დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.140.016449 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბრის №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2017წ., 010260000.35.140.016283) კერძოდ:
დადგენილებით დამტკიცებული ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის დებულების“ 1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ბ.დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების სარგებლობაში არსებული ქონების ინვენტარიზაცია;.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა.ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა.ვ) მუნიციპალური პროგრამების, პროექტების საფინანსო მონიტორინგს;.“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ.ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების ინვენტარიზაციას;.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები