დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 248 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016684 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2018წ., 010250050.35.160.016521) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1.1 პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებულ „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-6 პუნქტი: „6. ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სათათბირო საკონსულტაციო ჯგუფი უფლებამოსილია შეამოწმოს ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ხარისხი და შესაბამისი დასკვნა/ინფორმაცია მიაწოდოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს.“ 1.2 პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე“ (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიასთან ანგარიშსწორება ხორციელდება: ა) გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სასმელი წყლის ზღვრული ტარიფის საფუძველზე, სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მოწოდებული ტარიფის შესაბამისად სულზე არაუმეტეს სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მოწოდებული ტარიფებისა. ბ) გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის სულზე არაუმეტეს 3.75 (სამი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები