დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 27/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.57.069.016175 |
|
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №21 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 02.12.2015, 040170020.57.069.016075) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების და საქმიანობის წესის“:
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.“. 2. მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის სხვა მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის ყველა მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, განკარგულების საფუძველზე განსაზღვრავს თავმჯდომარე. დეპარტამენტის უფროსი უფლებამოსილია, მისი მოადგილის არყოფნის ან მის (მოადგილის) მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თვითონ შეითავსოს ამ მოადგილის უფლებამოსილება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები