„სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 11 მაისის №9/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 11 მაისის №9/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016536
8/2021
16/04/2021
ვებგვერდი, 19/04/2021
010240060.15.008.016536
„სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 11 მაისის №9/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №8/2021

2021 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სსიპ  საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 11 მაისის №9/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 62 პუნქტისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორის 2021 წლის 14 აპრილის №27 წერილის (წარდგინების) (ცესკოში რეგისტრაციის №821) საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 11 მაისის №9/2017 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 11/05/2017, 010240060.15.008.016323) დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

„მუხლი 151

სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების განყოფილების იურისტ-ანალიტიკოსის (III კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობის (შემუშავება ან/და განხორციელება) გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება – მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) ინგლისური ენის ცოდნა;

დ) რუსული ენის ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი