„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 30/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016443
6
30/03/2021
ვებგვერდი, 07/04/2021
300280020.16.009.016443
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №6

2021 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი  ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით  დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ ვებგვერდი, 22/04/2014, 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 63-ე მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ელექტროენერგიის მრიცხველები და აღრიცხვის საკომუნიკაციო მოწყობილობები   აღჭურვილი უნდა იყოს ალტერნატიული კვების წყაროთი. მინაერთის გამორთვამ არ უნდა გამოიწვიოს მრიცხველისა და საკომუნიკაციო მოწყობილობებისთვის ძაბვის შეწყვეტა.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ მრიცხველებსა და აღრიცხვის საკომუნიკაციო მოწყობილობებზე, რომლებიც არ მდებარეობს ელექტროსადგურში ან ქვესადგურში.“.

2. 324-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3241 მუხლი:

„მუხლი 3241. მსხვილი მომხმარებლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით აღრიცხვის მოწესრიგება

1. იმ საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებთან მიმართებით, რომლებიც აკმაყოფილებენ კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის  №80 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს და რომელთა ელექტროენერგიის მრიცხველები ვერ აკმაყოფილებს ამ წესების 65-ე მუხლის მოთხოვნებს, ელექტროენერგიის მრიცხველები უნდა მოწესრიგდეს შემდეგი პირობების დაცვით:

ა) ელექტროენერგიის მრიცხველები ამ წესების 65-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით უნდა მოწესრიგდეს მსხვილი მომხმარებლის ხარჯით:

ა.ა) 35/110 და 6/10 კვ ძაბვაზე – არაუგვიანეს 2021 წლის პირველ სექტემბრამდე;

ა.ბ) 0.4 კვ ძაბვაზე – არაუგვიანეს 2021 წლის პირველ სექტემბრამდე, თუ მრიცხველების რაოდენობა არ აღემატება ათს;

ა.გ) 0.4 კვ ძაბვაზე – არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე, თუ მრიცხველების რაოდენობა აღემატება ათს.

ბ) მსხვილი მომხმარებლის ქსელზე დაერთებული განაწილების ლიცენზიატის (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) აბონენტების მრიცხველები (ე.წ. „ტრანზიტული მრიცხველები“) ამ წესების 65-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით უნდა მოწესრიგდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის  ხარჯით:

ბ.ა) 35/110 და 6/10 კვ ძაბვაზე – არაუგვიანეს 2021 წლის პირველ სექტემბრამდე;

ბ.ბ) 0.4 კვ ძაბვაზე – განაწილების ლიცენზიატების (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები) მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული გეგმა-გრაფიკი განაწილების ლიცენზიატებმა (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა)  შეთანხმების მიზნით კომისიას უნდა წარუდგინონ არაუგვიანეს 2021 წლის პირველ სექტემბრამდე.

3. გადაცემის ლიცენზიატი (გადამცემი სისტემის ოპერატორი) და განაწილების ლიცენზიატი (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი), შესაბამის მომხმარებელთან ერთად, არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა, კომისიური წესით ამოწმებენ აღრიცხვის კვანძების შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან და თითოეულ აღრიცხვის კვანძთან მიმართებით ადგენენ შემოწმების აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს აღრიცხვის კვანძების მოწყობის ფაქტობრივი მდგომარეობის ამ წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას. გადაცემის ლიცენზიატი (გადამცემი სისტემის ოპერატორი) აღრიცხვის კვანძების ამ პუნქტის შესაბამისად შემოწმების დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში შესაბამის შემოწმების აქტს წარუდგენს კომისიასა და შემოწმების აქტის სხვა მხარეებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემოწმების შედეგად აღრიცხვის კვანძებში გამოვლენილი შეუსაბამობები, ამ წესების 62-ე-64-ე მუხლების მოთხოვნების დაცვით, უნდა მოწესრიგდეს მსხვილი მომხმარებლის ხარჯით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემოწმების აქტის შესაბამისი მხარისათვის წარდგენიდან 2 წლის ვადაში.

5. იმ პირებზე, რომელთა მიმართებითაც კომისიას ამ წესების 324-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მათი კუთვნილი აღრიცხვის კვანძების ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, ვრცელდება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ვადები.

6. მსხვილი მომხმარებლის სტატუსის განსაზღვრისა და საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის მიზნებისათვის. ამ მუხლის პირველ, მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის აღრიცხვის კვანძებზე არ ვრცელდება ამ წესების 62-ე- 65-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები ამ მუხლის შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვამდე.“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის პირველი მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი