დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 180 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200000000.10.003.022735 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2020, 200000000.10.003.022337) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ:
1. №1 დანართში („საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი“) მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საწარმო, რომელსაც სურს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება, სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს საქართველოში. შესაბამისად, სტატუსის მქონე პირმა საქართველოში უნდა განახორციელოს ძირითადი შემოსავლის მიმღები საქმიანობა, ამისათვის უნდა გააჩნდეს სათანადო ადამიანური რესურსები საჭირო კვალიფიკაციით და უზრუნველყოს შესაბამისი საოპერაციო ხარჯების გაწევა. ძირითადი შემოსავლის მიმღები საქმიანობები შეიძლება, განსხვავდებოდეს ნებადართული საქმიანობის მიხედვით, მაგრამ ძირითადად უნდა შედგებოდეს იმ მნიშვნელოვანი ფუნქციებისგან, რომელიც განაპირობებს ამ საქმიანობის ეკონომიკურ ღირებულებას (არ უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ ან უმეტესად დამხმარე საქმიანობას).“; ბ) შენიშვნა ამოღებულ იქნეს. 2. №2 დანართში („საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირისათვის ნებადართული საქმიანობის სახეები“): ა) პირველი მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: ამ მუხლის „ა“ − „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება.“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. შემოსავლები, რომელთა მიღება არ იწვევს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმებას საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს ასევე უფლება აქვს, მიიღოს მხოლოდ ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობის თანმდევი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ სახის შემოსავლები (დღგ-ის გარეშე) ჯამურად არ აღემატება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 2%-ს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები