„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ოქტომბრის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 252
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016688
252
22/04/2021
ვებგვერდი, 23/04/2021
010250050.35.160.016688
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ოქტომბრის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №252

2021 წლის 22 აპრილი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ოქტომბრის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ოქტომბრის №145 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 24/10/2019; რეგისტრაციის კოდი: 010250050.35.160.016581) პირველი მუხლით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, რომლის განხილვის უფლებამოსილებაც აქვს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქალაქ რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრს“ ს/ნ: 416356696 (შემდგომში – ცენტრი)“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ჯარიმა ჩაირიცხება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო  პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის“ (ს/ნ:416356696) ერთიან სახაზინო ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი