„სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვალის №1-1/73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1-1/153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 14/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016693
1-1/153
14/04/2021
ვებგვერდი, 16/04/2021
040030000.22.024.016693
„სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვალის №1-1/73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/153

2021 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

„სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №1-1/73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ  გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №1-1/73 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 26/02/2018, 040030000.22.024.016534) და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:
1. სსიპ  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის პირველ მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„2. სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული გრანტების გაცემისა და  საგრანტო განაცხადების გრანტების პორტალზე მიღების მიზნით დაამუშაოს, მათ შორის, გამოითხოვოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან კონკურსანტების (განმცხადებლების) შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი (სოფ./ქალაქი, მუნიციპალიტეტი, რეგიონი) სქესი. მონაცემთა შენახვის ვადა შეადგენს 10 წელს. მონაცემთა უსაფრთხოების წესები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა