დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.121.016425 |
|
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 20.11.2017 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016257) დანართში „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დანართის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალურ საკითხთა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა; სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების იდენტიფიცირება და საჭიროებების კვლევა; მიზნობრივი ჯგუფების სოციალური მომსახურებებით უზრუნველყოფის მიზნით შიდაუწყებრივი და უწყებათშორისი ღონისძიებები; წარსულში კანონთან კონფლიქტში მყოფ სრულწლოვან პირებთან მუშაობა; ადიქციის მქონე, სრულწლოვანი პირების იდენტიფიცირება და საჭიროებების შეფასება.“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები