„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 249
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016685
249
22/04/2021
ვებგვერდი, 23/04/2021
010250050.35.160.016685
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №249

2021 წლის 22 აპრილი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 26/12/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.160.016523) პირველი მუხლით დამტკიცებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;“

2. წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.“

3. წესის მე-2 მუხლის დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული პირების გარდა, ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებულ  პედაგოგებს, რომლებიც პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში.“  

4. წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„გ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ „ზ“,„კ“ ქვეპუნქტებითა და 11 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს 0.30 ლარის ოდენობით.“

5. წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების შესახებ, ამ წესის მე-2 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პირების შემთხვევაში, რომელიც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სამ თვეში ერთხელ, დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მიმართოს ბანკს ბარათის დაბლოკვის მოთხოვნით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი