“დებულების “განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნის გამოყოფისა და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შესახებ” დამტკიცების თაობაზე”

  • Word
“დებულების “განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნის გამოყოფისა და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შესახებ” დამტკიცების თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 10/63
დოკუმენტის მიმღები სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი
მიღების თარიღი 29/09/2000
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 13/10/2000
სარეგისტრაციო კოდი 390.013.004.461
  • Word
10/63
29/09/2000
სსმ, 93, 13/10/2000
390.013.004.461
“დებულების “განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნის გამოყოფისა და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შესახებ” დამტკიცების თაობაზე”
სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.013.004.461

საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის

თავმჯდომარის ბრძანება 10/63

2000 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

დებულების "განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნის გამოყოფისა და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შესახებ" დამტკიცების თაობაზე

საქართველოს კანონის "საქართველოს ტყის კოდექსის შესახებ" (მიღებულია 1999 წლის 22 ივნისი 2124-IIს) ოცდამეთხუთმეტე თავის 116-ე მუხლის დ.ა.) ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული დებულება "განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნის გამოყოფისა და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შესახებ".

2. დაევალოს ტყეთმოწყობისა და ტყითსარგებლობის სამმართველოს (ბატონ ი. ბაბუხადია) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია და გამოქვეყნება "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" დადგენილი წესის შესაბამისად.

გ. ჯაფარიძე

დებულება

განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანშაფტური უბნის გამოყოფისა და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შესახებ

1. "განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანშაფტური უბნის გამოყოფისა და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შესახებ" დებულების საფუძვლები

დებულება "განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანშაფტური უბნის გამოყოფისა და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შესახებ" ეფუძნება საქართველოს კანონის "საქართველოს ტყის კოდექსის სესახებ" (მიღებულია 1999 წლის 22 ივნისს 2124-II-ს) ოცდამეთხუთმეტე თავის 116-ე მუხლის დ. ა.) ქვეპუნქტს და საქართველოს შესაბამის კანონმდებლობას.

2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბანი

1. ტყის ფონდის უბნისათვის განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნის სტატუსის მინიჭების მიზანია მისთვის "დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის" მიკუთვნება და ამ უბნის ბიომრავალფეროვნების, თვისებებისა და ფუნქციების დაცვა-გაუმჯობესების მიზნით სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა რეგლმენტირება.

2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის სტატუსი ენიჭება ჭალის ტყეს, ტყის სუბალპურ ზოლს, ტყისპირს ან/და სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ისეთ სხვა უბანს, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული გარემოსდაცვითი ან სხვა სასარგებლო ფუნქცია (ღირებულება) და რომელიც ტყის ფონდის დამოუკიდებელ კატეგორიად არ გამოიყოფა ფართობის სიმცირის გამო.

3. ლანშაფტური უბნის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მაღალი ესთეტიურობით და დეკორატიულობით გამორჩეულ ტყის უბანს.

4. ჭალის ტყის სტატუსი ენიჭება აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე რელიეფზე და მდინარეების აუზში არსებულ ტყის ფონდს, რომელიც პერიოდულად (წყალდიდობის პერიოდში) იფარება (იტბორება), ან შეიძლება დაიფაროს კალაპოტიდან მდინარის გადმოსვლის გამო.

5. ტყის სუბალპური ზოლის სტატუსი ენიჭება სუბალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალს.

6. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის:

ა) განსაკუთრებით ძვირფასი ტყის მასივებს;

ბ) ტყის (მასივებს) ზოლებს, რომლებიც მოიცავენ ძვიფასი სარეწაო თევზის საქვირითეებს ან ცხოველთა მიგრაციის გზებს;

გ) ტყის დაცვით ზოლებს რკინიგზისა და ავტომაგისტრალების გასწვრივ ბუნებრივ საზღვრამდე (წყალგამყოფი, მდინარე), მაგრამ არაუმეტეს 100 მეტრისა;

დ) ტყეებს მცირეტყიან რაიონებში;

ე) სპეციალური მიზნობრივი დანიშნულების ტყეებს და მათ უბნებს (სათესლე და სხვა);

ვ) ხელუხლებელ, პირველყოფილ (ქალწულ) ტყეებს;

ზ) სამეცნიერო თვალსაზრისით მნიშვნელოვან ტყეებს;'

თ) წითელ ნუსხაში შეტანილ და რელიქტურ, ენდემურ, ისტორიულ, კულტურულ და სხვა ძვირფას სახეობებს; 

ი) უნიკალური პროდუქტიულობისა და გენეტიკური ღირებულების მქონე სახეობებით (ეგზემპლარებით) გაბატონებულ ტყის უბნებს;

კ) ტყეებს, რომელთა მდგრადი განვითარება საფრთხეშია მავნებლების, დაავადებების ან ინტენსიური ექსპლოატაციის შედეგად დაზიანების გამო;

ლ) ტყეებს მდინარეების, ხელოვნური და ბუნებრივი წყალსაცავების, სასმელი წყლის სათავეების, ხევებისა და ხრამების ნაპირზე; (100 მეტრამდე ზოლში და რელიეფის გათვალისწინებით)

მ) მუდმივზვავსავალებს და მათ მიმდებარე ზოლებს, ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგო დანიშნულების ტყეებს და მიწებს;

ნ) ნაკაფებს, ნახანძრალებს, ჭრაგავლილ უბნებს;

ო) განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე და სხვა ტყეებს;

3. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდზე განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის შერჩევა

1. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანი შეიძლება შეირჩეს როგორც ტყის, ასევე ტყის ფონდის მიწებზე, რომლის ფართობიც არანაკლებ სატაქსაციო უბნის სიდიდისაა (0,5 ჰა).

2. გასაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბანი შეირჩევა ძირითადად ტყეთმოწყობის შედეგად, ხოლო ტყეთმოწყობებს შორის პერიოდში სპეციალური გამოკვლევების შედეგად.

3. ტყეთმომწყობი, სატყეო მეურნეობა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების შესაბამისი სატყეო სამსახური ვალდებულია თავის სამოქმედო ტერიტორიაზე გამოავლინოს ჭალის ტყე, განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების ან ლანშაფტური უბანი და სათანადო სტატუსის მინიჭების მიზნით წინადადებით შევიდეს შესაბამისად სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების წინაშე.

4. ჭალის ტყე, განსაკუთრებით ძვირფასი ტყის მასივი, ხელუხლებელი, პირველყოფილი (ქალწული) ტყე და ტყის სუბალპური ზოლი გამოიყოფა ტყის ყველა კატეგორიაში.

4. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის უბნისათვის განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის სტატუსის მინიჭება

1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის უბანს, გარდა ადგილობრივი ტყის ფონდისა, განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების, მათ შორის ჭალის ტყის და ტყის სუბალპური ზოლის, აგრეთვე ლანდშაფტური უბნის სტატუსს ანიჭებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო ადგილობრივი ტყის ფონდის უბანს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით.

2. სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის უბანისათვის განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნის სტატუსის მინიჭების შესახებ მასალები წარედგინება ტყეთმოწყობის მასალებთან ერთად, ხოლო ტყეთმოწყობებს შორის პერიოდში, აუცილებლობის შემთხვევაში.

3. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის უბნისათვის განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნის სტატუსის მინიჭების შესახებ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წინაშე წინადადების დასმის უფლება აქვთ:

ა) სამთავრობო (მ.შ. ავტონომიური რესპუბლიკების) დაწესებულებებს;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს;

გ) სატყეო მეურნეობის სახელწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებს;

დ) ფიზიკურ და ირიდიულ პირებს.

4. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის უბანს განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნის სტატუსი ენიჭება განსაზღვრული ვადით ან უვადოდ.

5. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნის სტატუსის მიმნიჭებელი ორგანო თითოეული ასეთი უბნისათვის, შესაბამისი სტატუსის მინიჭებასთან ერთად, გამოსცემს ამ უბნის მართვის თავისებურებათა წესებს (დირექტივას).

6. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების, მათ შორის ჭალი ტყის, ტყის სუბალპური ზოლის, აგრეთვე ლანდშაფტური უბნის საზღვრები (გამიჯვნა სხვა ტერიტორიებისაგან), შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ბუნებრივ საზღვრებთან.

5. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის მართვა

1. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების, მათ შორის ჭალი ტყის, ტყის სუბალპური ზოლის, აგრეთვე ლანდშაფტური უბნის მართვას ახორციელებს შესაბამისად:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიებზე, დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულება;

ბ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიებზე, ადგილობრივი ტყის ფონდის გარდა, სატყეო მეურნეობის სახელწიფო დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება;

გ) ადგილობრივი ტყის ფონდის ტერიტორიებზე _ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახური.

2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის მართვა ხორციელდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესის (დირექტივის) შესაბამისად.

6. ტყით სარგებლობა განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანზე

1. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანზე ტყით სარგებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანზე არ შეიძლება დაიგეგმოს და განხორციელდეს:

ა) მთავარი სარგებლობის ჭრა;

ბ) “გარემოსდაცვითი ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული პირველი და მეორე კატეგორიების საქმიანობა.

გ) განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების მინიჭების მიზნებისათვის შეუთავსებელი სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიება.

7. ტყით სარგებლობის შეზღუდვის თავისებურებანი ჭალის ტყეში და ტყის სუბალპურ ზოლში

1. ჭალის ტყეში, მოსახლეობის საწვავი შეშით უზრუნველსაყოფად შესაბამისი მერქნის მიღების მიზნით მოვლითი და სპეციალური ჭრები ტარდება განსაკუთრებულ შემთხვევებში და ადგილობრივი მოთხოვნილების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ტყეთმოწყობის მასალებით დასაშვები ოდენობისა;

2. ტყის სუბალპურ ზოლში აკრძალულია ყველა სახის ტყით სარგებლობის დაგეგმვა და განხორციელება, გარდა:

ა) გასაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ტყის დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელებისა;

ბ) ზვავებისა და ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა;

8. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის დაცვა

1. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნის დაცვა ხორციელდება ამ უბნის დანიშნულების მიზნებიდან გამომდინარე და გულისხმობს:

ა) ამ უბნის ოპტიმალური ტყიანობის, ბიომრავალფეროვნების და ბუნებრივი სახეობრივი შემადგენლობის დაცვას, შენარჩუნებასა და აღდგენას;

ბ) ამ უბნისათვის დამახასიათებელი თვისებებისა და ფუნქციების დაცვასა და გაუმჯობესებას (გაძლიერებას);

გ) ტყის ნიადაგდაცვითი თვისებებისა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვასა და გაუმჯობესებას;

დ) ისეთი საქმიანობის განხორციელების თავიდან აცილებას, რომელიც შეუთავსებელია ამ უბნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მიკუთვნების მიზნებთან.

2. ამ დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესი (დირექტივა), "საქართველოს ტყის კოდექსით" გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს განსაკუთრებული ფუნქციონალური დანიშნულების და ლანდშაფტურ უბანზე ყველა სახის ტყით სარგებლობისა და სატყეო-სამეურნეო საქმიანობის აკრძალვას.

3. სატყეო მეურნეობა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნის სათანადო სტატუსის, განსაკუთრებული მოთხოვნებისა და საზღვრების მიმანიშნებელი ფირნიშების დაყენებას ამ უბანთან მისასვლელ გზებსა და ბილიკებზე.

9. ჭალის ტყის და ტყის სუბალპური ზოლის დაცვის განსაკუთრებული თავისებურებანი

1. ჭალის ტყეში:

ა) აკრძალულია ნიადაგის და ინერტული მასის ამოღება-მოპოვება;

ბ) აკრძალულია მდინარის უშუალო სიახლოვეს მაღალტანიანი მცენარეების დარგვა-გაშენება;

გ)    დასაშვებია ქვეტყისაგან გაწმენდა ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის მიზნით, რათა მიღწეული იქნეს ოპტიმალური სიხშირის ბუნებრივი წარმოშობის კორომის ჩამოყალიბება;

დ)   აღდგენის და მოვლის ღონისძიებები იგეგმება და ხორციელდება მხოლოდ ბუნებრივი ბიოლოგიური ბალანსის დარღვევის შემთხვევში და მისი აღდგენის მიზნით, რომლებიც აუცილებლად უნდა ითვალისწინებდნენ ნიადაგის სტრუქტურასა და შემადგენლობას, მდინარისა და გრუნტის წყლების რეჟიმს;

ე)    არ შეიძლება მდინარის ნაპირების და ხანგრძლივი დატბორვის ზონაში ხელოვნური ნარგაობების გაშენება;

2. ტყის სუბალპურ ზოლში:

ა) აღდგენისა და მოვლის სამუშაოები შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ზოლის არსებული მდგომარეობა ეტალონურისაგან (ბუნებრივისაგან) მკვეთრად განსხვავდება და ეს გამოწვეულია ანთროპოგენული ფაქტორებით, ან სტიქიური მოვლენებით;

ბ) დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნაა საქონლის ძოვების აკრძალვა;

3. ტყით სარგებლობასთან დაკავშირებული ამ დებულების მოთხოვნები ვრცელდება სუბალპურ ზონაში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზეც.

10. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნის აღდგენა და მოვლა

1. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნის აღდგენა და მოვლა ხორციელდება ამ უბნის განსაკუთრებული დანიშნულების მიზნებიდან გამომდინარე.

2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების და ლანდშაფტური უბნის აღდგენისა და მოვლის ძირითადი მიზანია ამ უბნის განსაკუთრებულობის შემქმნელი თვისებებისა და ფუნქციების შენარჩუნება, გაუმჯობესება და ბუნებრივ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებული ბიომრავალფეროვნებისა და მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის მოვლა-აღდგენა.

11. საქართველოს ჭალის ტყეების ნუსხა

2000 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ჭალის ტყეების სტატუსი მიეკუთვნოთ ტყეებს დანართის მიხედვით (იხილეთ დანართი).

საქართველოს ჭალის ტყეების ნუსხა

(2000 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)

დანართი

საქართველოს ჭალის ტყეების ნუსხა

(2000 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)

N

სატყეო მეურნაობა

სატყეო უბანი

კვარტლის ნომერი

ჭალის ტყის ფართობი (ჰა)

მდინარე

შენიშვნა

1

ახმეტის

მაღრანის

24

35

ალაზანი

 

 

 

ზემო ხოდაშენის

27,28

345

ალაზანი

 

 

სულ ახმეტის სატყეო მეურნეობაში

 

 

380

 

 

2

თელავის

ფშაველის

108-110

311

ალაზანი

 

 

 

ნაფარეულის

94,95

413

ალაზანი

 

 

 

იყალთოს

1,2

334

ალაზანი

 

 

 

თელავის

3-6

686

ალაზანი

 

 

 

წინანდლის

43-46

524

ალაზანი

 

 

 

აკურის

62

206

ალაზანი

 

 

სულ თელავის სატყეო მეურნეობაში

 

 

2474

 

 

3

ყვარლის

გრემის

47

25

ალაზანი

 

 

 

ყვარლის

104-107

512

ალაზანი

 

 

 

ახალსოფლის

99-102

387

ალაზანი

 

 

სულ ყვარლის სატყეო მეურნეობაში

 

 

924

 

 

4

ლაგოდეხის

აფენის

1-20

2680

ალაზანი

 

 

 

ალაზნის

1-23

2946

ალაზანი

 

 

სულ ლაგოდეხის სატყეო მეურნეობაში

 

 

5626

 

 

5

გურჯაანის

ლელის

1-5

579

ალაზანი

 

 

 

ინაბოტის

სულ

1200

ალაზანი

 

 

სულ გურჯაანის სატყეო მეურნეობაში

 

 

1779

 

 

6

სიღნაღის

წნორის

1-17

2270

ალაზანი

 

 

 

აიაურის

1-8

1660

ალაზანი

 

 

 

სიღნაღის

1

180

ალაზანი

 

 

 

ხირსის

1-8

1026

ალაზანი

 

 

სულ სიღნაღის სატყეო მეურნეობაში

 

 

5136

 

 

7

დედოფლისწყაროს

ქედის

1,2,23,28,

29,35,36

1005

ალაზანი

 

8

”საქტყეკაკალნაყოფი“

წითელი ხიდის

3,4

203

ხრამი

 

 

 

რუსთავის

1-7

198

ხრამი

 

 

სულ ”საქტყეკაკალნაყოფი“

 

 

401

 

 

9

გარდაბნის აღკვეთილი

კაპარნახჩის

1-5

999

მტკვარი

 

 

 

გარდაბნის

1-8

2180

მტკვარი

 

 

 

მაგარი ყურის

1

305

მტკვარი

 

 

სულ გარდაბნის აღკვეთილი

 

 

3484

 

 

10

ყორუღის აღკვეთილი

სულ

1-17(სულ)

2068

იორი

 

11

იორის აღკვეთილი

სულ

1-8(სულ)

1336

იორი

 

12

ააჭუნის

სულ

1,2,6-10,

12,14,15

1472

იორი

 

13

კრწანისის ტყეპარკი

სულ

1-20

1200

მტკვარი