„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 21/04/2021
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 430010000.32.061.016339
16
21/04/2021
ვებგვერდი, 27/04/2021
430010000.32.061.016339
„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №16

2021 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

 

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში („აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე“, №2, 10.02.2009, მუხლი 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგების შემდგომი განვითარებისა და სტიმულირების მიზნით:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიას, 11 წევრის შემადგენლობით, პარიტეტული პრინციპის საფუძველზე,  მინისტრის წარდგინებით, ყოველი საკონკურსო წლის არაუგვიანეს 15 მარტისა ამტკიცებს მთავრობის თავმჯდომარე. მთავრობის თავმჯდომარე კომისიის წევრთა შემადგენლობიდან განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილებები კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კონკურსზე წარდგენილი ყველა ნამუშევარი განიხილოს ობიექტურად;“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსი პრემიის მოსაპოვებლად ცხადდება 2 წელიწადში ერთხელ;“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. გადაწყვეტილების მიღების წესი

1.საჭიროების შემთხვევაში პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაწარმოებების (ნაშრომების) რეცენზირებისა და ექსპერტიზისათვის, კომისიის მიერ იქმნება შესაბამისი დარგობრივი ქვეკომსიები, რომლებიც გადაარჩევენ განსახილველ ნაწარმოებებს (ნაშრომებს)და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ კომისიას კონკურსის გასაგრძელებლად, ქვეკომისიები დასკვნებს ამტკიცებენ ხმების უმრავლესობით.

2.  კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება წევრთა 2/3. კენჭისყრა ლაურეატების გამოსავლენად ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე, ფარული კენჭისყრით, გამოვლინდებიან ფინალისტები. მეორე ეტაპზე კი გამოვლინდებიან გამარჯვებულები. კომისიის გადაწყვეტილება, პრემიის ლაურეატობის კანდიდატებად ავტორების გამოცხადებისა და პრემიების მინიჭების შესახებ, მიიღება ასევე ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

3. კომისიაში კენჭისყრა საერთოა და (არა დარგობრივი). თუ რომელიმე ნომინაციაში არ გამოვლინდა დებულების პირობებით გათვალისწინებული ნაწარმოები (ნაშრომი), მაშინ შესაძლებელია გაიცეს  ორი ან მეტი პრემია ერთსა და იმავე დარგში.

4. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა კონფიდენციალურია კონკურსის საბოლოო შედეგისა და პრემიის ლაურეატთა სიის ამ დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებამდე.

5. ავტორთა ჯგუფისთვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში პრემია ავტორთა შორის ნაწილდება თანაბრად.

6. კონკურსის საბოლოო შედეგს და პრემიის ლაურეატთა სიას ამტკიცებს მთავრობის თავმჯდომარე.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გიორგი შარვაშიძის პრემია გაიცემა არაუმეტეს ოთხისა, თითოეული 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე