„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 79-38
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016854
79-38
27/04/2021
ვებგვერდი, 28/04/2021
010250050.35.101.016854
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №79-38

2021 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილების (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 28/01/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016675) მე-2 მუხლით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დებულებაში და დებულების:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ​​1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 134-ე მუხლით (მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში), 135-ე-135​​​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა და მათი აღსასრულებლად მიქცევა;

ჰ​​2) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე–135​​​​​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ 7“  ქვეპუნქტი:

„ჰ7) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1351–135​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოწერა და მათი აღსასრულებლად მიქცევა;“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 135–135​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე გამოცემულ სახდელის დადების შესახებ დადგენილებებზე გამოაქვს საურავების დარიცხვის შესახებ დადგენილებები და მიაქცევს საქმეებს აღსასრულებად;

თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე მუხლით (მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში), 135-ე–135​​​​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  დადგენილებით;“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“  ქვეპუნქტი:

„პ) ვიდეოფირით ან/და ფოტოფირით დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სამსახური.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტის „ნ“-„პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 134-ე მუხლით (მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში), 135-ე-135​​​5  მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე მათი გაცემა და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;

ო) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 135-ე-135​​​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საურავების დარიცხვის შესახებ დადგენილებების პროექტებისა და ზემოაღნიშნული მუხლებით, აგრეთვე 134-ე მუხლით (მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში) გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე სააღსრულებლო ფურცლების პროექტების მომზადება და მათ გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;

პ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 134-ე მუხლით (მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში), 135-ე-135​​​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის  ინფორმაციის გაგზავნა, ასევე სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაგზავნა;“;

ბ) მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე მუხლით (მუნიციპალიტეტების ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში), 135-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას სააგენტოში შესული საჩივრების სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და განხილვის უზრუნველყოფა;“;

გ) მე-9 პუნქტის „ე“-„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე მუხლით (მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში), 135-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საქმეზე დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების მოსმენა, არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების, წარმოდგენილი საქმის მასალების მოქმედი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად შეგროვება, გამოკვლევა, შეფასება და შესაბამისი დადგენილების გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე მუხლით (მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში), 135-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის გაგზავნის მიზნით ინფორმაციის მიწოდება სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურისათვის;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​​​მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე მუხლით (მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში), 135-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საქმის განხილვის დროს დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში საქმის მასალების სააგენტოს უფროსისთვის ან სააგენტოს უფროსის მოადგილისთვის წარდგენა, შემდგომში საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნის მიზნით;“;

დ) მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 134-ე მუხლით (მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში), 135-ე-1355 მუხლებით  გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;“.

5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. ვიდეოფირით ან/და ფოტოფირით დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-13-ე, მე-15 ნაწილებით,  1351–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირება, საქმის გამოკვლევა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოწერა;

ბ) დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციის სამართალდამღვევ პირთან რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილის გაგზავნამდე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნა, თუ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია;

გ) სამართალდამრღვევი პირისთვის საშუალების მიცემა ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2905 მუხლით დადგენილი ჯარიმის ოდენობის 20 პროცენტით შემცირების შეღავათით, დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნიდან 10 კალენდარულ დღეში;

დ) ამავე სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის  ინფორმაციის მიწოდება;

ე) ამავე სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის ან სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული პირის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაგზავნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2904 მუხლით დადგენილი წესით;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2904 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში  საჯარიმო ქვითრის ორჯერ ჩაუბარებლობისას საჯარიმო ქვითრის დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნების უზრუნველყოფა ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1351–1355 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საურავების დარიცხვის შესახებ დადგენილებების და სააღსრულებლო ფურცლების პროექტების მომზადება და მის გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა, დადგენილი წესის შესაბამისად;

თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2906 მუხლით შესაბამისად მიღებული ინფორმაციის დამუშავება; 

ი) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი ივნისიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე