„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 19/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05/01
19/04/2021
ვებგვერდი, 19/04/2021
040030000.22.088.016001
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/04/2021 - 28/10/2021)

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №05/01

2021 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ძირითადი დებულებანი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 18/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017734) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული მუზეუმი არის მუზეუმთა გაერთიანება (შემდგომში – მუზეუმთა გაერთიანება) და ის შექმნილია: შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის, ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის, საქართველოს ეროვნული გალერეის, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის, გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს აღნიშნული მუზეუმების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული სპორტის მუზეუმისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის უფლებამონაცვლეს.“.

2.  პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.“.

3. მეორე მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან კოორდინირებული მუშაობა დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისი თემატური ექსპოზიციების გამართვის მიზნით.“.

4. მეორე მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ეროვნული მუზეუმის ინტეგრირება სასწავლო და საგანმანათლებლო სფეროში – თანამშრომლობა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიასთან, ქ. თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში სამუზეუმო ლექციებისა და გაკვეთილების დასანერგად.“.

5. მეორე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით;“.

6. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) გააფორმოს მემორანდუმი სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

7. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ეროვნული მუზეუმის მართვა და სტრუქტურა

1. ეროვნული მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორატი (შემდგომში – დირექტორატი), რომელსაც ხელმძღვანელობს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი (შემდგომში – გენერალური დირექტორი).

2.  გენერალურ დირექტორს ხმათა უმრავლესობით, ორი წლის  ვადით, ირჩევენ დირექტორატის წევრები ღია კენჭისყრით. გენერალური დირექტორი იმავდროულად მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ერთ-ერთი მუზეუმის ან მუზეუმთა ჯგუფის დირექტორია.

3. დირექტორატი შედგება გენერალური დირექტორისა და სამი დირექტორისაგან. დირექტორატის დებულებას და საქმიანობის წესს ამტკიცებს დირექტორატი. დირექტორატის საქმიანობის ტექნიკურ ხელშეწყობას ახორციელებს დირექტორატის მდივანი.

4. დირექტორატის წევრები არიან მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის დირექტორები:

ა) სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, რომელიც იმავდროულად ხელმძღვანელობს მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებს, გარდა ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული მუზეუმებისა; 

ბ) შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის,  საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი;

გ) გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის დირექტორი;

დ)  ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორი.

5. დირექტორატის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი,  დირექტორატის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია გენერალური დირექტორის ხმა.

6. დირექტორატი:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს  მუზეუმთა გაერთიანებისა და მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფებისთვის პროგრამული ბიუჯეტით განსაზღვრული საფინანსო სახსრების განაწილების თაობაზე და ახორციელებს მონიტორინგს ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ითანხმებს მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის დებულებებს, შინაგანაწესს, სამსახურებრივ ინსტრუქციებს და მათ მიერ გასაწევი მომსახურების საფასურს;

გ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მუზეუმთა გაერთიანების, მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს და თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას  მუზეუმთა გაერთიანების მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის ქონების გამოყენების თაობაზე;

ე) იღებს გადაწყვეტილებას მუზეუმთა გაერთიანებისა და მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის მიერ მინდობილობის გაცემისა და გარიგებების დადების თაობაზე;

ვ) იხილავს სხვა საკითხებს, რომელიც განისაზღვრება დირექტორატის დებულებით.

7. დირექტორატის სხდომას არანაკლებ ორ თვეში ერთხელ იწვევს გენერალური დირექტორი.

8. დირექტორატის წევრებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, სამინისტროსათვის წარდგენილი სამწლიანი სამოქმედო გეგმის (პროგრამის) საფუძველზე. ერთი და იმავე პირის დირექტორატის წევრად დანიშვნა შესაძლებელია ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

9. გენერალური დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დირექტორატის ერთ-ერთი წევრი.

10. ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე, მინისტრი უფლებამოსილია, დანიშნოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.

11. გენერალური დირექტორი/დირექტორი ვალდებულია დირექტორატს წარუდგინოს ყოველკვარტალური ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ (მათ შორის, ფინანსური ანგარიშგება).

12. გენერალური დირექტორი:

ა)  ხელმძღვანელობს დირექტორატს და უზრუნველყოფს მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების საქმიანობის კოორდინაციას;

ბ) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის და სტრუქტურული ერთეულების ქონებას, საფინანსო სახსრებს და პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს;

ვ) მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად განაგებს მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის და სტრუქტურული ერთეულების პროგრამული ბიუჯეტით განსაზღვრულ საფინანსო სახსრებს;

ზ) დირექტორატთან შეთანხმებით, ამტკიცებს  მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის და სტრუქტურული ერთეულების დებულებას, შინაგანაწესს, სამსახურებრივ ინსტრუქციებს და გასაწევი მომსახურების საფასურს;

თ) ახორციელებს სხვა ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნული მუზეუმის საქმიანობასთან და დირექტორატის თანხმობას არ საჭიროებს.

13. დირექტორატის წევრი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის დირექტორი:

ა) მონაწილეობს დირექტორატის მიერ ეროვნული მუზეუმის მართვაში;

ბ) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის ქონებას, საფინანსო სახსრებს და პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს;

ვ) მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად განაგებს მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის და პროგრამული ბიუჯეტით განსაზღვრულ საფინანსო სახსრებს;

ზ) დირექტორატთან შეთანხმებით, ამტკიცებს მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის დებულებას, შინაგანაწესს, სამსახურებრივ ინსტრუქციებს;

თ)  შეიმუშავებს და დირექტორატს დასამტკიცებლად წარუდგენს მის დაქვემდებარებაში არსებულ მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს და თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს.

14. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულებია ამ მუხლის მე-4  პუნქტში განსაზღვრული მუზეუმები/მუზეუმთა ჯგუფები, რომელიც, თავის მხრივ, შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

15. ეროვნული მუზეუმის რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში შექმნილი ისეთი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც სახიფათოა რომელიმე კოლექციის ან ცალკეული სამუზეუმო ექსპონატისათვის, მინისტრი უფლებამოსილია, მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მოცემულ სტრუქტურულ ერთეულში განსაზღვრული ვადით მიავლინოს სამინისტროს რწმუნებული/რწმუნებულები, რომლის/რომელთა უფლებამოსილებაც განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

8. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას ადგენს და ამტკიცებს ეროვნული მუზეუმის დირექტორატი.“.

9. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს ეროვნული მუზეუმის სწავლული მდივანი, რომელსაც ირჩევს საბჭო თავისი წევრებიდან.“.

10. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება სამუზეუმო ფონდს, ცალკეულ სამუზეუმო ექსპონატებს, კოლექციათა მოძრაობას ეროვნული მუზეუმის ფარგლებში, ექსპონირებას, კონსერვაციასა თუ რესტავრაციას, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში იღებს დირექტორატი.“.

11. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“.

12. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნულ მუზეუმს მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:“. 

 


მუხლი 2. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის №402/კ ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადით, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დაინიშნოს იმავდროულად სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორად.

2. ეროვნული მუზეუმის შტატით გათვალისწინებული მოსამსახურე და შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც ამ ბრძანების ძალაში შესვლის დროს დასაქმებული იყო მუზეუმში/მუზეუმთა ჯგუფში, უკონკურსოდ იქნეს გადაყვანილი იმავე თანამდებობაზე (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ტოლფასი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით).

3. დირექტორატის თითოეულ წევრს დაევალოს, ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, მიიღოს შესაბამისი ზომები ამ მუხლის მე-2 პუნქტის აღსასრულებლად. აღნიშნული ღონისძიებების აღსრულებამდე კი ეროვნული მუზეუმის მოქმედმა თანამშრომლებმა გააგრძელონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება, მათთვის დაკისრებული ფუნქციებისა და  კომპეტენციების გათვალისწინებით.

4. გენერალურ დირექტორსა და დირექტორატის სხვა წევრებს დაევალოთ, ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში, ამ ბრძანებასთან შესაბამისობაში მოიყვანონ მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის დებულებანი და სხვა სამართლებრივი/ადმინისტრაციული აქტები.

5. გენერალურ დირექტორს დაევალოს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში სამინისტროს წინაშე შესათანხმებლად წარადგინოს 2021 წლის პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით წარმოდგენილი მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მუზეუმისთვის/მუზეუმთა ჯგუფისთვის საბიუჯეტო სახსრების განაწილების პროექტი.

6. გენერალურ დირექტორს დაევალოს, ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით წარმოდგენილი  მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდებისათვის მათთვის კუთვნილი კოლექციებისა და ცალკეული სამუზეუმო ექსპონატების გადაცემა/დაბრუნება.

7. გენერალურ დირექტორს დაევალოს დირექტორატის პირველი სხდომის მოწვევა ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუადრეს 15 დღის და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში.

8. გარდა ამ ბრძანებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით წარმოდგენილი მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის დირექტორებს დაევალოთ შესაბამისი შენობა-ნაგებობების ინვენტარიზაცია და მათი წესრიგში მოყვანისათვის აუცილებელი ღონისძიებების ნუსხის ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში მინისტრისათვის წარდგენა.

9. გარდა ამ ბრძანებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით წარმოდგენილი მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის დირექტორებს დაევალოთ, სამინისტროს წარმომადგენლის ჩართულობით, სამუზეუმო ექსპონატების აღწერა/დადარების პროცესის წარმართვა და დასრულება, და 2021 წლის 15 სექტემბრამდე მინისტრისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა.

 

 

მუხლი 3. ბრძანების ძალაში შესვლა

 

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-7 პუნქტით წარმოდგენილი მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის (გენერალურ დირექტორთან მიმართებაში), მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-15 პუნქტისა, ამოქმედდეს 2021 წლის 10 მაისიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით წარმოდგენილი მე-3 მუხლის მე-15 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 20 აპრილიდან.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით წარმოდგენილი  მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით წარმოდგენილი მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი (გენერალურ დირექტორთან მიმართებაში) ამოქმედდეს 2023 წლის 20 ივნისიდან.

 


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი