„დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების დაწესებისა და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 21/04/2021
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 430210000.32.061.016341
18
21/04/2021
ვებგვერდი, 27/04/2021
430210000.32.061.016341
„დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების დაწესებისა და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
„დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების დაწესებისა და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №18

2021 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

„დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების დაწესებისა და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის 12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების დაწესებისა და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №12 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/03/2016, სარ.კოდი: 430210000.32.061.016180) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული „დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტიპენდია გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (წარდგინება, 1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სიგელები, სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ) წარედგინება მინისტრს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას გადასცემს კომისიას განსახილველად.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული „ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის გაცემის წესის“ (დანართი №2) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი“.

4. დადგენილებით დამტკიცებული „ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის გაცემის წესის“ (დანართი №2) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტიპენდია გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.“;

5. დადგენილებით დამტკიცებული „ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის გაცემის წესის“ (დანართი №2) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (წარდგინება, 1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სიგელები, სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ) წარედგინება მინისტრს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას გადასცემს კომისიას განსახილველად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე