დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მიმდინარე შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დამატებითი განცხადებების მიღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 05/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
განკარგულება №1/27 2021 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი |
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მიმდინარე შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დამატებითი განცხადებების მიღების შესახებ
|
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 1 აპრილის ორგანული კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე:
1. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 2 ნოემბრის №1/138 განკარგულების საფუძველზე მიმდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1 ვაკანსიაზე დამატებითი განცხადებების ელექტრონული ფორმით მიღება განხორციელდეს 2021 წლის 6 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით. 2. ინფორმაცია დამატებითი განცხადებების მიღების შესახებ მიეწოდოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ყველა ეროვნულ მაუწყებელს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები