დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 03 |
დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/04/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016485 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 31/12/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016479) და დანართის:
ა) მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნის შესაძენი ერთჯერადი ფულადი დახმარება.“ ბ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნის შესაძენი ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირზე/ოჯახზე, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000-ს, სადაც ცხოვრობს მარტოხელა პირი (გარდა შრომისუნარიანი მამაკაცისა), რომელსაც არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა ზამთრის სეზონისათვის საშეშე მერქნის შესაძენად, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა. 2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების (01 იანვრიდან 01 აგვისტომდე) წარდგენის საფუძველზე. სრულყოფილი მასალები შემდგომი განხილვისათვის ეგზავნება მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი და მიმართოს რეკომენდაციით მერს, დახმარება ერთჯერადად გაიცეს პირზე/ოჯახზე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არის უკიდურესად გაჭირვებული. თანხმობის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფი დამატებით მოიძიებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის წერილობით შუამდგომლობას ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვის აუცილებლობის შესახებ. 3. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; დ) მერის წარმომადგენლის ინფორმაცია პირის/ ოჯახის შემადგენლობის და შემოსავლების შესახებ; ე) საშეშე მერქნის (ხე-ტყის მოჭრის) ბილეთი -საბანკო ამონაწერი; ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები