დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 165 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.022720 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018, 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „პ2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები ერთიანდებიან სამოქალაქო ოფისში.“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „პ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ1) ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტი;“; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ2“ ქვეპუნქტი: „პ2) ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტი;“. 3. მე-6 მუხლის 151 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „151. ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტი: ა) ახორციელებს სამინისტროს მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების კონტროლს საქონლის/კვების მომსახურების ტექნიკურ მახასიათებლებთან მიწოდებული საქონლის/კვების მომსახურების შესაბამისობისა და ხარისხის დადგენის მიზნით; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობას დამტკიცებული პროექტის შესაბამისად.“. 4. მე-6 მუხლს 151 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 152 პუნქტი: „152. ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტი: ა) უზრუნველყოფს სამინისტროს ინფრასტრუქტურის სისტემის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და მისი განხორციელების მონიტორინგს; ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სტანდარტიზაციის მართვისა და სამინისტროს კოდიფიკაციის სისტემების შექმნასა და მათ ფუნქციონირებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები