დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02/30 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო |
| მიღების თარიღი | 19/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ
|
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4–მე-9 პუნქტებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი №1 დანართის თანახმად. 2. დაევალოს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. 3. დაევალოს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №7). გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები