დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თერჯოლის მუნიციპალიტეიტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.126.016351 |
|
„თერჯოლის მუნიციპალიტეიტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 02.02.2018, ს.კ 010250050.35.126.016254) და დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული სამსახურის დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები სამსახურის ფუნქციებია: ა) შეიმუშაოს და განახორციელოს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამები; ბ) რეგისტრაციაში გაატაროს უსახლკაროები; გ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მოხუცების საზოგადოებასთან ადაპტირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; დ) შეიმუშაოს და განახორციელოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილთა და ვეტერანთა საქმეებზე მუნიციპალური პროგრამები. ე) უზრუნველყოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ვ) უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება; ზ) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; თ) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა; ი) უზრუნველყოს სამზრუნველო ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება; კ) უზრუნველყოს მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება; ლ) უზრუნველყოს ღონისძიებათა დაგეგმვა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ; მ) უზრუნველყოს იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; ნ) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ვეტერანთა საქმეების კოორდინაცია და მონიტორინგი; ო)კოორდინაციას და ადმინისტრირებას უწევს სოციალურ მუშაობას; პ) ახდენს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას; ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას; რ) ახდენს ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას; ს) უზრუნველყოფს ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას; ტ) ანხორციელებს მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას; უ) უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას; 2. ამოღებულია |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები