დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.32.061.016344 |
|
„ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №22 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 27/11/2013. სარგ. №010240010.32.061.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის ,,დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) შეადგენს და ასრულებს წარმომადგენლობის ბიუჯეტს, ასევე აღრიცხავს, ფლობს, სარგებლობს და განკარგავს წარმომადგენლობის საკუთრებას;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ პუნქტი: ,,დ1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია შეიმუშავოს და განახორციელოს სოციალური და ეკონომიკური ხასიათის მიზნობრივი პროგრამები;“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ,,გ1“ პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ1“ პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე) უზრუნველყოს ამ დადგენილებიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები