დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.22.034.017140 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში (სსმ III, №181, 22/12/2008, 140.120.000.22.034.012.490) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 – 13 პუნქტები: „11. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „დ“-„თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული ფორმები არის მესამე კატეგორიის „მარტივი ტიპის“ მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი სახის დამცავი ნიშნები (უსაფრთხოების მახასიათებელი): ა) წყლის ნიშანი საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებებით; ბ) მთლიანად დაფარული დამცავი გილიოშური ბადე, რომელიც დამატებით, დოკუმენტის ცენტრში, დიაგონალზე ქმნის წარწერას „მომსახურების სააგენტო“; გ) კოპირებისაგან დამცავი მიკროშრიფტი. 12. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა არის პირველი კატეგორიის „განსაკუთრებით დაცული“ მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელსაც გააჩნია შემდეგი სახის დამცავი ნიშნები (უსაფრთხოების მახასიათებელი): ა) უსაფრთხო ბეჭდვა: ა.ა) ოფსეტური ბეჭდვა; ა.ბ) ცისარტყელისებური ბეჭდვა; ა.გ) ფოტოსურათისა და საიდენტიფიკაციო (ქართულ-ინგლისურენოვანი) მონაცემების/ წარწერების დატანა ლაზერული გრავირების მეთოდით; ა.დ) სხვადასხვა ტიპის ისეთი სტრუქტურის ბეჭდვა, რომლებიც არ ექვემდებარება ფოტოკოპირებას და სკანირებას და მთლიანობაში ქმნის ბარათის დამცავ ბადეს; ა.ე) ორფერიანი გილიოში (ორნამენტი) დაბეჭდილი ფერთა გრადაციით; ა.ვ) ვაზის ქართული ორნამენტი (მარცხენა მხარეს, მთელ კიდეზე ვერტიკალურად დატანილი ქართული ორიგინალური ორნამენტი); ა.ზ) ფოტოსურათის დაცვა ხაზოვანი სტრუქტურით, რომელშიც იკითხება მიკროტექსტები; ა.თ) ფონში ინტეგრირებული მიკროტექსტი, რომელიც არ ექვემდებარება ფოტოკოპირებას და სკანირებას; ა.ი) რელიეფური (ამოტვიფრის გზით) დაბეჭდილი მიკროტექსტი; ა.კ) ხელოვნური ორთოგრაფიული შეცდომა; ბ) მელანი და გამოსახულების შექმნის სხვა საშუალებები: ბ.ა) ულტრაიისფერი მელანი (იარაღის მოწმობაზე ულტრაიისფერი მელნით დატანილი გამოსახულებები უხილავია ჩვეულებრივი განათების პირობებში და ხილული ხდება ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ); ბ.ბ) საღებავი, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან შეხედვისას იცვლის ფერს (რევერსის ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია სააგენტოს ემბლემა, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან შეხედვისას იცვლის ფერს); აბრეშუმისებური ბეჭდვის ტექნოლოგიით შესრულებული დამცავი ნიშანი – ოპტიკურად ცვალებადი ელემენტი – სააგენტოს ემბლემა შესრულებული ოპტიკურად ცვალებადი მელნით; ბ.გ) რელიეფური (ამოტვიფრული) სტრუქტურით შექმნილი გამოსახულება; გ) ავერსი და რევერსი: გ.ა) შესრულებულია ცისარტყელისებური ბეჭდვით – დამცავი ბადე A-B-A ბეჭდვის გამოყენებით; გ.ბ) შესრულებულია ორფერიანი გილიოშის (ორნამენტი) ბეჭდვით (ფერთა გრადაციით); გ.გ) შეიცავს ვაზის ქართული ორნამენტით ბეჭდვას (მარცხენა მხარეს, მთელ კიდეზე ვერტიკალურად გასდევს ქართული ორიგინალური ორნამენტი); გ.დ) რევერსზე დატანილია უხილავი ულტრაიისფერი მელნით შესრულებული გრაფიკული ელემენტი – სიმბოლო GE, რომელიც ხილულია მხოლოდ ულტრაიისფერი სხივით დასხივებისას. 13. ამ ბრძანებით განსაზღვრულ მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე დამცავი ნიშნების (უსაფრთხოების მახასიათებელი) დატანის პირობებს განსაზღვრავს სააგენტო.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის და პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „12“ პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტი და პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „12“ პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
„
დანართი №1
|
იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
მუხლი 1
სააგენტო იარაღის რეგისტრაციის მოწმობით და სანებართვო მოწმობების ფორმებით მომარაგებას ახორციელებს დამოუკიდებლად. მუხლი 2 1. გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერა ხდება ჩამოწერის აქტის (დანართი №2) მიხედვით. 3. გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეიტანება იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერის აქტში. 4. გამოსაყენებლად უვარგისი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის და სანებართვო მოწმობების ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
„დანართი №3 |
იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა
|
ავერსი:
რევერსი:
იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის აღწერილობა და დამცავი ნიშნები (უსაფრთხოების მახასიათებელი) მუხლი 1 1. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის (შემდგომ – იარაღის მოწმობა) მახასიათებლები: ა) ფორმა: მართკუთხა, სიგანე: 54.00 მმ. (ISO 7810, 53.92 – 54.03 მმ.), სიგრძე: 85.60 მმ. (ISO 7810, 85.47 – 85.72 მმ.), სისქე: 0.80 მმ. (ISO 7810, 0.76 – 0.84 მმ.); ბ) ფერი: კომბინირებული – ნაცრისფერი (cccbcb), ლურჯი(00568f), წითელი(ec2027), შავი (232323); გ) შეესაბამება ISO/IEC 7810-ის ან სხვა იდენტურ/შესაბამის სტანდარტს; დ) მზადდება ლამინირებული პოლიკარბონატის (შეურეველი, სუფთა პოლიკარბონატი) ფირფიტისაგან, მრავალშრიანი ტექნოლოგიით, ბარათის ფირფიტის გამოყენებით, დაწყობილ და ლამინირებულ ერთიან მონოსხეულად, სიმხურვალისა და წნევის პირობებში. 2. იარაღის მოწმობაზე დატანილია ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) წარწერა/სიმბოლო(ები), შემდეგი მახასიათებლებით: ა) წარწერის/სიმბოლო(ები)ს დამწერლობა: ქართული/ლათინური; ბ) წარწერის/სიმბოლო(ები)ს შრიფტი: „arial Unicode ms regular“; გ) წარწერის/სიმბოლო(ები)ს შრიფტის ზომა: გ.ა) ამ დანართის მე-2 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარწერა/სიმბოლო(ები) შესრულებულია დიდი ზომის შრიფტით – 2.47 მმ. (7 points); გ.ბ) ამ დანართის მე-2 მუხლის „ა.ბ“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წარწერა/სიმბოლო(ები) შესრულებულია პატარა ზომის შრიფტით – 1.42 მმ. (4 points). 3. ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარწერა/სიმბოლო(ები): ა) შესრულებულია ქართულ ენაზე; ბ) შესრულებულია პატარა ზომის შრიფტით – 0.705 მმ (2.59 points). მუხლი 2 ა) იარაღის მოწმობის ავერსი: ა.ა) ზედა ნაწილში, ლურჯი ფერის ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) წარწერა: „იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა“ და „WEAPON REGISTRATION CERTIFICATE“; ა.ბ) შავ ფერში შესრულებული იარაღის მოწმობის მონაცემები (ქართულ-ინგლისურენოვანი წარწერა): ა.ბ.ა) სახელი; ა.ბ.ბ) გვარი; ა.ბ.გ) პირადი ნომერი; ა.ბ.დ) გაცემის თარიღი; ა.ბ.ე) მოქმედების ვადა; ა.ბ.ვ) ნებართვის სახე; ა.ბ.ზ) იარაღის მოწმობის ნომერი (ფოტოსურათის ქვემოთ, დამცავ ბადეზე); ა.გ) მარცხენა ზედა კუთხეში გამოსახული საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“, ლურჯი ფერის კონტურით; ა.დ) მარცხენა ზედა კუთხეში დატანილი საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება; ა.ე) მარცხენა მხარეს განთავსებული იარაღის მოწმობის მფლობელის ფოტოსურათი; ა.ვ) მიკროტექსტი – იარაღის მოწმობის გრაფიკულ დიზაინში სხვადასხვა ადგილზე ხაზები შევსებულია მიკროტექსტით „საქართევლო“, ხოლო ტალღისებურ ზოლებში ინტეგრირებულია მიკროტექსტები ქართულ და ინგლისურ ენებზე „იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა“ და „WEAPON REGISTRATION CERTIFICATE“. მიკროტექსტები გადადის ფოტოსურათზე და ხილულია გამადიდებელი საშუალებით; ა.ზ) მარცხენა მხარეს მთელ კედელზე ვერტიკალურად დატანილი ვაზის ქართული ორნამენტი, რომელიც ნაწილობრივ გადადის ფოტოსურათზე; ა.თ) კომპოზიციის საერთო დამცავი ბადის ფონზე მარჯვენა ნაწილში, ღია ნაცრისფერ-ცისფერ ყელზე გამოსახული ლურჯი ფერის იარაღის ნიშანი; ა.ი) კომპოზიციის საერთო დამცავი ბადის ფონზე მარჯვენა ნაწილში, ღია ნაცრისფერ-ცისფერ ყელზე გამოსახული ნაცრისფერი საქართველოს სახელმწიფო რუკა სრული სახით; ა.კ) მარჯვენა ქვედა კუთხეში დატანილი შავი ფერის კანტით შესრულებული 0.956 მმ. დიამეტრის წრე, სადაც აღინიშნება ნებართვის კატეგორია; ბ) იარაღის მოწმობის რევერსი: ბ.ა) შავ ფერში შესრულებული იარაღის მოწმობის მონაცემები (ქართულ-ინგლისურენოვანი წარწერა): ბ.ა.ა) მარკა; ბ.ა.ბ) მოდელი; ბ.ა.გ) კალიბრი; ბ.ა.დ) ნომერი; ბ.ა.ე) იარაღის შენახვის ადგილი; ბ.ა.ვ) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტები; ბ.ბ) შუა ნაწილში დატანილი საქართველოს სახელმწიფო გერბი, ფერითი გამოსახულებით; ბ.გ) კომპოზიციის საერთო დამცავი ბადის ფონზე იარაღის მოწმობის ქვედა მარჯვენა მხარეს, ღია ნაცრისფერ-ცისფერ ყელზე ლურჯ ფერში გამოსახული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა (რელიეფური – ამოტვიფრული); ბ.დ) მარცხენა ქვედა კუთხეში მითითებული დამკვეთის და დამამზადებლის სახელწოდება, ასევე, „სემგს“-ს რეგისტრაციის ნომერი; ბ.ე) მარჯვენა ქვედა კუთხეში დატანილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ემბლემა; აბრეშუმისებური ბეჭდვის ტექნოლოგიით შესრულებული დამცავი ნიშანი – ოპტიკურად ცვალებადი ელემენტი – სააგენტოს ემბლემა შესრულებული ოპტიკურად ცვალებადი მელნით; ბ.ვ) მიკროტექსტი – გრაფიკულ დიზაინში სხვადასხვა ადგილზე ხაზები შევსებულია მიკროტექსტით „საქართველო“, ხოლო ტალღისებურ ზოლებში ინტეგრირებულია მიკროტექსტები ქართულ და ინგლისურ ენებზე „იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა“ და „WEAPON REGISTRATION CERTIFICATE“. მიკროტექსტები ხილულია გამადიდებელი საშუალებით; ბ.ზ) მარცხენა მხარეს მთელ კიდეზე ვერტიკალურად დატანილია ქართული ორიგინალური ორნამენტი – ვაზი.“. |
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები