„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016885
29
28/04/2021
ვებგვერდი, 28/04/2021
280120000.22.026.016885
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №29

2021 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №16);“.

2. 30-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა 91 პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეებისა, რომელთაც გავლილი აქვთ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების კურსი და/ან სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი, კურსის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 450 ლარის ოდენობით.".

3.  30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 9პუნქტი:

„91. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობენ სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი): სპეციალური დანიშნულების ასეულის სპეციალური დანიშნულების ჯგუფში, სნაიპერთა ჯგუფში; სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი): სპეციალური დანიშნულების ასეულის სპეციალური დანიშნულების ჯგუფში, სნაიპერთა ჯგუფში, საზღვაო სპეციალური დანიშნულების ასეულის საზღვაო სპეციალური დანიშნულების წყალქვეშა შეტევის ჯგუფში და საზღვაო სპეციალური დანიშნულების წყალქვეშა თავდაცვის ჯგუფში და რომელთაც გავლილი აქვთ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების კურსი და/ან სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი, კურსის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 625 ლარის ოდენობით.“;

ბ) 10პუნქტი:

„101. ამ მუხლის მე-8 და 91 პუნქტებით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც წარმოექმნებათ ერთდროულად 250 და 625 ლარის ოდენობის დანამატის მიღების უფლება, მიეცემათ მხოლოდ 91 პუნქტით გათვალისწინებული 625 ლარის ოდენობის დანამატი.“.

4. №7 დანართის:

ა) მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,

 

8

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე, სამინისტროს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, სამხედრო მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ცალკეული სამმართველოს უფროსი, სარდლობის შტაბის უფროსი, სარდლობის მთავარი სერჟანტი/სარდლობის სერჟანტი, ესკადრილიის შტაბის უფროსი (მფრინავი), ბაზის მეთაური/უფროსი, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი (მთავარი სერჟანტი), გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტი, სკოლის მეთაური/უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი) (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, ეროვნული გვარდიის სერჟანტი, ეროვნული გვარდიის მართვის ცენტრის უფროსი, სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის უფროსი-მთავარი დირიჟორი, ბრიგადის შტაბის უფროსი, ბრიგადის სერჟანტი, ცენტრის უფროსი/მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ბატალიონის მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ესკადრილიის მეთაური, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის  სერჟანტი, სსიპ-ის მთავარი სერჟანტი/სსიპ-ის სერჟანტი, სსიპ-ის მიმართულების უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის G-3/G-2 სამსახურის უფროსი, ცენტრალური საკომანდო პუნქტის უფროსი, ცენტრალური საკომანდო პუნქტის სერჟანტი, შერეული საავიაციო ესკადრილიის სერჟანტი, რაზმის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების სკოლის სერჟანტი, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი/სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის შტაბის უფროსი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სერჟანტი, სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის მატერიალური ქონების მართვის ცენტრის უფროსი, სსიპ  დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის მოადგილე და შტაბის უფროსი, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შტაბის უფროსი, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერეს სამთო მომზადების სკოლის შტაბის უფროსი, საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის უფროსი.

 

 

500


“;        

ბ) მე-11 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,

 

11

სკოლის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალების სკოლისა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტებისა), კურსების/კურსის უფროსი (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ბაზის სერჟანტი, კურსების/კურსის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ბატალიონის სერჟანტი, ესკადრილიის სერჟანტი,  სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კოლეჯის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი, სამინისტროს გენერალური ინსპექციის: მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსების/კურსის სერჟანტი, სსიპ  დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის სერჟანტი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის დისლოცირებადი კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის სტაციონალური კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსი.

 

375

.  

 

5. დანართი №16 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

 

,,დანართი №16

 

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის მოსამსახურეთა დანამატები

                                                                 

      (ლარებში)

თანამდებობა

დანამატი თვეში

1

სამსახურის უფროსი

550

2

განყოფილების უფროსი

550

3

მთავარი ინსპექტორი

500

     “.          

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, ამ ბრძანების:

ა) პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტები გავრცელდეს 2021 წლის 6 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები გავრცელდეს 2021 წლის პირველი აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე