„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016426
12
16/04/2021
ვებგვერდი, 20/04/2021
010250050.35.121.016426
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2021 წლის 16 აპრილი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №61 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 31.01.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016289) დანართში „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დანართის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტები და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განახორციელონ სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების იდენტიფიცირება და საჭიროებების კვლევა;

ვ) განახორციელონ მიზნობრივი ჯგუფების სოციალური მომსახურებებით უზრუნველყოფის მიზნით შიდაუწყებრივი და უწყებათშორისი ღონისძიებები;

ზ) განახორციელონ წარსულში კანონთან კონფლიქტში მყოფ სრულწლოვან პირებთან მუშაობა;

თ) განახორციელონ ადიქციის მქონე, სრულწლოვანი პირების იდენტიფიცირება და საჭიროებების შეფასება; “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი