„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 26/04/2021
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016225
93
26/04/2021
ვებგვერდი, 04/05/2021
310050000.54.066.016225
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №93

2021 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბრის №209 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 310050000.54.066.016050, 15/10/2013) დამტკიცებულ წესში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენის ვარგისობის და ხმაურის სერტიფიკატების გაცემის წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის №8 („საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობა“) და №16 („გარემოს დაცვა“) დანართების საფუძველზე, მასში გათვალისწინებულია ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc-9760 („ფრენის ვარგისობის სახელმძღვანელო“), 2014 წლის 26 ნოემბრის EC რეგულაციის № 1321/2014  და 2012 წლის 3 აგვისტოს EC რეგულაციის №748/2012 მოთხოვნები“.

2. ამოღებულ იქნეს:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „გ.დ“ ქვეპუნქტები.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე