დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | ნ-5 |
| დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 05/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350090000.64.076.016093 |
|
,,პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 26/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 350090000.64.076.016025) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის“ (დანართი №1) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„დ) ზოგადი უნარები – უნარები რომელიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ პრობლემების გადაწყვეტის, ცვლილებებისადმი ადაპტირების, გადაწყვეტილებების მიღების და შესაფერისი მსჯელობის შესაძლებლობას; ე) კომუნიკაციის უნარები – უნარები რომელიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის შესაძლებლობას ეფექტურად იმუშაოს და იურთიერთოს სხვებთან; ვ) პიროვნული უნარები – უნარები, რომლებიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის პიროვნულ დამოკიდებულებებს და ქცევას; ზ) ორგანიზაციული უნარები – უნარები, რომლებიც უკავშირდება სერტიფიცირებული ბუღალტრის შესაძლებლობას იმუშაოს ეფექტურად ორგანიზაციასთან ან ორგანიზაციაში ადამიანებისაგან და ხელმისაწვდომი რესურსებისგან ოპტიმალური შედეგების მისაღებად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები