დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 81 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 14/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016222 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/10/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016046) დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ79“, ,,ჰ80“ და ,,ჰ81“ პუნქტები: „ჰ79) დაბინძურებული ადზ – ადზ დაბინძურებულია, თუ მისი ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი (მიუხედავად დაბინძურებული ადგილების განლაგებისა) დაფარულია ერთი ან მეტი ნივთიერებით, რომელიც გათვალისწინებულია ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობის აღწერილობის ჩამონათვალით; შენიშვნა: ინფორმაცია ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობის აღმწერების შესახებ მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართში, ტომი I, განმარტებები. ჰ80) მშრალი ადზ – ადზ მშრალია, თუ მისი ზედაპირი არ არის ნესტიანი და დაბინძურებული; ჰ81) სველი ადზ – ადზ სველია, თუ მისი ზედაპირი დაფარულია ნებისმიერი ხილული ნესტით ან 3 მმ-მდე სიღრმის წყლით.“. 2. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხომალდის მეთაური ვალდებულია გადასცეს სპეციალური შეტყობინება (AIREP) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს, თუ ადზ-ს მოჭიდების კოეფიციენტი გადმოცემულზე ნაკლებია. შენიშვნა: ადზ-ს მოჭიდების კოეფიციენტის შესახებ მოხსენების შედგენის პროცედურები მოცემულია PANS-ATM ((Doc 4444) მე-4 თავში და დანართში 1.“. 3. 38-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „381“ მუხლი: „მუხლი 381. სხ-ის დასაფრენად შესვლის და დაფრენის საექსპლუატაციო პროცედურები აკრძალულია აეროდრომის დონიდან 300 მეტრზე (1000ft) დაბალ სიმაღლეზე დასაფრენად შესვლა და დაფრენა, თუ ხომალდის მეთაური, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, არ არის დარწმუნებული, რომ ადზ-ს საფარის მდგომარეობა და სხ-ის ტექნიკური მახასიათებლები იძლევა უსაფრთხო დაფრენის შესაძლებლობას. შენიშვნა: 1. ადზ-ს ზედაპირის მდგომარეობის შეფასებისა და ინფორმაციის გადაცემის პროცედურები მოცემულია იკაოს Doc-ში 9981 ( PANS Aerodromes), ხოლო ადზ-ს ზედაპირის შესახებ სხ-ზე მიღებული ინფორმაციის გამოყენების წესები მოცემულია სხ-ის მახასიათებლების სახელმძღვანელოში – Doc 10064. 2. სხ-ის საფრენოსნო ტექნიკური ინფორმაციის მომზადების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია Doc-ში 10064.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 4 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები