„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2021
ძალაში შესვლის თარიღი 07/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.034.017137
31
14/04/2021
ვებგვერდი, 14/04/2021
010240070.22.034.017137
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №31

2021 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში (სსმ, №84, 23/06/2006, 010.240.070.22.034.008.796) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საომარი მდგომარეობის დროს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციაში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ნიშნავს, გადააადგილებს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფორმებს, აგრძელებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) შვებულებაში უშვებს, აგრეთვე, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებას უწყვეტს და სამსახურის გასაგრძელებლად იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს;“;

გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.“.

3. მე-10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 103 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 103. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო

კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო:

ა) წარმართავს სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვის ერთიან პოლიტიკას;

ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების შერჩევას, მოზიდვას, განაწილებას და შენარჩუნებას, აგრეთვე აორგანიზებს მოსამსახურეთა სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს;

გ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადებას;

დ) ახორციელებს სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ და ხარისხობრივ ანალიზს;

ე) შეიმუშავებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ამზადებს სამუშაოს აღწერილობებს საშტატო ნუსხით დადგენილი თანამდებობებისთვის;

ვ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამუშაოს შეფასების სისტემას და უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემის მართვას;

ზ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული და კარიერული განვითარების პოლიტიკას, განსაზღვრავს მომზადებისა და გადამზადების პრიორიტეტულ მიმართულებებს; შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, აორგანიზებს მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ღონისძიებებს;

თ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი მასალების ან/და ბრძანების პროექტის მომზადებას;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 7 მაისს.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური