დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/158 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016695 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110414009, 14/04.2011) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ორგანოების უზრუნველყოფა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობების ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფირნიშების ბლანკებით, კანონმდებლობით დადგენილ წესით;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი) სახმელეთო სატრანსპორტო ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, ეროვნულ გადამზიდველთა და მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა უფლებამოსილების ფარგლებში;“; გ) „ლ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ2“ ქვეპუნქტი: „ლ2) სააგენტოს სერვისებთან დაკავშირებული სატელეფონო და ონლაინკომუნიკაციის საშუალებებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახური; ბ) საავტომობილო ტრანსპორტის სამსახური; ბ.ა) სატვირთო გადაზიდვების სამმართველო; ბ.ბ) სამგზავრო გადაყვანების სამმართველო; გ) ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახური; დ) ანალიზისა და მონიტორინგის სამსახური; ე) მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახური; ე.ა) ქ.თბილისის რეგიონული განყოფილება; ე.ბ) ქ. ბათუმის რეგიონული განყოფილება; ე.გ) ქ. ფოთის რეგიონული განყოფილება; ვ) საკვალიფიკაციო ცენტრი; ზ) იურიდიული სამსახური.”. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „რ“ – „ქ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტის: ბ.ა.ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა.ა) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების) საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვების გაცემასთან (გადაცემასთან), მათში ცვლილებების შეტანას ან გაუქმებასთან დაკავშირებული საქმიანობა, შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება;“; ბ.ა.ბ.) „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ვ) საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სფეროში სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ერთიანი კომპიუტერული საინფორმაციო ბანკის შექმნა და მონაცემთა ანალიზი;“; ბ.ა.გ) „ა.თ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.თ) საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიული კავშირი პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან;“; ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის: ბ.ბ.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და საერთაშორისო ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვების გაცემასთან, მათში ცვლილებების შეტანასა ან გაუქმებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მეწარმეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა-ექსპერტიზა, ხელშემკვრელ მხარესთან წარსადგენი რეკომენდაციების მომზადება, ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების რეკომენდაციების განხილვა, დოკუმენტაციის შეთანხმება-დამოწმება, შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება;“; ბ.ბ.ბ) „ბ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.თ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების სფეროში მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიული კავშირი პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.“; გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებია: ა) გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, ევროსაბჭოს და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT)/საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) წესების, დირექტივებისა და რეზოლუციების, დარგში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის ან გაუქმების უზრუნველყოფა, შესაბამისი სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფირნიშის ბლანკების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამზადების ორგანიზებაში მონაწილეობა; გ) ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების (შემდგომ - სახელოსნოები) ნუსხაში შეტანის და ნუსხიდან ამოღების უზრუნველყოფა, ტაქოგრაფების დაყენებაზე, შემოწმებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაზე დაშვების მოწმობების გაცემა, სახელოსნოების უწყებრივი რეესტრის წარმოება; დ) სახელოსნოების ხელმძღვანელობისაგან შესრულებული სამუშაოების შესახებ დადგენილი ფორმით ყოველწლიური ინფორმაციის მიღება და მათი საქმიანობის ანალიზი; ე) სახელოსნოებისა და მექანიკოსების ნუსხის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელოსნოების მომსახურების მომხმარებლებისათვის და AETR-ის წევრი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებისათვის, აგრეთვე მათთვის ოპერატიულად ინფორმაციის მიწოდების ორგანიზება ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა ან გაუქმების თაობაზე; ვ) ეროვნული გადამზიდველების მიერ ECMT-ს სერტიფიკატების, განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფების ელექტრონული ბარათების გაყალბებისა ან არასწორად გამოყენების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისა, ან ადგილობრივი უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოებისაგან ინფორმაციის მიღებისას მისი განხილვა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების მიწოდება დამრღვევ პირზე გაცემული დოკუმენტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების და შემდგომში მასზე ახალი დოკუმენტების გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ; ზ) სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო კონცეფციებისა და პროგრამების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; თ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში, საექსპერტო კომისიების და ჯგუფების ორგანიზებასა და მუშაობაში მონაწილეობა; ი) დარგში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის (ბარგის) გადაზიდვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში მასალების მომზადება მათში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ.“; ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია: ა) რეგიონული განყოფილებების დონეზე ნებართვების, სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მიღება, შემოწმება და მათ განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია; ბ)კომპეტენციის ფარგლებში ნებართვების, სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფირნიშის ბლანკების გაცემასთან, მათ აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქმიანობა; გ) ნებართვის მფლობელ გადამზიდველთა და მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრონული რეესტრის წარმოება და მონაცემთა გადაცემა აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ელექტრონულ მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ საინფორმაციო ბანკში.“; ვ) მე-6 პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტები: „გ) „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) დებულებების შესაბამისად ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების (მძღოლის ბარათი, კომპანიის ბარათი, სახელოსნოს ბარათი და მაკონტროლებლის ბარათი) მისაღებად ტრენინგების, ტესტირების ორგანიზება, ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების დამზადების, გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, მოქმედების შეჩერების ან გაუქმების უზრუნველყოფა, მათ აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქმიანობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება; დ) სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) დებულებების შესაბამისად მძღოლების სპეციალურ მომზადებასთან დაკავშირებით ტრენინგების, ტესტირების ორგანიზება, მძღოლის მომზადების შესახებ ADR-ის მოწმობის დამზადების, გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, მოქმედების შეჩერების ან გაუქმების უზრუნველყოფა, მათ აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქმიანობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება; ე) მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) მისაღებად ტრენინგების, ტესტირების ორგანიზება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა, რეესტრის წარმოება; ვ) მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) მისაღებად ტრენინგების, ტესტირების ორგანიზება, შესაბამისი სერტიფიკატის და მძღოლის ბარათის დამზადების, გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, მოქმედების შეჩერების ან გაუქმების უზრუნველყოფა, მათ აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქმიანობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება.“. 4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. იურიდიული სამსახურის ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებით გათვალისწინებული პირობების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციის უზრუნველყოფა; გ) დარგში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა; დ) სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება/სამართლებრივი ექსპერტიზა; ე) დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათი ვიზირება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ვ)სამსახურში შემუშავებული ან სხვა ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ზ) სააგენტოს მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების, მემორანდუმების და სხვა სახის შეთანხმებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა; თ) სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში; ი) სააგენტოში გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტების განხილვა/ანალიზი და სამართლებრივი შეფასება; კ) ხელშემკვრელ ქვეყნებთან საავტომობილო მიმოსვლის სფეროში ორმხრივი შერეული კომისიების მუშაობაში და შესაბამისი დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობაკომპეტენციის ფარგლებში; ლ) სააგენტოში მიმდინარე ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტების სამართლებრივი კოორდინაცია; მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები