„სადაზღვევო ორგანიზაციების შიგა აღრიცხვის მოთხოვნების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 17 თებერვლის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სადაზღვევო ორგანიზაციების შიგა აღრიცხვის მოთხოვნების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 17 თებერვლის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 19/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016059
51
19/04/2021
ვებგვერდი, 20/04/2021
290160000.60.072.016059
„სადაზღვევო ორგანიზაციების შიგა აღრიცხვის მოთხოვნების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 17 თებერვლის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება  №51

2021 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სადაზღვევო ორგანიზაციების შიგა აღრიცხვის მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 17 თებერვლის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სადაზღვევო ორგანიზაციების შიგა აღრიცხვის მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 17 თებერვლის №11 ბრძანებაში  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18/02/2016, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016019) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის „სადაზღვევო ორგანიზაციების შიგა აღრიცხვის მოთხოვნების წესის“:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ წესის №2 დანართით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად მზღვეველი უფლებამოსილია, შესაბამისი პერსონალური მონაცემები გადაამოწმოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შიგა აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში გაერთიანებული უნდა იყოს ინფორმაცია ფილიალებიდან და სხვა სტრუქტურული დანაყოფებიდან. მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართებითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად აღრიცხულ სრულ ინფორმაციას (მონაცემებს).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი