„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016224
01-74
13/04/2021
ვებგვერდი, 14/04/2021
480610000.22.030.016224
„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-74

2021 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013  წლის 9 ივლისის №158 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 15/07/2013, სარეგისტრაციო კოდი: 480610000.22.030.016083) დამტკიცებულ საქართველოს  საკონსულო  დაწესებულების  გახსნის  წესსა  და  ტიპობრივ  დებულებაში შეტანილ  იქნეს  ცვლილება და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფუნქცია-მოვალეობების განაწილების შესახებ ბრძანების შესაბამისად, უზრუნველყოფს თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და სამუშაო გეგმის შესრულებაზე ზედამხედველობას;’’;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს საკონსულო დაწესებულების თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) გამოსცემს ბრძანებებს მისი და დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელთა მივლინების თაობაზე საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე.“.

დ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ი1–ი3“ ქვეპუნქტები შემდეგი შინაარსით:

„ი1) ამტკიცებს   საკონსულო დაწესებულების შინაგანაწესს და ზედამხედველობს შინაგანაწესის სათანადოდ შესრულებას;

2) გეგმავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, უსახავს უშუალოდ დაქვემდებარებულ თანამშრომლებს ინდივიდუალურ მიზნებს და მონიტორინგს უწევს მათ მისაღწევად საჭირო ქმედებებს, ახორციელებს თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებას, ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე და მოტივაციაზე;

3) უზრუნველყოფს თანამშრომელებს შორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილებას, რასაც ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს;“;

ე) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სამინისტროსთან და საკონსულო დეპარტამენტთან შეთანხმებით აფორმებს ხელშეკრულებას საკონსულო დაწესებულების მომსახურე პერსონალთან და წყვეტს  მათთან  სახელშეკრულებო  ურთიერთობას;

ნ) გამოსცემს ბრძანებებს საკონსულო დაწესებულების მომსახურე პერსონალის შვებულების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების და მათი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე მივლინების თაობაზე;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი