„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017465
94
23/04/2021
ვებგვერდი, 26/04/2021
200090000.22.033.017465
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №94

2021 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება: 

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე აღარ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება (გარდა ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა).“.

 2. XV1 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XV2 თავი და 653 -656 მუხლები:

 

„თავი XV2 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის 111 ნაწილის შესაბამისად აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება

 

მუხლი 653. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების პროცედურა     

1. თუ პირს სურს დაფაროს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა (იმ ოდენობით, რა ფარგლებშიც მის მიერ შეძენილ ქონებაზე ვრცელდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა), რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მისი ქონების მიმართ გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, მას გაუფორმდეს ხელშეკრულება (გრაფიკი) აღნიშნულ საგადასახადო დავალიანებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 - მე-10 ნაწილებით დადგენილი წესით და პირობებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა, რომლის გადავადებაც ხორციელდება, განისაზღვრება არაუმეტეს იმ ოდენობისა, რა ვალდებულებაც ეკისრებოდა გადასახადის გადამხდელს (ქონების ყოფილ მესაკუთრეს), პირის (ქონების შემძენის) მიერ ქონების შეძენის მომენტში.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს უფროსი.

4. პირი, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით, წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) პირის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს;   

ბ) იმ გადასახადის გადამხდელის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს, რომლის აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით მისი ქონების მიმართ გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; 

გ) ქონების საკუთრებაში გადასვლის თარიღს (მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის თარიღს, ხოლო თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია – საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტს);

დ) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების პერიოდს.

5. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია – საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულება;

ბ) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა.

მუხლი 654. გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ

1. საგადასახადო ორგანო განიხილავს პირის მიერ აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით წარდგენილ განცხადებას, განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციას და ადგენს მის შესაბამისობას ამ თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2. საგადასახადო ორგანო ამოწმებს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის ოდენობას პირის საკუთრებაში ქონების გადასვლის მომენტისთვის და აცნობებს პირს დაზუსტებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების ოდენობას, რომელზეც შესაძლებელია გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების დადება.

3. თუ განცხადება პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანოს უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შესახებ პირს ეგზავნება შეტყობინება, რომლითაც განემარტება საგადასახადო ორგანოში გამოცხადების ვალდებულება მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, გადაწყვეტილების გაცნობის და აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების დადების მიზნით.

მუხლი 655. ხელშეკრულება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ

1. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოსა და პირს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის პირობები, ვადები და გადახდის გრაფიკი, აგრეთვე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

2. პირთან, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების (გრაფიკის) გაფორმება არ ზღუდავს გადასახადის გადამხდელს, თავის მხრივ გააფორმოს გადავადების ხელშეკრულება (გრაფიკი) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულ თანხაზე.

3. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, გადავადებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, ქონებაზე შესაძლებელია გაუქმდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. პირმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უნდა გადაიხადოს ხელშეკრულებით (გრაფიკით) დადგენილ ვადაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც მისი ქონების მიმართ გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. ამასთანავე, პირმა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს საგადასახადო ორგანოში გადახდიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის 111 ნაწილის შესაბამისად აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების ფორმა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 656. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ უქმდება, თუ:

ა) პირმა დაარღვია აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით (გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები;

ბ) პირმა სრულად გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა;

გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სრულად არის გადახდილი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება (მას არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება პირადი აღრიცხვის ბარათზე).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა არის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში, პირის მიერ გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, თუ პირი განმეორებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს იმავე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ხელშეკრულების (გრაფიკის) გაფორმების შესახებ, ახალი ხელშეკრულება (გრაფიკი) გაფორმდება წინა ხელშეკრულებით (გრაფიკით) გათვალისწინებული თანხიდან დარჩენილი დავალიანების ფარგლებში.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირს ეგზავნება შეტყობინება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი