფასში საბაზრო ღირებულების გაზდით | 0999 | 0704 |
|
| ფინანსური ინსტრუმენტები | ფულადი საშუალებები |
|
|
| მოგება-ზარალი |
| ბანკი ყიდულობს ფინანსურ ინსტრუმენტს შეთანხმებულ ფასში საბაზრო ღირებულების დაცემით | 0999 | 0704 |
|
| ფინანსური ინსტრუმენტები მოგება-ზარალი | ფულადი საშუალებები |
გატარებათა ნუსხის განმარტებანი
გატარებები ხდება პირიქით როდესაც იდება ოფციონი ფინანსურ ინსტრუმენტების გაყიდვის უფლებით.
კონტრაქტი ოფციონზე განსაზღვრავს გადასახდელ თუ მისაღებ თანხებს.
კომენტარები
ბანკს შეუძლია დაყოს ოფციონები ოფციონ ქოლად – Call (კონტრაქტი ფი-ს შესყიდვაზე) და ოფციონ ფუთად – Put (კონტრაქტი ფი-ს გაყიდვაზე).
კლასი 08. კონტრაქტები საქონელზე და სააქციო კაპიტალზე
ანგარიშთა ჯგუფი 080 – კონტრაქტები საქონელზე და სააქციო კაპიტალზე
| ანგარიში 0801 | სვოპების ძირითადი თანხა |
აქტივ/პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
ამ ანგარიშზე აღირიცხება ყველა სვოპ კონტრაქტების მთლიანი ძირითადი თანხა, რომელიც არ განეკუთვნება საპროცენტო განაკვეთებისა და სავალუტო კურსების სვოპ კონტრაქტებს.
0801 ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 0701 ანგარიშისა.
| ანგარიში 0802 | ფორვარდული კონტრაქტები |
აქტივ/პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
ამ ანგარიშზე აღირიცხება ყველა იმ ფორვარდული კონტრაქტების მთლიანი მოცულობა, რომლის მიხედვითაც ბანკი ვალდებულია იყიდოს ან გაყიდოს სხვადასხვა სახის საქონელი ან აქცია.
0802 ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 0702 ანგარიშისა.
| ანგარიში 0803 | ფიუჩერსული კონტრაქტები |
აქტივ/პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
ამ ანგარიშზე აღირიცხება ყველა სვოპ კონტრაქტების მთლიანი ძირითადი თანხა, რომელიც არ განეკუთვნება საპროცენტო განაკვეთებისა და სავალუტო კურსების სვოპ კონტრაქტებს.
0801 ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 0701 ანგარიშისა.
| ანგარიში 0804 | ოფციონები |
აქტივ/პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
ამ ანგარიშზე აღირიცხება ყველა იმ ფორვარდული კონტრაქტების მთლიანი მოცულობა, რომლის მიხედვითაც ბანკი ვალდებულია იყიდოს ან გაყიდოს სხვადასხვა სახის საქონელი ან აქცია.
0802 ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 0702 ანგარიშისა.
აქტივ/პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
ამ ანგარიშზე აღირიცხება ყველა იმ ფიუჩერსული კონტრაქტების მთლიანი მოცულობა, რომლის მიხედვითაც ბანკი ვალდებულია იყიდოს ან გაყიდოს სხვადასხვა სახის საქონელი ან აქცია.
0803 ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 0703 ანგარიშისა.
აქტივ/პასივის ანგარიში
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
ამ ანგარიშზე აღირიცხება სასაქონლო და სხვა ტიპის ოფციონებით ნაკისრი ვალდებულების საერთო მოცულობა, რომლებიც არ წარმოადგენს საპროცენტო განაკვეთებისა და სავალუტო ოფციონებს.
0804 ანგარიშის დებეტითა და კრედიტით გატარებათა ნუსხა, გატარებათა ნუსხის განმარტებანი და კომენტარები ანალოგიურია 0704 ანგარიშისა.
კლასი 09. მემორანდუმის ანგარიშები
ანგარიშთა ჯგუფი 090 – გაუნაღდებელი დოკუმენტები
| 0901 | ვადაში გაუნაღდებელი დოკუმენტები გადამხდელის მიზეზით |
| 0902 | ვადაში გაუნაღდებელი დოკუმენტები ბანკის მიზეზით |
| 0903 | გაუნაღდებელი საწესდებო კაპიტალი |
ანგარიშთა ჯგუფი 091 –ზარალში ჩამოწერილი ვალები
| 0911 | სესხებიდან მიუღებელი პროცენტები 31.12.2000-მდე |
| 0912 | სესხებიდან მიუღებელი პროცენტები 01.01.2001-დან |
| 0913 | ზარალში ჩამოწერილი ვალები 31.12.2000-მდე |
| 0914 | ზარალში ჩამოწერილი ვალები 01.01.2001-დან |
| 0915 | ზარალში ჩამოწერილი დაუმთავრებელი კაპმშენებლობა |
ანგარიშთა ჯგუფი 092 –სხვა ფასეულობა და დოკუმენტები
| 0921 | გაურჩეველი ფულიანი ამანათები |
| 0922 | მცირეფასიანი ინვენტარი |
| 0923 | მკაცრი აღრიცხვის ბლანკები |
| 0924 | სპეცლატარიის ანაზღაურება |
მოსარგებლე: ეროვნული ბანკი/კომერციული ბანკი
ანგარიშის დანიშნულება
მემორანდუმის ანგარიშების კლასში შეტანილია ყველა ის ბალანსგარეშე ანგარიშებზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული ახალი ანგარიშთა გეგმით და რომელიც შემდგომში საჭიროებს მათ სისტემგარეშე აღრიცხვას, ამ ანგარიშებზე არ გამოიყენება ორმაგი ჩაწერის მეთოდი და საბანკო ოპერაციები გაგრძელდება მოქმედი წესების მიხედვით.
* შენიშვნა:
1. საბალანსო ანგარიშების მიხედვით ბუღალტრული გატარებები შეტანილია დახრილი შრიფტით.
2. ორმაგი ჩაწერისთვის პარალელური ანგარიშების უქონლობის შემთხვევებში გამოყენებულია ტექნიკური ანგარიში 0999
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები