დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 163 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.022718 |
|
„ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/12/2014, 240140000.10.003.018287) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:
1. „ა“ − „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ავტობუსებით (M3 კატეგორია) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა; ა1) ავტობუსებით (M2 კატეგორია) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა; ბ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა; გ) მიწისზედა ელექტროტრანსპორტით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;“. 2. „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს დედაქალაქში – თბილისში საბაგირო გზით − „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით − „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ და საბაგირო გზით − „უნივერსიტეტი-ბაგები“ − მგზავრთა გადაყვანა.“.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განისაზღვროს 2022 წლის პირველ აპრილამდე. |
| მუხლი 3 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 19 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები