„დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახატანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახატანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016018
20
21/04/2021
ვებგვერდი, 26/04/2021
000000000.00.152.016018
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახატანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №20

2021 წლის 21 აპრილი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის  ჭოპორტის  ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ   ახატანში მდებარე  უსახელო ქუჩების სახელდების   შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 იანვრის  1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გადაწყვიტა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის  ჭოპორტის  ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ   ახატანში მდებარე  უსახელო ქუჩების სახელდების   შესახებ დუშთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 იანვრის განკარგულების პირველ პუნქტს  დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი შინაარსით:  „დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ   ახატანში მდებარე  უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელი დანართი №2-ის და თანდართული რუკის შესაბამისად“.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება .

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის  გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით  მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამრთი: ქ.მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17 ).

 საკრებულოს თავმჯდომარე        გიორგი ინაშვილი

 

დანართი №2

სოფელ ახატნის  სახელდებული  ქუჩების სახელების ჩამონათვალი:

30-ე ქუჩა

30-ე ქუჩის I შესახვევი

30-ე ქუჩის I, II, III, IV და V ჩიხები

31-ე ქუჩა

32-ე ქუჩა

33-ე ქუჩა

34-ე ქუჩა

35-ე ქუჩა