„მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 06 აგვისტოს № 33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 06 აგვისტოს № 33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 21/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016060
52
21/04/2021
ვებგვერდი, 22/04/2021
290160000.60.072.016060
„მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 06 აგვისტოს № 33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება  №52

2021 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 06 აგვისტოს № 33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 06 აგვისტოს №33 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016041) დამტკიცებულ „მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა  და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესში“ (შემდგომ – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის:

ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„3. ამ წესის მიზნებისთვის, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, გადაზღვევის ხელშეკრულების დადება დასაშვებია მხოლოდ იმ გადამზღვეველ კომპანიასთან, რომლის საკრედიტო რეიტინგი/შესაბამისი გადახდისუნარიანობის კოეფიციენტი აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მინიმალურ კრიტერიუმებს, რაც მიზნად ისახავს გადამზღვეველი კომპანიის გადახდისუუნარობით მზღვეველზე უარყოფითი ფინანსური ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანას.";

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. სადაზღვევო საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, მზღვეველის მიერ აღებული ნეტო ვალდებულების (მათ შორის, ამ წესის შესაბამისად მიღებული გადაზღვევით) მაქსიმალური ოდენობა ერთ რისკთან მიმართებაში არ უნდა აღემატებოდეს მზღვეველის მიერ უკანასკნელად გაანგარიშებულ და სამსახურისთვის შესაბამისი საანგარიშო თარიღისთვის წარდგენილ საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის 15%-ს.“;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. მზღვეველის მიერ სამსახურისთვის ანგარიშგების/ინფორმაციის წარდგენა

1. მზღვეველი ვალდებულია ყოველკვარტალურად, არაუგვიანეს ყოველი კვარტალის დასრულებიდან მომდევნო თვის 20 რიცხვისა, სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება იმ რისკების შესახებ, რომლებიც ამ წესის მიზნებისთვის განიხილება ერთ რისკად და რომლის ოდენობაც აღემატება მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს.

2. ანგარიშგება წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ ბრძანების დანართი №5-ით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად და მოიცავდეს:

ა) მონაცემებს, როგორც საანგარიშო პერიოდში მოქმედი რისკების, ასევე ნებისმიერ პერიოდში აღებული იმ რისკების თაობაზე, რომელ(ებ)იც ამოქმედდება საანგარიშო პერიოდის შემდეგ;

ბ) შესაბამისი გადაზღვევის ძირითად პირობებს და გადამზღვეველი კომპანიის საკრედიტო რეიტინგის მაჩვენებელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დანართი №1-ით დადგენილ კრიტერიუმებს.

3. ანგარიშგების მომზადებისას მზღვეველმა უნდა იხელმძღვანელოს ამ წესის დანართი № 6-ით განსაზღვრული შევსების ინსტრუქციით.

4. მზღვეველი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია თითოეული ობლიგატორული გადაზღვევის ხელშეკრულების შესახებ, ხელშეკრულების დადების თარიღიდან ერთი თვის ვადაში, ამ წესის დანართი №3 და/ან დანართი №4-ის შესაბამისად  მომზადებული ფორმით და იხელმძღვანელოს ამ წესის დანართი  №6-ით განსაზღვრული შევსების ინსტრუქციით. 

5. სადაზღვევო ორგანიზაცია ამ მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებში მითითებულ ვადებში სამსახურს ელექტრონული ფორმით წარუდგენს მზღვეველის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან მის მიერ გაცემული შესაბამისი უფლებამოსილების საფუძველზე, ანგარიშგების/ინფორმაციის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას/ინფორმაციას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: report@insurance.gov.ge.

6. ანგარიშგების/ინფორმაციის მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატით, სამსახურის მიერ დამტკიცებული ელექტრონული ფორმისა და ფორმულების დაცვით, რომლის დარღვევაც დაუშვებელია.“;

დ) დანართი №5-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №5 ანგარიშგების ფორმა იმ რისკების შესახებ, რომლებიც განიხილება ერთ რისკად და რომელთა მოცულობა აღემატება მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი