დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 171 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.022726 |
|
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 280120000.10.003.022548) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. იმ ქვეპროგრამების დაფინანსება და ადმინისტრირება, რომლებიც ხორციელდება დისტანციურად „დღის ცენტრის მომსახურების, ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამებისა და კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის მოდიფიცირებული მომსახურებების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №01-184/ო ბრძანების, „შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან/და ასეთი რისკის მქონე 18 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური რეაბილიტაციის მომსახურებების დისტანციურად მიწოდება-მიღების კონცეპტუალური ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 ნოემბრის №01-536/ო ბრძანების ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, განისაზღვროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 2. №1.2 დანართის („დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციის კომპონენტის დაფინანსების გარდამავალი რეგულირება 1. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“ „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ (დანართი 1.6.5) ფარგლებში, რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ ზრუნვის სააგენტოში დადგენილი ფორმით 2021 წელს წარდგენილი შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება განხორციელდეს ზრუნვის სააგენტოს მიერ ამ დანართის „საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ (დანართი 1.2.2) მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასიგნებებიდან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, თითოეულ ბენეფიციარზე, რომელიც მომსახურებაში ჩაერთო „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“ „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში, რეაბილიტაციის ვადის (არანაკლებ 18 თვისა) ამოწურვამდე, ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) ერთი ვიზიტის (გაკვეთილის) ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 20,83 ლარს. ამასთან, ანაზღაურება განხორციელდება ბენეფიციარის მიერ მომსახურების თვეში მიღებული მომსახურების (გაკვეთილის) რაოდენობის შესაბამისად.“. 3. №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“): ა) მე-3 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. იმ ქვეპროგრამების დაფინანსება და ადმინისტრირება, რომლებიც ხორციელდება დისტანციურად „დღის ცენტრის მომსახურების, ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამებისა და კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის მოდიფიცირებული მომსახურებების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №01-184/ო ბრძანების, „შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან/და ასეთი რისკის მქონე 18 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური რეაბილიტაციის მომსახურებების დისტანციურად მიწოდება-მიღების კონცეპტუალური ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 ნოემბრის №01-536/ო ბრძანების ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, განისაზღვროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ბ) №2.2 დანართის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“): ბ.ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) 3 წლიდან 5 წლის ჩათვლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას, ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე. ინდივიდუალური მომსახურება ხორციელდება ბუნებრივ გარემოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს ბავშვებთან ჯგუფური მუშაობა. ჯგუფური მუშაობა შეადგენს თვეში არაუმეტეს 4 ვიზიტს;“; ბ.ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბავშვები, რომელთა განცხადებები მომსახურებაში ჩართვის თაობაზე ზრუნვის სააგენტოში შესულია 2020 წლამდე;“; ბ.გ) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პროფესიული ზედამხედველობის კომპონენტი ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობის შესაბამისად. ამასთან, ერთი ბენეფიციარისათვის პროფესიული ზედამხედველობა, რომელიც შეადგენს თვეში ერთ საათს და არ არის დამოკიდებული ბენეფიციარის მიერ თვის განმავლობაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაზე, ფინანსდება თვეში 20 ლარით, გარდა მომსახურების დისტანციურ რეჟიმში მიწოდებისა.“; გ) №2.4 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“): გ.ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შშმ ბავშვთა, მათ შორის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების, დღის ცენტრში რთული ქცევის მქონე ბენეფიციართათვის მულტიდისციპლინური გუნდის (რომლის შემადგენლობაში შედიან ფსიქოლოგი, განვითარების სპეციალისტი/სპეციალური პედაგოგი, ექიმი-პედიატრი, ხოლო მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების, დღის ცენტრის შემთხვევაში, დამატებით ოკუპაციური თერაპევტი) მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, რომელიც დადასტურებულია მულტიდისციპლინური გუნდის წევრების ხელმოწერილი დასკვნით, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გაუფორმოს ხელშეკრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ბენეფიციარებზე საჭიროების შესაბამისი ზრუნვის განხორციელებას (ერთი მზრუნველის შემთხვევაში არაუმეტეს 3 ბენეფიციარისა).“; გ.ბ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 6-იდან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მათ შორის:“; დ) №2.8 დანართის („მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) თავშესაფრის მომსახურების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის, რომელიც განსაზღვრულია „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართით დადგენილი სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმების შესაბამისად − 30 ლარს;“; ე) №2.9 დანართის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) რთული ქცევის მქონე ბენეფიციართათვის ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან ერთად, მულტიდისციპლინური გუნდის (რომლის შემადგენლობაში შედიან ფსიქოლოგი, განვითარების სპეციალისტი/სპეციალური პედაგოგი, ექიმი-პედიატრი) მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, რომელიც დადასტურებულია მულტიდისციპლინური გუნდის წევრების ხელმოწერილი დასკვნით, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გაუფორმოს ხელშეკრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ბენეფიციარებზე ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელებას;“; ვ) №2.12 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“): ვ.ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა ერთ ოთახში ერთად არა უმეტეს 3 ბენეფიციარისათვის, ხოლო ერთ შენობაში არაუმეტეს 6 ბენეფიციარისა;“; ვ.ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული (სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი სკოლა-პანსიონი, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარები. ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი ენიჭება მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების ბენეფიციარებს) 18-იდან 21 წლამდე (21 წლის შესრულების თვის ჩათვლით) ახალგაზრდა. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს არ შესრულებია 21 წელი და დაასრულა სწავლა, მომსახურება უგრძელდება არაუმეტეს 3 თვის ვადისა. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის ახალგაზრდა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:“; ვ.გ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად რეგისტრირებულ მომსახურებაში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 10 ლარით, მაგრამ არაუმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.“; ზ) №2.13 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“): ზ.ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის უფროსი, ბენეფიციარის მიმართვის საფუძველზე. ვაუჩერი შესაძლებელია, გაიცეს 6-ჯერ (არაუმეტეს ერთჯერადად 2 თვის ვაუჩერისა).“; ზ.ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე მისაწოდებელი საქონლის (კვების პროდუქტების) ღირებულება ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს (2 თვის ვაუჩერი).“; ზ.გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ − „ნ“ ქვეპუნქტები: „ი) საქონლის მიმწოდებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი საქონლის მიმწოდებლად რეგისტრირებული პირ(ებ)ი; კ) კვების მატერიალიზებული ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება ამ დადგენილების №2 დანართის №2.1 დანართით („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“) გათვალისწინებულ მიმწოდებლებთან; ლ) საქონლის მიმწოდებელი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს არაუგვიანეს საქონლის მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ვაუჩერს, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 კალენდარული დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერები დაფინანსებას არ ექვემდებარება; მ) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს არაუგვიანეს ვაუჩერის დასაქონლების თვის შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით; ნ) გაცემული ვაუჩერის გამოუყენებლობა მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდში იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები