დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.026.016880 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №91 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016833) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ადმინისტრაციის სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით; ბ) სოციალური მეცნიერებების, ჟურნალისტიკის და ინფორმაციის მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით); გ) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის მიმართულებით (ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის, ელექტროინჟინერის, ელექტროტექნიკისა და სამრეწველო ელექტრონიკის, ელექტროობის, ელექტრონული მოწყობილობების ექსპლუატაციის სპეციალობებით); 2. სამუშაო გამოცდილება ეკონომიკის, ფინანსების ან ლოჯისტიკის სფეროებში – 2 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) ცოდნა. მუხლი 5. ადმინისტრაციის სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით; ბ) სოციალური მეცნიერებების, ჟურნალისტიკის და ინფორმაციის მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით); გ) ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის მიმართულებით (ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის, ელექტროინჟინერის, ელექტროტექნიკისა და სამრეწველო ელექტრონიკის, ელექტროობის, ელექტრონული მოწყობილობების ექსპლუატაციის სპეციალობებით); 2. სამუშაო გამოცდილება ეკონომიკის, ფინანსების ან ლოჯისტიკის სფეროებში – 1 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) ცოდნა.“. 2. მე-14 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141. ადმინისტრაციის საქმისწარმოების სამსახურის საერთო კანცელარიის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი). 2. სამუშაო გამოცდილება საქმისწარმოების ან სამართლის სფეროში, ან საორგანიზაციო საკითხებზე – 2 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; კ) „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანება; ლ) „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით)“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №72 ბრძანება. 4. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები