დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 04 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 21/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300170000.55.067.016130 |
|
„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებით დამტკიცებულ „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესში“ (შემდეგში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა (STCW რეგ. I/12; II/1); ღ) ხელმძღვანელობა და გუნდური მართვა (STCW რეგ. II/1; III/1; III/6);“; ბ) წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა (STCW რეგ. I/12; III/1);“; გ) წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ“ ქვეპუნქტი: „ჯ) ხელმძღვანელობა და მართვის უნარ-ჩვევები (STCW რეგ. II/2; III/2; III/3).“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 20 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები