დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 160 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/04/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.022715 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/07/2020, 340170000.10.003.022181) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალოს საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების ინიციირება, ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ანალოგიური პროგრამის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი და სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთებთან მიმართებით განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის: ა) მე-2 მუხლის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უძრავი ნივთი − სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი ან/და სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც მოიჯარეს იჯარის უფლებით აქვს გადაცემული;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იჯარის ხელშეკრულება − 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით დადებული, განცხადების წარდგენის დროისათვის მოქმედი და სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ მოიჯარე და სააგენტო (მათ შორის, უფლებამონაცვლეობის საფუძველზე);“; ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთ(ებ)ის პრივატიზების თაობაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს წერილი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთ(ებ)ის პრივატიზების თაობაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის წერილი, რომლ(ებ)ითაც მარწმუნებლად უნდა დასტურდებოდეს იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი/სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთ(ებ)ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების ფაქტი;“; დ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ე) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ იჯარის ხელშეკრულებით მოიჯარისათვის სახნავი ან/და სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთთან ერთად ასევე გადაცემულია სხვა კატეგორიის სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სხვა კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე ნარჩუნდება მოიჯარის სარგებლობის უფლება.“; ვ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „მუხლი 9. უძრავი ნივთის ნაწილის გასხვისების დაუშვებლობა დაუშვებელია ერთი და იმავე იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახნავი ან/და სათიბი კატეგორიის უძრავი ნივთ(ებ)ის ნაწილის პრივატიზება, გარდა ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები